«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Донецк) 3:0 (2:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Донецк) 3:0 (2:0)

Чемпионат СССР 1969 года. 1-я группа класса А. Предварительный турнир. 2-я подгруппа. Матч № 06.
2 мая 1969 года. 17-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 21 градус. 30000 зрителей.
Судьи: В.Бабушкин, О.Ревзин, В.Летунов (все — Москва).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Цховребов, Петриашвили, Илиади, Асатиани, Метревели (к), Г.Нодия, Месхи.
«Шахтер»: Говоров, Поллак, Капсин, Попов, Губич (к), Григорьев, Жуков, Шалычев (Орлов, 46), Пилипчук, Зима (Король, 46), Евсеенко.
Голы:
1:0 Г.Нодия — 02
2:0 Метревели — 39
3:0 Г.Нодия — 56

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 6 мая 1969 года:

ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Донецк). 3:0 (2:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 30 000 зрителей. 2 мая. 21 градус.
Судьи В. Бабушкин, О. Ревзин, В. Летунов (все — Москва).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Цховребов, Петриашвили, Илиади, Асатиани, Метревели, Г. Нодия, Месхи.
«Шахтер»: Говоров, Поллак, Капсин, Попов, Губич, Григорьев, Жуков, Шалычев (Орлов, 46), Пилипчук, Зима (Король, 46), Евсеенко.
Голы: Нодия (21, 56), Метревели (39).
Дублеры — 1:2. Голы: у «Динамо» — Л. Нодия (с пенальти), у «Шахтера» — Тляругов, Захаров.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 5 мая 1969 года:

ლიდერის როლში.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 2 მაისი.
“დინამო” (თბილისი) — “შახტიორი” (დონეცკი) 3:0 (2:0).
“დინამო”: ურუშაძე, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ცხოვრებოვი, პეტრიაშვილი, ილიადი, ასათიანი, მეტრეველი, გ. ნოდია, მესხი.
“შახტიორი”: გოვოროვი, პოლაკი, კაპსინი, პოპოვი, გუბიჩი, გრიგორიევი, ჟუკოვი, შალიჩევი (ორლოვი), პილიპჩუკი, ზიმა (კოროლი), ევსეენკო.
მსაჯი: ბაბუშკინი (მოსკოვი).
დუბლიორები — 2:1 “შახტიორის” სასარგებლოდ.
გადახედეთ “შახტიორის” შემადგენლობას და პირველად ის მოგხვდებათ თვალში, რომ ამ გუნდს არა ჰყავს გამოჩენილი ოსტატები, ვარსკვლავები. პილიპჩუკის გარდა, რომელიც ადრე კიევის “დინამოში” თამაშობდა, “შახტიორის” რიგებში გამოდიან ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელები, მაგრამ მაღალი ორგანიზებულობის, შეთამაშებისა და კოლექტივიზმის წყალობით დონეცკელები ამ მატჩისთვის ლიდერთა სამეულში იყვნენ, თბილისელებს სულ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ და, ცხადია, ყველა ღონეს იხმარდნენ, რათა შეენარჩუნებინათ ადგილი “მაღალ საზოგადოებაში”.
სტუმრებმა ასევე ითამაშეს: მთელი თავიანთი შესაძლებლობებით, სრული მობილიზებით, მაგრამ წაგებას მაინც ვერ გადაურჩნენ. “შახტიორი” დინამოელებს ჩამორჩებოდა ყველა რგოლში, ყველა პუნქტში და თუ მასპინძელთა კართან მაინც შეიქმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი (მაგალითად, ბურთი ორჯერ მოხვდა ძელს), ეს უნდა მიეწეროს “დინამოს” უკანა ხაზების მოთამაშეთა უყურადღებობას და უპატიებელ შეცდომებს. თამაშის დიდი ნაწილი მიმდინარეობდა სტუმრების ნახევარზე და სავარჯიშო მოედანზე.
მატჩის დასაწყისი საკმაოდ ინერტული გამოდგა. დინამოელები ფლობდნენ საერთო ინიციატივას, მაგრამ მოპირდაპირე კართან მიახლოებისას მათი შემტევი ძალები იქსაქსებოდა, თავდამსხმელები ვერ პოულობდნენ გზას მეტოქის გაძლიერებულ დაცვაში.
და აი, ამ მონოტონურ “დებიუტს” უცებ მოჰყვა აფეთქება: 21-ე წუთზე მესხმა და მეტრეველმა გაითამაშეს კუთხური მოწოდება, ბურთი გაიგზავნა კარის წინ და ნოდიამ მყისვე გამოიყენა გოვოროვის წამიერი დაბნეულობა — 1:0.
რამდენიმე გამოუყენებელი მომენტის შემდეგ (ნოდია, პეტრიაშვილი, მესხი) თბილისელებმა მეორედ აიღეს მეტოქის კარი. ეს გოლი მთლიანად მეტრეველის დამსახურება იყო. მან დრიბლინგით გაიარა ვრცელი მანძილი, მოატყუა წინ გამოსული მეკარეც და თითქმის პირითი ხაზიდან შეასრულა ტექნიკურად ძალზე რთული დარტყმა. გუბიჩმა ბურთს მხოლოდ მაშინ მოუსწრო, როცა იგი კარის ხაზს იყო გადაცილებული.
დიდი ანგარიში “დამრგვალდა” მეორე ტაიმში: 66-ე წუთზე “შახტიორის” მცველებმა ვერ შეძლეს თბილისელთა იერიშის მოგერიება და ნოდიამ კიდევ ერთხელ აიძულა გოვოროვი ბადიდან გამოეტანა ბურთი.
რ. ქორიძე.