«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 1:1 (0:1)

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 1:1 (0:1)

Чемпионат СССР 1972 года. Высшая лига. Матч № 28.
29 октября 1972 года. 15-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 16 градусов, 30000 зрителей.
Судьи: Т.Бахрамов, А.Балаян, Т.Велиев (все — Баку).
«Динамо» Тб.: Гогия, Дзодзуашвили, Эбралидзе (Гогиджанашвили, 18, Рехвиашвили, 80), Хурцилава (к), Петриашвили, Гавашели, М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев, Г.Нодия, Л.Нодия.
«Динамо» К.: Рудаков, Дамин (Кондратов, 75), Соснихин, Матвиенко, Фоменко, Трошкин, Мунтян, Пузач (к), Колотов, Веремеев, Блохин (Решко, 70).
Голы:
0:1 Мунтян — 19
1:1 Рехвиашвили — 85

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1424)
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 1:1 (0:1)
29 октября 1972 года. 15-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 30000 зрителей.
Судьи: Т.Бахрамов, Т.Велиев, А.Балаян (все — Баку).
«Динамо» Тб.: Гогия, Дзодзуашвили, Эбралидзе (Гогиджанашвили, 20, Рехвиашвили, 75 (1 гол)), Хурцилава (к), Петриашвили, Гавашели, М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев, Г.Нодия, Л.Нодия. Запасные: Кутивадзе, Члаидзе.
«Динамо» К.: Рудаков, Дамин (Кондратов, 75), Соснихин, Матвиенко, Фоменко, Трошкин, Мунтян (1 гол), Пузач (к), Колотов, Веремеев, Блохин (Решко, 70). Запасные: Самохин, Плоскина, Зуев.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 31 октября 1972 года:

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев). 1:1.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев). 1:1 (0:1).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 29 октября. Ясно. 16 градусов. 30 000 зрителей.
Судьи Т. Бахрамов, А. Балаян, Т. Велиев (все — Баку).
«Динамо» (Тбилиси): Гогия — 4, Дзодзуашвили — 4, Эбралидзе — б/о (Гогиджанашвили, 18—4, Рехвиашвили, 80—4). Хурцилава — 4, Петриашвили — 4, Гавашели — 4, Мачаидзе — 4, Асатиани — 4, Гуцаев — 4, Г. Нодия — 4, Л. Нодия — 4.
«Динамо» (Киев): Рудаков — 5, Дамин — 4 (Кондратов, 75 — б/о), Соснихин — 4, Матвиенко — 4, Фоменко — 4, Трошкин — 4, Мунтян — 4, Пузач — 4, Колотов — 4, Веремеев — 4, Блохин — 4 (Решко, 72 — б/о).
Голы: Мунтян (19), Рехвиашвили (85).
Дублеры — 1:0. Гол: Рехвиашвили.
Довольно скромное турнирное положение киевлян лишь относительно: по количеству потерянных очков команда претендует на серебряные медали Не распрощались с надеждами на призовое место и тбилисцы. Поэтому легко понять и активный атакующий настрой обеих команд.
Первый же ход хозяев поля в матче вызвал оживление на трибунах: выполняя начальный удар Г. Нодия откинул мяч Асатиани, а тот, заметив, что Рудаков занял позицию где-то у 11-метровой отметки, сильно пробил в направления ворот. Расчет был верным, но удар получился неточным.
Это был единственный случай, когда страж ворот гостей был застигнут врасплох. Весь матч Рудаков провел превосходно, сведя на нет многие настойчивые попытки хозяев поля отыграться. Опасность у его ворот особенно возросла во втором тайме. Но Рудаков хладнокровно, с подлинным мастерством разряжал обстановку.
Тон игре, на мой взгляд, задали полузащитники гостей, среди которых выделялся Мунтян. Его аккуратные передачи бывали остры, подключения к атаке — опасны. Хорошо взаимодействовавшие с ним Пузач, Веремеев. Колотов экономно — без суеты и лишних пасов — преодолевали середину поля, и события переносились к штрафной площади тбилисцев. Забитый гол, однако, выведший гостей вперед, не возникал из игровой ситуации, а должен быть отнесен, скорее, к категории досадных случайностей.
Мунтян пробил низом метров с 25. Казалось, мяч минует ворота, но он попал в штангу, от нее в ноги растерявшегося Гогия и вкатился в сетку.
В отличие от полузащитников киевлян хавбеки хозяев поля грешили и мелким пасом, и передерживали мяч. Так было в первом тайме. Но после перерыва, убедившись, что нового успеха им добиться трудно, и занятые необходимостью отстаивать собственные ворота, киевляне оттянулись назад и стали играть на резких контратаках.
Стремясь удержать победный счет, они даже заменили форварда, защитником, Тбилисцы же сделали наоборот. И Рехвиашвили, принесший накануне победу дублирующему составу, и на этот раз оказался удачлив. Ничейный результат больше всего соответствует событиям в этом матче.
В. Шавдия, судья всесоюзной категории.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 31 октября 1972 года:

გადარჩენილი ქულა.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 29 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) — “დინამო” (კიევი) — 1:1 (0:1).
თბილისი: გოგია, ძოძუაშვილი, ებრალიძე (გოგიჯანაშვილი, რეხვიაშვილი), ხურცილავა, პეტრიაშვილი, გავაშელი, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
კიევი: რუდაკოვი, დამინი (კონდრატოვი), სოსნიხინი, მატვიენკო, ფომენკო, ტროშკინი, მუნტიანი, პუზაჩი, კოტოვი, ვერემეევი, ბლოხინი (რეშკო).
მსაჯი: ტ. ბახრამოვი (ბაქო).
საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი გუნდების ამ მეტად რთულ, ძნელ მატჩში, სადაც ფიქრიც ზედმეტი იყო რაიმე შეღავათზე, ორივე მხარეს აკლდა ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, მაგრამ ამ დანაკლისის მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, საგრძნობლად განსხვავებულია, კიეველებს ეგრეთ წოდებული “გრძელი სკამი” აქვთ და, როცა საქმე სათადარიგო მოთამაშეებზე მიდგება, არჩევანი არ უჭირთ: ტოლფასოვანი შემცვლელები მათ საკმაოდ ჰყავთ ყველა რგოლში.
თბილისელები ამ მხრივ გაცილებით ძნელ მდგომარეობაში არიან და უფრო მეტადაც უჭირთ.
მაგრამ მატჩის მსვლელობაში მომხდარმა ცვლილებებმა (გუნდებმა შეცვლისთვის თითქმის სრული ლიმიტი გამოიყენეს) მასპინძლებს მეტი სარგებლობა მოუტანა, ვიდრე სტუმრებს. კერძოდ, რეხვიაშვილი მინდორზე გამოვიდა, როცა მატჩის დამთავრებას სულ ათიოდე წუთი აკლდა, მისმა გადამწყვეტმა დარტყმამ კი თბილისელთათვის ესოდენ საჭირო ქულა იხსნა.
მასპინძლებმა სწრაფი, თამამი იერიშებით დაიწყეს მატჩი. ცენტრიდან გათამაშებული ბურთი კარს ოდნავ გადააცილა ასათიანმა, მყისვე ლ. ნოდიას ძალიან სახიფათო გარღვევის შემდეგ რუდაკოვი სასწაულით გადაურჩა გოლს: იგი მიწაზე იწვა, ბურთმა კი სულ რამდენიმე სანტიმეტრით გაუარა გვერდით ძელს. გავიდა ცოტა ხანი და ლ. ნოდიამ ახლოდან თავით კვლავ ააცდინა მიზანს.
ასეთ ენერგიულ, საიმედო დასაწყისს ასეთივე გაგრძელება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ კიეველები ოდნავაც არ დაბნეულან. მათ მაშინვე გაითამაშეს რამდენიმე სწრაფი შემტევი კომბინაცია, რომელთა შედეგადაც კარის წინ ძალიან სახიფათოდ გაიყვანეს ჯერ ბლოხინი, ხოლო შემდეგ პუზაჩი და კოლოტოვი. ამ კონტრშეტევების შემდეგ თბილისელები იძულებული იყვნენ უკან დაეწიათ შეტევაზე მყოფი ნახევარმცველები და ბრძოლამ თანდათან მიიღო პოზიციური, კომბინაციური ხასიათი, სადაც გადამწყვეტი როლი უნდა ეთავა ორივე გუნდის ნახევარდაცვას. კიეველთა გუნდში, როგორც ცნობილია, ეს რგოლი ყველაზე ძლიერია. ჯერ ერთი, მათ შუა მინდორში ოთხი მოთამაშე ჰყავთ, რაც გარკვეულ რიცხობრივ უპირატესობას ქმნის. ამას გარდა, ეს ოთხი ჰავბეკი თავისი საქმის დიდი სპეციალისტია. ისინი საუკეთესოდ არიან შეთამაშებული, ზედმიწევნით ესმით ერთმანეთისა, მუდამ თავის ადგილზე არიან შეტევაშიც და დაცვაშიც და იშვიათად კარგავენ ბურთს. გადაცემის სიზუსტე, თავისუფალი, ეგრეთ წოდებული გამთამაშებელი ფეხბურთელის მაქსიმალური სარგებლიანობით გამოყენება, ბურთის გრძელი გადაყვანა ფლანგიდან ფლანგზე კიეველებს საშუალებას აძლევს საგრძნობი უპირატესობა ჰქონდეთ შუა მინდორში, ხოლო შეტევა მოპირდაპირე საჯარიმო მოედანზე სწრაფი, მოულოდნელი გასვლით მთავრდება.
ასეთ ბრძოლაში მასპინძლები აშკარად ჩამოუვარდებოდნენ მეტოქეს. ჩვენი ნახევარმცველები რიცხობრივადაც ნაკლები იყვნენ, გადაცემათა სიზუსტეც გაცილებით დაბალი ჰქონდათ და, საერთოდ, ბურთის ზედმეტი, უსარგებლო ტარებისას უქმად ტოვებდნენ თავიანთ თავდამსხმელებს, ამუხრუჭებდნენ ტემპს, რაც, პირველ ყოვლისა, მეტოქისთვის იყო სასარგებლო. ერთი სიტყვით კიეველები მოქმედებდნენ კომბინაციურად, ზუსტი გეგმით, თბილისელები კი ინდივიდუალურ ბრძოლას ამჯობინებდნენ. ამის შედეგად სტუმრებმა პირველ ტაიმში სერიოზულ ტერიტორიულ უპირატესობას მიაღწიეს.
ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა. მუნტიანმა, რომელიც შესვენებამდე სრული თავისუფლებით სარგებლობდა და ამიტომ დისპეტჩერის მოვალეობებსაც იოლად ასრულებდა, საკმაოდ შორიდან დაარტყა კარში. გოგია მზად არ აღმოჩნდა ამ მომენტში, დააგვიანა და ძელიდან უკუგდებული ბურთი მისგან რიკოშეტით ბადეში აღმოჩნდა.
კიეველთა პოზიციური უპირატესობით მიმდინარეობდა თამაში ტაიმის დასასრულამდე და შესვენების შემდეგაც. დაახლოებით 15-20 წუთს. ამ პერიოდში ჩვენს კართან რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შეიქმნა. გოგიას, მაგალითად, თითქმის უიმედო ვითარებაში ზედიზედ ორჯერ მოუხდა პირისპირ დარჩენილი კიეველი თავდამსხმელებისგან ბურთის მოგერიება.
წაგების საშიშროებამ თბილისელები აიძულა მთელი ძალებით გადასულიყვნენ შეტევაში, — პირველ იერიშს მოჰყვა მეორე, მესამე და ექსჩემპიონი საბოლოოდ თავის კართან მიჯაჭვული აღმოჩნდა.
თბილისელებმა, როგორც იქნა, “მოძებნეს თამაში”, ხანგრძლივი, მძლავრი შეტევის უშუალო მონაწილე გახდნენ ნახევარმცველებიც, მცველებიც და ძალთა შეფარდება მინდორზე მთლიანად შეიცვალა.
კიეველები რამდენიმეჯერ იღბლად გადაურჩნენ აშკარა გოლს, ნერვულად, შეცდომებით თამაშობდა მეკარე რუდაკოვი, იყო მომენტი, როცა გ. ნოდიას მიერ სულ რამდენიმე მეტრიდან დარტყმული ბურთი ძელმა უკაუგდო. ასეთი შტურმისას კიეველთა გადარჩენა მხოლოდ დროს შეეძლო. საათის ისარი თანდათან უახლოვდებოდა ფინიშს, მატჩის დასასრულამდე რჩებოდა 20 წუთი, 15, 10, 5…
მდგომარეობა იხსნა რეხვიაშვილმა. 85-ე წუთზე მან დრო იხელთა, აღარ შეუდგა ბურთის გათამაშებას და მოულოდნელად, ძლიერად დაარტყა კარის მარჯვენა დაბალ კუთხეში. რუდაკოვმა ვეღარაფერი შეძლო — 1:1.
რ. ქორიძე.