«Динамо» (Тбилиси) — ЦСКА (Москва) 3:1 (1:1)
Чемпионат СССР 1973 года. Высшая лига. Матч № 29.
28 октября 1973 года. 14-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 25000 зрителей.
Судьи: В.Самолазов (Ростов-на-Дону), В.Фардман (Ейск), В.Эджибия (Тбилиси).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Кантеладзе, Челидзе, Эбралидзе, Гавашели (Церетели, 60), М.Мачаидзе, Асатиани (к), Кипиани (Мчедлишвили, 75), Г.Нодия, Л.Нодия.
ЦСКА: Шмуц, Уткин (Истомин, 46), Бабенко, Кисляков, Капличный (к), Шлапак, Хисамутдинов, Копейкин (Теллингер, 63), Федотов, Поликарпов, Козловских.
Голы:
0:1 Федотов — 22
1:1 Г.Нодия — 24
2:1 Г.Нодия — 67
3:1 М.Мачаидзе — 74
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 30 октября 1973 года:
«ДИНАМО» (Тбилиси) — ЦСКА — 3:1.
«Динамо» (Тбилиси) — ЦСКА. 3:1 (1:1). Тбилиси. Стадион «Локомотив». 23 октября. Солнечно. 12 градусов. 28 000 зрителей.
Судьи В. Самолазов (Ростов-на-Дону), В. Фардман (Ейск), В. Эджибия (Тбилиси).
«Динамо»: Гогия — 5, Дзодзуашвили — 5, Челидзе — 5, Кантеладзе — 5, Эбралидзе — 5, Гавашели — 5 (Церетели, 60 — б/о), Мачаидзе — 5, Асатиани — 5, Кипиани — 5 (Мчедлишвили, 75 — б/о), Г. Нодия —5, Л. Нодия — 5.
ЦСКА: Шмуц — 5, Уткин — 2 (Истомин, 46 — 3), Бабенко 2, Кисляков — 3, Капличный — 3, Шлапак — 3, Хисамутдинов — 2, Копейкин — 2 (Теллингер, 63 — 3), Федотов — 3, Поликарпов — 3, Козловских — 5.
Голы: Федотов (22), Г. Нодия (24 и 67), Мачаидзе (74).
Дублеры — 0:1. Гол: Теллингер.
За годы выступления в тбилисском «Динамо» мне довелось быть участником по крайней мере двух десятков матчей с командой ЦСКА. То был соперник, с которым всегда было интересно «скрестить оружие». которого нельзя было не уважать. А какие замечательные мастера защищали цвета армейского клуба! Обо всем этом я с грустью вспоминал в воскресенье, глядя на нынешнее поколение команды ЦСКА.
По игре счет мог быть более внушительным. Динамовцы, зримо улучшившие игру за последний месяц, как и в предыдущих матчах, переигрывали оборону соперника благодаря превосходству в технике и в индивидуальном мастерстве, но на сей раз были неудачливы в завершений атак. По меньшей мере десяток выгоднейших моментов так и остался нереализованным. Справедливости ради должен заметить, что очень много потрудившийся в этот день Шмуц был на высоте положения, выручая команду в, казалось бы, безнадежных ситуациях.
Динамовцы Тбилиси, лег-ко и свободно обращавшиеся с мячом, выглядели опаснее и, что самое главное, настойчивее соперников в достижении цели. Если у москвичей лишь Федотов и Козловских отдавали все силы борьбе, то v тбилисцев завидную активность проявляли и игроки обороны, и полузащитники, и нападающие.
Стоило Федотову, воспользовавшись промахом защитников «Динамо», открыть счет, как тут же последовала ответная атака, и без признаков растерянности или спешки равновесие было восстановлено.
В который уж раз отличился Гиви Нодия. Два мяча, забитые им, — награда за настойчивость. Любую мало-мальски подходящую ситуацию использует Нодия для обстрела ворот и добивается своего. Таким и должен быть настоящий форвард. Я бы отметил еще двух его партнеров — Мачаидзе и Эбралидзе. Победа динамовцев Тбилиси в предпоследнем матче повысила их шансы в борьбе за бронзовые награды.
Г. АНТАДЗЕ, заслуженный мастер спорта.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 30 октября 1973 года:
მიზნამდე ერთი ნაბიჯია.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 28 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) – “ცსკა 3:1 (1:1).
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, კანთელაძე, ებრალიძე, გავაშელი (წერეთელი), მ. მაჩაიძე, ასათიანი, ყიფიანი (მჭედლიშვილი), გ. ნოდია, ლ. ნოდია.
ცსკა: შმუცი, უტკინი (ისტომინი), ბაბენკო, კისლიაკოვი, კაპლიჩნი, შლაპაკი, ხისამუტდინოვი, კოპეიკინი (ტელინგერი), ფედოტოვი, პოლიკარპოვი, კოზლოვსკიხი.
მსაჯი: ვ. სამოლაზოვი (დონის როსტოვი).
29 ოქტომბერს ღამით, როცა შევიტყვეთ ტურის ყველა შედეგი, ნათელი შეიქნა, რომ კონკურენცია ბრინჯაოს მედლებისა და IV ადგილისთვის, რომელიც ასევე იძლევა საგაისოდ უეფა–ს თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას, არა თუ რამდენადმე მაინც გაირკვა, პირიქით, კიდევ უფრო პრობლემატური გახდა: თბილისის დინამოელებთან ერთად გაიმარჯვა ყველამ, ვისაც კი რაიმე შანსი აქვს მოხვდეს საბოლოო ცხრილის მოწინავე ჯგუფში. ყველაფერი ბოლო ტურში უნდა გაირკვეს.
რა შეიძლება მოხდეს? ვარიანტების გამოანგარიშება მიგვინდვია თვით მკითხველისთვის, რომელსაც გათამაშების ცხრილი თვალწინ აქვს და, ალბათ, ისიც იცის, რომ მოსკოვის ”დინამო” მასპინძლობს “შახტიორს”, “სპარტაკი” – “კარპატის”, “ზარია” კი ალმა–ათაში ხვდება “ყაირათს”.
ერთი კი ცხადია: ჩვენმა გუნდმა უეჭველად წარმატებით უნდა ითამაშოს ლენინგრადში “ზენიტთან”. 33 ქულა ეს ის გამსვლელი “მანდატია”, რომელიც დაუბრკოლებლად მოგვიტანს III ან IV ადგილს, ვინაიდან “დინამო” (მოსკოვი) – “შახტიორის” შეხვედრაში დანაკარგი ერთ–ერთი გუნდისთვის გარდუვალია. ამიტომ ლენინგრადის მატჩს თბილისელთათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მოგება აუცილებელია.
ასევე აუცილებელი იყო გუშინწინდელი შეხვედრის მოგება ცსკა–სთან.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი გუნდის შემდგომი გეგმები, რბილად რომ ვთქვათ, მხოლოდ უტოპიური ოცნება თუ იქნებოდა. დინამოელებმა თავიდანვე პასუხისმგებლობის სრული გრძნობით, მაქსიმალური მობილიზებით, ძლიერი შეტევით დაიწყეს თამაში. მასპინძელთა იერიშების მხოლოდ ქრონოლოგიური აღწერა ბევრ დროს და ადგილს წაგვართმევდა: ყიფიანისა და მაჩაიძის სახიფათო გარღვევები, ლ. ნოდიას დარტყმა, ებრალიძისა და ძოძუაშვილის რეიდები, გ. ნოდიასა და გავაშელის საგოლე მომენტები, ასათიანის ზუსტი შორეული გადაცემები სწრაფად ცვლიდა ერთმანეთს. აქტიურად მოქმედებდნენ ჭელიძე და კანთელაძეც, რომლებსაც ხშირად ვხედავდით შუა ხაზს იქით, არმიელთა ნახევარზე.
22–ე წუთისთვის ცსკა–ს კარი ბევრჯერ აღმოჩნდა რეალური საშიშროების წინაშე. შმუცი, მცველები და ნახევარმცველები გაჭირვებით აუდიოდნენ ამ იერიშების მოგერიებას. გოლი, როგორც იტყვიან, მწიფდებოდა.
22–ე წუთი აღვნიშნეთ იმიტომ, რომ სწორედ მაშინ იქნა გატანილი გოლი, მაგრამ არა ცსკა–ს, არამედ “დინამოს” კარში. თამაშის მსვლელობა, ძალთა შეფარდება მინდორზე აშკარად თბილისელთა სასარგებლოდ იყო, ანგარიშის გახსნა რამდენიმეჯერ შეიძლებოდა, მაგრამ მოსკოველებმა კარგად გაითამაშეს ერთი კონტრშეტევა, კოზლოვსკიხმა, რომელიც უდავოდ საუკეთესო იყო ამ დღეს ცსკა–ს რიგებში, გადაინაცვლა მარჯვენა ფლანგზე, მიაწოდა ცენტრში ფედოტოვს, გამოცდილმა ფეხბურთელმა კი ძლიერად და ზუსტად დაერტყა კარის შორეულ კუთხეში.
დინამოელები დამატებითი სიძნელეების წინაშე აღმოჩნდნენ. საჭირო იყო მათი დაძლევა, რისთვისაც გუნდმა ყველაფერი იღონა და თანაბრობა აღადგინა სულ მალე, 3 წუთის შემდეგ: ერთ–ერთი იერიშისას ლ. ნოდიამ კარგად გადასცა ბურთი გ. ნოდიას და ამ უკანასკნელმა დაუყოვნებლივ გამოასწორა ჩამორჩენა – 1:1.
შესვენების შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა: თამაში თითქმის არ სცილდებოდა ცსკა–ს საჯარიმო მოედანს. ბევრი გამოუყენებელი საგოლე მომენტის შემდეგ “დინამომ” ასეთი კომბინაცია გაითამაშა: ასათიანი – ლ. ნოდია–ყიფიანი–მაჩაიძე–გ. ნოდია. ცენტრალური თავდამსხმელი სწრაფად გავიდა ხელსაყრელ პოზიციაში და შეუცდომლად დაარტყა მიზანში.
ეს მოხდა 66–ე წუთზე, 8 წუთის შემდეგ კი მაჩაიძემ და გ. ნოდიამ შუა მინდვრიდან ერთმანეთში გაითამაშეს ბურთი, მაჩაიძემ გამოიტყუა კარიდან შმუცი და მესამედ აიძულა არმიელები ცენტრიდან დაეწყოთ თამაში.
ახლა ყველაფერი დამოკიდებულია 1 ნოემბრის მატჩზე ლენინგრადში. სასურველ მიზნამდე თბილისის ”დინამოს” სულ ერთი ნაბიჯი აკლია.
რ. ქორიძე.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от октября 1973 года:
Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от октября 1973 года:
Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от октября 1973 года: