«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва) 0:0

Чемпионат СССР 1974 года. Высшая лига. Матч № 24.
6 октября 1974 года. 15-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Ясно, 24 градуса. 10000 зрителей.
Судьи: М.Мкртчян, Г.Налбандян (оба — Ереван), М.Рукавцев (Ленинград).
«Динамо» Тб.: Гагошидзе, Мчедлишвили (Церетели, 75), Челидзе, Хурцилава (к), Эбралидзе, Гавашели, М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев, Г.Мачаидзе, Эсебуа.
«Динамо» М.: Пильгуй (Гонтарь, 58), Басалаев, Никулин, Зыков, Долбоносов (к), Петрушин, Пудышев, Козлов, Павленко, Маховиков, Кожемякин (Якубик, 63).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 2217)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 8 октября 1974 года:

«ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «ДИНАМО» (МОСКВА) — 0:0.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва) — 0:0. Тбилиси. Стадион «Локомотив». 6 октября. 24 градуса. 19 000 зрителей. Судьи М. Мкртчян, Г. Налбандян (оба — Ереван), М. Рукавцев (Ленинград).
«Динамо» (Тбилиси): Гагошидзе — 4, Мчедлишвили — 4, (Церетели, 75 — б/о), Челидзе — 4, Хурцилава — 4, Эбралидзе — 4, Гавашели—4, М. Мачаидзе — 4, Асатиани — 4, Гуцаев — 4, Г. Мачаидзе — 4, Эсебуа — 4.
«Динамо» (Москва): Пильгуй — 4 (Гонтарь, 53 — 4), Басалаев — 4, Никулин — 4, Зыков — 4, Долбоносов — 4, Петрушин — 4, Пудышев — 4, Козлов — 4, Павленко — 4, Маховиков — 4, Кожемякин — 4 (Якубик, 63 — б/о).
Дублеры — 1:2. Голы — у тбилисцев — Г. Нодия: у москвичей — Курненин (2),
Последние выступления москвичей показали, что у них слаженно и результативно действует пара Еврюжихин — Павленко: молодой центрфорвард не раз поражал ворота именно после нацеленных передач левого крайнего. Поэтому единоборство опытных мастеров Дзодзуашвили и Еврюжихина ожидалось с особым интересом. Но ни тот, ни другой из-за болезни на поле не вышли. И тренерам пришлось вносить коррективы в составы.
Первые атаки гостей показали, что Кожемякин выдвинут вместе с Павленко на острие атаки (моментами они действовали, как сдвоенный центр). Частыми перемещениями по фронту он держал в напряжении, оборону хозяев поля. Но то ли потому, что наигранные связи были нарушены, то ли из-за чёткой игры защитников во главе с Хурцилавой гостям так и не удалось создать реальной угрозы воротам. А после того как Кожемякин устал, атаки гостей потеряли остроту — попытки Козлова и Маховикова наладить комбинационную игру поддержки не получили. Иначе построили игру в атаке хозяева поля. Весь первый тайм М. Мачаидзе действовал на переднем крае. Но его неотступно преследовал Никулин, перехватывавший большинство мячей. Из-за этого атаки на главном направлении развития, не получали. Тем более что слаба была поддержка тыла: пожалуй, лишь от Асатиани шли точные передачи и острые предложения. После перерыва центральный нападающий тбилисцев (а именно в этой роли и выступал М. Мачаидзе) стал уходить в глубь поля, увлекая своего персонального сторожа. В обороне гостей в эти мгновения появлялись бреши, куда чаще стали вклиниваться Гуцаев и Эсебуа. В один из таких моментов (было это в начале второго тайма) Мчедлишвили дошел с мячом до лицевой линии, послал его низом вдоль ворот, но к передаче этой никто из партнеров не подоспел.
Г. Акопов. (Наш корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 8 октября 1974 года:

გაწბილებულნი დავრჩით…
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 6 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) – “დინამო” (მოსკოვი) 0:0.
თბილისი: გაგოშიძე, მჭედლიშვილი (წერეთელი), ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, გავაშელი, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი, გ. მაჩაიძე, ესებუა.
მოსკოვი: პილგუი (გონტარი), ბასალაევი, ნიკულინი, ზიკოვი, დოლბონოსოვი, პეტრუშინი, პუდიშევი, კოზლოვი, პავლენკო, მახოვიკოვი, კოჟემიაკინი (იაკუბიკი).
მსაჯი: მ. მკრტჩიანი (ერევანი).
ტაიმებს შორის შესვენებისას სამსაჯო ოთახთან შევხვდით თბილისის “დინამოს” ყოფილ ცენტრალურ თავდამსხმელს, სპორტის დამსახურებულ ოსტატ ზ. კალოევს, რომელიც დაუფარავი აღშფოთებით, გულისტკივილით ამბობდა:
– როგორ თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები, რამდენ დროს კარგავენ ბურთის ტარებით შუა მინდორზე! არ არის ტემპი, სისწრაფე, მოძრაობა, მანევრი. შეტევაში ძალიან მცირე ძალები მონაწილეობენ. როცა ბურთი ერთ მოთამაშეს აქვს, სხვები არ იხსნებიან, არ ეძებენ გზებს კარის ასაღებად, აუარებელ გადაცემას კარგავენ, სახიფათო მომენტებს არ ქმნიან…
ვეტერანის სიტყვები სრულ სიმართლეს შეიცავდა. ისეთ მატჩებს, როგორიცაა საკავშირო ჩემპიონატის შეხვედრა თბილისისა და მოსკოვის დინამოელთა შორის, ფეხბურთის მოყვარულნი მოუთმენლად მოელიან, განსაკუთრებით აქვთ გამორჩეული, და საწყენია, ძალიან საწყენია, როცა დიდი, საინტერესო ბრძოლის ნაცვლად მინდორზე ნახავ უფერულ, უღიმღამო ფუსფუსს, უაზრო გადაცემებს, ტექნიკური თუ ტაქტიკური ხასიათის შეცდომებს. საყვედური ეთქმით არა მარტო თბილისელ ფეხბურთელებს, რომლებსაც წლეულს არაფრით გაუხარებიათ თავიანთი გულშემატკივრები, არამედ მოსკოვის “დინამოსაც”, სსრ კავშირის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ, ძლიერ გუნდს, თბილისელთა ძველისძველ, ტრადიციულ მეტოქეს, ვისი თამაშითაც არაერთხელ მოვხიბლულვართ უწინ. 90 წუთმა ისე განვლო, დასამახსოვრებელი, საინტერესო მომენტები თითქმის არც ყოფილა. აქა–იქ, შემთხვევიდან შემთხვევამდე თუ გაიელვებდა რაიმე ეპიზოდი, დანარჩენ დროს კი თამაში მიმდინარეობდა მონოტონურად, აუჩქარებლად, ნელი ტემპით, გაურთულებლად, ერთობ მდარე სპორტულ დონეზე.
ვთქვათ, ორივე გუნდს ხელს აძლევდა ფრე და მისგან გამომდინარე თითო ქულა. მაგრამ ყოველგვარი მიზნის მისაღწევად ხომ არსებობს ისეთი საბრძოლო საშუალებანი, რომელთა გამოყენება საჭიროა ოსტატურად, გეგმიანად, სრული მონდომებით და ენერგიულად. ორივე გუნდის ფეხბურთელები კი ამას არ ავლენდნენ და ამიტომ მატჩი დაემსგავსა ჭადრაკში გადადებული პარტიის დამთავრებას, სადაც ფრე გარდუვალია და მოწინააღმდეგეები ვალის მოსახდელად, “ზრდილობისთვის” აკეთებენ სვლებს.
განსაკუთრებით მოსაწყენი იყო პირველი ტაიმი. მასპინძლებს შეტევის ცენტრში ჰყავდათ მ. მაჩაიძე, რომელსაც არავითარი მხარდაჭერა არ ჰქონდა ფლანგებიდან, ვინაიდან გუცაევს არც ერთი გარღვევა არ შეუსრულებია, ესებუა კი მინდვრის შუაგულში იყო დაწეული და სისტემატურად კარგავდა გადაცემებს.
შედარებით უკეთ ითამაშა გუცაევმა მეორე ტაიმის დასაწყისში. თამაში თითქოს გამოცოცხლდა, კარგი რეიდები შეასრულეს მჭედლიშვილმა, გავაშელმა, ებრალიძემ, მაგრამ 15–20 წუთის შემდეგ ტემპი ისევ დაეცა და ორივე მხარემ ამჯობინა ებრძოლა იმ ანგარიშის შესანარჩუნებლად, რომელიც მატჩის დაწყების წინ იყო აღნიშნული ელექტროტაბლოზე.
საბოლოოდ მეტოქე მხარეები თითო ქულით კმაყოფილნი გაზავდნენ, ჩვენ კი გაწბილებული წამოვედით სტადიონიდან.
რ. ქორიძე.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от октября 1974 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от октября 1974 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от октября 1974 года: