«Динамо» (Тбилиси) — «Карпаты» (Львов) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — «Карпаты» (Львов) 0:0

Чемпионат СССР 1974 года. Высшая лига. Матч № 27.
3 ноября 1974 года. 16-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 15000 зрителей. 2-й тайм — электроосвещение.
Судьи: В.Лушин, Г.Еганян, М.Рафалов (все — Москва).
«Динамо»: Гагошидзе, Гавашели, Челидзе, Хурцилава (к), Эбралидзе, Кантеладзе, М.Мачаидзе (Г.Нодия, 75), Асатиани, Гуцаев, Мчедлишвили (Рехвиашвили, 63), Эсебуа.
«Карпаты»: Ракитский, Герег, Поточняк, Чорба, Андрющенко, Броварский, Лихачев, О.Савка, Данилюк, Кикоть, Козинкевич.
Предупреждения: Кантеладзе (65, грубая игра), Савка (75, грубая игра).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 2217)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 5 ноября 1974 года:

«ДИНАМО» (Тбилиси) — «КАРПАТЫ» — 0:0.
«Динамо» (Тбилиси) — «Карпаты» (Львов). 0:0. Тбилиси. Стадион «Локомотив». 3 ноября. Солнечно. Ветер, к концу матча дождь. 16 градусов. 15 000 зрителей.
Судьи В. Лушин, Г. Еганян М. Рафалов (все — Москва).
«Динамо»: Гагошидзе — 3, Гавашели — 3, Челидзе — 3, Хурцилава — 3, Эбралидзе — 3, Кантеладзе — 3, М. Мачаидзе — 3 (Г. Нодия — 75, б/о), Асатиани — 3, Гуцаев — 3, Мчедлишвили — 3 (Рехвиашвили, 63 — 3), Эсебуа — 3.
«Карпаты»: Ракитский — 5, Герег — 5, Поточняк — 5, Чорба — 5, Андрющенко — 5, Броварский — 5, Лихачев — 5, Савка — 5, Данилюк — 5, Кикоть — 5, Козинкевич — 5.
Предупреждены Кантеладзе и Савка.
Дублеры — 2:2. Голы у хозяев — Л. Нодия. Церетели (с пенальти); у гостей — Крупей (2).
Обе команды находятся в неприятной близости от опасной зоны, и теперь (если вспомнить плотность в нижних строках таблицы) каждое очко для них буквально на вес золота. Особенно возрастает цена очка в матчах, где неудачника встречаются между собой.
Львовяне, еще ни разу не побеждавшие динамовцев Тбилиси, явно не планировали нарушения этой традиции главное для них было не проиграть. Хозяева поля, естественно, имели основания рассчитывать из большее. Но, как показал матч, одна сторона — «Карпаты» знала не только, чего хочет, но и как достичь желанного, а другая — «Динамо» — никак не могла поймать «свою игру». Плотная, массированная оборона, дружная, со взаимовыручкой игра, решительная борьба за каждый мяч на любом участке поля — вот что отличало действия гостей. Правда, при этом они то и дело действовали на грани фола, часто нарушали правила.
Второй тайм был особенно сложен для судейства. 19 раз штрафовались (только за грубую и опасную игру) игроки «Карпаты», 5 раз — динамовцы. Желтые карточки пришлось показывать Кантеладзе и Савке. Но, думаю, вспышек этих могло и не быть, прояви Лушин вот такую же решительность и первом тайме, когда, скажем, после каждого единоборства с Чорбой Гуцаев оказывался на земле.
Может сложиться впечатление, что тбилисцы играли корректнее. Здесь следует сделать пояснение — не корректнее, а пассивнее. Трудно даже понять, в чем тут причина — в плохой ли физической подготовке или в неумении отдать все силы достижению поставленной задачи. Нападающие и игроки средней линии, похоже, вовсе разучились забивать голы. Во всяком случае, в последний раз такое на тбилисском стадионе было зафиксировано 6 августа.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 5 ноября 1974 года:

მხოლოდ ქულა.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 3 ნოემბერი.
“დინამო” (თბილისი) – “კარპატი” (ლვოვი) 0:0.
“დინამო”: გაგოშიძე, გავაშელი, ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, კანთელაძე, მ. მაჩაიძე (გ. ნოდია), ასათიანი, გუცაევი, მჭედლიშვილი (რეხვიაშვილი), ესებუა.
“კარპატი”: რაკიტსკი, გერეგი, პოტოჩნიაკი, ჩორბა, ანდრიუშჩენკო, ბროვარსკი, ლიხაჩოვი, სავკა, დანილიუკი, კიკოტი, კოზინკევიჩი.
მსაჯი: ა. ლუშინი (მოსკოვი).
გაფრთხილებული არიან კანთელაძე და სავკა.
ის ერთობ მერყევი სატურნირო მდგომარეობა, რომელშიც 27–ე ტურისთვის იყვნენ თბილისის დინამოელები, კარგადაა ცნობილი ფეხბურთის მოყვარულთათვის. 23 ქულა – გათამაშების ცხრილში X-XIV ადგილებზე მყოფი 5 გუნდის საბალანსო აქტივი, არც ერთ მათგანს არ აძლევდა უმაღლეს ლიგაში დარჩენის რამდენადმე მაინც საიმედო შანსს. მეტიც: “ფახთაქორს” და “ზენიტს” 3 ნოემბრისთვის 26–26 ქულა ჰქონდათ და არც ეს იყო საბოლოოდ დადგენილი “გამსვლელი ბალი” საპასუხისმგებლო მიზნის შესასრულებლად. ყველაფერი წყდება ბოლო ტურებში, ფინიშზე.
და აი, სწორედ ამ ფინიშზე შემორჩათ თბილისის დინამოელებს მეტოქეებად კალენდარში ისინი, ვინც ლიგაში დარჩენის ანალოგიური ამოცანის წინაშე დგას. ერთ–ერთი მათგანია ლვოვის “კარპატი” – ჩვენი გუნდის უშუალო კონკურენტი, იმავე რაოდენობის ქულების მქონე, ოღონდ გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობით. უფრო მეტი მნიშვნელობის, პრინციპული მატჩის წარმოდგენა ამ ეტაპზე ძნელიცაა. ლვოველები არ დათმობდნენ არაფერს. მათს მიზანს,, უდავოდ, ქულის აღება წარმოადგენდა, დინამოელებს კი თავიანთს მინდორზე აუცილებლად უნდა ებრძოლათ გამარჯვებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი კედლების ფაქტორი კარგავდა იმ უპირატესობას, რომელიც გუნდს აქვს კალენდრის მიხედვით.
მატჩის დასაწყისი, პირველი 10–15 წუთი, მართლაც ნათლად მეტყველებდა იმაზე, რომ თბილისელები გამარჯვების მტკიცე რწმენით გამოვიდნენ მინდორზე. გუნდმა მაღალი ტემპი აიღო, გაძლიერებული ძალებით შეუტია და სტუმრებს თითქმის მთელი შემადგენლობით მოუხდათ უკან დახევა. გუცაევი, მაჩაიძე, ესებუა განუწყვეტლივ მანევრირებდნენ. მათ აქტიური მხარდაჭერა ჰქონდათ გავაშელისა და ასათიანის მხრივ. შეტევაში ხშირად მონაწილეობდნენ ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, კანთელაძე. მართალია, ამ პერიოდში გოლი არ გასულა, მაგრამ სტუმრებს ძალიან უჭირდათ სახიფათო მომენტების გაქარწყლება და მწვავე სიტუაციები მათს კართან ზედიზედ ცვლიდა ერთმანეთს.
ერთი სიტყვით, ყველაფერი წესრიგში იყო. თამაში მიმდინარეობდა “კარპატის” ნახევარზე, დინამოელები გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. მაგრამ საკმარისი გახდა რამდენიმეჯერ ბურთის დაკარგვა შეტევისას, ტემპის შენელება, ზედმეტი ტარება და ბრძოლის სურათი ერთიანად შეიცვალა. ლვოველებმა სული მოითქვეს, პერსონალურად აიყვანეს მოწინააღმდეგეები, მოაწესრიგეს ურთიერთმოქმედება მინდვრის შუაგულში, რის შემდეგაც ძალები გათანაბრდა. “დინამომ” დაკარგა უპირატესობა, რომელიც შემდგომში ვერა და ვერ დაიბრუნა, ზოგიერთ შემთხვევაში კი აშკარა ხიფათის წინაშეც იდგა. თავიანთს შესაძლებლობაზე გაცილებით სუსტად ითამაშეს მაჩაიძემ, მჭედლიშვილმა. უკეთ არც სხვები გამოიყურებოდნენ, მაშინ, როცა “კარპატის” თითოეული წევრი მთელ თავის შესაძლებლობას აქსოვდა ბრძოლას.
ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა კანთელაძის უხეშობამ. პირველ 5 წუთშიც კი, როცა მისი გუნდი განუწყვეტლივ უტევდა, კანთელაძე მეტოქის ნახევარზე ზედიზედ სამჯერ დაჯარიმდა, რაც სრულიადაც არ იყო გამოწვეული რაიმე აუცილებლობით. იგი შემდგომშიც არღვევდა წესს, რისთვისაც ჯერ შემჩნევა მიიღო მსაჯისგან, მერე კი – გაფრთხილება. კანთელაძის მაგალითი გადამდები აღმოჩნდა სხვებისთვისაც. დაურიდებლად უხეშობდნენ გუცაევი, ჭელიძე, ასათიანი, რეხვიაშვილი. თბილისის “დინამოს” ტრადიციად არა აქვს ეგრეთ წოდებული “ბინძური”, უხეში თამაში და მან არც უნდა მოიკიდოს ფეხი კოლექტივში.
90 წუთმა განვლო, თბილისელებმა ვერ მიაღწიეს წარმატებას, დასჯერდნენ მხოლოდ ქულას და კვლავ უწინდელი ამოცანის წინაშე დგანან: იზრუნონ უძლიერესთა რიგებში დასარჩენად.
მაინც, განვლილი მატჩის დროს იყო ერთი სასიამოვნო მომენტი: ის, როცა სტადიონის დიქტორმა გამოაცხადა, ვოროშილოვგრადის “ზარია” ლენინგრადში დამარცხდაო ანგარიშით 0:2. საქმე ისე წავიდა, რომ კონკურენტების ყოველი ასეთი მარცხი დიდ შეღავათად იქცა თბილისის “დინამოს” გულშემატკივრებისთვის.
რ. ქორიძე.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от ноября 1974 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от ноября 1974 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от ноября 1974 года: