«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Сталино) 5:0 (4:0)
Чемпионат СССР 1949 года. Группа I. Матч № 30.
17 сентября 1949 года. 17-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им.Л.П.Берия.
Судья: П.Белов (Ленинград).
«Динамо»: Маргания, ***, Тантыба, ***, ***, Гогоберидзе, Джоджуа, Махарадзе, Зазрошвили, Пайчадзе (к), Тодрия.
«Шахтер»: Пестов, Вардимиади, ***, Иванчук, ***, ***, ***, ***, ***, Колесников, ***.
Голы:
1:0 Гогоберидзе — 08 (пен.)
2:0 Зазрошвили — 35
3:0 Махарадзе — 38
4:0 Махарадзе — 40
5:0 Зазрошвили — 60
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 20 сентября 1949 года:
Выигрыш тбилисцев.
«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер». 5:0 (4:0).
Тбилиси. Стадион «Динамо». 17 сентября.
Судья П. Белов (Ленинград).
В последних матчах динамовцы заметно улучшили свою игру. В первую очередь это относится к нападающим.
С самого начала матч сложился не в пользу донбассовцев. Уже на 8-й минуте Гогоберидзе, игравший в полузащите, уступив свое обычное место Б. Пайчадзе, точно реализовал 11-метровый удар. 1:0. Защита гостей играет с предельной нагрузкой. Однако полусредние не спешат на помощь партнерам. Это облегчает задачу тбилисцев. Зазрошвили, обойдя двух защитников, заставляет донбассовцев начать с центра. Гости начинают грубить и платятся за это. Тбилисцы дважды подают штрафные в непосредственной близости от ворот. Оба раза Махарадзе, используя выгодные мо-менты, забивает мячи в сетку. 4:0.
Вторые 45 минут борьбы интереса не представляли. Хозяева поля, добившись успеха, ослабили атаки. Пятый мяч забил Зазрошвили.
У дублеров победили тбилисцы — 3:2.
Г. Акопов.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 23 сентября 1949 года:
„მშრალი“ ანგარიშით.
მორიგ კალენდარულ მატჩში, რომელიც 17 სექტემბერს შედგა თბილისის ლ. პ. ბერიას სახელობის „დინამოს“ სტადიონზე, თბილისელი ნამოელები შეხვდნენ სტალინოს „შახტიორის“ ფეხბურთელებს. ამჯერად „დინამოს“ გუნდი მინდორზე გამოვიდა შეცვლილი შემადგენლობით: მარცხენა შუამარბი ღოღობერიძე თამაშობდა ნახევარდაცვაში, ხოლო მის ადგილზე – ბ. პაიჭაძე.
თამაში თბილისელთა შეტევით დაიწყო. უკვე მეორე წუთზე პაიჭაძე მაგრად ურტყამს დონბასელ ფეხბურთელთა კარში, მაგრამ მეკარე პესტოვი იგერიებს ბურთს.
თამაშის მე-8 წუთია. სტუმრების კარისაკენ ინიშნება ჯარიმა. ურტყამს ჯოჯუა. „შახტიორის“ ერთერთი დამცველი საჯარიმო მოედანზე ბურთს ხელით იგერიებს. მსაჯი ბელოვი (ლენინგრადი) ნიშნავს 11 მეტრიან საჯარიმო დარტყმას. ღოღობერიძე ზუსტად იყენებს ჯარიმას. 1:0 თბილისელთა სასარგებლოდ.
ინიციატივა კვლავ დინამოელთა მხარეზეა, ისინი მეთოდურად უტევენ მოწინააღმდეგის კარს.
თამაშის 32-ე წუთზე ზაზროშვილმა მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი და ელვის სისწრაფით წინ გაიჭრა. მან რამდენიმე მოთამაშე მოატყუა და შორი მანძილიდან მაგარი დარტყმით მეორე ბურთი მოათავსა „შახტიორის“ ბადეში.
წარმატებით აღფრთოვანებულმა დინამოელებმა უფრო უმატეს იერიშებს. ისინი საფუძვლიანად „დასახლდნენ“ მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანზე. „შახტიორის“ დაცვაძლივს იკავებდა დინამოელთა შეტევას. სტუმრების კარისაკენ ინიშნება ჯარიმა. ტანტიბას მიერ მაგრად დარტყმული ბურთი ხვდება ერთ-ერთ დამცველს და უკან ბრუნდება, მაგრამ იქვე მდგომი მახარაძე მას ბადეში აგზავნის – 3:0.
თბილისელები კვლავ აძლიერებენ შეტევას. მეკარე პესტოვი იღებს რამდენიმე ძნელ ბურთს.
თამაშის პირველი ნახევრის დამთავრებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, რომ პაიჭაძემ მისთვის ჩვეული ოსტატობით გაიტაცა ბურთი და მარცხენა ფრთიდან შევიდა მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანზე, მაგრამ „შახტიორის“ მარჯვენა დამცველი ვარდიმიადი უხეშად დაესხა მას თავს. ინიშნება ჯარიმა, ურტყამს პაიჭაძე. ბურთი პირდაპირ ბადისაკენ მიდის და წინ გაჭრილი მახარაძე მას მოწინააღმდეგის კარში ათავსებს. ანგარიშით 4:0 მთავრდება მატჩის პირველი ნახევარი.
თამაშის მეორე ნახევარში თბილისელებმა მოწინააღმდეგის კარში კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს (ზაზროშვილი) და მატჩი მოიგეს ანგარიშით 5:0.
ა. ირემაძე.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 18 сентября 1949 года:
Еще одна победа динамовцев Тбилиси.
Вчера на стадионе «Динамо» имени Л. П. Берия динамовцы Тбилиси встретились с футболистами команды «Шахтер» города Сталино.
Матч начался атаками обеих команд. Вскоре в ворота команды «Шахтер» назначается одиннадцатиметровый штрафной удар. Бьет Гогоберидзе. Мяч в сетке гостей.
Динамовцы продолжают штурмовать ворота своих «противников».
На 35-й минуте Зазрошвили издалека наносит неожиданный удар. Снова гол. Счет 2:0.
До конца первой половины игры вратарю «Шахтера» приходится еще два раза доставать мяч из сетки. Оба мяча забил Махарадзе.
Вторая половина игры проходила в упорной борьбе. Защита донбассовских футболистов стойко обороняла свои ворота. Несмотря на это, Зазрошвили сумел прорваться вперед и нанести еще один удар.
Матч закончился со счетом 5:0 в пользу динамовцев Тбилиси.
Газета «Молодой сталинец» (Тбилиси) от 20 сентября 1949 года:
5 мячей в ворота «Шахтера».
17 сентября, на Тбилисском стадионе «Динамо» имени Берия, в календарном матче на первенство СССР по футболу встретились команды тбилисского «Динамо» и «Шахтера» (Сталино).
Хозяева поля с самого начала предложили гостям быстрый темп. На 8-й минуте, отбивая одну из атак тбилисцев, защитник «Шахтера» сыграл рукой. Гогоберидзе точно пробил 11-метровый штрафной удар — 1:0.
35-я минута. Зазрошвили проходит сквозь защиту «Шахтера» и красивым ударом забивает мяч. Спустя три минуты Махарадзе, воспользовавшись ошибкой защиты, с близкого расстояния увеличивает счет. За 5 минут до конца первой половины игры Махарадзе доводит счет до 4:0.
На 60-й минуте Зазрошвили посылает в ворота «Шахтера» пятый, последний из забитых в этой игре мячей.
Газета «კომუნისტი» («Коммунист», Тбилиси) от 18 сентября 1949 года:
ფეხბურთი.
გუშინ, 17 სექტემბერს ლ. პ. ბერიას სახელობის თბილისის „დინამოს“ სტადიონზე შუდგა ფეხბურთში სსრ კავშირის პირველობის გათმაშების მეორე წრის მატჩი. ერთმანეთს შეხვდნენ თბილისის „დინამოსა“ და სტალინოს „შახტიორის“ გუნდები.
პირველ წუთებში თამაში მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. მე-8 წუთზე „შახტიორის“ საჯარიმო მოედანზე მცველი ივანჩუკი ბურთის მოგერიების დროს ხელით შვეხო მას. 11-მეტრიანი თავისუფალი საჯარიმო დარტყმა კარგად გამოიყენა თბილისელმა ღოღობერიძემ და გასხნა ანგარიში. ამან თბილისელები გაააქტიურა. მე-20 წუთზე ზაზროშვილმა ოსტატურად მოატყუა ორი მცველი და შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა კარში. მეკარე პესტოვის გაბედულმა ნახტომმა ვერ იხსნა გუნდი მეორე მარცხისაგან. ბურთი მოხვდა კარის ძელს და გაეხვია ბადეში. ამის შემდეგ თბილისელები ზაზროშვილის აზრიანი მეთაურობით გამუდმებით უტევდნენ სტუმრების კარს. ტაიმის დამთავრებამდე ათი წუთით ადრე ერთ-ერთ კრიტიკულ მომენტში „შახტიორის“ მცველმა ცუდად მოიგერია ბურთი და პირდაპირ ფეხებში მიუგორა მახარაძეს. ამ უკანასკნელმა ახლო მანძილიდან მესამე ბურთი გაიტანა სტუმრების კარში. მახარაძემ მალე კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და პირველი ტაიმი დამთავრდა ანგარიშით 4:0 თბილისელთა სასარგებლოდ.
მეორე ტაიმი უფრო ტემპიანად ჩატარდა. „შახტიორის“ თავდამსხმელები, სადაც ენერგიული თამაშით გამოირჩეოდა მარცხენა შუამარბი კოლესნიკოვი, ხშირი სტუმრები იყვნენ „დინამოს“ საჯარიმო მოედანზე. მაგრამ თბილისელთა დაცვა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. რამდენიმე ძნელი ბურთი აიღო მეკარე მარღანიამ. „დინამოს“ თავდამსხმელებმა, რომელთაც კარგად ეხმარებოდა ნახევარდაცვა, მართალია კვლავ მონდომებით ჩაატარეს მეორე ტაიმი, მაგრამ აღარ ჩანდა თავდასხმის წამყვანი მოთამაშე და თითქმის ყველა კომბინაცია დასაწყისშივე ქრებოდა. ერთ-ერთი იერიშის მიტანისას სტუმრების კარზე თბილისელებმა რამდენჯერმე გაგზავნეს ბურთი კარისაკენ, მაგრამ ხან მეკარე პესტოვმა მოიგერია ბურთი, ხან მცველებმა. ბოლოს ზაზროშვილის ზუსტმა დარტყმამ კიდევ ერთხელ შეარხია „შახტიორის“ კარის ბადე.
მატჩი დამთავრდა თბილისის „დინამოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 5:0.
Газета «ახალგაზრდა კომუნისტი» («Молодой коммунист», Тбилиси) от 20 сентября 1949 года:
თბილისელები ქულებს აგროვებენ.
17 სექტემბერს თბილისის “დინამო” სტალინოს “შახტიორის” წინააღმდეგ თამაშობდა. გუნდის შემადგენლობა ოდნავ შეიცვალა: ღოღობერიძე ნახევარდამცველად გადავიდა, ხოლო მისი ადგილი თავდასხმაში პაიჭაძემ დაიკავა. ამის შედეგად თავდასხმის ხაზი ასეთი იყო: ჯოჯუა, მახარაძე, ზაზროშვილი, პაიჭაძე, თოდრია. ეს ხუთეული მეტად ძლიერია, მაგრამ აქვს ნაკლოვანებაც. თითოეული მათგანი შემტევი, აგრესიული ტიპის მოთამაშეა და მეტწილად მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედნის მახლობლად მოქმედებს. ამიტომ ისინი საგრძნობლად შორდებიან ნახევარდამცველებს და მოედნის შუაგული ცარიელი რჩება. თუ ამას დავუმატებთ, რომ ტანტიბას ხშირად უხდებოდა ცენტრალური დამცველის ზონაში უკანდახევა, ცხადი გახდება, რომ მარტო ღოღობერიძეს ყოველთვის არ შეეძლო შეეკავშირებინა დაცვა და თავდასხმა. ამის გამო თამაში მოკლებული იყო კომბინაციურ სიმდიდრეს და ანგარიში 5:0 (თბილისელთა სასარგებლოდ) “შახტიორის” სისუსტით უფრო აიხსნება, ვიდრე თბილისელთა შეწყობილი თამაშით.
მატჩის პირველი წუთებიდან ინიციატივა “დინამოს” ჰქონდა. თავდამსხმელები განუწყვეტლივ უტევდნენ მოწინააღმდეგის კარს, მაგრამ კომბინაციის ბოლო ფაზაში გადაცემა ზუსტი არ იყო. მე-8 წუთზე სტუმრების ერთ-ერთი დამცველი საჯარიმო მოედანზე ბურთს ხელით შეეხო. დაინიშნა 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რაც ღოღობერიძემ შესანიშნავად გამოიყენა. მეორე ბურთი ზაზროშვილმა გაიტანა. მან იშვიათი სილამაზის “ფინტი” გააკეთა. გაუსხლტა ორ დამცველს და “შახტიორის” ბადეში ბურთი გაახვია. სამი წუთის შემდეგ მახარაძემ ანგარიში სამამდე გაზარდა.
ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა პაიჭაძე მარცხენა ფრთიდან გაიჭრა კარისაკენ. იგი წააქციეს. “დაზარალებულმა” თვითონვე მიაწოდა საჯარიმო და მახარაძემ მეოთხედ დააწყებინა სტუმრებს ცენტრიდან თამაში.
მეორე ტაიმი “შახტიორის” შეტევით დაიწყო. მარღანიამ რამდენიმე ძლიერად დარტყმული ბურთი აიღო.
მე-15 წუთზე სტუმრების კართან დაძაბული მომენტია. რამდენიმე ბურთს იგერიებს მეკარე პესკოვი. მაგრამ ზაზროშვილი მაინც ახერხებს მე-5 გოლის გატანას.
ამჟამად თბილისის “დინამოს” 30 თამაშის შემდეგ 33 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილი უკავია.
ბ. ქორქია.