«Пахтакор» (Ташкент) — «Динамо» (Тбилиси) 5:1 (1:0)

«Пахтакор» (Ташкент) — «Динамо» (Тбилиси) 5:1 (1:0)

Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 20.
23 августа 1971 года. 19-00. Ташкент. Центральный стадион «Пахтакор». 21000 зрителей.
Судьи: Ю.Сергиенко, С.Резенкин, С.Файбусович (все — Харьков).
«Пахтакор»: Говоров, Маслов, Штерн (к), Тургунов, Петухов, Кузьмин (Вартазаров, 84), Варюхин, Исаков, Абдураимов, Солохо (Ан, 75), Цыбин.
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Хинчагашвили (Кипиани, 46), Петриашвили, Гавашели, М.Мачаидзе, Кутивадзе, Метревели (к), Рехвиашвили.
Голы:
1:0 Абдураимов — 13
2:0 Абдураимов — 60
3:0 Солохо — 61
4:0 Цыбин — 65
4:1 Хурцилава — 89
5:1 Исаков — 90

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1016)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 25 августа 1971 года:

«ПАХТАКОР» — «ДИНАМО» (ТБ) — 5:1.
«Пахтакор» (Ташкент) «Динамо» (Тбилиси). 5:1 (1:0).
Ташкент. Центральный стадион «Пахтакор». 21000 зрителей. 23 августа. Ясно.36 Градусов.
Судьи Ю. Сергиенко, С. Резенкин, С. Файбусович (все — Харьков).
«Пахтакор»: Говоров, Маслов, Штерн, Тургунов, Петухов, Кузьмин (Вартазаров, 84), Варюхин, Исаков, Абдураимов, Солохо (Ан, 75), Цыбин.
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Хинчагашвили (Кипиани,16), Петриашвили, Гавашели, Мачаидзе, Кутивадзе, Метревели, Рехвиашвили.
Голы: Абдураимов (13, 60), Солохо (61), Цыбин (65), Хурцилава (89), Исаков (90).
Дублеры — 1:0. Гол: Вартазаров.
Весь день солнце палило немилосердно, и к началу матча в бетонном кратере стадиона было, как в сауне.
Соперники все же предприняли попытку действовать на высоких скоростях.
Особенно активны поначалу хозяева поля. В первой пятиминутке они трижды подавали угловые, не сумел использовать выгодную позицию Солохо, а сильнейший удар Абдураимова со штрафного чудом парировал Степания.
Атакующий порыв ташкентцев был-таки вознагражден. На левом фланге Цыбину удалось, что называется, продраться сквозь защитные «заросли» и отдать пас Абдураимову. Центрфорвард «Пахтакора», не раздумывая, хлестко послал мяч низом — 1:0.
Стартовая вспышка активности, по-видимому, отняла много сил у ташкентцев, и до конца первого тайма они, уступив инициативу тбилисцам, не помышляли об атаке — заботились о сохранности собственных ворот. А гости имели немало возможностей отыграть пропущенный гол: на ударные позиции не раз выходили Метревели, Кутивадзе, Рехвиашвили. Но после перерыва пахтакоровцы уже по всем статьям переиграли вконец разомлевших от жары динамовцев. Неотразимым был их пятиминутный штурм, в; ходе которого они подряд забили три мяча. Во всех голевых эпизодах принял участие хорошо игравший на сей раз Абдураимов. Один мяч он забил сам, а в двух случаях выводил партнеров на прицельные удары.
Когда казалось, что финальная сирена молодого арбитра Ю. Сергиенко, который очень уверенно и четко провел весь матч, так и зафиксирует результат 4:0. команды обменялись голами. Очень старавшийся Хурцилава подключился в атаку ч мощным ударом увел своих земляков от проигрыша с «сухим» счетом. А на последней минуте красивый дриблинг продемонстрировал Исаков. Он обвел нескольких защитников и закончил рывок точным ударом.
Э. АВАНЕСОВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 25 августа 1971 года:

დიდი ანგარიშით.
ტაშკენტი. “ფახთაქორის” სტადიონი. 23 აგვისტო.
“ფახთაქორი” (ტაშკენტი) — “დინამო” (თბილისი) — 5:1 (1:0).
“ფახთაქორი”: გოვოროვი, მასლოვი, შტერნი, ტურგუნოვი, პეტუხოვი, კუზმინი (ვართაპეტოვი), ვარიუხინი, ისაკოვი, აბდურაიმოვი, სოლოხო (ენი), ციბინი.
“დინამო”: სტეფანია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი (ყიფიანი), პეტრიაშვილი, გავაშელი, მაჩაიძე, კუტივაძე, მეტრეველი, რეხვიაშვილი.
მსაჯი: ი. სერგიენკო (ხარკოვი).
დუბლიორები — 1:0 “ფახთაქორის” სასარგებლოდ.
აი, რა შეგვატყობინა საკდესმა.
“ფახთაქორი” ამ საღამოს შესანიშნავად თამაშობდა: ბურთით სპრინტერული გასვლები, მოულოდნელი დარტყმები სხვადასხვაა მანძილიდან…
3 დინამოელი მცველი ცდილობდა მარცხენა ფრთაზე ციბინის გარღვევის შეფერხებას, მაგრამ მან მოასწრო ბურთის ცენტრში გადაცემა და აბდურაიმოვმა შეუჩერებლად დაარტყა კარში. ასე გაიხსნა 30-ე წუთზე ანგარიში. ძნელია დაადანაშაულო თბილისელთა მეკარე სტეფანია დანარჩენ გოლებშიც, რომლებიც გაიტანეს იმავე აბდურაიმოვმა, აგრეთვე, სოლოხომ და ციბინმა. სამაგიეროდ, ტაშკენტელთა მეკარე გოვოროვმა მრავალმხრივ შეუწყო ხელი თავისი გუნდის წარმატებას. სჯეროდათ რა მისი, მასპინძლები გამუდმებით მიიწევდნენ წინ.
როცა ხურცილავამ ფინალურ სასტვენამდე 1 წუთით ადრე გაიტანა “პრესტიჟის გოლი”, ტაშკენტელებმა მაინც შეძლეს გაეკეთებინათ ისე, რომ ბოლო სიტყვა მათ დარჩათ: სტუმრების კარისკენ მარტოდმარტო გაიჭრა ისაკოვი და გაიტანა კიდეც დასკვნითი გოლი.
რედაქციისგან.
მაშ ასე, თბილისის “დინამოს” ახლანდელმა შემადგენლობამ კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა ჩვენი გუნდის ისტორიაში — საოცრად უსუსურად ითამაშა 23 აგვისტოს ტაშკენტში და პირდაპირ სამარცხვინოდ წააგო მატჩი ჩემპიონატის აუტსაიდერთან “ფახთაქორთან” — 1:5.
ჩვენ ხშირად ვხმარობთ გამოთქმას — კომენტარი ზედმეტიაო. ეს მაშინ, როცა ამბავი დამატებით ახსნა-განმარტებებს არ საჭიროებს და ყველაფერი ისედაც ნათელი გახლავთ. მაგრამ ახლა ისეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომელიც არა მარტო კომენტარს მოითხოვს, არამედ აქტიურად ჩარევას, ზემოქმედებას მათს მიმართ, ვინც არად აგდებს იმ ტიტანურ შრომას, რომელმაც ქართული ფეხბურთი უმაღლეს მწვერვალებამდე მიიყვანა.
დიახ, ვიმეორებთ: რადიკალური ზომები უნდა იქნას მიღებული მათს მიმართ, ვინც უღირსია ატაროს თბილისის “დინამოს” მოთამაშის მაისური და საქართველოს საუკეთესო გუნდის წევრის სახელი. არაფრით არ შეგვიძლია წუთითაც დავუშვათ ის აბსურდული აზრი, თითქოს თბილისის “დინამო” თავისი კლასით იმდენად დაქვეითდა, კოლექტივი იმდენად დაძაბუნდა, რომ დამარცხებები 0:4, 0:6, 1:5 და სხვა, მისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. უდავოა, რომ საქმე გვაქვს ცალკეულ მოთამაშეთა უპასუხისმგებლობასთან, საკუთარი კოლექტივის მიმართ პატრიოტიზმის აბსოლუტურ დაკარგვასთან, უნებისყოფობასთან, უუნარობასთან.
აბა, სხვას რას უნდა მივაწეროთ, რომ “ფახთაქორმა” — მომდევნო ლიგაში გადასვლის უპირველესმა კანდიდატმა, წლევანდელ ჩემპიონატში სულ 3 მატჩი მოიგო და აქედან 2 — თბილისის “დინამოსთან”?!
სეზონის დასაწყისში განცდილი წარუმატებლობანი ჩვენ შემთხვევითობად და წესის გამონაკლისად მიგვაჩნდა, სინამდვილეში კი გუნდი დაავადებული და ჭიანი გვყოლია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თუ რომელიმე გუნდს სურს თავისი გაფუჭებული საქმე გამოასწოროს და ბალანსი გაიუმჯობესოს, თბილისის “დინამოსთან” შეხვედრას უცდის. ჩვენი გუნდი ქულების საბადოდ იქცა!
ამას წინათ “ლელოში” გამოვაქვეყნეთ ფეხბურთის მოყვარულთა წერილების მიმოხილვა. ხალხი (აქ ბევრი ისეთიცაა, რომელიც ფეხბურთის მატჩებზე არ დადის, მაგრამ თბილისის “დინამოს” ბედ-იღბალს მტკივნეულად განიცდის) მოითხოვს ახსნა-განმარტებას გუნდის ხელმძღვანელობისგან, მოითხოვს შეხვედრას კოლექტივთან, რათა უშუალო, პირდაპირ საუბარში უთხრას მას თავისი გულისტკივილი.
რედაქციაში კვლავ მრავლად შემოდის წერილები. ჩვენ აქ მოვიყვანთ მათი ავტორების თუნდაც ნაწილს: ო. ჩახუნაშვილი (საბჭოთა არმიის ჯარისკაცი), ტ. ალფენიძე (სოხუმი), ჯ. კალანდია, რ. კვაშილავა, გ. სიჭინავა, ე. მაჩიტიძე, კ. ჭყოიძე, ვ. ნივაია, ნ. ჭაავა (რუსთავის ქიმიური კომბინატის მუშები), ი. პიტიურაშვილი, კ. კვეზერელი, ნ. პიტიურაშვილი, ვ. მახარაშვილი, რ. ლომიძე, შ. ბოღლოტიშვილი (გურჯაანი, სოფ. ქოდალო), ო. მურღულია (გალი, დ. საბერიო), გ. ბუნტური, თ. ბურდული (თიანეთი, ტოლაანთსოფელი), ჯ. გიორგობიანი (თბილისი), ჯ. ზარანდია (ბათუმი), ბ. მახათაძე (რუსთავი), ზ. ტურიაშვილი, ვ. ქუმარიტოვი, ჩიბჩიური (თბილისი), ვ. კოპალიანი (პერმის ოლქი, დ. ნირობი), ა. გურგენიძე, გ. ბანიაშვილი (თბილისი, ცენტრალური სტატისტიკური სამმართველო), ბ. სურგულაძე, ი. ძიძიბაძე, გ. წივწივაძე (რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა), ო. ჯინჭარაძე (ქობულეთი), ხვედელიძე (რუსთავი), გ. ბურდული (თბილისი), გ. როხვაძე (ვანი), თ. თავაძე (სოხუმი), დევდარიანი, იაკობიძე (გალი, სოფ. ოქუმი), ჭეიშვილი, ვ. კამკამიძე, ზ. ჭიქაბერიძე, შ. მუკიაშვილი (თბილისი), ვ. ცაბაძე (გორი), უჩანეიშვილი, მ. ავსაჯანიშვილი (თბილისი), დ. ნავროზაშვილი (კასპი), ი. ლურსმანაშვილი (ხაშური), მ. ყურაშვილი, მ. ცვარიანი, თ. მანდარია, მ. შკუბლიანი, მ. ყურაშვილი, გ. თუთისანი (ცაგერი), ზ. ქობულაძე (ბოლნისი), ვ. მესხი, ნ. ბერაძე, ა. ბერაძე (თბილისი), ს. მითაიშვილი (ბათუმი) და სხვანი.