«Динамо» (Тбилиси) — «Крылья Советов» (Куйбышев) 1:0 (1:0)
Чемпионат СССР 1966 года. Класс «А». 1-я группа. Матч № 26.
26 сентября 1966 года. Тбилиси. Стадион «Динамо». Ясно, 16 градусов. 40000 зрителей. 2-й тайм — электоосвещение.
Судьи: В.Ходин, В.Ковалев, А.Горбылев (все — Минск).
«Динамо»: Урушадзе, Б.Сичинава, Челидзе, Шергелашвили, Цховребов, Г.Сичинава, Илиади, Датунашвили, Метревели, Яманидзе (к), Месхи.
«Крылья Советов»: Агуреев, Майоров, Сахаров, Капсин, Вальков, Савельев, Петров, Вербовский, Жуков, Федоров, Маньшин (Кадыров, 46).
Гол:
1:0 Датунашвили — 02
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 27 сентября 1966 года:
Стойкие стойки.
«Динамо» (Тбилиси) — «Крылья Советов». 1:0 (1:0).
Тбилиси. Стадион «Динамо». 26 сентября. Ясно. 16 градусов. С 46-й минуты — электрическое освещение. 40 000 зрителей.
Судья В. Ходин; судьи на линии В. Ковалев и А. Горбылев (все — Минск).
«Динамо»: Урушадзе, Б. Сичинава, Челидзе, Шергелашвили, Цховребов, Г.Сичинава, Илиади, Датунашвили, Метревели, Яманидзе, Месхи.
«Крылья Советов»: Агуреев, Майоров, Сахаров, Капсин, Сальков, Савельев, Петров, Вербовский, Жуков, Федоров, Маньшин, (Кадыров — 46-ямин.).
Крупная победа, одержанная тбилисцами в предыдущем матче, видимо, не на шутку встревожила тренеров куйбышевской команды. Особого их внимания, как это легко понять, удостоился Датунашвили. Два персональных сторожа призваны были оберегать ворота «Крыльев Советов» от его притязаний. Но и усиленная охрана не помогла: Датунашвили добился-таки своего. На 2-й минуте он перехватил прострельную передачу справа и открыл счет. Через пять минут он же едва не увеличил результат, но гостей спасла перекладина. Вообще динамовцы вчера что-то уж очень упорно обстреливали… стойки ворот: мяч еще трижды отражался от них в поле.
Г. Акопов.
(Наш корр.).
Дублеры — 1:1.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 27 сентября 1966 года:
მინიმუმი, მხოლოდ მინიმუმი…
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 26 სექტემბერი.
“დინამო” (თბილისი) — “კრილია სოვეტოვი” (კუიბიშევი) 1:0 (1:0).
“დინამო”: ურუშაძე, ბ. სიჭინავა, ჭელიძე, შერგელაშვილი, ცხოვრებოვი, გ. სიჭინავა, ილიადი, დათუნაშვილი, მეტრეველი, იამანიძე, მესხი.
“კრილია სოვეტოვი”: აგურეევი, მაიოროვი, სახაროვი, კაპსინი, ვალკოვი, საველიევი, პეტროვი, ვერბოვსკი, ჟუკოვი, ფიოდოროვი, მანშინი (კადიროვი).
მსაჯი ვ. ხოდინი (მინსკი).
დუბლიორები — 1:1.
ქულები… ქულები… ეს ციფრი “2” ყოველ მატჩში თბილისის “დინამოს” საერთო აქტივისთვის ახლა უკიდურეს საჭიროებას წარმოადგენს, ვინაიდან გუნდი 26 სექტემბრის ტურისთვის გათამაშების ცხრილის მეორე ნახევარში იმყოფებოდა, სეზონის ბოლომდე კი არც ისე ბევრი დრო დარჩა, რომ შორეული მომავლის იმედით ვიყოთ. ქულათა მარაგის შევსება საჭიროა ახლავე, მითუმეტეს, საკუთარ მინდორზე.
ეს 2 ქულა გუშინდელ მატჩში აღებულ იქნა და ამით გეგმის ძირითადი ნაწილი შესრულდა კიდეც, მაგრამ დინამოელთა გულშემატკივრებს მცირე ხინჯი მაინც დარჩათ გულში: თამაშის მოგება შეიძლებოდა გაცილებით უფრო იოლად, უფრო დამაჯერებლად, ბურთების უკეთესი ბალანსით.
სასაყვედურო ბევრი არაფერი გვაქვს. ჩვენი გუნდი “კრილია სოვეტოვთან” თამაშობდა ძალიან ძლიერად, თავისი საუკეთესო ტრადიციების დონეზე. ყველა რგოლი, თითქმის ყოველი მოთამაშე გამოიყურებოდა მობილურად, სრულ საბრძოლო ფორმაში და სწორედ ამიტომაა გულდასაწყვეტი, რომ მატჩის ბოლო 5 წუთში შეიქმნა საშიშროება ხელიდან გამოგვცლოდა მთლიანი, აბსოლუტური უპირატესობის შედეგად მოპოვებული 2 ქულა.
თბილისელებმა თავიდანვე “საქმიანად” დაიწყეს თამაში. უკვე მე-2 წუთზე განხორციელდა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან. მეტრეველმა საჯარიმო მოედნის კიდეში გაიყვანა გ. სიჭინავა, ამ უკანასკნელმა მიაწოდა კარის წინ, სადაც ტანმომცრო მეკარე აგურეევი წამით შეფერხდა. რა თქმა უნდა, ეს შეფერხება სრულიად საკმარისი აღმოჩნდა დათუნაშვილისთვის, რომელიც არც ერთ მეკარეს არ აპატიებს ამგვარ შეცდომას. იგი თავის “საშტატო ადგილზე” აღმოჩნდა გოლის გასატან პოზიციაში და ბურთის გატანაც არ გასჭირვებია — 1:0.
მართალია, მომდევნო წუთებში სტუმრებმა (პეტროვი, მანშინი) ორი სახიფათო გარღვევა შეასრულეს, მაგრამ სულ მალე იმავე დათუნაშვილმა თავით ძელს მოახვედრა ბურთი და შეიქმნა “არარატთან” მიღწეული ანგარიშის გამეორების რეალური პერსპექტივა. “დინამო” უტევდა გამუდმებით, სწრაფად, შეუნელებელ ტემპში. სტუმართა ყოველი ცდა — შეექმნათ კონტრიერიშები, იფუშებოდა საჯარიმო მოედნამდევე. ზუსტად თამაშობდნენ ბ. სიჭინავა და ცხოვრებოვი, საერთო ანსამბლს კარგად შეეთვისა შერგელაშვილი. გ. სიჭინავას სრული შესაძლებლობა ჰქონდა შეტევის მუდმივი მონაწილე ყოფილიყო და ისიც მაქსიმალურად იყენებდა მას.
28-ე წუთზე მესხმა და მეტრეველმა ზედიზედ ორჯერ მოახვედრეს ბურთი ძელს, შემდეგ დათუნაშვილმა იჩქარა და 5 მეტრის მანძილიდან ააცილა მიზანს.
მაინც, ეს ყველაფერი ბურთის უწყინარ გათამაშებას ჰგავდა იმ მძლავრ შტურმთან შედარებით, რომელიც დინამოელებმა ჩაატარეს პირველი 25 წუთის მანძილზე შესვენების შემდეგ.
ამ დროს “კრილია სოვეტოვის” ვერც ერთ თავდამსხმელს ვერ ნახავდით თავის საჯარიმო მოედანს რომ რამდენადმე მაინც დაშორებოდეს. წინ მათ საქმე არა ჰქონდათ, ვინაიდან საჭირო იყო მთელი ძალების მობილიზება დაცვის დასახმარებლად. ძელმა ერთხელ კიდევ გაუწია დაუფასებელი სამსახური კუიბიშეველებს მესხის უძლიერესი დარტყმის შემდეგ. დინამოელები, მათ შორის, მცველებიც, განუწყვეტლივ ბომბავდნენ მოწინააღმდეგის კარს, მაგრამ გოლის გატანა ამ დღეს არც ერთ მათგანს აღარ ეწერა.
მხოლოდ მატჩის დასასრულს ამოისუნთქეს ოდნავ სტუმრებმა და აიძულეს ურუშაძე ჩაბმულიყო თამაშში.
თბილისის “დინამო” მხოლოდ მინიმალურ ანგარიშს დასჯერდა, თუმცა თავისი გუშინდელი თამაშით იგი გაცილებით მეტის ღირსი იყო.
ბ. ქორქია.