«Карпаты» (Львов) — «Динамо» (Тбилиси) 0:0
Чемпионат СССР 1972 года. Высшая лига. Матч № 10.
3 июня 1972 года. 19-00. Львов. Стадион «Дружба». Пасмурно, 14 градусов. 25000 зрителей.
Судьи: Т.Бахрамов, А.Балаян (оба — Баку), Ю.Черников (Москва).
«Карпаты»: Ковач, Герег, Поточняк (к), Журавский, Сыров, Броварский, Данилюк, Савка, Хижак, Покора, Лихачев.
«Динамо»: Гогия, Гогиджанишвили, Челидзе (к), Кантеладзе, Петриашвили, Гавашели (Рехвиашвили, 62), Кутивадзе, Асатиани, Гуцаев, Г.Нодия, Кипиани.
Предупреждения: Сыров, Кантеладзе оба — грубая игра).
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 6 июня 1972 года:
Не использовав всех возможностей…
«Карпаты» (Львов) — «Динамо» (Тбилиси). 0:0.
Стадион «Дружба». 3 июня. Пасмурно. 14 градусов. 27 000 зрителей.
Судьи Т. Бахрамов, А. Балаян (оба — Баку), Ю. Черников (Москва).
«Карпаты»:Ковач, Герег, Поточняк, Журавский, Сыров, Броварский, Данилюк, Савка, Хижак, Покора, Лихачев.
«Динамо»: Гогия, Гогиджанашвили, Челидзе, Кантеладзе, Петриашвили, Гавашели (Рехвиашвили, 62), Кутивадзе, Асатиани, Гуцаев, Г. Нодия, Кипиани.
Предупреждены Сыров, Кантеладзе.
Дублеры — 0:1. Гол: Кравченко.
В матчах последнего тура (четыре из них уже комментировались в газете) неудовлетворительная игра нападающих проявилась пожалуй, наиболее выпукло. Вничью, со счетом 0:0, сыграли во Львове с местными футболистами лидеры — тбилисские динамовцы. Матч, как свидетельствует наш общественный корреспондент Ю. Кордияк, получился и зрелищным, и содержательным.
Не было лишь того, что украшает футбол, — не было голов.
Обе команды значительно изменили составы, однако это не наложило отпечатка на привычный тактический рисунок и манеру игры коллективов, не уменьшило энтузиазма участников встречи. Разве что взаимодействие исполнителей не всегда было на высоте. В какой-то степени мягковатое после длительных дождей поле, но главным образом промахи тактического свойства не позволяли игрокам той и другой команды доводить до конца задуманные комбинации.
Футболисты в общем-то демонстрировали темповую, комбинационную и достаточно осмысленную игру. В первом тайме игровое преимущество имели хозяева, атаковавшие более изобретательно. Однако ударам их нападающих, атаковавших из удобных позиций, не хватало точности. Трижды, в частности, бил по воротам Хижак, но и он не добился успеха. Динамовские ворота защищал Гогия, не раз выручавший свою команду. Удачно сыграл в ответственном поединке и вратарь «Карпат». У него было немало забот во втором тайме, когда игра выравнялась и стала обоюдоострой.
Умение поддержать высокий темп, быстро сменить направление атаки, хорошую маневренность продемонстрировали полузащитники обеих команд. Они много и полезно потрудились в этот день, а вот ворота сами атаковали довольно редко.
Нападающие же, попав в жесткие тиски персональной опеки, применяемой защитными линиями «Динамо» и «Карпат», в течение всей игры так и не смогли проявить себя в полной мере. Четко провел этот матч судья Т. Бахрамов, своевременно пресекавший попытки применять недозволенные приемы.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 6 июня 1972 года:
შესაძლებლობა ორივე მხარეს ჰქონდა.
ლვოვი. სტადიონი “დრუჟბა”. 3 ივნისი.
“კარპატი” (ლვოვი) — “დინამო” (თბილისი) — 0:0.
“კარპატი”: კოვაჩი, გერეგი, პოტიჩნიაკი, ჟურავსკი, სიროვი, ბროვარსკი, დანილიუკი, სავკა, ხიჟაკი, პოკორა, ლიხაჩოვი.
“დინამო”: გოგია, გოგიჯანაშვილი, ჭელიძე, კანთელაძე, პეტრიაშვილი, გავაშელი (რეხვიაშვილი), კუტივაძე, ასათიანი, გუცაევი, გ. ნოდია, ყიფიანი.
მსაჯი: ტ. ბახრამოვი (ბაქო).
დუბლიორები — 1:0 “დინამოს” სასარგებლოდ. გოლი გაიტანა კრავჩენკომ.
ლვოველმა გულშემატკივრებმა კარგად იცოდნენ, რომ გარდა ნაკრებში გაწვეული ძოძუაშვილისა და ხურცილავასი, თბილისის “დინამოს” ტრავმის გამო აკლდნენ სხვა წამყვანი მოთამაშეებიც — ხინჩაგაშვილი და მ. მაჩაიძე. ეს მასპინძელთა გუნდს გარკვეულ “ფორას” აძლევდა ამ ძნელ მატჩში ლიდერთან, თუმცა “კარპატისაც” აკლდა თავდასხმის ერთი ძირითადი წევრი — კოზინკევიჩი (ისიც ნაკრებშია გაწვეული).
თბილისის “დინამოს ქომაგებმა შეიძლება გაიკვირვონ ეს ამბავი: სად ოთხი წამყვანი მოთამაშე და სად — ერთი? რა შედარებაა! მაგრამ გაითვალისწინეთ “კარპატისა” და “დინამოს” საერთო რესურსები.
ლვოველთათვის კოზინკევიცი დიდი ძალაა, ხოლო გამოცდილ თბილისელებს უფრო ძლიერი სათადარიგო მოთამაშეები ჰყავთ.
ახლა მხედველობაში მიიღეთ ის სატურნირო ვითარებაც, რომელშიც მეტოქეები იყვნენ ამ დღისთვის. თბილისის “დინამო” ლიდერია და თითოეულ ქულას მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ წარმოიდგინეთ “კარპატის” მდგომარეობა, რომელიც ჯერჯერობით გათამაშების ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა და, ამდენად, უმაღლესი ლიგიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატიცაა.
ეს გუნდს აიძულებს ყველაფერი იღონოს ახლავე, სანამ გვიან არაა. ქულები ლვოველებისთვის ოქროდ ფასობს.
მატჩს ძალიან ცუდი ამინდი დაესწრო. ხანგრძლივი წვიმის შემდეგ სათამაშო მინდორი ატალახდა. ტექნიკურად ძლიერ თბილისელებს გაცილებით მეტად უჭირდათ ამ პირობებში თამაში.
ამან განსაკუთრებით იჩინა თავი პირველ ტაიმში, როცა მასპინძლებმა შეძლეს ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება. გოგიას პირველივე წუთებზე მოუხდა ძნელი ბურთის აღება ხიჟაკისგან, რამდენიმე სახიფათო კომბინაცია გაითამაშეს ლიხაჩოვმა და პოკორამ, შეტევებში აქტიურად მონაწილეობდნენ ნახევარმცველებიც.
ჩვენი აზრით, თავიანთ შესაძლებლობებზე ნაკლებად ითამაშეს გავაშელმა და კუტივაძემ, რაც “კარპატის” შუა მინდორში ინიციატივის საშუალებას აძლევდა.
თბილისელებმა მხოლოდ ტაიმის დასასრულს შეძლეს მდგომარეობის გამოსწორება, სახიფათო მომენტები შექმნეს ყიფიანმა და გუცაევმა (ამ უკანასკნელთან ბრძოლაში ხშირად მიმართავდა აკრძალულ ხერხებს სიროვი, რისთვისაც გაფრთხილებაც მიიღო მსაჯისგან). და მაინც, პირველი 45 წუთი “კარპატისა” იყო. დინამოელთა მცველებს საკმაო ჯაფა დაადგათ.
შესვენების შემდეგ სტუმრებმა საგრძნობი გარდატეხა შეიტანეს თამაშში. არაერთი ძნელი ბურთის მოგერიება მოუხდა კოვაჩს, კერძოდ, მე-60 წუთზე მან თავისი გუნდი აშკარად იხსნა ყიფიანის დარტყმის შემდეგ. ლვოველებს მხოლოდ კონტრშეტევები დარჩათ და ერთ-ერთი იერიშის დროს კანთელაძეს გაფრთხილება მიეცა უხეში თამაშისთვის.
კიდევ უფრო გაძლიერდა დინამოელთა იერიშები მას შემდეგ, რაც მინდორზე რეხვიაშვილი გამოვიდა გავაშელის ნაცვლად. რეხვიაშვილი წინადღით დუბლიორთა მატჩში ორივე ტაიმში იყო მონდორზე და, მიუხედავად ამისა, მაშინვე სრული ძალით ჩაება თამაშში.
საბოლოოდ, ვერც ერთმა მხარემ ვერ შეძლო ბურთის გატანა.
ლეპეკი.