«Динамо» (Тбилиси) — «Заря» (Ворошиловград) 0:0
Чемпионат СССР 1970 года. Класс «А». Высшая группа. Матч № 29.
24 октября 1970 года. 17-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Солнечно, 22 градуса. 25000 зрителей.
Судьи: И.Мейлахштейн, Н.Хачатуров, А.Агапов (все — Москва).
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Хинчагашвили (М.Мачаидзе, 53), Петриашвили, Кутивадзе, Асатиани, Метревели (к), Г.Нодия, Л.Нодия.
«Заря»: Ткаченко, Шульженко, Журавлев, Пинчук, Васенин, Фоменко, Кузнецов, Семенов, Лисаковский (Елисеев, 73), Куксов, Фурсов.
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 27 октября 1970 года:
В одни ворота.
«Динамо» (Тбилиси) — «Заря» (Ворошиловград). 0:0.
Тбилиси. Стадион «Локомотив». 25 000 зрителей.
24 октября. Солнечно. 22 градуса.
Судьи И. Мейлахштейн, Н. Хачатуров, А. Агапов (все — Москва).
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Хинчагашвили (Мачаидзе, 63), Петриашвили, Кутивадзе, Асатиани, Метревели, Г. Нодия, Л. Нодия.
«Заря»: Ткаченко, Шульженко, Журавлев, Пинчук, Васенин, Фоменко, Кузнецов, Семенов, Лисаковский (Елисеев, 73), Куксов, Фурсов.
Дублеры — 2:1. Голы: у «Динамо» — Каркашадзе, Чахунашвили; у «Зари» — А. Шакун.
Несколько дней назад на этом же стадионе выступали спартаковцы Орджоникидзе, турнирная судьба которых, как известно, решается в последних матчах. Вчера соперниками тбилисцев были футболисты «Зари», скачок которых вверх по турнирной таблице можно считать наибольшей неожиданностью сезона. И вряд ли следует доказывать, что очки аутсайдерам нужны были куда больше, чем ворошиловградцам. Но спартаковцы искали эти очки в открытой и честной спортивной борьба. А «Заря»…
«Заря» откровенно разочаровала. Отдавая должное цепкости и стойкости гостей, нельзя не сказать о том, что весь матч с первых же его минут они только и пеклись о безопасности своих ворот. Лишь однажды, на 5-й минуте, у ворот хозяев поля возникла острая ситуация, которую разрядил Степания. В остальное время мяч почти непрерывно гостил на половине поля «Зари». В штрафной площади скапливалось по 14—16 игроков, но в сутолоке пробить по воротам было не так-то просто. Шесть угловых подавали динамовцы в первом тайме, еще восемь — во втором (а гости — всего один), а нули на табло так и остались нетронутыми.
Динамовцы бросали в атаку не только полузащитников и крайних защитников, но и стоппера Хурцилаву, который по существу играл четвертым хавбеком. Думаю, динамовцы тоже не заслуживают похвалы: они не сумели реализовать своего территориального и игрового преимущества, не нашли действенных средств взломать массированную оборону «Зари». Несколько слов о судействе. Всякий раз, когда назначался удар от ворот «Зари» и арбитр шел к центру, за его спиной Ткаченко и защитники не спеша устанавливали мяч, затем уступали друг другу право на производство удара. Повторялось это десятки раз, но ни разу ни судья, ни его помощники не сочли необходимым пресечь неспортивное поведение.
Г. Акопов.
(Наш корр.).
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 27 октября 1970 года:
მსაჯის აქტიური მხარდაჭერით…
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 24 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) — “ზარია” (ვოროშილოვგრადი) 0:0.
“დინამო”: სტეფანია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი (მაჩაიძე), პეტრიაშვილი, კუტივაძე, ასათიანი, მეტრეველი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
“ზარია”: ტკაჩენკო, შულჟენკო, ჟურავლიოვი, პინჩუკი, ვასენინი, ფომენკო, კუზნეცოვი, სემიონოვი, ლისაკოვსკი (ელისეევი), კუკსოვი, ფურსოვი.
მსაჯი: ა. მეილახშტეინი (მოსკოვი).
ყოველ საფეხბურთო სეზონს, ყოველ საკავშირო ჩემპიონატს ჰყავს სიურპრიზის მომტანი გუნდები. ეს ის კოლექტივებია, რომლებისგანაც არავინ მოელის წარმატებას, ისინი კი, ყველასათვის მოულოდნელად “ციდან ვარსკვლავების წყვეტას” იწყებენ და მაღალ ადგილებს იკავებენ. შარშან ასეთი იყო ოდესის “ჩერნომორეცი”, ადრე — მისნკის “დინამო”, ერევნის “არარატი”, ბაქოს “ნეფთჩი”, დონეცკის “შახტიორი”, ტაშკენტის “ფახთაქორი” და სხვანი.
წლეულს რიგი ვოროშილოვგრადის “ზარიაზე” მიდგა. ეს საშუალო რანგის გუნდი, ყველასათვის მოულოდნელად, ცხრილის ზემო ნახევარში აღმოჩნდა და ახლა, გათამაშების დასასრულს, რეალური შანსები აქვს მოხვდეს პირველ ხუთეულში, სწორედ იქ სადაც თბილისის “დინამო”. ამდენად, მატჩს ამ ორ გუნდს შორის პრინციპული ხასიათი ჰქონდა. გამარჯვება ერთ-ერთ მათგანს საგრძნობ უპირატესობას აძლევდა მეორეზე.
“ა” კლასის უმაღლეს ჯგუფში 4 წლის გამოსვლების მანძილზე “ზარიას” არც ერთხელ არ მოუგია თბილისელთათვის. ამ მდგომარეობას გარკვეული ფსიქოლოგიური წინამძღვარი უნდა შეექმნა ჩვენი გუნდისთვის, რათა გამარჯვებისთვის ებრძოლა, მაგრამ ამას გარდა დინამოელებს ისიც უნდა სცოდნოდათ, რომ 10 სექტემბრის შემდეგ ჩატარებულ 7 მატჩში ვოროშილოვგრადელებს გატანილი ჰქონდათ სულ 2 ბურთი, ე.ი. გუნდი ძირითადად ფრედ დამთავრებული შეხვედრების ხარჯზე აგროვებდა ქულებს და თბილისშიც დაცვით ფეხბურთს ითამაშებდა 1 ქულის აღების იმედით.
ასეც მოხდა, სტუმრებმა თავიდანვე საიმედოდ გაამაგრეს დაცვის ხაზები და არ მისცეს მეტოქეს შეტევის გაშლის საშუალება. დინამოელებმა ადრევე ვერ გამოიჩინეს საჭირო აქტიურობა, არ აგრძნობინეს მოპირდაპირეს თავიანთი აგრესიული განწყობილება და, თუმცა, პირველი ტაიმი საერთო ტერიტორიული უპირატესობით ჩაატარეს, ფაქტიურად არ შეუქმნიათ საგოლე მომენტი. ეს, რა თქმა უნდა, ხელს აძლევდა “ზარიას”, რომელიც იშვიათად, მხოლოდ შემთხვევიდან შემთხვევამდე ახორციელებდა კონტრიერიშებს და დანარჩენ დროს შუა მინდორში მოქმედებდა.
“დინამომ” მნიშვნელოვნად გარდაქმნა თამაში შესვენების შემდეგ. გუნდი გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა და 45 წუთი თითქმის მთლიანად მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანზე გაატარა, მაგრამ გოლის გატანა ვერა და ვერ შეძლო. “ზარიას” კართან უამრავი კრიტიკული მდგომარეობა შეიქმნა, მეკარე ტკაჩენკოს ბევრი ძნელი ბურთის აღება მოუხდა, შეტევა შეტევას მოსდევდა, გოლი კი არ იქნა გატანილი. ჩვენი თავდამსხმელები და ნახევარმცველები იმაში არიან დამნაშავენი, რომ იერიშს შეჯგუფულად, ქაოტურად აწარმოებდნენ, მოწინააღმდეგის დაცვაში არ ეძებდნენ სუსტ ადგილებს, უზუსტოდ ურტყამდნენ კარში.
“ზარიამ”, რასაკვირველია, დიდ წარმატებას მიაღწია ამ ერთი ქულის აღებით, მაგრამ მის მოპოვებაში მხოლოდ იმ 12 მოთამაშეს არ მიუძღვის ღვაწლი, რომლებიც ამ დღეს მინდორზე გამოვიდნენ. ვოროშილოვგრადელებს დიდად შეუწყო ხელი… მსაჯმაც. დიახ, დიახ, მსაჯმა, ი. მეილახშტეინმა, რომელიც ამ დღეს საოცრად სუსტად, უსუსურად, უვიცად სჯიდა და თავისი არაკვალიფიციური, არაობიექტური გადაწყვეტილებებით აშკარად ხელს უშლიდა დინამოელთა თამაშს.
პირველი უხეში შეცდომა ი. მეილახშტეინმა დაუშვა მე-5 წუთზე. სტუმრების ცენტრალური თავდამსხმელი ლისაკოვსკი დინამოელთა კარის წინ აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
მეილახშტეინმა მყისვე მიიღო გვერდითი მსაჯის ნიშანი, მაგრამ არავითარი ყურადღება არ მიუქცევია მისთვის და მასპინძლები მხოლოდ იღბლად, ფორვარდის არაზუსტი დარტყმის წყალობით გადაურჩნენ ხიფათს. ლისაკოვსკის რომ გამოეყენებინა ეს მომენტი, არბიტრი ჩათვლიდა ამ უკანონო გოლს.
ამის შემდეგ, მთელი მატჩის მსვლელობაში მეილახშტეინი შეცდომას შეცდომაზე უშვებდა.
“ზარიას” საჯარიმო მოედანზე ორჯერ იყო წესის აშკარა დარღვევა. სტუმრებს დაუფარავად გაჰყავდათ დრო, მსაჯის თვალწინ დემონსტრაციულად კენწლავდნენ ბურთს ან შორს აგდებდნენ მას საჯარიმო და თავისუფალი დარტყმების შესრულებისას. მსაჯი კი უყურადღებოდ ტოვებდა ამას. ამას გარდა, დამნაშავის სასარგებლოდ სტვენას ბოლო არ ჰქონდა. ერთი სიტყვით, ი. მეილახშტეინმა გააფუჭა თამაში, მაყურებელთა კანონიერი გულისწყრომა დაიმსახურა და გამსინჯავი კომისიისაგან “ორიანი” მიიღო.
ფეხბურთის მოყვარულებს ემახსოვრებათ წლევანდელი გათამაშების მატჩის 8 აპრილს “ლოკომოტივის” სტადიონზე თბილისისა და მოსკოვის დინამოელთა შორის, რომელიც ასევე არაობიექტურად, სუსტად იმსაჯა რიგელმა ჰ. სტრენცისმა. ჰ. სტრენცისის მიმართ მიღებულ იქნა სათანადო სანქცია და მას მერე უმაღლესი ლიგის გუნდების მატჩებში იგი მინდორზე აღარავის უნახავს.
იმედი უნდა ვიქონიოთ, ასეთივე სასჯელს მიიღებს ი. მეილახშტეინიც. ამას იგი იმსახურებს.
რ. ქორიძე.