«Карпаты» (Львов) — «Динамо» (Тбилиси) 3:2 (2:1)
ЧЕМПИОНАТ СССР 1975 ГОДА. ВЫСШАЯ ЛИГА. МАТЧ № 09.
1 июня 1975 года. 19-00. Львов. Стадион «Дружба». Дождь, 11 градусов. 15000 зрителей.
Судьи: Н. Крылов (Куйбышев), В. Лушин, Р. Павлов (оба — Москва).
«Карпаты»: Ракитский, Рыфяк, Поточняк (Сыров, 70), Чорба, Бондаренко, Броварский, Хижак, Савка, Данилюк (Крупей, 75), Кикоть, Лихачев.
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе (к), Муджири, Гавашели, Коридзе (Копалейшвили, 75), Г.Мачаидзе, Дараселия (Рехвиашвили, 65), М.Мачаидзе, Кипиани.
Голы:
1:0 Хижак — 21
1:1 Кипиани — 24
2:1 Хижак — 32
3:1 Данилюк — 49
3:2 Кипиани — 61
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 3 июня 1975 года:
Ставка на атаку.
ЛЬВОВ.
«Карпаты» (Львов) — «Динамо» (Тбилиси). 3:2 (2:1). Стадион «Дружба». 1 июня. Дождь. 11 градусов. 10 000 зрителей.
Судьи Н. Крылов (Куйбышев), В. Лушин, Р. Павлов ( оба — Москва).
«Карпаты»: Ракитский, Рыфяк, Поточняк (Сыров, 64) Чорба, Бондаренко, Броварский, Хижак, Савка, Данилюк, (Крупей, 80), Кикоть, Лихачев.
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе, Муджири, Гавашели, Коридзе (Копалеишвили, 72), Г. Мачаидзе, Дараселия (Рехвиашвили, 68) М. Мачаидзе, Кипиани,
Голы: Хижак (21, 32), Кипиани (24, 61), Данилюк (40).
Дублеры — 4:0. Голы: Подпалюк, Фурсов, Баль, Крупей (с пенальти).
Пять голов было забито во Львове, где местные «Карпаты» принимали тбилисское «Динамо». И дождь не охладил пыла соперников. Быстрая, темпераментная игра шла на поле весь матч. Лишь в середине второго тайма львовяне ослабили темп, довольствуясь, видимо, достигнутым: счет к тому времени был 3:1 в их пользу. И чуть было не поплатились за это. Динамовцы забили второй гол и, произведя замены сделали попытку уйти от поражения. Хозяева поля нашли в себе силы сохранить перевес и довести матч до победы (кстати, это первая победа «Карпат» над тбилисцами в чемпионатах страны).
Обзор составлен по сообщениям корреспондентов К. Серова. И. Шагина, Д. Башкатова. Ю. Кордияка, С. Арутюняна.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 5 июня 1975 года:
დინამოელები კვლავ დამარცხდნენ.
ლვოვი. სტადიონი “დრუჟბა”. 1 ივნისი.
“კარპატი” (ლვოვი) – “დინამო” (თბილისი) 3:2 (2:1).
“კარპატი”: რაკიტსკი, რაფიაკი, ბონდარენკო, პოტოჩნიაკი (სიროვი), ჩორბა, ბროვარსკი, კიკოტი, სავკა, დანილიუკი (კრუპეი), ხიჟაკი, ლიხაჩოვი.
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, მუჯირი, გავაშელი, ქორიძე (კოპალეიშვილი), გ. მაჩაიძე, დარასელია (რეხვიაშვილი), მ. მაჩაიძე, ყიფიანი.
მსაჯი: ნ. კრილოვი (კუიბიშევი).
დუბლიორები – 4:0.
“კარპატის” გულშემატკივრები განსაკუთრებული ინტერესით მოელოდნენ “ტორპედოსა” და “სპარტაკს” შორის 31 მაისის მატჩის შედეგს. მიზეზი გასაგებია. ლვოვის გუნდს იმდენივე ქულა ჰქონდა, რამდენიც ტორპედოელებს (5) და ამ მცირე მონაპოვრით ორივენი ცხრილის ბოლოში იყვნენ. თუ “ტორპედო” დაამარცხებდა სპარტაკელებს, ლვოველთა მდგომარეობა ჩემპიონატის ამ ეტაპზე საგრძნობლად რთულდებოდა.
მოხდა სწორედ ასე: “ტორპედომ” გაიმარჯვა და ამიტომ “კარპატი” 2 ქულის აღების აუცილებლობის წინაშე დადგა.
თბილისის “დინამო” კი ამ ტურში ერთობ პერსპექტიული ამოცანის წინაშე იდგა. მატჩის მოგების შემთხვევაში მას 10 ქულა უგროვდებოდა, 10 ქულა კი ახლა ლიდერთა ჯგუფია. ასე რომ, სტიმული ორივე გუნდს საკმარისად ჰქონდა.
ძლიერმა წვიმამ, დამძიმებულმა მინდორმა საგრძნობლად გაართულა სათამაშო პირობები, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ფეხბურთელებისთვის კომბინაციურ, ენერგიულ თამაშში. სახიფათო მომენტები ხშირად იქმნებოდა ორივე მხარეს.
ანგარიში გაიხსნა 21–ე წუთზე. ლიხაჩოვმა და ხიჟაკმა კარგად გაითამაშეს ბურთი, ეს უკანასკნელი ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და არ დააყოვნა მისი გამოყენება 1:0.
3 წუთის შემდეგ თამაშის დაწყება ცენტრიდან მოუხდათ უკვე მასპინძლებს, რომელთა მეკარე უძლური აღმოჩნდა ყიფიანის დარტყმის წინაშე – 1:1.
ტაიმის დასასრულს ხიჟაკმა მეორედ გამოიჩინა თავი და მისი პარტნიორი კომბინაციის გათამაშებისას კვლავ ლიხაჩოვი გახლდათ – 2:1.
წინ მთელი ტაიმი იყო და წარმატებაზე ფიქრი შეეძლოთ როგორც კარპატელებს, ისე დინამოელებსაც, მაგრამ 49–ე წუთზე, როცა დანილიუკმა ძლიერი, ზუსტი დარტყმით კიდევ უფრო დააწინაურა თავისი გუნდი, თბილისელები ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა ისინი ბევრს უტევდნენ, დიდ ძალებს რთავდნენ იერიშებში, ხოლო “კარპატის” დაცვა და ნახევარდაცვა გაჭირვებით ახერხებდნენ ხიფათის უვნებელყოფას. 61–ე წუთზე ყიფიანმა დაახლოებით 30 მეტრიდან მოულოდნელად დაარტყა და ბურთი ისე გავიდა ძელს ქვეშ, რაკიტსკიმ განძრევაც ვერ მოასწრო.
თბილისელებს ქულის ხსნის რეალური შესაძლებლობა შეექმნათ მატჩის დასასრულისთვის, როცა მ. მაჩაიძე მუჯირისგან მიღებული ბურთით საუკეთესო პოზიციაში აღმოჩნდა კარის წინ, მაგრამ მისი საბოლოო დარტყმა ასცდა მიზანს.
რ. ლეპეკი (ტელეფონით).