«Динамо» (Тбилиси) — «Авангард» (Харьков) 4:1 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Авангард» (Харьков) 4:1 (1:0)

Чемпионат СССР 1962 года. Класс ‘А’. Предварительный турнир. 2-я подгруппа. Матч № 08.
23 июня 1962 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Буревестник». 32 градуса. 35000 зрителей.
Судья: И.Литвинас, К.Кильчаускас (оба — Вильнюс), И.Казлаускас (Каунас).
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Хурцилава, Хочолава, Г.Сичинава, Зейнклишвили, Мелашвили, Баркая, Калоев, Яманидзе (Хеладзе, 46), Месхи.
«Авангард»: Власенко (Шелег), Онисько, Марьенко, Тодоров, Масленников (Ожередов), Кравченко, Костюк, Каштанов, Панфилов, Королев, Крощенко.
Голы:
0:1 Каштанов — ЗЗ
1:1 Калоев — 70
2:1 Баркая — 76
3:1 Мелашвили — 80
4:1 Калоев — 85

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дело 2975)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 24 июня 1962 года:

ЕЩЕ УДАР ПО «БЕТОНУ».
«Динамо» (Тбилиси) — «Авангард» (Харьков). 4:1 (0:1).
Тбилиси. Стадион. «Буревестник». 23 июня. Солнечно 32 градуса. 35 000 тысяч зрителей.
Судьи Н. Литвинас (Каунас).
Дублеры — 1:0 в пользу «Динамо».
«Динамо» — Котрикадзе, Б. Сичинава, Хурцилава, Хочолава, Сичинава, Зейнклишвили, Мелашвили, Баркая, Калоев, Яманидзе, (Хеладзе), Месхи;
«Авангард»— Власенко (Шелег), Манько, Марьенко, Тодоров, Масленников (Ожередов), Кравченко, Костюк, Каштанов, Панов, Королев, Крощенко.
Одиннадцать дней назад в Кутаиси был нанесен сокрушительный удар по оборонительной концепции «Авангарда». Команда, славящаяся неприступностью, потерпела крупное поражение. В Тбилиси оно повторилось В отличие от кутаисского матча, в котором харьковчане сразу же оказались на положении выигрывающихся, вчера они первыми добились успеха. И именно это обстоятельство показало что команда верна бетонным традициям. Как ни парадоксально гол (его на 33-й минуте забил Каштанов с подачи Костюка) не воодушевил харьковчан на новые атаки, а заставил попятиться к своим воротам.
В первые минуты матча динамовцы буквально осаждают ворота гостей. Правда, работы вратарю мало — он то и дело провожает взглядом мячи, летящие либо выше перекладины, либо рядом со штангой. Длится штурм динамовцев недолго, — минут 10—15. Потом он затухает, главным образом из-за тактических ошибок нападающих. Из общего ансамбля явно выпадает левый фланг. Но не по вине долго отсутствующего Месхи, а его ближайшего партнера Яманидзе.
В перерыве динамовцы заменяют левого полусреднего, однако игра левого крыла все не ладится. Харьковчане, выиграв тайм, действуют нарочито медленно, ведут себя так, словно бросают вызов соперникам: мыто гола больше не забьем, но сумеете ли это сделать вы? В самом деле, сумеют ли? 70 минут волновал этот вопрос сидящих на трибунах, пока не пришел ответ.
Сумели! За 20 минут, оставшихся до конца, динамовцы, словно найдя утерянную партитуру, заиграли так, как умеют это делать. Калоев, Баркая, Мелашвили и снова Калоев забивают четыре мяча, и динамовцы покидают поле победителями.
Г. АКОПОВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 24 июня 1962 года:

Оригинал статьи на грузинском языке

დასაწყისი და დასასრული…
თბილისი. “ბურევესტნიკის” სტადიონი. 28 ივნისი.
“დინამო” (თბილისი) — “ავანგარდი” (ხარკოვი) 4:1 (0:1).
“ავანგარდი”: ვლასენკო (შელეგი), ონისკო, მარიენკო, ტოდოროვი, მასლენიკოვი (ოჟერედოვი), კრავჩენკო, კოსტიუკი, კაშტანოვი, პანფილოვი, კოროლიოვი, კროშჩენკო.
“დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ხოჭოლავა, გ. სიჭინავა, ზეინკლიშვილი, მელაშვილი, ბარქაია, კალოევი, იამანიძე (ხელაძე), მესხი.
მსაჯი ი. ლიტვინასი (ვილნიური).
ჩვენს სპორტულ პრესაში ჯერ კიდევ არ დამცხრალა დისკუსია, რომელიც წარმოიშვა ე.წ. თავდაცვითი და შემტევი ფეხბურთის მომხრეთა შორის. უმეტესობა, რა თქმა უნდა, ოპოზიციაში უდგას თავდაცვით ფეხბურთს, რომლის ერთ-ერთი “კლასიკური” წარმომადგენელი გუშინ თამაშობდა ჩვენს სტადიონზე თბილისელთა წინააღმდეგ. ესაა ხარკოვის “ავანგარდი”.
ხარკოველები შორს დგანან ამ დისკუსიისაგან. მათ ძირითადად აინტერესებთ არა დიდი ფეხბურთის პრობლემები, არამედ საკუთარი გუნდის მდგომარეობა “ა” კლასის გათამაშების ცხრილში და თითოეულ მატჩში აღებული ქულები. მათ აქვთ გარკვეული ტაქტიკური წყობა, მაქსიმალურად გაძლიერებული დაცვით და კონკრეტული ამოცანა, რომელსაც საერთაშორისო ფეხბურთში “ბეტონი” ეწოდება.
თბილისის “დინამოს” საერთო კლასი და მისი თითოეული წევრის ინდივიდუალური თამაშის დონე ბევრად მაღლა დგას გუშინდელი მოწინააღმდეგისაზე, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლა თამაში მეტოქეებთან, რომლებიც მიმართავენ “ბეტონებს” და “ზებეტონებს”, არ ღებულობენ პირდაპირ გამოწვევას და ღრმად კონცენტრირებულ დაცვაში, სადაც მოთამაშეთა დიდი რიცხობრივი შეჯგუფებაა, ცდილობენ ჩაახშონ უფრო სწრაფი, ტექნიკური და ტემპიანი მოწინააღმდეგის თამაში. ესაა კედელი, რომელსაც არ უნდა გააჩნდეს ბზარი.
მატჩის დასაწყისი, პირველი 10 წუთი თბილისელებმა საუკეთესოდ ჩაატარეს. ეს იყო კოლექტიური, მთლიანი შეტევა, რომელიც თავდასხმის თითოეული წევრის უმაღლეს ოსტატობას ემყარებოდა. გუნდის საიერიშო მექანიზმი მუშაობდა შეუფერხებლად, ზუსტი ურთიერთმოქმედებით, მაგრამ “ავანგარდმა” გაუძლო ამ მძლავრ შტურმს და მალე მიაღწია მთავარ ამოცანასაც: თბილისელთა შეტევაში დაირღვა მთლიანობა, პირველად ეს დაეტყო იამანიძეს, შემდეგ მის პარტნიორებსაც და “დინამოს” შესანიშნავი თამაშიდან თითქმის აღარაფერი დარჩა.
თავი დავანებოთ იმ გოლს, რომელიც “ავანგარდის” მარჯვენა ფრთაზე გათამაშებული კომბინაციის შემდეგ იქნა გატანილი თბილისელთა კარში (კოსტიუკი-კაშტანოვი). ეს შეიძლება სხვა ვითარებაშიც მომხდარიყო. დიდი ხნის განმავლობაში, უკვე როცა მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, დინამოელთა თამაში ყოველგვარ კრიტიკაზე დაბლა იდგა. გუნდის წამყვანი მოთამაშეებიც კი ზედიზედ უშვებდნენ უხეშ შეცდომებს როგორც თავდასხმაში, ისე დაცვაში.
69-ე წუთზე გ. სიჭინავა გაიჭრა “ავანგარდის” საჯარიმო მოედანზე და ძლიერად დაარტყა კარში. შედეგი მისწვდა ბურთს, მაგრამ ვერ შეაჩერა იგი ხელებში და კალოევმა მარჯვენა ფლანგიდან გაქვითა გოლი — 1:1.
ეს თითქოს სიგნალი იყო. სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში “ავანგარდის” დაცვა აბსოლუტურად დემორალიზებული იქნა თბილისელთა თავდამსხმელების მიერ, რომლებიც კვლავ ამოქმედდნენ ისე, როგორც მატჩის დასაწყისში. 79-ე წუთზე გ. სიჭინავამ და მესხმა გაითამაშეს კომბინაცია, ამ უკანასკნელმა ცენტრში გადასცა ბურთი ბარქაიას და მარჯვენა ინსაიდმა წინ გაიყვანა თავისი გუდნი — 2:1. რამდენიმე წუთის შემდეგ მინდვრის მთელ სიგანეზე განხორციელებულ იქნა გადაცემათა მთელი სერია: მესხი-გ. სიჭინავაბარქაია-მელაშვილი, რომელიც ბრწყინვალე დარტყმით დაამთავრა მელაშვილმა — 3:1. 89-ე წუთზე ხარკოველებს ერთხელ კიდევ მოუხდათ თამაში ცენტრიდან კალოევის ზუსტი და გამოზომილი დარტყმის შემდეგ — 4:1.
ასე კარგად დაიწყეს დინამოელებმა გუშინდელი მატჩი და საბედნიეროდ კარგად დაამთავრეს.
რ. ქორიძე.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от июня 1962 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от июня 1962 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от июня 1962 года: