«Динамо» (Минск) — «Динамо» (Тбилиси) 3:0 (2:0)

«Динамо» (Минск) — «Динамо» (Тбилиси) 3:0 (2:0)

Чемпионат СССР 1985 года. Высшая лига. Матч № 12.
28 мая 1985 года. Минск. Стадион «Динамо». Ясно, 24 градуса. 31500 зрителей.
Судьи: Ю.Сергиенко (Харьков), А.Балакин (Киев), В.Литвинов (Донецк).
«Динамо» Мн.: Жекю, Румбутис, Курненин, Сокол, Шишкин, Зыгмантович, Гоцманов, Кистень (Янушевский, 82), Алейников, Гуринович, Кондратьев (Боровский, 65).
«Динамо» Тб.: Габелия, Кеташвили, Чивадзе (к), Чедия (Микаберидзе, 46), Арзиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Махарадзе (Гурули, 75), Чкареули, Месхи.
Голы:
1:0 Гоцманов — 22
2:0 Кистень — 25
3:0 Кистень — 72

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Молодежь Грузии

Газета «Советский спорт» (Москва) от 30 мая 1985 года:

Цена атаки — гол.
МИНСК.
«Динамо» (Минск) — «Динамо» (Тбилиси). 3:0, (2:0).
Стадион «Динамо». 28 мая. Ясно. 24 градуса. 31 500 зрителей.
Судьи Ю. Сергиенко (Харьков), А. Балакин (Киев), В. Литвинов (Донецк).
«Динамо» (Минск): Жекю, Румбутис, Курненин, Сокол, Шишкин, Зыгмантович, Гоцманов, Кистень (Янушевский, 82), Алейников, Гуринович, Кондратьев (Боровский, 65).
«Динамо» (Тбилиси): Габелия, Кеташвили, Чивадзе, Чедия (Микаберидзе, 46), Арзиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Махарадзе (Гурули, 75), Чкареули, Месхи.
Голы: Гоцманов (22), Кистень (25, 72).
Первую крупную победу в чемпионате миичане добывали усилиями всей команды, и все-таки отмечу, что во многом исход встречи предрешил спор команд в середине поля. По сравнению с хозяевами полузащитники тбилисцев выглядели медлительными и не очень изобретательными. Выдвинутый на позицию опорного хавбека Чедия рвался вперед, но пользы это команде приносило мало. Ведь партнеров его минчане, среди которых активной игрой выделялись Алейников, Гоцманов, Сокол, вынудили заниматься в основном оборонительной работой.
Крайние защитники гостей явно не могли обезопасить свои зоны. Центральные же — Чивадзе и Сулаквелидзе — не могли прийти к ним на помощь, потому что действия их активными маневрами сковывали форварды минчан Гуринович и Кондратьев.
М. Супонев.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 30 мая 1985 года:

ხუთიანები და ორიანები.
მინსკი. “დინამოს” სტადიონი. 28 მაისი. 31.500 მაყურებელი.
“დინამო” (მინსკი) – “დინამო” (თბილისი) 3:0.
მინსკი: ჟეკიუ, რუმბუტისი, კურნენინი, სოკოლი, შიშკინი, ზიგმანტოვიჩი, გოცმანოვი, კისტენი, ალეინიკოვი, გურინოვიჩი, კონდრატიევი.
თბილისი: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, არზიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, მახარაძე, ჩქარეული, მესხი.
23–ე წთ. გოცმანოვი, 26–ე წთ. კისტენი, 72–ე წთ. კისტენი.
46–ე წთ. ჭედიას ნაცვლად – მიქაბერიძე, 63–ე წთ. მახარაძის ნაცვლად – გურული, 65–ე წთ. კონდრატიევის ნაცვლად – ბოროვსკი, 83–ე წთ. კისტენის
ნაცვლად – იანუშევსკი.
მსაჯი: იური სერგიენკო (ხარკოვი).
კარში დარტყმა: 12:4 (9:2), ზუსტი დარტყმა 4:1 (3:0), საჯარიმო მოედნიდან 7:2 (5:1).
კუთხური: 9:4 (5:3).
დაჯარიმდნენ: მინსკელები 20 (9), თბილისელები 16 (7).
საკავშირო ჩემპიონატის ყოველი კალენდარული მატჩის შემდეგ, როგორც ცნობილია, მწვრთნელები ნიშნებს უწერენ თავიანთ ფეხბურთელებს – ხუთბალიანი სისტემით აფასებენ მათ თამაშს. ამ შეხვედრის შემდეგ ბენიამინ არზამასცევმა და დავით ყიფიანმა საკმაოდ იოლად გადაწყვიტეს ეს ამოცანა: მინსკელთა გუნდის ხელმძღვანელმა თავის ყველა ფეხბურთელს ხუთიანი დაუწერა, მისმა თბილისელებმა კოლეგამ კი ორიანებით შეაფასა თავისი გუნდის წევრთა თამაში.
რა ნიშნავს ეს? იქნებ იმას, რომ უკლებლივ ყველა მინსკელმა ბრწყინვალედ ჩაატარა მატჩი? ან იქნებ იმას, რომ ყველა თბილისელმა ცუდად ითამაშა? რა თქმა უნდა, არა. როგორც ერთი, ისე მეორე გუნდიდან, ალბათ, შეიძლებოდა დაგვესახელებინა ფეხბურთელები, ვინც სხვებზე ოდნავ უკეთ ან ოდნავ უარესად ჩაატარა შეხვედრა, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ბელორუსმა ფეხბურთელებმა დიდი აღმავლობით ითამაშეს და მათმა მწვრთნელმა საჭიროდ არ მიიჩნია ცალკეულ მოთამაშეთა გამოყოფა. ასევე მოიქცა და სამართლიანადაც, დავით ყიფიანი, რომლის ორიანები, უპირველეს ყოვლისა, ეკუთვნის მთელ კოლექტივს, შემდეგ კი – ამ კოლექტივის თითოეულ წევრს.
ბელორუსიის დედაქალაქში სხვადასხვა მიზეზით ვერ ჩამოვიდნენ შენგელია და ცაავა, რამაც ცხადია, შეასუსტა გუნდის ძალა, თუმცა ამ მხრივ საქმე არც მასპინძლებს ჰქონდათ მოგვარებული: მათ სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ სამი ძირითადი მცველი – ტრუხანი, ბოროვსკი და იანუშევსკი. მართალია, ბოროვსკი და იანუშევსკი მეორე ტაიმში მაინც გამოვიდნენ მინდორზე, მაგრამ ეს უკვე მაშინ მოხდა, როცა გამარჯვებულის ვინაობა ეჭვს აღარ იწვევდა არც გულშემატკივრებში, არც სპეციალისტებში და, რაც ყველაზე სამწუხაროა, არც თვით თბილისის დინამოელებში.
არადა შეხვედრის პირველი ოცი წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ძნელი წარმოსადგენიც იყო, რომ მატჩი დიდი ანგარიშით დამთავრდებოდა. მასპინძელთა სახიფათო შეტევებს ქართველმა ფეხბურთელებმა რამდენჯერმე ასეთივე სახიფათო კონტრიერიშებით უპასუხეს. ანგარიშის გახსნა შეეძლო როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. გამოვყოფ ორ მომენტს: მე–5 წუთზე გაბელიას კარის წინ უმეთვალყუროდ დარჩენილმა კონდრატიევმა “ვერ მოათვინიერა” ბურთი და 6–7 მეტრიდან არაზუსტად დაარტყა. ათი წუთის შემდეგ მესხმა მოატყუა შიშკინი და მეკარის პირისპირ დარჩა, მაგრამ მისი მოტყუება კი ვეღარ შეძლო.
თუ მინსკელები სხვა დროსაც ცდილობდნენ მეტოქის კარში დაერტყათ, თბილისელებს ამის სურვილიც აღარ ეტყობოდათ. საკმარისია ითქვას, რომ თუ მესხის ხსენებულ იერიშს არ ჩავთვლით, ჟეკიუს კარის მიმართულებით პირველი დარტყმა შესრულდა შეხვედრის… 38–ე წუთზე: ჩქარეულმა დაახლოებით 22 მეტრიდან ააცდინა ბურთი მიზანს, ამ დროისთვის ჩვენები უკვე ორი ბურთის სხვაობით აგებდნენ მატჩს.
მანამდე ოთხწუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა ზედიზედ ორი გოლი გაიტანეს – ჯერ გოცმანოვის ძლიერად დარტყმულ ბურთზე ნახტომი დაუგვიანდა გაბელიას, შემდეგ კი კისტენმა დააგვირგვინა კურნენინისა და გურინოვიჩის მიერ წამოწყებული კომბინაცია. ორივე მომენტში მეტად პასიური ჩანდა თბილისელთა დაცვა, რომელმაც სრული თავისუფლება მისცა მეტოქე ფეხბურთელებს. ასეთივე საყვედური უნდა ვუთხრათ ჩვენს ნახევარმცველებსაც. ისინი რომ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ თამაშში, გოცმანოვი და კისტენი დარტყმისთვის ხელსაყრელ პოზიციაში ვერ აღმოჩნდებოდნენ.
გაშვებული გოლების მერე თბილისელთა თამაში აირია. ბურთი იკარგებოდა სრულიად მარტივ სიტუაციებში, დიდი დროს ანდომებდნენ მოედნის ცენტრის გადალახვას და, რაც მთავარია, არ იგრძნობოდა სპორტული ჟინი, აზარტი, მდგომარეობის გამოსწორების სურვილი.
რა თქმა უნდა, ორი ბურთის გაქვითვა, მით უმეტეს, სტუმრად, ძნელი საქმეა, მაგრამ შეუძლებელი რომ არ არის, ეს მოსკოვის “დინამოსა” და როსტოვის არმიელთა წინადღით გამართულმა შეხვედრამაც დაადასტურა. როსტოველები პირველი ტაიმის შემდეგ დიდი ანგარიშით (0:3) აგებდნენ მატჩს, მაგრამ მეორე 45 წუთში არათუ წონასწორობა აღადგინეს, არამედ გამარჯვების გოლიც გაიტანეს.
თბილისის დინამოელებმა მსგავსი ამოცანის გადაჭრა შეუძლებლად მიიჩნიეს და შესვენების შემდეგ უიმედოდ დაყარეს ფარ–ხმალი. ამან მასპინძლებს ხელ–ფეხი გაუხსნა. რაკი ჩვენმა თავდამსხმელებმა ამის საშუალება მისცეს, აქტიურად ათამაშდნენ მინსკელთა მცველებიც. სავსებით ლოგიკური იყო მასპინძელთა მესამე გოლი, რომელიც კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ ახლო მანძილიდან გაიტანა იმავე კისტენმა.
მკითხველის ყურადღებას შეგნებულად არ ვამახვილებთ ცალკეულ მოთამაშეთა შეცდომებზე, არ ვასახელებთ ფეხბურთელებს – ამ მარცხში მთელ გუნდს მიუძღვის ბრალი და სათანადო დასკვნაც მთელმა გუნდმა უნდა გამოიტანოს.
დავით კაკაბაძე (ტელეფონით “ლელო” სპეც. კორ.). მინსკი.

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от 30 мая 1985 года:

Неудача в Минске.
Динамовцы Тбилиси потерпели поражение от минских одноклубников с крупным счётом – 0:3.
Чем следует объяснить столь неудачную игру тбилисских футболистов в столице Белоруссии?
Играя с такой командой, как минское «Динамо», да ещё на её поле, овладеть инициативой можно лишь при чётком коллективном взаимодействии, при целеустремлённых  действиях в обороне и атаке, при умении противопоставить ансамблевой организованности минчан гибкую тактику, основанную на  неожиданных ходах,   быстрых    подключениях, словом, всесторонне активной   игре, динамовцы Тбилиси не смогли продемонстрировать тех качеств, которые привели бы к более отрадному для них результату.
На 23-й и 26-й минутах  Гоцманов и  Кистень забили голы, которые явились следствием точных комбинационных ходов. У хозяев поля были и другие возможности для взятия ворот, но лишь одна из  них  была реализована во втором тайме после углового удара (Кистень).
Динамовцам Тбилиси следует сделать  правильные выводы из поражения в Минске. В двух последних матчах они потеряли три очка. Инертной, разрозненной игрой успеха не добиться. А ведь чемпионат близится к экватору.