«Шахтер» (Донецк) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (1:0)
ЧЕМПИОНАТ СССР 1977 ГОДА. ВЫСШАЯ ЛИГА. МАТЧ № 26.
12 октября 1977 года. 19-00. Донецк. Стадион «Шахтер». Ясно, 8 градусов. 26000 зрителей. Электроосвещение.
Судьи: Э.Шкловский, К.Доронин, Д.Мирза (все — Москва).
«Шахтер»: Дегтярев, Яремченко, Мишин, Кондратов, Пьяных, Горбунов, Роговский, Резник (Латыш, 75), Старухин, Дудинский (Варнавский, 65), Соколовский.
«Динамо»: Гогия (Габелия, 55), Костава, Кантеладзе, Хинчагашвили, Муджири, Чивадзе, М.Мачаидзе, Коридзе (Копалейшвили, 68), Гуцаев, Челебадзе, Дараселия.
Голы:
1:0 Старухин — 40
1:1 Чивадзе — 79
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 14 октября 1977 года:
«Шахтер» — «Динамо» (Тбилиси) — 1:1.
«Шахтер» (Донецк) — «Динамо» (Тбилиси). 1:1 (1:0). Донецк. Стадион «Шахтер». 12 октября. Ясно. 8 градусов. 20 000 зрителей.
Судьи Э. Шкловский, К. Доронин, Д. Мирза (асе — Москва).
«Шахтер»: Дегтярев, Яремченко, Мишин, Кондратов, Пьяных, Горбунов, Роговский, Резник (Латыш, 75), Старухин, Дудинский (Варнавский, 65), Соколовский.
«Динамо»: Гогия (Габелия, 63), Костава, Кантеладзе, Хинчагашвили, Муджири, Чивадзе, М. Мачаидзе, Коридзе (Копалеишвили, 68), Гуцаев, Челебадзе, Дараселия.
Голы: Старухин (40), Чивадзе (79).
Дублеры — 1:1. Голы: Базазашвили («Динамо), Латыш («Шахтер»).
Тбилисцы, ведущие спор за золотые медали, вызывают к себе особый интерес. Но те, кто ожидал многого от их встречи с «Шахтером», были отчасти в первой половине игры разочарованы. Выяснилось, что без своего лидера Кипиани гости в атаке просто пассивны. Главный дирижер и капитан команды М. Мачаидзе был слишком «задвинут» в глубь боевых порядков, да и его коллег по полузащите не очень-то тянуло вперед. Горняки уверенно овладели территорией, много перемещались, но пробить по цели в густом скоплении бело-голубых футболок было мудрено.
Временами капитан гостей пытался наладить контратаку правым крылом. После его передач вперед выдвигался правый защитник Костава, чье место в обороне тут же занимал сам Мачаидзе. На помощь «тандему» Гуцаев — Костава спешил обычно Коридзе, а Челебадзе, напротив, сдвигался левее, надеясь, очевидно, что его оставят без присмотра. Впрочем, все эти перемещения выглядели как-то неубедительно, поскольку жажда гола в действиях гостей, особенно в первом тайме, отсутствовала.
Но вот наконец горняки, долго подбиравшие ключи к динамовской крепости, добились результата. Гогия парировал удар Соколовского, но набежавший Старухин головой добил мяч в сетку. Казалось, хозяева поля, окрыленный успехом, захотят развить его, однако после перерыва «Шахтер» уступил инициативу. Тбилисцы перестроили боевые порядки: М. Мачаидзе выдвинулся вперед и стал непосредственно обслуживать Челебадзе и Гуцаева, а три других хавбека создали второй ударный вал.
Дегтярев, надо заметить, играл отлично. Но только успел он спасти ворота после красивейшего удара Челебадзе, совершенного в акробатическом падении, как минуту спустя коварный низовой удар Чивадзе, бившего без подготовки с границы штрафной площади, застиг вратаря врасплох.
В. Алябьев, мастер спорта.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 15 октября 1977 года:
კორექტივების გარეშე.
დონეცკი. “შახტიორის” სტადიონი. 12 ოქტომბერი.
“შახტიორი” (დონეცკი) – “დინამო” (თბილისი) 1:1 (1:0).
“შახტიორი”: დეგტერიოვი, იარემჩენკო, მისინი, კონდრატოვი, პიანიხი, გორბუნოვი, როგოვსკი, რეზნიკი (ლატიში), სტარუხინი, დუდანსკი (ვარნავსკი), სოკოლოვსკი.
“დინამო”: გოგია (გაბელია), კოსტავა, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, ჩივაძე, მ. მაჩაიძე, ქორიძე (კოპალეიშვილი), გუცაევი, ჩელებაძე, დარასელია.
მსაჯი: ე. შკლოვსკი (მოსკოვი).
გოლები გაიტანეს სტარუხინმა და ჩივაძემ.
დუბლიორები – 1:1. გოლები გაიტანეს ბაზაზაშვილმა და ლატიშმა.
ოცდამეექვსე ტურს ჩემპიონობის ორი ყველაზე რეალური პრეტენდნეტის, კიევისა და თბილისის დინამოელთა ურთიერთობაში კორექტივები არ შეუტანია – ორივე გუნდმა თავთავის მონაგარს თითო ქულა დაამატა. ეს არის, თბილისის “დინამომ” კიდევ უფრო დაიახლოვა ვერცხლის მედალი – ჯილდო, რომელიც უკანასკნელად 25 წლის წინათ მოიპოვეს ქართველმა ფეხბურთელებმა.
დონეცკის მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძნელი გამოდგა. “შახტიორი” ჯერ კიდევ და არც თუ უსაფუძვლოდ ფიქრობს სანუკვარ საპრიზო სამეულზე. ამას და ჩემპიონატის ერთ–ერთი ლიდერის დამარცხების პერსპექტივას არ შეიძლებოდა ცეცხლი არ შეენთო მეშახტეთა ისედაც საკმაოდ ცნობილი ენთუზიაზმისთვის. ამ ანგარიშგასაწევ ძალას მხოლოდ და მხოლოდ კარგი თამაში უნდა დაპირისპირებოდა და აქვე ვთქვათ კიდეც: თბილისელებმა ურიგოდ არ ითამაშეს.
ის, რომ მინდორზე “დინამო” უფრო სოლიდურად, უფრო ტექნიკურად გამოიყურებოდა, მაინცდამაინც გასაკვირი არ არის, მაგრამ როცა შეხვედრის მეორე ნახევარში სტუმრებმა წმინდა ფიზიკური ძალით, გამძლეობითაც დაჩაგრეს მასპინძლები, მატჩის შედეგმა უკეთესის სურვილი, სავსებით გასაგები სინანული დაგვიტოვა. ორი ქულის აღება ალბათ შეიძლებოდა.
აქ შეგვეძლო გაგვეხსენებინა “შახტიორის” კარის აღების არა ერთი და ორი ხელსაყრელი შემთხვევა, თბილისელთა უპირატესობა (განსაკუთრებით მეორე ტაიმში) მინდვრის ცენტრში, დეგტერიოვის სასწაულებრივი ნახტომი, დასანანი გოლი საკუთარ კარში, შეიძლებოდა სპორტული უიღბლობაც მოგვეშველებინა და…
მაგრამ ამდენი ალბათობის დაშვება, ვფიქრობ, მაინც მიკერძოებულ მსჯელობას დაემგვანებოდა, ვერც ვერაფერს გაამართლებდა და გულახდილად რომ ვთქვათ, არც მაინცდამაინც უხდება სპორტს, კერძოდ კი ფეხბურთს. და თუ თვითონვე არ შევეცდებით თავის მოტყუებას, უნდა ვაღიაროთ, რომ შედეგი კანონზომიერი იყო.
“დინამომ” ბრძოლით მოიპოვა ეს ქულა, ამდენივეა “შახტიორის” წილიც. მაგრამ თუ დონეცკელ ფეხბურთელებს მატჩის მიწურულს მეტის მისაღწევად სურვილის მეტი აღარაფერი დარჩათ, თბილისელებზე ამას ვერ ვიტყვით. მაშ რიღათღა ავხსნათ ასეთი წინააღმდეგობა, როგორღა გავიგოთ: ძალა შეგწევდეს და ვერ შეძლო? ეჭვი არ არის, რაღაც ამგვარი მართლაც ხდება.
წლეულს ჩვენებმა მეტოქის მინდვრებზე სამი თამაში მოიგეს, სამი წააგეს, დანარჩენი შეხვედრები ფრედ დამთავრდა – ეს ზუსტად ორმოცდაათი პროცენტია. თქმა არ უნდა, შედეგი ბრწყინვალე არ არის, მაგრამ კარგი ნამდვილად ეთქმის. თუმცა ერთი დამაფიქრებელი ნიუანსი მაინც თან სდევს ამ შედეგს: ჩვენს მიერ დამარცხებული სამივე გუნდი ცხრილის ქვემოთ ნახევარშია და საშუალო ეპითეტსაც ვერ იმსახურებს.
კარგია ეს თუ ცუდი? კარგია თუ ამარცხებ გუნდს, რომელიც ვალდებულიც ხარ დაამარცხო, თუ არ უთმობ შედარებით ძლიერებსაც (ეს გუნდის საიმედობაზე ლაპარაკობს), მაგრამ ისეთი კლასის მქონე კოლექტივს, როგორიც “დინამოა”, მეტიც მოეთხოვება – თუნდაც მილანური გამარჯვების მსგავსი რამ. ასეთი კი ჩემპიონატში ჩვენს ფეხბურთელებს არ უგემიათ. მართალია ამ მხრივ არც დღევანდელ ლიდერს აქვს საქმე კარგად, მაგრამ განა დასამალია, რომ კიეველთა სწორედ ეს მანერა თუ ტაქტიკა არ არის მისაბაძი? არ მინდა, ისე გამიგონ თითქოს ამით თბილისელებს რაიმე მიმბაძველობას ვწამებდე. ჩვენს გუნდს თავისი, სრულიად განსხვავებული ხელწერა, სულ სხვა გზა აქვს და ასეც უნდა იყოს. უბრალოდ ამდენი კირკიტის სურვილი თბილისის “დინამოს” კარგმა თამაშმა და მეტის შეძლების პოტენციამ გაგვიჩინა. ეს ბუნებრივიც არის – ცუდსა და დავრდომილს არც არაფერს სთხოვენ.
შეიძლება ითქვას, რომ გუნდში ახლა ყველაფერი რიგზეა: მოიძებნა დაცვის ოპტიმალური ვარიანტი (ყოველ შემთხვევაში მცველთა მიმართ სასაყვედურო თითქმის არაფერი გვაქვს). კარგად თამაშობს ნახევარდაცვაც. მართალია ყიფიანის ტრავმამ ერთობ დააზარალა თავდასხმის ხაზი, მაგრამ თავშისაცემად არც აქ გვაქვს საქმე. დონეცკის მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს მოსაზრება. ბრძოლისუნარიანობაც საკმაოდ აქვთ თბილისელებს, მაგრამ აი, იმის რწმენა, რომ ყველაზე უკეთესი, ყველაზე ძლიერი ხარ (რაც ძალზე ბევრს ნიშნავს დიდი მიზნების მქონე კოლექტივისთვის) და რომ ამ უპირატესობას ხორცშესხმა ესაჭიროება, ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ პროგრესი ერთობ თვალსაჩინოა. სწორედ ეს გამუდმებული ზრდა გვაიმედებს.
მატჩი “შახტიორის” იერიშებით დაიწყო. დონეცკელი ფეხბურთელები მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, თუმცა რამდენადმე სერიოზული ხიფათი მაინც ვერ შეუქმნეს დინამოელთა კარს. თბილისელების მწვავე კონტრშეტევები კი სულ ცოტა ორჯერ მაინც გოლით შეიძლებოდა დამთავრებულიყო. მეექვსე წუთზე ჩელებაძემ (გუცაევის გადაცემა) და ოცდამერვეზე ქორიძემ ვერ გამოიყენეს ასეთი შესაძლებლობა. მეორმოცე წუთზე (ამ მომენტისთვის თამაში გათანაბრდა) სოკოლოვსკის მიერ ძლიერად დარტყმულ ბურთს უხერხულად იგერიებს გოგია და უკრაინელთა ბომბარდირს სტარუხინს დიდად აღარ გასჭირვებია მისი ბადეში მოთავსება.
მეორე ტაიმში მანუჩარ მაჩაიძის თავდამსხმელთა რიგებში გადანაცვლებამ კიდევ უფრო გააძლიერა “დინამოს” შეტევითი პოტენციალი. “შახტიორი” საკუთარი კარის უვნებელყოფაზეღა ფიქრობს. მიშინი, ძალზე აქტიურად რომ მოქმედებდა პირველ ნახევარში, ფაქტიურად მესამე ცენტრალურ მცველად იქცა. 51–ე წუთზე ისევ ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა ჩელებაძე, 79–ზე კი რევაზის შემოტრიალებით დარტყმულ ბურთს მართლაც სასწაულით მისწვდა დონეცკელთა გოლკიპერი. გოლი, რომ იტყვიან, მომწიფდა და სულ რაღაც წუთის შემდეგ ჩივაძის ზუსტმა დარტყმამ წონასწორობა აღადგინა. თბილისელთა იერიშები არ ნელდება. “შახტიორის” კარს სახიფათოდ უტევენ მცველებიც. მატჩის მიწურულს კი მაჩაიძის ლამაზად დარტყმულ ბურთს წამით დაასწრო შეხვედრის მსაჯის სასტვენის ხმამ (უნდა ითქვას, რომ მოსკოველმა ედუარდ შკლოვსკიმ ძალზე კარგად იმსაჯა).
ი. ბერიაშვილი (ჩვენი სპეც. კორ.).
Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от 13 октября 1977 года:
МИРНЫЙ ТУР.
На редкость мирным оказался 26-й тур чемпионата СССР по футболу среди команд высшей лиги. Так, семь матчей из восьми закончились вничью. Это рекорд нынешнего чемпионата, и к числу отрадных его, конечно, отнести нельзя.
Динамовцы Тбилиси встречалась вчера в Донецке с «Шахтером». Это был, пожалуй, один из ключевых матчей для гостей, которые упорно ведут борьбу за золотые медали. В начале первого тайма тбилисцы имели возможности забить гол, однако счет первыми открыли хозяева поля (Старухин). Во второй половине игры динамовцы продолжали настойчиво атаковать ворота горняков, и на 79-й минуте Чивадзе добился своего, забив красивый мяч с подачи Челебадзе. Так, вничью — 1:1 и завершилась эта встреча.
Динамовцы выступали в следующем составе: Гогия (Габелия), Костава, Кантеладзе, Хинчагашвили, Муджири, Чивадзе, М. Мачаидзе, Коридзе (Копалейшвили), Гуцаев, Челебадзе, Дараселия.
Вот результаты остальных матчей тура, состоявшихся вчера: «Торпедо» — ЦСКА — 0:0, «Крылья Советов» — «Локомотив» — 1:1, «Заря» — «Арарат» — 2:2, «Карпаты» — «Нефтчи» — 2:2. Единственная победа зафиксирована в Одессе, где встречались «Черноморец» и «Кайрат». Победили моряки — 1:0.
Таким образом, закончившийся тур не внес каких-либо серьезных изменений в таблицу чемпионата. По-прежнему впереди динамовцы Киева — 35 очков после 25 игр. 34 очка набрали динамовцы Тбилиси, проведшие на одну игру больше. Далее следуют «Торпедо» (30 очков после 25 игр), «Динамо» (Москва), «Шатер» и «Локомотив» (по 29 очков после 25, 26 и 24 проведенных игр соответственно). Борьба за медали чемпионата СССР еще больше обостряется.