«Вулверхэмптон Уондерерс» (Вулверхэмптон, Англия) — «Динамо» (Тбилиси) 5:5 (1:3)
Международный товарищеский матч.
10 ноября 1960 года. Вулверхэмптон. Стадион «Молинью».
Судья: Р.Х.Дэвидсон (Шотландия).
«Вулверхэмптон»: Финлайсон, Стюарт, Шоуэлл, Клэмп, Слейтер, Флауэрс, Мэйсон, Мюррей, Фармер, Бродбент, Дили (Дюрандт).
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Торадзе, Чохели, Воронин, Яманидзе, Мелашвили, Баркая, Калоев, Гогоберидзе (к), Месхи.
Голы:
0:1 Месхи — 02
1:1 Чохели — 04 (автогол)
1:2 Гогоберидзе — 11
1:3 Гогоберидзе — 45
2:3 Мэйсон — 61
2:4 Месхи — 69
2:5 Калоев — 70
3:5 Дюрандт — 78
4:5 Фармер — 81
5:5 Мюррей — 89
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 12 ноября 1960 года:
«Волки» и «Волкодавы».
После неудачного дебюта тбилисцев в Шеффилде их шансы в матче с «Вулвергемптоном» расценивались не слишком высоко. Самоуверенный тренер английской команды Стэнли Куллис заявил перед игрой: «Мои волки их загрызут».
Когда редакция связалась по телефону с заслуженным мастером спорта Борисом Пайчадзе, он сразу же спросил: «Вы слышали, что сказал Куллис? Он, вероятно, не знал, что в Грузии водятся волкодавы».
Зрители, собравшиеся на трибунах стадиона «Молинэ Граунд», увидели исключительно захватывающую игру. По свистку шотландского судьи Дэвидсона, к слову сказать, превосходно проведшего матч, противники вышли в следующих составах: «Динамо» — Котрикадзе, Сичинава, Торадзе, Чохели, Воронин, Яманидзе, Мелашвили, Баркая, Калоев, Гогоберидзе, Месхи. «Вулвергемптон» — Финлисон, Стюард, Шоуэлл, Клемп, Слейтер, Флауэрс, Мэзоп, Мюррей, Фармер, Бродбент, Дили (Дюрант).
Советские футболисты атакуют и уже на 4-й минуте добиваются успеха. Месхи забивает гол — 1:0. Не успели игроки начать с центра, как грузинскую команду постигает неудача. Чохели, пытаясь отыграть мяч своему вратарю, делает это так неудачно, что мяч оказывается в воротах — 1:1.
Не смущаясь случившимся, советская команда продолжает нажим. На 11-Й минуте Месхи навешивает мяч на штрафную площадку, Гогоберидзе блестяще играет головой, и «Динамо» ведет 2:1. Защитники «волков» все время работают с предельной нагрузкой. На 18-й минуте Калоев упускает верную возможность увеличить счет. Тут же Котрикадзе берет исключительно сильный удар, пробитый Флауэрсом. Гол в ворота англичан назревает, но лишь в последнюю минуту, когда судья уже начал поглядывать на секундомер, комбинация Месхи — Гогоберидзе заканчивается взятием ворот — 3:1. Команды уходят на перерыв.
После отдыха «волки» показывают зубы. Их атаки становятся настойчивее, и на 63-й минуте Мэзону удается отквитать один гол — 3:2. Неудача заставляет наших спортсменов предпринять новый штурм. Уже через три минуты после остроумной комбинации Гогоберидзе — Баркая — Месхи английский вратарь в четвертый раз достает мяч из сетки. Проходят еще две минуты, и опять Гогоберидзе неожиданно отдает мяч Мелашвили, тот перекидывает Калоеву, удар — и «Динамо» теперь уже ведет — 5:2.
Опасные моменты то и дело возникают в штрафной площадке хозяев. Финлисон в броске отбивает сильный удар. Мяч отскакивает к Месхи, тот бьет и… попадает в лежащего на земле вратаря. На трибунах смятение — «волки» проигрывают. Наконец на 78-й минуте Дюрант, заменивший Дили на посту левого крайнего, забивает гол — 5:3. Хозяева поля предпринимают последнюю попытку изменить ход событий. Теперь уже защите тбилисцев приходится отбивать атаку за атакой. На 79-й минуте Котрикадзе выкидывает мяч на Яманидзе. Тот пытается обвести Фармера, но проигрывает в единоборстве. Центральный нападающий английской команды, завладев мячом, делает рывок, бьет, и счет уже — 5:4. Перед самым концом матча тот же Фармер еще раз добивается успеха, забив последний в этой игре гол.
Итак, боевая ничья — 5:5,
— Советская команда продемонстрировала прекрасную сыгранность с блестящими завершающими ударами. — заявил по поводу второго матча тбилисских динамовцев спортивный комментатор агентства Рейтер. — Команда «Вулвергемптон уондерерс», — отметил комментатор, — известна своими бурными финишами, особенно, когда она играет на своем поле. Этот-то бурный финиш и спас хозяев поля от поражения.
Вулвергемптон (По телефону).
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 13 ноября 1960 года:
საოცარი მატჩი, საოცარი ანგარიში.
ლონდონი. (ტელეფონით). ინგლისის საფეხბურთო წრეები დიდი ინტერესით მოელოდნენ თბილისის ”დინამოს” მატჩებს მათს სტადიონებზე. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ თბილისელთა გუნდი ერთ-ერთი უძლიერესია საბჭოთა კავშირში და მისი ფინალური მატჩის მიხედვით საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა სწორედ ინგლისში გამგზავრების წინ. ბრიტანეთში ყოველთვის საგანგებო ყურადღებით ეკიდებიან სამხრეთის ქვეყნების ფეხბურთელებს, ვინაიდან მათთან შეხვედრები ყოველთვის რადიკალურად განსხვავებული სტილისა და სკოლების შეტაკებაა და როგორც აქაურ სპეციალისტებს უყვართ თქმა, ერთგვარ ”სისხლის გადასხმას” წარმოადგენს ინგლისური ფეხბურთისათვის.
მაგრამ თბილისელთა პირველი გამოსვლა ინგლისში ნამდვილ გაწბილებას წარმოადგენდა აქაური საფეხბურთო სამყაროსათვის. სპორტული მიმომხილველები ათასგვარად ცდილობდნენ აეხსნათ ”დინამოს” ასეთი ცუდი თამაში. ანალოგიად მოჰყავდათ იტალიის ”ინტერნაციონალეს” წაგება ოდესაში, მიზეზად ასახელებდნენ დაღლილობას უაღრესად მძიმე ფინალური მატჩისა და დამქანცველი საჰაერო მგზავრობის შემდეგ და ა.შ.
მიუხედავად ამისა, დინამოელთა მატჩი ”ვულვერჰემპტონ უონდერერსთან” კვლავ ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა. ჯერ ერთი, ინგლისში კარგა ხანია შეეჩვივნენ მოულოდნელობებსა და სიურპრიზებს მწვანე მინდვრებზე, მეორეც — ”ვულვერჰემპტონ უონდერერსი” უდიდესი პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს კუნძულებზე მაშინაც კი, როცა იგი ცუდ ფორმაში იმყოფება. მაგალითად მოარულია ასეთი გამოთქმა ”ვულვერჰემპტონი” გადაგვარჩენს”. ეს ნიშნავს, რომ თუ რომელიმე უცხოური გუნდი წარმატებით თამაშობს ინგლისში, მის წინააღმდეგ გამოჰყავთ ”მგლები” და ისინი, როგორც წესი, იგებენ მატჩებს.
ინგლისელები იშვიათად, მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში ხვდებიან უცხოელებს საკუთარ მინდვრებზე ”გვარდიული” შემადგენლობით და რახან თბილისის ”დინამოს” წინაშე გამოჰყავთ ჩემპიონატის ორივე ლიდერი და თასის მფლობელი, მათთვის ქართველ ფეხბურთელთა ჩამოსვლა დიდი მოვლენაა.
”ვულვერჰემპტონ უონდერერსი” ინგლისში მიაჩნიათ ძალისმიერ, მკვეთრად მოთამაშე გუნდად, რომელიც ჩვეულებრივ თამაშობს განუწყვეტელი შეტევით, მაღალ ტემპში, ზუსტი გადაცემებით. მაგრამ გუნდის მწვრთნელმა ს. კულისმა ამას წინათ განაცხადა, რომ ეს მთლად სწორი არაა:
— ფიზიკური ძალა ჩვენ არასოდეს არა გვქონია პირველ პლანზე. — თქვა მან. — ჩემს გუნდში ვერ ნახავთ ”მძიმე წონის” ფორვარდებს. მათი თამაში წარმოადგენს ინდივიდუალური ტექნიკისა და კოლექტიური შეთამაშების ნაყოფს, რომელიც დაფუძნებულია ტემპსა და აგრესიაზე.
აი ამ გუნდს შეხვდა 10 ნოემბერს თბილისის ”დინამო” (შემადგენლობა: კოტრიკაძე; სიჭინავა, თორაძე, ჩოხელი; ვორონინი, იამანიძე; მელაშვილი, ბარქაია, კალოევი, ღოღობერიძე, მესხი). თბილისელთა შეტევა პირველ წუთებში მოკრივის მიერ მძლავრად მოქნეულ დარტყმას ჰგავდა, მესხის სწრაფი გარღვევა დამთავრდა ბრწყინვალედ გატანილი გოლით, მაგრამ მასპინძელთა საპასუხო იერიშებისას ჩოხელმა კარის წინ დაუშვა შეცდომა, რომელიც ინგლისელებმა გოლით დაამთავრეს — 1:1.
მიუხედავად ამ დასანანი მარცხისა, თბილისელები წარმოუდგენელი აღმავლობით განაგრძობდნენ თამაშს და ”მგლები” თითქმის მთელი შემადგენლობით გადავიდნენ დაცვაზე, სადაც მათს კართან განუწყვეტლივ ბობოქრობდა ”დინამოს” მარცხენა ფრთა: ღოღობერიძე-მესხი, სადაც გათამაშდა მრავალი მახვილგონივრული კომბინაცია, სწრაფი გარღვევა, რომელთა შედეგადაც ინგლისელთა დაცვა ნამდვილ „ნოკდაუნში“ იმყოფებოდა. შესვენებისათვის დინამოელები წინ იყვნენ ანგარიშით 3:1 (ორივე ბურთი გაიტანა ღოღობერიძემ).
მეორე ტაიმი დაიწყო ”ვულვერჰემპტონის” იერიშებით და აქ მთელი თავისი ოსტატობა აჩვენა მეკარე კოტრიკაძემ. მაინც მე-14 წუთზე ინგლისელთა თავდამსხმელმა მიურეიმ გაიტანა მეორე გოლი — 2:3.
კვლავ დაიწყო თბილისელთა ხანგრძლივი, მძლავრი შტურმი, რომელშიც აქტიურად ჩაება მარჯვენა ფრთა და ნახევარმცველი იამანიძე. მალე მესხმა და ბარქაიამ ლოგიკური დასრულება მისცეს ამ შეტევებს და როცა მატჩის დამთავრებას აკლდა 12 წუთი, ანგარიში გახდა 5:2 ”დინამოს” სასარგებლოდ.
ამ 12 წუთში ”ვულვერჰემპტონ უონდერერსმა” დაამტკიცა, რომ მას ასეთ შემთხვევებშიც კი შეუძლია ინგლისური ფეხბურთის პრესტიჟის გადარჩენა. მასპინძლებმა თავდასხმაში გადაისროლეს ყველაფერი, რაც კი მათ გააჩნდათ და მაქსიმალურად გამოიყენეს შეცდომები, რომლებსაც უშვებდნენ ”დინამოს” მცველები თავიანთი კარის წინ. ზედიზედ იქნა გაქვითული ორი ბურთი, ხოლო 89-ე წუთზე იმავე მიურეიმ გაათანაბრა ანგარიში — 5:5.
ასეთი საოცარი ანგარიშით დამთავრდა თბილისის ”დინამოს” მიერ თითქმის მოგებული მატჩი ინგლისის პროფესიული ფეხბურთის ერთ-ერთ უძლიერეს წარმომადგენელთან. 14 ნოემბერს თბილისელები თამაშობენ ლონდონში — ”ტოტენჰემ ჰოტსპურთან”.
რას წერენ ინგლისის გაზეთები.
”ტაიმსი”: ”ეს იყო ყველაზე უფრო საპატიო ფრე ”მგლებისათვის”. ძნელი სათქმელია, რომ თბილისის ”დინამო” ესაა იგივე გუნდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ითამაშა ”შეფილდ უენსდეისთან”.
”დეილი ექსპრესი”: ”ინგლისს მრავალზე მრავალი გუნდი უნახავს, მაგრამ იშვიათად, რომ ვინმეს შეეძლოს უმაღლესი ტექნიკის ამგვარად გამოყენება ასეთ სისწრაფეში”.
”დეილი ჰერალდი”: ”დინამოელები იცვლიდნენ ადგილებს განსაკუთრებული მოქნილობითა და ოსტატობით. მარჯვენა მცველმა ე. სტიუარტმა გადაიტანა 9 წუთის საშინელება, როცა მის წინააღმდეგ თამაშობდა ელვასავით სწრაფი მ. მესხი”.
”ტაიმსი”: ”საკვირველია, მაგრამ ფაქტია: 5 ბურთის გამშვები მეკარე შესანიშნავი ფეხბურთელია”.
”დეილი სკეტჩი”: ”ისეთი ფრთით, როგორიც ”დინამოს” ჰყავს მარცხნივ, გუნდი შეიძლება შორს გაფრინდეს”. ბარქაია უმაღლესი კატეგორიის ოსტატები არიან. მათ კანონზომიერი ადგილი ეკუთვნით საფეხბურთო ოლიმპოზე“.
”დეილი ჰერალდი”: ”დინამოელებმა გვაჩვენეს გაცილებით მეტი ოსტატობა, ვიდრე მოველოდით მათგან. ეს საგანგაშო სიგნალია ”ტოტენჰემისათვის”.
გაზეთ ”ლელოს” რედაქციის თხოვნით, ლონდონს ტელეფონით დაუკავშირდა და გაზეთების კომენტარებს ორგანიზაცია გაუკეთა ”სოვეტსკი სპორტის” თანამშრომელმა, სპორტის ოსტატმა ა. ლეონტიევმა.