«Динамо» (Тбилиси) — «Пахтакор» (Ташкент) 0:1 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Пахтакор» (Ташкент) 0:1 (0:0)

Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 08.
18 мая 1971 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 25000 зрителей.
Судьи: И.Качар, А.Мугурдумов, В.Рыбалов (все — Киев).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Эбралидзе, Хурцилава (к), Челидзе, Петриашвили, Кутивадзе, М.Мачаидзе, Гавашели, Г.Нодия, Л.Нодия (Кипиани, 46).
«Пахтакор»: Любарцев, Петухов, Штерн (к), Суслов, Тургунов (Патрикеев, 80), Цыбин, Варюхин, Исаков, Абдураимов, Солохо, Кузьмин.
Гол:
0:1 Кузьмин — 54

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1015)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 20 мая 1971 года:

АТАКА РАДИ АТАКИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Пахтакор» (Ташкент). 0:1 (0:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 25 000 зрителей. 18 мая. Пасмурно. 20 градусов.
Судьи И. Качар, А. Мугурдумов, В. Рыбалов (все — Киев).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Эбралидзе, Хурцилава, Челидзе, Петриашвили, Кутивадзе, Мачаидзе, Гавашели, Г. Нодия, Л. Нодия (Кипиани, 46).
«Пахтакор»: Любарцев, Петухов, Штерн, Суслов, Тургунов (Патрикеев, 80), Цыбин, Варюхин, Исаков, Абдураимов, Солохо, Кузьмин.
Гол: Кузьмин (54).
Дублеры — 2:1. Голы: у «Динамо» — Церетели, Каркашадзе: у «Пахтакора» — Вл. Лобода.
Старт динамовцев в нынешнем чемпионате удач-ным никак не назовешь: в пяти матчах, сыгранных дома, — три поражения. Правда, на выездах неудач они пока не знают, но это весьма слабое утешение при нынешнем турнирном положении команды.
Известно, что нацеленность защитников и полузащитников на чужие ворота бывает оправдана лишь при обеспечении неприкосновенности ворот собственных. О последнем динамовцы стали, кажется, забывать.
Три четверти матча провели тбилисцы на половине поля гостей (соотношение угловых — 18:3), а голевых ситуаций создали не больше, чем пахтакоровцы.
Территориальное превосходство хозяев было настолько ощутимо, что порой к штрафной площади «Пахтакора» стягивалось по 14—16 игроков. Пробиться сквозь плотный заслон было делом нелегким. Навесные передачи, которыми чаще всего пользовались динамовцы и которые адресовались с флангов в гущу событий, большой опасности не представляли: центральные защитники гостей, превосходя в росте Гавашели и братьев Нодия, выигрывали у них поединки в воздухе и легко ликвидировали угрозы. Хорошо помогал партнерам и вратарь. Любарцеву чаще приходилось показывать свое мастерство в штрафной площади при перехвате мячей, нежели непосредственно в воротах. Динамовцам следовало бы разнообразить игру, обострить ее неожиданными ходами, но сделать они этого не смогли — не было на поле игрока, способного организовать атаку, повести партнеров за собой.
В иных условиях действовали форварды «Пахтакора». Им был предоставлен широкий оперативный простор. Одна-две точные передачи оставляли их с глазу на глаз с защитниками. Даже в условиях равенства сил задача атакующих заметно упрощалась.
Скорость и своевременный пас становились решающими. И если оборона и вратарь «Пахтакора», игравшие весь матч с полной нагрузкой, сумели отстоять свои ворота, то защитники и вратарь «Динамо», у которых забот было куда меньше, допускали оплошности. Одна из них оказалась роковой. Кузьмин получив точную передачу в углу штрафной площади, сильно пробил в дальний угол ворот. Никто из соперников ему не мешал, а Урушадзе к удару явно не подготовился…
Г. АКОПОВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 20 мая 1971 года:

მოულოდნელობაა ეს თუ კანონზომიერება?
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 18 მაისი.
“დინამო” (თბილისი) — “ფახთაქორი” (ტაშკენტი) — 0:1
“დინამო”: ურუშაძე, ძოძუაშვილი, ებრალიძე, ხურცილავა, ჭელიძე, პეტრიაშვილი, კუტივაძე, მაჩაიძე, გავაშელი, გ. ნოდია, ლ. ნოდია (ყიფიანი).
“ფახთაქორი”: ლიუბარცევი, პეტუხოვი, შტერნი, სუსლოვი, ტურგუნოვი, ციბინი, ვარიუხინი, ისაკოვი (პატრიკეევი), აბდურაიმოვი, სოლოხო, კუზმინი.
მსაჯი: ი. კაჩარი (კიევი).
დუბლიორები — 2:1 “დინამოს” სასარგებლოდ.
“ფახთაქორი” უმაღლესი ლიგის ბოლო აუტსაიდერი იყო 18 მაისისთვის. მას უკან დასახევი გზა არა ჰქონდა. ამიტომ ცხადი იყო: გუნდი ყველა ზომას მიმართავდა, ყველაფერს იღონებდა საიმისოდ, რომ თბილისის დინამოელებთან მატჩში რამდენადმე მაინც გამოესწორებინა თავისი ძალზე ცუდი მდგომარეობა. ამაში ეჭვიც არ უნდა შეჰპარვოდათ თბილისელ ფეხბურთელებს. მათ წინასწარვე უნდა სცოდნოდათ, რომ ტაშკენტელთა მხრივ შეუპოვარ წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ. რომ სტუმრები არაფერს დათმობდნენ.
მაგრამ დინამოელებს ისიც უნდა სცოდნოდათ, რომ “ფახთაქორის” დაცვა და მეკარე არ წარმოადგენენ აუღებელ ციხე-სიმაგრეს, რომ გუნდს აქვს სუსტი ადგილები.
საამისოდ უნდა გაეხსენებინათ ამ გუნდის მიერ გაშვებული ბურთები ცსკა-სთან (3), კიევის “დინამოსთან” (3), როსტოველებთან (4), “კარპატებთან” (3). და, საერთოდ, 14 ბურთი უმაღლეს ლიგაში არც ერთ გუნდს არ ჰქონდა გაშვებული. ამიტომ საჭირო იყო ამ სისუსტეების მიგნება თამაშის დასაწყისშივე, პირველივე წუთებიდან, რათა გამარჯვების საქმე დროულად მოგვარებულიყო.
სიმართლე უნდა ითქვას, მაყურებელიც (მხედველობაში გვყავს “დინამოს” გულშემატკივრები) იმ იმედით მოვიდა სტადიონზე, რომ ნახავდა თავისი გუნდის დამაჯერებელ გამარჯვებას, “ფახთაქორის” კარში გატანილ რამდენიმე ბურთს. ამ მოგების შემდეგ თბილისელები გადაინაცვლებდნენ იქ, სადაც “შტატით” ეკუთვნით ადგილი — ლიდერთა ჯგუფში.
არაფერი მსგავსი. “დინამომ” მატჩი წააგო. წააგო უიმედოდ, სავსებით დამსახურებულად და კიდევ ერთი “საწევრო” შეიტანა იმ ახალ ტრადიციაში, რომელსაც, ეტყობა, ახლა ჩვენს თვალწინ ეყრება საფუძველი. ეს ტრადიცია გახლავთ საკუთარ მინდორზე წაგება. 3 წლის განმავლობაში არ გვინახავს თბილისის გუნდი შინ დამარცხებული, ახლა კი თვეზე ცოტა მეტ ხანში (უფრო ზუსტად, 12 აპრილიდან 18 მაისამდე) ახალი უსიამოვნო ადათი შემოვიღეთ — დამარცხება საკუთარ სტადიონზე.
რა შეიძლება ითქვას მატჩზე? მის ტექნიკურ ანგარიშს ხულ მოკლედ ამოვწურავთ: თბილისელებს პირველ ტაიმშივე ჰქონდათ ტერიტორიული უპირატესობა, ხანგრძლივი იერიში, მოწოდებული იქნა მრავალი კუთხური, ჯარიმა, გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა კი სტუმრების კართან თითქმის არ ყოფილა. სამაგიეროდ, “ფახთაქორი” ძალიან მწვავედ ასრულებდა კონტრშეტევებს. მეტად სახიფათოდ თამაშობდნენ ისაკოვი, აბდურაიმოვი, კუზმინი. 28-ე წუთზე, მაგალითად, ისაკოვი სწრაფად, მოულოდნელად გაძვრა “დინამოს” მცველთა შორის და ურუშაძემ მხოლოდ ბოლო წამს მიუსწრო ბურთს ფეხით. გოლით შეიძლებოდა დამთავრებულიყო კუზმინის გარღვევაც ტაიმის ბოლო წუთებზე.
სურათი არ შეცვლილა შესვენების შემდეგაც. “დინამო” უტევდა, “ფახთაქორი” კი მოფიქრებულ კონტრიერიშებს ახორციელებდა და სახიფათო სიტუაციებს ქმნიდა. 48-ე წუთზე ურუშაძემ კვლავ იხსნა კარი ისაკოვის დარტყმისგან, მაგრამ 54-ე წუთზე საკმაოდ იოლი ბურთი გაუშვა კუზმინის დარტყმის შემდეგ. ეს გოლი ტაშკენტელთა სწრაფი, ტიპიური საპასუხო შეტევის შედეგი იყო — მათ თითქმის მთელ მინდორზე გადმოატარეს ბურთი გრძელი გადაცემებით, სამმა მათგანმა 4 დინამოელი მცველის წინ გაითამაშა კომბინაცია და კუზმინმა დააგვირგვინა საქმე — 1:0.
ამ გოლის გაქვითვა ვერაფრით ვერ შევძელით. ერთადერთი, ვინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენი ფეხბურთელებიდან, იყო ყიფიანი, რომელიც ლ. ნოდიას მაგივრად გამოვიდა მინდორზე შესვენების შემდეგ. მთელ რიგ მომენტებში მან საუკეთესოდ ითამაშა.
ასე წავაგეთ მატჩი აუტსაიდერთან და ახლა საკითხავია — კანონზომიერია თბილისის “დინამოს” წარუმატებლობანი, თუ მოულოდნელი, შემთხვევითია ამბავი?
ვფიქრობთ, კანონზომიერია.
შარშან “დინამომ” IV ადგილი დაიკავა ჩემპიონატში და მიუხედავად ამისა, ჩვენი სპორტული საზოგადოებრიობა უკმაყოფილო იყო გუნდის თამაშით, გაუთავებელი მარცხით მეტოქეთა მინდვრებზე. ახლა, როგორც ხედავთ, საქმე უარესადაა. ოცნებად გვექცა შინ მოგება და ისიც აუტსაიდერებთან, ე.ი. საჭიროა საგანგებო ზომების მიღება უპირველეს ყოვლისა თვით ფეხბურთელთა მხრივ, მდგომარეობა რომ გამოსწორდეს.
დინამოელთა თამაშში აღარ ჩანს ის ტემპი, სისწრაფე, შეტევის სიმძლავრე, აგრესიულობა, რომელიც ჩვენს ფეხბურთელებს მუდამ ახასიათებდათ. თანდათან ვკარგავთ ტექნიკურ უპირატესობასაც. უწინ “დინამოს” რიგებში საკმარისად გვყავდა ვირტუოზები, ახლა საქმე საშუალო კლასის მოთამაშეებზე მიდგა და აქაც არჩევანი ერთობ ღარიბია.
თბილისის “დინამოს” მოთამაშეთა უმეტესობის ტაქტიკური აზროვნება, მოკრძალებულად რომ ვთქვათ, ძალიან შორსა დგას თანამედროვე დონისგან. შორს წასვლა რად გვინდა: თვალწინაა წაგებული მატჩი “ფახთაქორთან”. ამ გუნდის მცველები პეტუხოვი, შტერნი, სუსლოვი, ციბინი, მეკარე ლიუბარცევი და სხვანი გოლიათებად გვეჩვენებოდნენ გ. და. ლ. ნოდიებთან, გავაშელთან, ჩვენი ნახევარმცველები და მცველები კი სისტემატურად, ჯიუტად აწვდიდნენ მაღალ ბურთებს საჯარიმო მოედანზე, სადაც საჰაერო ბრძოლებში მათი წინა ხაზის მოთამაშეები საერთოდ არ ჩანდნენ.
მაღალი ბურთები რაა, დაბალ გადაცემებში კი იყო რამე ხეირიანი? თბილისის “დინამოს” არასოდეს ჰყოლია ასეთი სუსტი, დაშლილი, არაორგანიზებული, უშედეგო თავდასხმა. გავიდა 8 ტური და ჩვენ სულ 5 ბურთი გვაქვს გატანილი. ადრე “დინამოს” ფორვარდებს თითო მატჩში გაჰქონდათ ამდენი.
ნახევარდაცვა? სად, როდის, რომელი გუნდის ჰავბეკების შესრულებით ნახეს და ისწავლეს ჩვენმა ნახევარმცველებმა ასეთი თამაში? შუა მინდორზე ისინი გაუთავებლად ატარებენ ბურთს, კარგავენ შეტევის განვითარებისთვის საჭირო უძვირფასეს დროს, გადაცემა სრულდება არა რაიმე ტაქტიკური ჩანაფიქრით, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა მოთამაშე ბურთის დაკარგვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება. მოწინააღმდეგე მოთამაშეებთან ბრძოლა მათთვის რაიმე სტრატეგიულ ჩანაფიქრს კი არ წარმოადგენს, არამედ ერთი-ერთზე პრიმიტიულ მოტყუებას.
უხეშ შეცდომებს უშვებენ მცველებიც. ახლა თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ თამაშობენ უბრალო კონტრშეტევების ტაქტიკით, ვინაიდან ყველა გუნდმა კარგად იცის, რომ თბილისელებს შეიძლება 70-80 წუთს იერიში მიჰქონდეთ, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიონ, რამდენიმე საპასუხო შეტევა კი საკმარისია, რომ მათი დაცვა აირიოს, შეცდეს და გოლიც გაუშვას.
ჩვენ განზრახ არ ვასახელებთ თბილისის დინამოელთა გვარებს და არ გამოვყოფთ ცალკეულ ფეხბურთელებს. მარცხის უმძიმესი ტვირთი თითოეულ მათგანს აწვება მხრებზე და კანონზომიერ წარუმატებლობაში დამნაშავეა ყველა — დაწყებული ¹1-დან, გათავებული ¹11-მდე. ამას უნდა ჩაუფიქრდეს თბილისის “დინამოს” ყოველი წევრი.
ბ. ქორქია.