«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 2:0 (2:0)
Чемпионат СССР 1972 года. Высшая лига. Матч № 29.
2 ноября 1972 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 18000 зрителей.
Судьи: М.Черданцев (Алма-Ата), Б.Белозеров, И.Вольшанский (оба — Ташкент).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Петриашвили, Гогиджанашвили, Гавашели (Кипиани, 46), М.Мачаидзе, Асатиани (к), Гуцаев (Кутивадзе, 65), Г.Нодия, Л.Нодия.
«Спартак»: Дарвин, Логофет (Букиевский, 14), Ольшанский, Ловчев, Абрамов, Булгаков, Минаев, Хусаинов (к), Пискарев, Папаев, Редин (Егорович, 46).
Голы:
1:0 Л.Нодия — 08
2:0 М.Мачаидзе — 42
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 4 ноября 1972 года:
«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» — 2:0.
«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва). 2:0 (2:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив».
2 ноября. Пасмурно. 12 градусов. 25 тысяч зрителей.
Судьи М. Черданцев (Алма-Ата). Б. Белозеров, И. Вольшанский (оба — Ташкент).
«Динамо»: Гогия — 4, Дзодзуашвили — 4, Челидзе — 4, Петриашвили — 4, Гогиджанашвили — 4, Гавашели — 4 (Кипиани, 46 — 4), Мачаидзе — 4, Асатиани — 4, Гуцаев — 4 (Кутивадзе, 65 — 4), Г. Нодия — 4, Л. Нодия — 4.
«Спартак»: Дарвин — 3, Логофет — б/о (Букиевский, 14 — 4), Ольшанский — 4, Ловчев — 4, Абрамов — 4, Булгаков — 3, Минаев — 3, Хусаинов — 4, Пискарев — 3, Папаев — 5, Редин — 4 (Егорович, 48 — 3).
Голы: Л. Нодия (8). Мачаидзе (42).
Дублеры — 3:2. Голы: у «Динамо» — Рехвиашвили — 2. Кутивадзе: у «Спартака» — Егорович (2).
В такую пору года составы команд обычно настолько стабилизируются, что изменения в них если и происходят, то главным образом из-за травм. По сравнению с предыдущим матчем, сыгранным несколько дней назад, коррективы, внесенные тренерами, были незначительными, но весьма существенными: тбилисцы вышли на поле без своего капитана Хурцилавы, получившего травму, у москвичей на правом фланге обороны вновь появился Логофет.
По началу матча создалось впечатление, что наиболее интересные события ждут зрителей у одной кромки футбольного поля, той, где вели единоборство Ловчев с Гуцаевым и Дзодзуашвили с Рединым.
Опытные защитники, входящие в сборную СССР, играли против молодых, хорошо зарекомендовавших себя форвардов. Думаю, не ошибусь, если замечу, что такие поединки имеют значение не только для определения результата того или иного матча. Сейчас, когда тренеры сборной беспрерывно экспериментируют, пытаясь создать боеспособную линию атаки, подобные единоборства как бы выходят за рамки обычного, рядового матча.
К сожалению, обе дуэли, о которых говорилось раньше, показали, что по классу своему защитники стоят выше, что разница в классе и опыте лишает молодых форвардов стабильности в игре. Правда, один из них — Редин — покинул поле не по своей вине он получил травму), но и за тот отрезок времени, что он провел на поле, ничем особенным себя не проявил. А Гуцаева, который в иных матчах вызывал восхищение остроумными, нешаблонными действиями, Ловчев полностью переиграл. Тренеры были вынуждены заменить Гуцаева.
В отчете о предыдущем матче с участием тбилисцев отмечалась не совсем удачная игра полузащитников. На сей раз хавбеки сыграли решающую роль в победе хозяев поля. Точнее, один из них — Мачаидзе, чаще других обстреливавший ворота «Спартака. В одном случае его удар принял на себя защитник, мяч отлетел на левый фланг к неприкрытому Л. Нодия, и тот отличным ударом с лёта, в дальний угол открыл счет. В другой раз Мачаидзе, продвинувшись вперед, должен был «по всем законам» отдать мяч для удара хорошо открывшемуся слева Г. Нодия. Однако, заметив, что Дарвин сместился в воротах, он точно пробил в противоположный угол.
Проигрывая 0:2. спартаковцы начали второй тайм мощными атаками и на первых же минутах по меньшей мере трижды могли добиться успеха. Но сильный удар Хусаинова пришелся в крестовину, а удары Егоровича и Папаева (кстати, самого активного среди спартаковцев) были неточны.
Вскоре, однако, порыв гостей иссяк, и оставшаяся часть матча прошла в равной борьбе.
Г. Акопов. (Наш корр.).
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 4 ноября 1972 года:
+ 2 ქულა.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 2 ნოემბერი.
“დინამო” (თბილისი) _ “სპარტაკი” (მოსკოვი) — 2:0 (2:0).
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, პეტრიაშვილი, გოგიჯანაშვილი, გავაშელი (ყიფიანი), მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი (კუტივაძე), გ. ნოდია, ლ. ნოდია.
“სპარტაკი”: დარვინი, ლოგოფეტი (ბუკიევსკი), ოლშანსკი, ლოვჩევი, აბრამოვი, ბულგაკოვი, მინაევი, ჰუსაინოვი, პისკარიოვი, პაპაევი, რუდინი (ეგოროვიჩი).
მსაჯი: მ. ჩერდანცევი (ალმა-ათა).
ძნელია გადაჭარბებით შეაფასო იმ მატჩების მნიშვნელობა, რომლებიც თბილისის “დინამოს” ჰქონდა დარჩენილი 2 ნოემბრისთვის. 4 ქულა, ესე იგი ორივე თამაშის მოგება ის მინიმუმი იყო, რომელიც ჩვენს გუნდს სჭირდებოდა საპრიზო ადგილზე გასასვლელად. მაგრამ ამას აუცილებლად უნდა დაერთოს დინამოელთა კონკურენტების შეფერხება მომავალ შეხვედრებში, რათა ჩვენი 35 ქულა გამსვლელ ბალად იქცეს ვერცხლის ან ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში.
“სპარტაკს” წამყვან ჯგუფში მოხვედრის იმედი გადაწურული აქვს, მაგრამ პრესტიჟის შენარჩუნებისთვის ძალას არ იშურებს დარჩენილ მატჩებში. ამას გარდა, გუნდს უფლება არა აქვს
თუნდაც ოდნავ მოადუნოს მზადყოფნა და მობილიზება, ვინაიდან ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში საუკეთესო მდგომარეობაშია.
ერთი სიტყვით, მოსალოდნელი იყო შეუპოვარი, დაუნდობელი ბრძოლა და ასეც მოხდა. 90 წუთი აღსავსე გამოდგა დაძაბული, სახიფათო მომენტებით, ორივე მხარე ერთმანეთის ღირსეული მეტოქე აღმოჩნდა.
პირველი ტაიმი მთლიანად დინამოელებისა იყო. ტემპს, რომელიც მათ შესთავაზეს სპარტაკელებს, სტუმრები ვერ აჰყვნენ, თავიდანვე წააგეს ბრძოლა შუა მინდორში და იძულებული გახდნენ თავიანთ საჯარიმო მოედანზე დაეხიათ მდგომარეობის სახსნელად. კონტრთამაშის შექმნა მათ ვერ შეძლეს ჯერ ერთი იმიტომ, რომ მასპინძლები განუწყვეტლივ, სწრაფად და მაქსიმალური ენერგიით უტევდნენ, მეორეც, ბურთის დაკარგვის შემთხვევაში “დინამოს” თავდამსხმელები აქვე, “სპარტაკის” საჯარიმო მოედანზე ებრძოდნენ მოწინააღმდეგე მცველებს და არ აძლევდნენ საპასუხო იერიშების წამოწყების საშუალებას. რაც შეეხება ორივე გუნდის ნახევარმცველთა “ურთიერთდამოკიდებულებას”, თბილისელები ცენტრალურ ზონაში თავიანთ მეტოქეებზე მთელი თავით მაღლა იდგნენ.
დინამოელებმა ანგარიში ადრევე გახსნეს, რამაც მათს თამაშს მეტი დამაჯერებლობა მისცა. ეს ასე მოხდა: მე-8 წუთზე მაჩაიძემ განახორციელა სწრაფი გარღვევა, გადასცა ბურთი გ. ნოდიას, მან — ლ. ნოდიას და ზუსტი, შეუცდომელი დარტყმის შემდეგ ანგარიშიც გაიხსნა.
დინამოელთა იერიშები თითქმის მთელი ტაიმის განმავლობაში არ შეწყვეტილა. აქტიურად მოქმედებდა შეტევის ორივე ფლანგი, განსაკუთრებით, ლ. ნოდია. რამდენიმე გამოუყენებელი მომენტის შემდეგ “სპარტაკის” კარში მეორე გოლი გავიდა. 43-ე წუთზე მაჩაიძემ, რომელიც ბურთით მოძრაობდა მოსკოველთა საჯარიმო ხაზის გასწვრივ, შეამჩნია, რომ მეკარე დარვინს არ ჰქონდა კარგად შერჩეული ადგილი კარის წინ და დაუყოვნებლივ დაარტყა. დარვინს ამ მომენტში ფეხიც დაუცდა და ანგარიში გახდა 2:0.
სრულიად საწინააღმდეგო ხასიათი მიეცა ბრძოლას მეორე ტაიმში. თბილისელებმა ტემპს უკლეს, შეუდგნენ ბურთის ხანგრძლივ გათამაშებას და ინიციატივას სპარტაკელები დაეუფლნენ. არ გაამართლა შეცვლამაც, ვინაიდან, გუცაევის მინდვრიდან გასვლის შემდეგ ხელ-ფეხი გაეხსნა ლოვჩევს, რომელიც შემტევი ტიპის მცველია. ყიფიანს ადგილი უნდა დაეკავებინა მარჯვენა ფლანგზე, რათა ლოვჩევისთვის არ მიეცა თავისუფალი მოქმედების საშუალება. ეს კი არ მოხდა. კუტივაძეც მაშინვე ვერ ჩაება ბრძოლაში მთელი მონდომებით და “სპარტაკი” სრული ძალით გადავიდა იერიშზე. თამაშის მთელი სიმძიმე დააწვა დინამოელთა დაცვას, გოგია სისტემატურად ერთვოდა ბრძოლაში, შეიქმნა რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი 55-ე წუთზე ჰუსაინოვმა შორიდან ძელს მოახვედრა ბურთი, შემდეგ პაპაევმა ააცდინა მიზანს ახლოდან, გოგიამ მოიგერია აბრამოვისა და პისკარიოვის ძლიერი დარტყმები…
ასე გაგრძელდა საკმაოდ დიდხანს, დაახლოებით 30 წუთს. მაინც, თბილისელებმა გაუძლეს ამ სიძნელეებს, მოიგერიეს შტურმი და ბოლოს ისევ გაათანაბრეს თამაში, ხოლო 75-ე წუთზე სტუმრები იღბლად გადაურჩნენ გოლს, როდესაც ნოდიას მიერ დარტყმული ბურთი სულ რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა მათს კარს.
ბ. ქორქია.