«Динамо» (Тбилиси) — «Зенит» (Ленинград) 1:0 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Зенит» (Ленинград) 1:0 (1:0)

Чемпионат СССР 1970 года. Класс «А». Высшая группа. Матч № 31.
5 ноября 1970 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». Ясно, 12 градусов. 18000 зрителей.
Судьи: П.Казаков, А.Мартынов, А.Евграфов (все — Москва).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Петриашвили, М.Мачаидзе, Мчедлишвили, Асатиани, Метревели (к), Г.Нодия, Л.Нодия.
«Зенит»: Шаповаленко, Булавин, Лохов, Голубев, Загуменных, Садырин (к), Кох, Вьюн, Бурчалкин (Маслов, 61), Стрепетов, Унанов.
Гол:
1:0 Г.Нодия — 08

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 7 ноября 1970 года:

Семнадцатый гол Гиви Нодия.
«Динамо» (Тбилиси) — «Зенит» (Ленинград). 1:0 (1:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 18 000 зрителей.
5 ноября. Ясно. 12 градусов.
Судьи П. Казаков, А. Мартынов, А. Евграфов (все — Москва).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Петриашвили, Мачаидзе, Мчедлишвили, Асатиани, Метревели, Г. Нодия, Л. Нодия.
«Зенит»: Шаповаленко, Булавин, Лохов, Голубев, Загуменных, Садырин, Кох, Вьюн, Бурчалкин (Маслов, 61), Стрепетов, Унанов.
Гол: Г. Нодия (8).
Дублеры — 3:2. Голы: у «Динамо» — Илиади, Каркашадзе, Рехвиашвили; у «Зенита» — Хромченков (2).
Динамовцы сразу выдвинули вперед шестерых игроков, которых с тыла активно поддерживали крайние защитники. По-новому составленная средняя линия команды (Петриашвили занял место на левом фланге обороны, а Кутивадзе заболел) выглядела мобильной и боеспособной. Молодые Мачаидзе и Мчедлишвили показали себя достойными партнерами Метревели, Асатиани и братьев Нодия.
Гол, принесший победу тбилисцам, как раз и был забит в результате атаки, начатой полузащитниками. Улучив момент, Асатиани издалека сильно пробил. Шаповаленко не смог удержать мяч в руках, и Гиви Нодия, оказавшийся, как обычно, раньше всех у мяча, открыл счет. Это был его семнадцатый гол в нынешнем чемпионате.
Динамовцы еще некоторое время теснили оборону «Зенита», но затем их активность поутихла.
Второй тайм динамовцы провели пассивно, чем не преминул воспользоваться «Зенит». Урушадзе то и дело приходилось вступать в игру. И все-таки, как ни редко атаковали хозяева поля, угрожали чужим воротам они куда реальнее. Дважды Метревели один на один выходил с вратарем, но в первом случае «Зенит» выручил Шаповаленко, а во втором капитан динамовцев ошибся.
Г. Акопов. (Наш корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 7 ноября 1970 года:

და მაინც — IV ადგილი.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 5 ნოემბერი.
“დინამო” (თბილისი) — “ზენიტი” (ლენინგრადი) — 1:0 (1:0).
“დინამო”: ურუშაძე, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, მაჩაიძე, პეტრიაშვილი, მჭედლიშვილი, ასათიანი, მეტრეველი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
“ზენიტი”: შაპოვალენკო, ბულავინი, ლოხოვი, გოლუბევი, ზაგუმენიხი, სადირინი, კოხი, ვიუნი, ბურჩალკინი (მასლოვი), სტრეპეტოვი, უნანოვი.
მსაჯი: პ. კაზაკოვი (მოსკოვი).
დუბლიორები — 3:2 “დინამოს” სასარგებლოდ.
განვლილ მატჩს “ზენიტთან” დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო ორივე გუნდისთვის. მის შედეგს გარკვეული ცვლილებების შეტანა შეეძლო გათამაშების ცხრილში და ამიტომ აქ თავისებური “პარალელური ჩათვლა” ხდებოდა სხვებისთვისაც.
ვთქვათ, დინამოელებს დაემარცხებინათ “ზენიტი” ანგარიშით 3:0 (რაც არაერთხელ მომხდარა ჩვენს სტადიონზე), ხოლო “ჩერნომორეცს” ემარჯვა ერევანში და 2 ბურთი გაეტანა “არარატის” კარში, მაშინ ლენინგრადელები და ოდესელები ადგილებს იცვლიდნენ ერთმანეთს შორის და I ჯგუფში გადასვლა მოუწევდა არა “ჩერნომორეცს”, არამედ “ზენიტს”. უკვე ამ გარემოებამ აიძულა სტუმრები კონკრეტული ამოცანა დაესახათ მატჩის შედეგის მიმართ _ თუნდაც წაგება, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მინიმალური სხვაობით. ეს მათ ხელს აძლევდა.
დინამოელები კი გამარჯვებისთვის იბრძოდნენ, ვინაიდან 5 ნოემბრისთვის შექმნილ სატურნირო
მდგომარეობაში მათაც კონკრეტული მიზანი ჰქონდათ — ორივე დარჩენილი მატჩის მოგება ჩემპიონატში IV ადგილზე გასასვლელად.
როგორც ხედავთ, პრინციპული ხასიათის მოსაზრებანი ორივე გუნდს გააჩნდა. ამ ამოცანებს მატჩი დიდი ბრძოლის სარბიელად უნდა ექცია და, თუმცა, ყველაფერი მოხდა ისე როგორც მეტოქეებს სურდათ, ე.ი. “დინამომ” გაიმარჯვა, “ზენიტმა” მინიმალური ანგარიში გაინაღდა, დიდი ბრძოლისა კი მინდორზე ნატამალიც არ იყო. თამაში გამოდგა უინტერესო, უფერული, მოკლებული ლამაზ სანახაობით მხარეს.
ლენინგრადელებმა პირველივე წუთებიდან პასიური დაცვის ტაქტიკა აირჩიეს. თითქმის მთელმა გუნდმა ბურჩალკინმა და უნანოვმაც კი, უკან დაიხია და საჯარიმო მოედნის სიახლოვეს ჩაჯდა.
დინამოელებს არ აძლევდნენ ბურთის თავისუფლად მიღების საშუალებას, რისთვისაც ხშირი იყო წესის დარღვევა (5 ჯარიმა 5 წუთში “ზენიტის” მხარეს), ბურთის აუტში გადაგდება და ა.შ. მასპინძლებმა ზედიზედ რამდენიმე იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგის კარზე. ერთ-ერთი მათგანისას ასათიანმა შორი მანძილიდან დაარტყა. შაპოვალენკომ ნახტომში აიღო ბურთი, მაგრამ ვერ გააჩერა იგი ხელში და გ. ნოდიამ ზუსტად დაარტყა კარში — 1:0,.
სტუმრებმა მაშინვე გარდაქმნეს ტაქტიკა. ისინი მიხვდნენ, რომ პასიური დაცვისგან კარგი არაფერი გამოვიდოდა, ამიტომ წინ გადაიტანეს თამაში, გაათანაბრეს მდგომარეობა და აამოქმედეს თავდამსხმელები. ამის შემდეგ ბურთი შუა მინდორში ტრიალებდა და დინამოელებს მხოლოდ ეპიზოდური შეტევები დარჩათ, სადაც გამოირჩეოდნენ ლ. ნოდია და მაჩაიძე.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბრძოლა გამოცოცხლდა. თბილისელებმა რამდენიმე სწრაფი კომბინაცია განახორციელეს მარცხენა ფლანგზე, ლენინგრადელებმა ისევ გააძლიერეს დაცვის ხაზები, მაგრამ 10-15 წუთის შემდეგ თამაშმა კვლავ მინდვრის შუაგულში გადაინაცვლა და საერთო სიმწვავე ჩაქრა. დარჩენილი დრო საკმაოდ უშინაარსო ბრძოლაში, უშედეგოდ მიმდინარეობდა. ანგარიში 1:0 “დინამოს” სასარგებლოდ აღარ შეცვლილა.
რ. ქორიძე.