«Динамо» (Тбилиси) — «Карпаты» (Львов) 1:0 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Карпаты» (Львов) 1:0 (0:0)

Чемпионат СССР 1975 года. Высшая лига. Матч № 17.
27 июля 1975 года. Тбилиси. Стадион «Локомотив». Ясно, 36 градусов. 28000 зрителей.
Судьи: Г.Карапетян (Ереван), В.Бутенко (Москва), Х.Каат (Таллин).
«Динамо»: Гогия, Муджири (Дзодзуашвили, 80), Челидзе, Эбралидзе (к), Хизанишвили, Коридзе, Асатиани, Г.Мачаидзе, Гуцаев, Дараселия, Церетели.
«Карпаты»: Ракитский, Рыфяк, Поточняк, Чорба, Сыров, Броварский, Хижак, Савка (Крупей, 80), Данилюк, Кикоть, Дубровный (Гирнык, 70).
Гол:
1:0 Гуцаев — 54

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, опись 31, дело 2542)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 29 июля 1975 года:

По сценарию хозяев поля.
ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Карпаты» (Львов). 1:0 (0:0), Стадион «Локомотив». 27 июля, 36 градусов. 28 000 зрителей.
Судьи Г. Карапетян (Ереван), В. Бутенко (Москва), X. Каат (Таллин).
«Динамо»: Гогия, Муджири (Дзодзуашвили, 80), Челидзе, Эбралидзе, Хизанишвили, Коридзе, Асатиани, Г. Мачаидзе, Гуцаев, Дараселия. Церетели.
«Карпаты»: Ракитский, Рыфяк, Поточняк, Чорба, Сыров, Броварский, Хижак, Савка, (Крупей, 80), Данилюк, Кикоть, Дубровный (Гирнык, 70).
Гол: Гуцаев (54).
Одиннадцать туров без поражений — это что-нибудь да значит. Вот уже почти три месяца «Карпаты» не проигрывали ни одною матча и вплотную приблизились к группе команд, преследующих лидера. В этой своей беспроигрышной серии львовяне одержали верх впервые за годы выступлений в высшей лиге над динамовцами Тбилиси. Но именно тбилисцам в минувшее воскресенье удалось остановить победное шествие «Карпат».
Несмотря на отсутствие призванных в олимпийскую сборную Кипиани и М. Мачаидзе, хозяева поля без труда завладели инициативой и повели продолжительный штурм ворот. В этом им помогли сами гости: настроенные на спокойную, неторопливую игру, они, видимо, полагали, что именно так смогут обеспечить себе желанную ничью. И явно не учли особенности динамовцев: на таком фоне тбилисцам оказалось легче проявить активность и добиться территориального перевеса,
Правда в непосредственной близости от ворот Ракитского они появлялись не часто. Но ударами издалека постоянно держали вратаря в напряжении. Помимо Гуцаева и Церетели в обстреле ворот чаще других участвовали Коридзе и Дараселия. Именно эта пара и разыграла комбинацию, после которой гол казался неизбежным: Коридзе метров с пяти ударом головы послал мяч выше ворот. И все же через минуту Ракитскому пришлось достать мяч из сетки. Произошло это после великолепного удара Гуцаева почти с линии ворот в дальний верхний угол.
Обзор составлен по сообщениям наших корреспондентов …, Г. Акопова…

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 19 июля 1975 года:

თბილისის “დინამო” პირველ სამეულშია!
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 27 ივლისი.
“დინამო” (თბილისი) – “კარპატი” (ლვოვი) 1:0 (0:0).
“დინამო”: გოგია, მუჯირი (ძოძუაშვილი), ჭელიძე, ებრალიძე, ხიზანიშვილი, ქორიძე, ასათიანი, გ. მაჩაიძე, დარასელია, გუცაევი, წერეთელი.
“კარპატი”: რაკიტსკი, რიფიაკი, პოტოჩნიაკი, ჩორბა, სიროვი, ბროვარსკი, ხიჟაკი, სავკა (კრუპეი), დანილიუკი, კიკოტი, დუბროვნი (გირნიკი).
მსაჯი: გ. კარაპეტიანი (ერევანი).
დუბლიორები – 0:1.
იოლ გამარჯვებაზე ლვოვის “კარპატისთან” ფიქრიც ზედმეტი იყო. ეს გუნდი წლევანდელ ჩემპინატში თამაშობს ისე ძლიერად, როგორც არასდროს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უკვე 11 ტურია “კარპატი” დაუმარცხებლად გამოდის შინ თუ გარეთ და 11 მაისის მერე არ იცის, რა არის წაგება. ამას გარდა, იგი ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით თბილისელებს ერთი საფეხურით უსწრებდა გათამაშების ცხრილში და ყველაფერი ეს განსაზღვრავდა ბრძოლის ინტერესსაც და სიმწვავესაც.
უკვე მატჩის დასაწყისმა ცხადყო, რომ სტუმრები არ აპირებდნენ მეტოქისთვის რაიმე დაეთმოთ. მათ თავგანწირული წინააღმდეგობა გაუწიეს დინამოელებს, საფუძვლიანად გაამაგრეს ნახევარდაცვისა და დაცვის ხაზები, კონტრშეტევისას კი რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს მოპირდაპირე კართან, როცა ხელსაყრელ პოზიციაში გაიყვანეს ხიჟაკი, დანილიუკი, კიკოტი. 42–ე წუთზე მაგალითად, დანილიუკი გავიდა ორ მცველს შორის, გადაუგდო მეკარეს ბურთი თავს ზემოთ და ეს დარტყმა ზუსტი რომ გამომდგარიყო, კარს ვერაფერი იხსნიდა.
მიუხედავად ამისა, თბილისელთა ტერიტორიული უპირატესობა ცხადი იყო. დაცვაში კვლავ საუკეთესოდ ითამაშა ხიზანიშვილმა, ნახევარდაცვა, სადაც განსაკუთრებით გამოირჩეოდა ქორიძე, ბევრს მუშაობდა, ხშირად მონაწილეობდა იერიშებში, აქტიურად უმაგრებდა ზურგს თავდამსხმელებს, ხშირად ურტყამდა შორიდან კარში. წინა ხაზზე ლვოველებს დიდი შრომა დასჭირდათ გუცაევისა და წერეთლის ნეიტრალიზებისთვის.
და მაინც, პირველ ტაიმში დინამოელებმა ვერ შეძლეს სტუმრების გაძლიერებული დაცვის დაძლევა და ტერიტორიული უპირატესობის გოლით დაგვირგვინება.
შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ტაქტიკურად გაცილებით გამართულად, მოფიქრებულად და ნაყოფიერად ითამაშა. შუა ხაზიდან რამდენიმეჯერ გადაინაცვლა წინ დარასელიამ, რომელშიც გაიღვიძა ფორვარდის ინსტიქტებმა და მაშინ ლვოველთა კართან გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა იქმნებოდა ხოლმე. ერთ–ერთ მომენტში მის მიერ დარტყმული ბურთი მოხვდა ზედა ძელს, შემდეგ – კარის ხაზს და მინდორს დაუბრუნდა.
გოლი, რომელმაც თბილისელებს გამარჯვება მოუტანა, 53–ე წუთზე გავიდა. ეს ასე მოხდა: მორიგი შეტევის დროს გუცაევმა სწრაფი მანევრი შეასრულა, გაითავისუფლა თავი სიროვის მეურვეობისგან, ასათიანმა მას მაშინვე გადასცა ბურთი და უძლიერესმა, ზუსტმა დარტყმამ ფლანგიდან შეუფერხებლად მიაღწია მიზანს.
სათამაშო დრო საკმარისზე მეტი იყო დარჩენილი. ლვოველებმა ყველაფერი გააკეთეს მატჩის სახსნელად, ორი ცვლილებაც მოახდინეს შემადგენლობაში, მაგრამ უპირატესობა თბილისელებს არც ერთ ეტაპზე არ დაუთმიათ. გამარჯვება, ძალიან საჭირო, მათ შეინარჩუნეს. ამასთან ერთად, გუნდმა შეძლო რევანშის აღება პირველ წრეში დამარცხებისთვის.
ამ მოგების შემდეგ თბილისის “დინამომ” გადაინაცვლა იქ, სადაც იგი კარგა ხანია არ გვინახავს – III ადგილზე.
რ. ქორიძე.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от июля 1975 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от июля 1975 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от июля 1975 года: