Международный турнир в Джакарте (Индонезия)
01. 20.02. Джакарта. «Оденсе» (Оденсе, Дания) • 4:2 (2:0)
02. 23.02. Джакарта. Сборная Индонезии • 6:3 (4:0)
+
03. 26.02. Джакарта. «Крузейро» (Белу-Оризонти, Бразилия) • 1:3 (0:2)
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 22 февраля 1972 года:
«თერმომეტრზეა პლუს 30».
ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ თბილისის «დინამოს» ფეხბურთელები ამჟამად ინდონეზიაში არიან საერთაშორისო შეხვედრათა ჩასატარებლად. გუნდს ახლავს «სოვეტსკი სპორტის» სპეციალური კორესპონდენტი ი. სოლომახინი, რომლის წერილიც გაზეთში დაიბეჭდა 20 თებერვალს.
გთავაზობთ ამ წერილს:
«ეს–ესაა დავბრუნდით ვარჯიშიდან, ბიჭები ფორმების გასაწურად წავიდნენ. ყველანი თაგვებივით არიან გაწუწული. ძალიან ძნელია შეეჩვიო ასეთ სიცხესა და ტენიანობას. წვიმს (წვიმების პერიოდი ახლა მთავრდება) თუ არა, ტემპერატურა მაინც 30 გრადუსია ნულს ზევით. ალბათ, ხვალ თამაშიც წვიმაში მოგვიწევს. არც ეს იქნება იოლი საქმე. კიდევ უფრო უჭირთ დანიელებს. ისინიც ჩვენსავით ხუთშაბათს ჩამოვიდნენ, მაგრამ იძულებული იყვნენ ინდონეზიის ნაკრებთან მეორე დღესვე ჩაეტარებინათ პირველი მატჩი. ითამაშეს ფრედ – 0:0, და თვითონვე ამბობდნენ, პირველი ტაიმში თითქოს სიზმარში ვიყავითო.
ამ მატჩს ესწრებოდა თბილისელთა მწვრთნელი გ. კაჩალინი. დინამოელთა პირველი მეტოქენი დანიის ქალაქ ოდენსეს ფეხბურთელები იქნებიან. 23 თებერვლისთვის დანიშნულია მატჩი ინდონეზიის ნაკრებთან. მოსალოდნელია ბრაზილიის «კრუზეიროს» ჩამოსვლაც.
დინამოელთა მატჩზე ინდონეზიის ნაკრებთან ელიან სავსე ტრიბუნებს – 100 ათას მაყურებელს, იმდენს, რამდენსაც ჯაკარტაში საბჭოთა სპეციალისტების მიერ აშენებული სტადიონის ტრიბუნები იტევს. ჩვენ ბიჭებს ძალიან მოეწონათ ხასხასა რბილი სათამაშო მინდორი. ვარჯიშმა კარგად ჩაიარა,
დილას მოთელვა ჰქონდათ, ხოლო სადილის შემდეგ 2 საათი წვრთნას დაეთმო. მაგრამ დღეს ვარჯიშობდნენ მხოლოდ დუბლიორები, ძირითადი შემადგენლობა კი სარევანშო მატჩზე წავიდა საბჭოთა საელჩოს ფრენბურთელთა გუნდთან. ამ ორი წლის წინ თბილისელებმა წააგეს ასეთივე მატჩი და ახლა რევანშის აღების იმედი აქვთ…