«Динамо» (Тбилиси) — «Локомотив» (Москва) 0:0
Чемпионат СССР 1975 года. Высшая лига. Матч № 01.
12 апреля 1975 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 24 градуса. 30000 зрителей.
Судьи: Ю.Сергиенко (Харьков), Я.Балыкин (Днепропетровск), К.Вихров (Киев).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили (Муджири, 82), Челидзе, Хурцилава (к), Эбралидзе, Кантария, М.Мачаидзе, Коридзе, Гуцаев, Г.Нодия (Гавашели, 46), Эсебуа.
«Локомотив»: Милес, Камзулин, Овчинников, Ряховский (к), Перегонцев, Васин (Козловских, 88), Семин (Рыжов, 70), Уткин, Пискунов, Трусов, Давыдов.
Предупреждение: Кантария.
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 15 апреля 1975 года:
«Динамо» (Тбилиси) — «Локомотив» — 0:0.
«Динамо» (Тбилиси) — «Локомотив» (Москва). 0:0. Тбилиси. Стадион «Локомотив». 12 апреля. 24 градуса. 30 000 зрителей.
Судьи Ю. Сергиенко (Харьков), Я. Балыкин (Днепропетровск), К. Вихров (Киев).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили (Муджири, 82), Челидзе, Хурцилава, Эбралидзе, Кантария, М. Мачаидзе, Коридзе, Гуцаев, Г. Нодия (Гавашели, 40), Эсебуа,
«Локомотив»: Милес, Камзулин, Овчинников, Ряховский, Перегонцев, Васин (Козловских, 88), Ю. Семин (Рыжов, 70), Уткин, Пискунов, Трусов, Давыдов.
Предупрежден Кантария.
Дублеры — 4:1. Голи забили: Дараселия, Кипиани, Г. Мачаидзе, Хизанишвили — у «Динамо»; Малинин — у «Локомотива».
Победа в международном турнире «Недели» по мини-футболу и успешные выступления в кубковых матчах свидетельствовали о том, что возвращается «Локомотив» в высшую лигу, как говорится, не с пустыми руками. Первое же выступление в чемпионате подтвердило — с этой командой соперникам придется считаться.
Правда, начали субботний матч гости довольно робко. Но убедившись, что динамовцы не проявляют повышенной активности в атаках и почти не угрожают воротам, локомотивцы по ходу матча стали обретать все большую уверенность.
Атакующий потенциал динамовцев был и в самом деле невелик. Он, этот потенциал, как известно, зависит не столько от количества форвардов, находящихся на поле, сколько от поддержки, каковую получают они с тыла.
В весенних контрольных матчах тренеры динамовцев стали пробовать в средней линии новых игроков — Коридзе и Кантарию — и имели, кажется, основания быть довольными своей находкой команда стала быстрее, и рациональнее преодолевать центр поля. Но ростки нового, видимо, еще не окрепли: в игре с «Локомотивом» вновь было много прежних ошибок, передержек и потерь мяча в середине поля. Поэтому-то и не было мощи в атаках «Динамо». В игре «Локомотива» было больше согласованности и мысли. У игрока, владеющего мячом, каждый раз было по нескольку предложения от партнеров. Причем стоило команде потерять мяч, как футболисты мгновенно «разбирали» своих подопечных.
После перерыва игра стала острее. Первыми успеха могли добиться хозяева но Мачаидзе, оказавшись один перед вратарем, далеко отпустил от себя мяч, и Милес успел ликвидировать опасность. Потом Семин из выгодного положения пробил прямо во вратаря. Десяток минут спустя снова возникло два острейших момента. Гуцаев метрах в семи от ворот не сумел обработать мяч, хотя ему никто не мешал. Буквально вслед за этим двое нападающих «Локомотива», выйдя на хорошую прострельную передачу, помешали друг другу произвести завершающий удар.
Г. Акопов, (Наш корр.).
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 15 апреля 1975 года:
პირველი პური კუტი გამოდგა.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 12 აპრილი.
“დინამო” (თბილისი) – “ლოკომოტივი” (მოსკოვი) 0:0.
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი (მუჯირი), ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, ქანთარია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, გ. ნოდია (გავაშელი), ესებუა.
“ლოკომოტივი”: მილესი, კამზულინი, ოვჩინიკოვი, რიახოვსკი, პერეგონცევი, ვასინი (კოზლოვსკიხი), სიომინი (რიჟოვი), უტკინი, პისკუნოვი, ტრუსოვი, დავიდოვი.
მსაჯი: ი. სერგიენკო (ხარკოვი).
გაფრთხილებულია ქანთარია.
დუბლიორები – 4:1.
გავიდა მატჩის პირველი 10 წუთი, მერე 15… 20… 25, ტაიმმა შუა პერიოდს მიაღწია, მინდორზე კი არაფერი ჩანდა საიმისო, რომ ეს იყო ჩემპიონატის კალენდარული მატჩი, ოფიციალური შეხვედრა, რომლის შედეგსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორივე გუნდისთვის. მაყურებლები მოთმინებით უცდიდნენ მოვლენათა განვითარებას მინდორზე, ელოდნენ რაიმე გამწვავებებს, მაგრამ ამაოდ – იქ სრული “სიწყნარე” სუფევდა.
ასეთი უკონფლიქტო, მშვიდი დასაწყისი “ლოკომოტივს” ყოველმხრივ აძლევდა ხელს. ეს გუნდი სულ ახლახან დაუბრუნდა უმაღლეს ლიგას, კარგად არ იცნობს მეტოქეს და, საერთოდ, სტუმრად მოთამაშე დებიუტანტი ყოველმხრივ კმაყოფილი იქნება, თუ ბრძოლა თავიდანვე ისე წარიმართება, რომ მან ქულის აღების იმედი იქონიოს. შეხვედრა კი ისე მიმდინარეობდა, როგორც სტუმრებს სურდათ – დაბალი ტემპით, აუჩქარებლად, ხანგრძლივი დაყოვნებებით შუა მინდორში, მწვავე მომენტების გარეშე.
შეგვიძლია თითებზე ჩამოვთვალოთ პირველ ტაიმში შექმნილი ყველა რამდენადმე მაინც სახიფათო სიტუაცია: მე–10 წუთზე მეკარე მილესმა და მცველებმა ვერ გაუგეს ერთმანეთს და თვითონვე შეიქმნეს საფრთხე, რომელიც დინამოელებმა ვერ გამოიყენეს, მე–13 წუთზე ესებუას ჰქონდა კარგი შესაძლებლობა, მე–16 წუთზე მოსკოველებმა კუთხური მიაწოდეს, 25–ე წუთზე გოგია ფეხებში ჩაუვარდა დავიდოვს და ისე მოუხდა ბურთის აღება, 35–ე წუთზე კი მილესმა მოიგერია ხურცილავას შორეული დარტყმა. ეს იყო და ეს, მეტს ჩვენს ჩანაწერებში ვერაფერს მივაგენით.
შესვენების შემდეგ თამაში საგრძნობლად გამოცოცხლდა, ტემპმა იმატა და ბურთმაც შუა მინდვრიდან საჯარიმო მოედნის სიახლოვეს გადაინაცვლა, მაგრამ ეს მოხდა არა მასპინძლების, არამედ რკინიგზელთა გააქტიურების ხარჯზე. ეტყობა, ისინი მიხვდნენ, რომ საშიში არაფერი ელოდათ მოწინააღმდეგის მხრივ და შექმნილ ვითარებაში გადაწყვიტეს ერთის მაგიერ ორი ქულისთვის ებრძოლათ. მხოლოდ მაშინ, როცა “ლოკომოტივმა” რამდენიმე სწრაფი შეტევა განავითარა ნახევარმცველების ენერგიული მონაწილეობით, თბილისელებმაც მოუმატეს ტემპს, მაგრამ თამაშის შინაარსი არც ამით შეცვლილა: იგი კვლავ უინტერესო, უფერული იყო.
კარგს დინამოელთა თამაშზე, სამწუხაროდ, ვერაფერს ვიტყვით. თავდამსხმელებმა სრული უუნარობა და უმწეობა გამოიჩინეს, ნოდიას სულ ორ–სამჯერ ჩაუვარდა ბურთი ხელთ, გუცაევს არავითარი სურვილი არ გამოუჩენია, რომ საკუთარ თავზე აეღო ინიციატივა, ესებუა ხშირად იხევდა მინდვრის სიღრმეში, თუმცა იქ უმისოდაც იყვნენ “ნეიტრალური” მოთამაშეები. ნახევარმცველები ცოტას მოძრაობდნენ, იშვიათად სცდებოდნენ თავიანთ ზონის საზღვრებს, აყოვნებდნენ გადაცემას ან უზუსტოდ გადასცემდნენ, არ უტევდნენ…
ერთი სიტყვით, მატჩმა ვერ გაამართლა იმედები. იგი არც სპორტული თვალსაზრისით გამოდგა საინტერესო, არც სანახაობრივად. მოწყენილობა სუფევდა მინდორზეც და ტრიბუნებზეც. თბილისის “დინამომ” ჩემპიონატი ძალიან სუსტად დაიწყო.
ბ. ქორქია.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от апреля 1975 года:
Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от апреля 1975 года:
Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от апреля 1975 года: