«Арарат» (Ереван) — «Динамо» (Тбилиси) 0:0

«Арарат» (Ереван) — «Динамо» (Тбилиси) 0:0

Чемпионат СССР 1968 года. Класс «А». 1-я группа. Матч № 07.
9 мая 1968 года. 17-00. Ереван. Республиканский стадион. Пасмурно, временами небольшой дождь, 22 градуса. 25000 зрителей.
Судьи: С.Алимов, М.Рафалов, В.Сорин (все — Москва).
«Арарат»: Демирчян, Овсепян, Абрамян, Айрапетян, Месропян, Аванесов, Егиазарян (к), Казанчян (Бондаренко, 60), Мелкумов, Заназанян, Казарян (Акопов, 46).
«Динамо»: С.Котрикадзе, Дзодзуашвили, Рехвиашвили, Челидзе, Цховребов, Г.Сичинава (Кутивадзе, 70), Петриашвили, Асатиани, Метревели (к), Г.Нодия (Кикава, 70), Гавашели.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 11 мая 1968 года:

ЕРЕВАН.
«Арарат» (Ереван) —«Динамо» (Тбилиси). 0:0.
Ереван. Республиканский стадион. 9 мая. Пасмурно. Временами незначительный дождь. 22 градуса. 25 000 зрителей.
Судьи С. Алимов, М. Рафалов и В. Сорин (все — Москва).
«Арарат»: Демирчян, Овсепян, Ф. Абрамян, Айрапетян, Месропян, Аванесов, Егиазарян, Казанчян (Бондаренко, 60), Мелкумов, Заназанян, Казарян (Р. Акопов, 16).
«Динамо»: Котрикадзе, Дзодзуашвили, Рехвиашвили, Челидзе, Цховребов, Сичинава (Кутивадзе, 70), Петриашвили, Асатиани, Метревели, Г. Нодия (Кикава, 70), Гавашели.
Дублеры — 1:1. Голы: Коваленко, у «Динамо» — Л. Нодия.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 11 мая 1968 года:

გადარჩენილი ქულა.
ერევანი. რესპუბლიკური სტადიონი. 9 მაისი.
“არარატი” (ერევანი) — “დინამო” (თბილისი) 0:0.
“არარატი”: დემირჩიანი, მესროპიანი, აბრამიანი, აირაპეტიანი, ოვსეპიანი, ოვანესოვი (ბონდარენკო), ეგიაზარიანი, კაზანჯიანი, მელკუმოვი, ზანაზანიანი, კაზარიანი (აკოფოვი).
“დინამო”: კოტრიკაძე, ძოძუაშვილი, რეხვიაშვილი, ჭელიძე, ცხოვრებოვი, სიჭინავა (კუტივაძე), პეტრიაშვილი, ასათიანი, მეტრეველი, გ. ნოდია (ქიქავა), გავაშელი.
მსაჯი ს. ალიმოვი (მოსკოვი).
დუბლიორები — 1:1.
პირველ ტაიმში მასპინძლებს გოლის გატანის სულ ცოტა 2 ნაღდი შესაძლებლობა ჰქონდათ. ჯერ იყო და კოტრიკაძეს სრულიად მოულოდნელად ბურთი ხელიდან გაუვარდა. მელკუმოვმა სხვებზე ადრე შენიშნა მეკარის შეცდომა და ბურთი ცარიელი კარისკენ გაგზავნა. კოტრიკაძე და მისი პარტნიორები სულგანაბული შესცქეროდნენ ბურთის მარშრუტს, რომელიც იღბლად ბედნიერი გამოდგა. იგი სულ მცირე მანძილით ასცდა კარს.
ათიოდე წუთის შემდეგ სტუმრებმა და მათმა გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ ამოისუნთქეს შვებით: ბურთი მოხვდა ძელს და… მოედნის სიღრმეში დაბრუნდა. მანამდე კი “დინამოს” დაცვა მშვიდად ადევნებდა თვალს ერევნელ თავდამსხმელებს, რომლებიც თავით გადასცემდნენ ბურთს ერთმანეთს.
ერთი სიტყვით, ჯერ მელკუმოვს, შემდეგ კი ეგიაზარიანს ჰქონდათ ანგარიშის გახსნის უდაო შესაძლებლობა, მაგრამ ორივეჯერ სტუმრების კარი იღბლიანი აღმოჩნდა.
თბილისელებს ფაქტიურად არც ერთი საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ, თუმცა ტაიმის დასაწყისს საკმაოდ იმედიანი პირი უჩანდა. “დინამომ” თამაში ჩვეული სტილით წამოიწყო, მაგრამ სულ მალე გამოირკვა, რომ თავდამსხმელები მაინცდამაინც აგრესიულად არ იყვნენ განწყობილნი. მოკლე გადაცემები, რომლებსაც ხშირად დასასრული არ უჩანდა, რამდენიმე პარტიზანული შეტევა (ხან გავაშელისა, ხან კი ასათიანის), ერთ-ერთი ლამაზი კომბინაცია და მეტოქეზე უდაო ტექნიკური უპირატესობა, რომელსაც საბოლოო ჯამში გუნდისთვის არავითარი სარგებლობა არ მოჰქონდა — ასეთი იყო საერთო შთაბეჭდილება.
შესვენების შემდეგ ორივე გუნდმა მაქსიმალურად გამოიყენა მოთამაშეთა შეცვლის უფლება. მასპინძლებმა გააძლიერეს თავდასხმის ხაზი, რადგან ისინი ბუნებრივია, მოგებას ლამობდნენ. თბილისელებმა შეცვალეს სიჭინავა და ნოდია, მაგრამ პრაქტიკული სარგებლობა არც ამ ღონისძიებებმა მოიტანეს. ორივე მხარეს, როგორც ჩანს, კარგად ჰქონდა დაზეპირებული როლები და ყოვლად უკონფლიქტო სპექტაკლის მსვლელობას ინერციით მიყვებოდა.
თუმცა, ამ გამოთქმას ერთგვარი შესწორება მაინც სჭირდება. საგოლე მომენტებს მეორე ნახევარშიც ჰქონდა ადგილი, მაგრამ მათი ავტორები კვლავ “არარატის” ფეხბურთელები იყვნენ, რომლებსაც თავიანთი ოსტატობის გამოცდა I ტაიმისაგან განსხვავებულ სიტუაციაში მოუხდათ. ერევნელი თავდამსხმელები ორჯერ აღმოჩნდნენ კოტრიკაძის პირისპირ და ორივეჯერ ზუსტად მას მოარტყეს ბურთი.
ერთი სიტყვით, 90-წუთიანი ბრძოლა დამთავრდა შედეგით, რომელიც, რა თქმა უნდა, დინამოელებისთვის უფრო ხელსაყრელი იყო (სხვა რომ არა, ისინი ხომ სტუმრად თამაშობდნენ?). სპორტული თვალსაზრისით თბილისელებმა მიზანს თითქოს მიაღწიეს კიდეც (მეტოქეს მის მოედანზე ქულა აართვეს), მაგრამ აქვს კი მორალური ღირებულება ამ გადარჩენილ ქულას?
(ტელეფონით, ჩვენი კორ.).