Международный турнир в Уэльве (Испания) «IX Trofeo Colombino»
01. 18.08. Уэльва. «Атлетико» (Мадрид, Испания) • 0:0 пен. 4:2
02. 19.08. Уэльва. «Бенфика» (Лиссабон, Португалия) • 3:1 (2:1)
Газета «Советский спорт» (Москва) от 5 сентября 1973 года:
ИЗ ДАЛЬНИХ СТРАНСТВИЙ ВОЗВРАТЯСЬ. ОПЕРЕДИВ ТРЕХ ЧЕМПИОНОВ.
Чемпион Испании «Атлетико» (Мадрид), чемпион Португалия «Бенфика» и прошлогодний чемпион Англии «Дерби Каунти» были соперниками тбилисского «Динамо» в международном турнире в испанском городе Эльва. Как известно, грузинские футболисты завоевали в нем первое место. Наш корреспондент О. КУЧЕРЕНКО попросил рассказать о подробностях этого турнира игроков сборной СССР — тбилисских динамовцев Р. ДЗОДЗУАШВИЛИ и В. ГУЦАЕВА.
— Как видно, вы попали в сильную компанию?
Р. Дзодзуашвили: В этом мы окончательно убедились на матче открытия турнира — «Бенфика» — «Дерби Каунти» (победила «Бенфика» — 2:1). Игра обеих команд произвела большое впечатление.
— Победа в первой встрече пришла к нам по пенальти.
Р. Дзодзуашвили: Да, но преимущество в основное время было на нашей стороне. Вероятно, соперники по турниру недооценили нас, заранее отведя нам четвертое место. Во всяком случае, это чувствовалось по обстановке. У нас же взыграло спортивное самолюбие и мы на этом турнире сыграли, пожалуй, свои лучшие матчи, особенно с «Бенфикой».
В. Гуцаев: Мы были, на мой взгляд, сильнее «Атлетико», и серия пенальти подтвердила наше превосходство.
— И вот настал матч с «Бенфикой»…
Р. Дзодзуашвили: Хотя из-за травм не приехали Эйсебио и Жордао, команда выглядела впечатляюще. «Бенфика» играет на большой скорости, технично, с полной отдачей сил. У нее ярко выраженные крайние нападающие. Особенно силен правый…
В. Гуцаев: И мне он очень понравился — бразилец Нене. Игроков с такой взрывной скоростью я раньше не видел. У нас против него очень удачно сыграл Шота Хинчагашвили. Да и вообще матч с «Бенфикой» был у нашей команды лучшим в этом сезоне. Пожалуй, даже не только в этом.
Р. Дзодзуашвили; Начался матч удачно для нас и мы уже вскоре повели — 2:0. Первый гол метров с 20 забил Кипиани, а затем Гуцаев справа тоже из-за пределов штрафной площади пробил точно в «девятку».
В. Гуцаев: Да, этот удар у меня получился. Бил я примерно с угла штрафной площади, и мяч попал в ближайший верхний угод ворот.
Р. Дзодзуашвили: Уязвленная «Бенфика» бросилась в отчаянное наступление. В этот момент наша команда проявила большую выдержку и взаимовыручку. Игроки действовали очень собранно, дорожа мячом. И все же после углового «Бенфике» удалось отквитать одни гол. После же перерыва она пошла, я бы сказал, на авантюру, бросив в атаку почти всех полевых игроков, а в результате сбилась на навал. У нас в эти минуты исключительно удачно сыграли центральный защитник Кантеладзе, господствовавший в воздушных дуэлях, и вратарь Гогия — на перехватах. Мы тоже не дремали и провели несколько острых контратак, одна из которых и закончилась голом.
В. Гуцаев: Случилось это так. Мы с Мчедлишвили оказались с мячом против центрального защитника — почти двухметрового гиганта… Сыграли в стенку, я обошел его, затем обвел вратаря, но этот защитник, проявив незаурядную быстроту, успел занять в воротах место вратаря, однако на мой удар среагировать все же не сумел. 3:1 — с таким результатом мы и победили «Бенфику»,
— Как на фоне столь известных клубов выглядела наша команда в плане техники?
Р. Дзодзуашвили: Мы были в хорошей форме — у нас же разгар сезона и, думаю, ни в чем не уступали соперникам, в том числа и в технике.
В. Гуцаев: На равных.
— Ваше самое яркое чисто футбольное впечатление?
Р. Дзодзуашвили: Мне понравилась «Бенфика». Понравились и англичане. В первом матче они уступили «Бенфике», став в какой-то степени жертвой своей традиционной игры. Длинные навесные передачи на рослого центрфорварда следовали одна за другой. Это однообразие их и погубило. Однако, в матче за третье место они заменили этого центрфорварда и показали совершенно иную игру — быструю, изобретательную, с фланговыми прорывами и вчистую переиграли «Атлетико» — 2:1.
В. Гуцаев: На меня произвел впечатление хороший волевой настрой всех команд и особенно «Бенфики». Проигрывая нам 0:2, ее игроки ничуть не упали духом и играли азартно, вдохновенно.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 25 августа 1973 года:
“კოლუმბის ხომალდი” თბილისში ჩამოვიდა.
ჩვენი ფეხბურთელების დიდი წარმატება.
საქართველოს სპორტული საზოგადოებრიობა, თბილისის `დინამოს” ფეხბურთელთა გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ ცნობას შორეული ესპანეთიდან, ელოდნენ ამბებს დიდი საერთაშორისო ტურნირიდან, სადაც ჩვენი გუნდიც ღებულობდა მონაწილეობას.
და, აჰა, ეს ცნობაც მოვიდა. ყველა უზომოდ გაგვახარა ჩვენი ფეხბურთელების ბრწყინვალე წარმატებამ ისეთ სერიოზულ ტურნირში, რომელშიც მონაწილეობდნენ ესპანეთის, პორტუგალიის და ინგლისის უძლიერესი გუნდები.
“ლელოს” კორესპონდენტი ეწვია საქართველოს სპორტული დელეგაციის უფროსს, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს ფ. მ. მახარაძეს და სთხოვა ეამბო გაზეთის მკითხველთათვის, თუ როგორ მიმდინარეობდა ტურნირი ესპანეთის ქალაქ უელვაში.
გთავაზობთ მის ნაამბობს.
— ჯერ ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, თუ რას წარმოადგენს უელვის ტურნირი. ეს დიდი მასშტაბის საერთაშორისო შეჯიბრება იმართება 1905 წლიდან.
მასპინძლები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს იწვევენ ხოლმე. ტურნირში, როგორც წესი, მონაწილეობენ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის განთქმული გუნდები. საკმარისია გავიხსენოთ, რომ უელვაში პრიზი სხვადასხვა დროს მოგებული აქვთ მადრიდის “ატლეტიკოს”, ბრაზილიის “სან-პაულუს”, მადრიდის “რეალს” და სხვა მათს ტოლ გუნდებს. ამ ტურნირში მოსკოვის “სპარტაკსა” და ცსკა-საც უთამაშიათ.
ამ დიდი შეჯიბრების ორგანიზატორებს მეტად ორიგინალური და ძვირფასი პრიზი აქვთ დაწესებული. ესაა 1 მეტრი სიმაღლის, 32 კილოგრამიანი, ოქროთი და პლატინით მოვარაყებული ძვირფასი ნაკეთობა, რომელიც წარმოადგენს გამოჩენილი ესპანელი მოგზაურის, ამერიკის მატერიკის აღმომჩენის ქრისტოფორე კოლუმბის ხომალდის ზუსტი ოღონდ პატარა ასლს. ეს შესანიშნავი პრიზი ერთობ ძვირადაა შეფასებული — 10 ათას დოლარად. გამარჯვებულს იგი სამუდამოდ რჩება.
ტურნირის რეგლამენტი ძალიან მკაცრია: შაბათს იმართება ნახევარფინალები და გამარჯვებულნი უკვე მეორე დღეს, კვირას ხვდებიან ერთმანეთს “კოლუმბის ხომალდის” მოსაპოვებლად. იმავე დღეს იმართება მატჩი III ადგილისთვის.
სანამ ჩვენს მოგზაურობაზე გიამბობდეთ, უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთი ძლიერი შემადგენლობა ამ ტურნირს ჯერ არა ჰყოლია. წარმოიდგინეთ, თბილისის “დინამოს” მეტოქეები იყვნენ: პორტუგალიის ჩემპიონი — ლისაბონის “ბენფიკა”, ესპანეთის ჩემპიონი — მადრიდის “ატლეტიკო” და ინგლისის შარშანდელი ჩემპიონი — “დერბი ქაუნთი”. არც ერთი მათგანი არ საჭიროებს ზედმეტ რეკომენდაციებს. “ბენფიკა” ორჯერ იყო ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი და ახლა არნახულ აღმავლობას განიცდის. ამჟამინდელი “ბენფიკას” დასახასიათებლად თუნდაც ერთი ფაქტი კმარა: პორტუგალიის პირველობაში გუნდმა გაიმარჯვა ისე, რომ 30 ტურში 28 მატჩი მოიგო და მხოლოდ 2 დაამთავრა ფრედ გატანილი დაპირებული ბურთების არნახული შეფარდებით — 101:13. ევროპის ჩემპიონთა თასის მომავალ გათამაშებაში “ბენფიკა” ერთ-ერთი ყველაზე უდავო ფავორიტია და გუნდის ხელმძღვანელობა უელვის ტურნირს ჩემპიონთა თასის გათამაშებისთვის მზადებად მიიჩნევდა.
“დერბი ქაუნთი” მუდამ იყო და არის ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და მისი შარშანდელი ჩემპიონობა კანონზომიერ მოვლენას წარმოადგენს.
ევროპული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი უძლიერესი წარმომადგენელია მადრიდის “ატლეტიკო”, რომელსაც არაერთი დიდი წარმატებისთვის მიუღწევია როგორც ეროვნულ ჩემპიონატებში და თასის გათამაშებებში, ისე მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებში. საკმარისია ითქვას, რომ “ატლეტიკო” მეშვიდედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.
აი, ასეთ ტიტულოვან მეტოქეებთან ჰქონდათ საქმე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელებს, რომლებსაც მათთან შედარებით დიდი საერთაშორისო ტურნირების გაცილებით ნაკლები გამოცდილება აქვთ.
ჩვენი სიძნელეები ჯერ კიდევ მგზავრობით დაიწყო. 16 აგვისტოს გავფრინდით მოსკოვიდან პარიზში. იქ ღამე გავათიეთ, მეორე დღეს თვითმფრინავითვე გავფრინდით მადრიდს, იქიდან კი ავტობუსით ჩავედით უელვაში. მეორე დღესვე გვიწევდა თამაში მადრიდელებთან და დამქანცავი გზის შემდეგ ფეხბურთელებს ესაჭიროებოდათ გარკვეული აკლიმატიზაცია, დასვენება, ძალის აღდგენა.
მინდორს გავეცანით მხოლოდ მატჩის დღეს, 18 აგვისტოს, და ჩავატარეთ მსუბუქი ვარჯიში. თამაში დანიშნული იყო მაშინ, როცა თბილისში ღამის 2 საათი შესრულდა. მატჩი მიმდინარეობდა ელექტროგანათების ქვეშ. უელვის სტადიონის სათამაშო მინდორი შესანიშნავია. გულითაც რომ მოინდომო, წუნს ვერაფერში გამოუნახავ.
სანამ მოკლედ აღვწერდე თვით ტურნირის მსვლელობას, მინდა ვთქვა, რომ იშვიათად ნახავთ სადმე ასეთ ერთგულ, ფანატიკურ გულშემატკივრებს. ესპანელი მაყურებელი თავის გუნდს თავდავიწყებამდე ქომაგობს და ფეხბურთელს, უბრალოდ, საშუალება არა აქვს იზარმაცოს. მოთამაშეებს ტრიბუნებიდან ისეთი ტემპერამენტით უჭერენ მხარს, რომ ისინი იძულებული არიან თავი არ დაზოგონ. ეს კი, მოგეხსენებათ, დიდად ამხნევებს და ძალას მატებს სპორტსმენს.
უელვის მერიაში მოეწყო ტურნირის მონაწილეთა პრესკონფერენცია, რომელსაც 200-მდე ჟურნალისტი დაესწრო. საერთოდ, იქაური გაზეთები ადგილს არ იშურებდნენ თამაშების გასაშუქებლად.
მე, როგორც თბილისის “დინამოს” დელეგაციის წარმომადგენელი, ჩვენი გამარჯვების წარუშლელი შთაბეჭდილებით ვარ აღსავსე და ამიტომ არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ გაზვიადებულ შეფასებად მიიღოს. დავეყრდნობი ესპანურ გაზეთებს, რომლებიც თბილისელ ფეხბურთელებს ისეთ შესაშურ ეპითეტებს უძღვნიდნენ, რომ მათი მოყვანა უხერხულადაც მიმაჩნია. ყოველ სტრიქონში შევხვდებოდით ეპითეტებს — “ბრწყინვალე”, “შესანიშნავი”, “არნახული”, “ზღაპრული” და ა.შ. გაზეთი “ოდიელი”, მაგალითად წერდა: “…მაღალი კლასით და შეუდარებელი თამაშით არ გამოვყოფთ ცალკეულ თბილისელ მოთამაშეებს, ვინაიდან ისინი ყველანი ღირსეულზე ღირსეულნი არიან, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭა გუცაევის, ყიფიანის, მაჩაიძის, ასათიანისა და სხვათა თამაშმა და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ კოლუმბის ხომალდი შორეულ ცურვაში გაემგზავრა შავი ზღვისკენ”.
პირველი ჩვენი მატჩი შედგა მადრიდის “ატლეტიკოსთან”, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მოიგო დიდი ტურნირი “ტერეზია ერერა”. იგივე “ოდიელი” მატჩს “ბრწყინვალე საფეხბურთო სპექტაკლს” უწოდებს. მართლაც, იშვიათად მინახავს ასეთი ლამაზი, ტემპიანი და დაძაბული თამაში. თბილისელებმა უკიდურესად მაღალი ტემპი შესთავაზეს მეტოქეს. ისინი თამაშობდნენ მაქსიმალური ენერგიით, ერთსულოვნებით, კოლექტივიზმისა და პატრიოტიზმის გრძნობით. ესპანელები, ეტყობა ასეთ დასაწყისს არ მოელოდნენ. ვერ აჰყვნენ ტემპს და გაჭირვებით იგერიებდნენ დინამოელთა მძლავრ იერიშებს.
განსაკუთრებით საინტერესო და შინაარსიანი იყო თამაშის პირველი ნახევარი, შესვენების შემდეგ კი დაღლილობის გამო საერთო სიმძაფრე ოდნავ დაცხრა.
დამთავრდა 80 წუთი და შვეიცარიელმა მსაჯმა ა. აბუშელმა აღნიშნა ფრე — 0:0. როცა საქმე პენალტებზე მიდგა, ჩემს გვერდით მჯდომი ესპანური კლუბის ერთ-ერთ ხელმძღვანელს თითებით ვაჩვენე, ჩვენი მეკარე 2 პენალტს აიღებს მეთქი. მან სკეპტიკურად გააქნია თავი და მრავლისმეტყველად მიმითითა თავის ფეხბურთელებზე: ამათ რა მეკარე გაუჩერდებაო!
წინასწარმეტყველივით ამიხდა ნათქვამი, მაშინ, როცა პენალტების ანგარიში იყო 3:1 ჩვენს სასარგებლოდ (ბურთები გაიტანეს კანთელაძემ, მჭედლიშვილმა და ჭელიძემ). გოგიამ მისთვის ჩვეული საოცარი რეაქციით მიუსწრო დიასის დარტყმას.
შემდეგ 11-მეტრიანის გამოყენება ვერ შეძლო ძოძუაშვილმა, მაგრამ მდგომარეობა კვლავ იხსნა გოგიამ, რომელმაც აიღო ცნობილი ესპანელი მოთამაშის უფარტეს პენალტი. სტადიონი სახტად დარჩა, ჩვენი მეკარის ხელთ რომ ნახა ბურთი ამ “დუელის” შემდეგ. და როცა ლ. ნოდიამ ზუსტად მიზანში დაარტყა მეხუთე 11-მეტრიანი, “ატლეტიკოს” ბოლო პენალტი აღარ დაურტყამს, ვინაიდან ამას აღარავითარი აზრი არ ჰქონდა.
გავიმარჯვეთ ანგარიშით 4:2. “დინამოს” შემადგენლობაში გამოდიოდნენ გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, ასათიანი, ებრალიძე, მაჩაიძე, გუცაევი, ყიფიანი (მჭედლიშვილი), ლ. ნოდია (წერეთელი).
მეორე დღეს ფინალში შევხვდით “ბენფიკას”. ეს კლუბი ტურნირზე ჩამოვიდა თავისი წამყვანი მოთამაშისა და ბომბარდირის ეუსებიოს გარეშე, რომელიც დაშავებული ყოფილა, მართალია, ეუსებიო ბრწყინვალე მოთამაშეა და დიდ ძალას წარმოადგენს პორტუგალიელთათვის, მაგრამ ჩვენს ნაცვლად ამ საკითხზე აზრი გამოთქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაზეთმა, რომელმაც დაწერა ”ლისაბონელებს არა ჰყავთ ეუსებიო, თბილისელებს კი — ხურცილავა, “ქვითია!”
მატჩს მსაჯობდა ესპანელი ბერესტა. გუნდების შემადგენლობა ასეთი იყო: “დინამო” — გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, მაჩაიძე (წერეთელი), ებრალიძე, ასათიანი, გუცაევი, ყიფიანი (მჭედლიშვილი), ლ. ნოდია; “ბენფიკა” — ჰენრიკე, და სილვა, ჰუმბერტო, ადოლფო, მეხიასი, გრასა, ტონი, მასტონე, ნენე, ბაპტისტა, მოინდოსი (დიამანტინო). ზემოჩამოთვლილ მოთამაშეთაგან 6-7 პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ძირითადი წევრია. თავისთავად “ბენფიკა” ასეთი შემადგენლობით მრისხანე მეტოქეა, მაგრამ ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ გუნდი საგანგებოდ განწყობილი გამოვიდა მინდორზე, ვინაიდან წინა მატჩის მაგალითზე უკვე იცოდა თბილისის “დინამოს” მაღალი კლასისა და აგრესიული თამაშის ამბავი.
ვიმეორებ, “ბენფიკა” ყოველმხრივ მომზადებული გამოვიდა მინდორზე, მაგრამ დინამოელებმა ისეთი თავბრუდამხვევი შეტევით დაიწყეს თამაში, რომ ევროპისა და მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს პირველივე წუთებიდან სასტიკად გაუჭირდა და სასწრაფოდ მოიხმო თავის საჯარიმო მოედანზე მაშველი ძალა ნახევარმცველთა სახით. ლისაბონელებს ვერც ამან უშველა: ყიფიანმა მიიღო გუცაევის გადაცემა და ზუსტად დაარტყა კარში — 1:0.
ბრძოლას უკიდურესად დაძაბული ხასიათი მიეცა. მე-15 წუთზე ჰენრიკემ რაღაც სასწაულებრივად გადაარჩინა თავისი კარი ებრალიძის გარღვევის შემდეგ და ხუთიოდე წუთის მერე ასეთი ეპიზოდი ზუსტად იმავე მოქმედ პირთა შესრულებით გამეორდა კვლავ “ბენფიკას” კართან”. 22-ე წუთზე გუცაევმა საუკეთესოდ შეასრულა დრიბლინგი, რომელიც ზუსტი დარტყმით დაამთავრა — 2:0.
ტაიმის დასასრული “ბენფიკას” მძლავრი იერიშებით აღინიშნა. ტონი, მასტონე, ნენე და სხვანი ზედიზედ ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს დინამოელთა კართან.
არნახული დატვირთვა დააწვათ ჩვენი გუნდის მეკარესა და მცველებს.
მე-40 წუთზე, როგორც იქნა, პორტუგალიელთა იერიშებს შედეგი მოჰყვა და ბაპტისტამ ნენეს გადაცემით გაქვითა ერთი გოლი.
არნახული დაძაბულობისა და აჟიოტაჟის ვითარებაში მიმდინარეობდა მეორე ტაიმი. ერთ-ერთ მომენტში ნერვებმა ვერ გაუძლო ტონის. მან უხეშად ითამაშა, რისთვისაც მინდვრიდან გააძევეს. ვერ აგიწერთ რა მღელვარებას განვიცდიდით ჩვენ, დელეგაციის წევრები, როცა თბილისელი ფეხბურთელები აუწერელ ვითარებაში ებრძოდნენ აზარტში შესულ მეტოქეს, მაგრამ როცა მატჩის ბოლო წუთებზე ასათიანმა ზუსტი გადაცემით გაიყვანა გარღვევაზე გუცაევი, ხოლო ამ უკანასკნელმა შესანიშნავად გაიტანა მესამე გოლი, ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ. მართალი გითხრათ, სიხარულის ცრემლი მოგვდიოდა, ვინაიდან ვიცოდით, როგორ გაახარებდა ეს გამარჯვება ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს შინ. განა ხუმრობა საქმეა, გაიმარჯვო ისეთ ტურნირში, სადაც მონაწილეობენ “ბენფიკა”, “დერბი ქაუნთი”, და “ატლეტიკო” — საერთაშორისო ფეხბურთის სახელმოხვეჭილი გრანდები!
ეს იყო “კოლუმბის ხომალდის” IX გათამაშება, რომელიც თბილისის “დინამოს” გამარჯვებით დამთავრდა (III ადგილი წილად ხვდათ ინგლისელებს. მათ ანგარიშით 2:1 დაამარცხეს მადრიდის “ატლეტიკო”). ვეება ძვირფასი პრიზი ქალაქის მერმა გადასცა თბილისელთა კაპიტანს ასათიანს, შემდეგ იგი მაღლა აღმართეს ასათიანმა, კანთელაძემ, ჭელიძემ და ხინჩაგაშვილმა, ჩვენი ტანმორჩილი მოთამაშე ლ. ნოდია კი ამაოდ ხტოდა მაღლა — მეც მომაკიდებინეთ ხელი პრიზისთვისო. აუარებელი ხალხი დაგვეხვია, გვიღებდნენ სურათებს, გვილოცავდნენ, ინტერვიუს გვთხოვდნენ, უელვის მერმა შემოგვთავაზა რამდენიმე დღეს დავრჩენილიყავით ქალაქში და კვლავ გვეთამაშა. ჩვენ, როგორც პრიზის ბოლო მფლობელებს, დებულების თანახმად,
გაისად კვლავ მოგვიწევს მონაწილეობა უელვის ტურნირში.
თბილისის “დინამომ” სახელოვნად დაამთავრა შეჯიბრება, მაგრამ სამივე გუნდმა ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე. ესპანელი და პორტუგალიელი ფეხბურთელები თამაშის მანერით ჰგვანან ერთმანეთს — დახვეწილი ტექნიკა, ბურთის ვირტუოზული ფლობა, მაქსიმალური სისწრაფე. მათი თამაში სანახაობრივად ძალზე საინტერესო და მიმზიდველია. სწორედ ისეთი, როგორიც თბილისელ მაყურებელს უყვარს. საერთო კლასით “ბენფიკას”, რა თქმა უნდა, “ატლეტიკოზე” მაღლა დავაყენებ.
წმინდა ბრიტანული თამაშის სტილით გამოირჩევა “დერბი ქაუნთი”. გარეგნული ეფექტები ინგლისელებს ისე არ ახასიათებთ, როგორც პორტუგალიელებსა და ესპანელებს, მაგრამ სამაგალითოა მათ თამაშის ორგანიზაცია. ზუსტი შორეული დიაგონალური გადაცემები, მოთამაშეთა ტექნიკური და ათლეტური მომზადება, ენერგია და შეუპოვრობა.
მოხარული ვართ, რომ გავამართლეთ სპროტის მოყვარულთა დიდი ნდობა და გამარჯვებულნი დავბრუნდით ესპანეთში გამართული უმაღლესი დონის ტურნირიდან, რწმენას გამოვთქვამთ, რომ ეს წარმატება სტიმული გახდება თბილისის “დინამოს” ყოველი წევრისთვის საკავშირო ჩემპიონატისა და უეფა-ს თასის მომავალ საპასუხისმგებლო მატჩებში.