«Локомотив» (Харьков) — «Динамо» (Тбилиси) 1:0 (1:0)

«Локомотив» (Харьков) — «Динамо» (Тбилиси) 1:0 (1:0)

Чемпионат СССР 1954 года. Класс «А». Матч 12.
31 мая 1954 года. 18-45. Харьков. Стадион «Авангард». В 1-м тайме дождь, 12 градусов. 35000 зрителей.
Судьи: К.Демченко, А.Щелчков (оба — Москва), И.Кириченко (Харьков).
«Локомотив»: Уграицкий, Перевозчиков, Ерошин (к), Голяков, Таранец, Дуйков (Жеребкин), Пономаренко, Азаров, Чижов, Беспалый, Борзенко.
«Динамо»: Саная, Элошвили, Русадзе, Сарджвеладзе, Махарадзе, Антадзе, А.Котрикадзе, К.Гагнидзе, Калоев, Гогоберидзе (к), Тодрия.
Гол:
1:0 Борзенко — 42 (пен.)
Предупреждение: К.Гагнидзе (пререкания с судьей).
Примечание: Команда гостей подала протест на результат матча (неправильно назначенный пенальти и пристрастное судейство) — протест отклонен.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 13, Дело 28)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 1 июня 1954 года:

Четыре встречи.
Большой неожиданностью явился исход состязания в Харькове, где команда местного «Локомотива» принимала тбилисских динамовцев, претендовавших на лидирующее положение. Харьковчане, которые до этого выступали неудачно, провели встречу с подъемом и добились победы со счетом1:0. Гол в ворота тбилисского «Динамо» забил с 11-метрового штрафного удара Борзенко.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 2 июня 1954 года:

Оригинал статьи на грузинском языке

მესამე დამარცხება.
ხარკოვი. (ტელეგრაფით ჩვენი სპეციალური კორესპონდენტისაგან).
მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ხარკოვის სტადიონზე მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა მოიყარა თავი ადგილობრივი “ლოკომოტივისა” და თბილისის “დინამოს” შეხვედრის საყურებლად. მთელი მოედანი დაფარული იყო წყლით, რაც ორივე გუნდისათვის მეტად აძნელებდა თამაშს.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდებს დიამეტრალურად საწინააღმდეგო ადგილები უკავიათ ცხრილში – თბილისელები ლიდერთ შორის არიან, ხოლო ხარკოვის “ლოკომოტივი” უკვე კარგა ხანია აუტსაიდერია, თამაში თავიდანვე დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. პირველ ხანებში ინიციატივა დინამოელთა მხარეს იყო. მიუხედავად “ლოკომოტივის” მცველების თავგამოდებული თამაშისა ღოღობერიძე, კ. გაგნიძე, კოტრიკაძე კარგად გავიდნენ მოწინააღმდეგის კართან, მაგრამ დამამთავრებელი არაზუსტი დარტყმის გამო ამ გარღვევებს შედეგი არ მოჰყოლია. ხარკოველებმა უნარიანად მოიგერიეს სტუმრების შეტევა და თანდათან თვითონ გადავიდნენ იერიშზე. თამაშმა თბილისელთა მხარეს გადაინაცვლა. ორჯერ მეტად სახიფათო ბურთები აიღო სანაიამ. პირველი ტაიმის დასასრულს, 42–ე წუთზე ერთ–ერთ დაძაბულ მდგომარეობაში მცველი სარჯველაძე ბურთზე ხელით დაეცა თავის საჯარიმო მოედანზე და მსაჯმა დემჩენკომ დანიშნა 11–მეტრიანი საჯარიმო თბილისელთა კარში. ხარკოველებმა ანგარიში გახსნეს.
მატჩის დასასრულისათვის თბილისელები გადამწყვეტ იერიშზე გადავიდნენ. ხშირად “ლოკომოტივის” კართან თბილისელთა 6–7 მოთამაშე იკრიბებოდა, მაგრამ ხარკოველთა კარი აუღებელი აღმოჩნდა. რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა “ლოკომოტივის” კარი გაგნიძისა და ღოღობერიძის კომბინაციის შემდეგ, მაგრამ ბურთი ზედ კარის ხაზთან გაჩერდა წყალში.
მატჩი დამთავრდა ანგარიშით 1:0 ხარკოვის “ლოკომოტივის” სასარგებლოდ.