«Динамо» (Тбилиси) — «Жиронда» (Бордо, Франция) 4:0 (3:0)
Международный товарищеский матч.
14 июня 1954 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Динамо». 26 градусов. 40000 зрителей.
Судья: Н.Балакин (Киев).
«Динамо»: Маргания (Саная, 46), Элошвили, Русадзе (Гоглидзе, 77), Сарджвеладзе, Махарадзе (Калоев, 46), Н.Гагнидзе, А.Котрикадзе, К.Гагнидзе, Гогоберидзе (к), Антадзе, Тодрия.
«Жиронден де Бордо»: Астерс, Окур, Орнандо, Набат, Гарига (к), Теречья, Делядьер, Вознеско (Пардо, 79), Коргю, Дебраню, Гардьен. На замену: Дой.
Голы:
1:0 К.Гагнидзе — 22
2:0 Антадзе — 23
3:0 К.Гагнидзе — 30
4:0 Тодрия — 75
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 15 июня 1954 года:
«ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «ЖИРОНДА» (БОРДО).
ТБИЛИСИ. (Наш корр.). Гостящие в Советском Союзе футболисты французского клуба «Жиронда» встретились вчера в столице Грузии с тбилисской командой «Динамо». Первый в сезоне международный футбольный матч, проведенный в Тбилиси, привлек на трибуны стадиона более 40 тысяч зрителей.
Шесть часов вечера. Солнце уже заметно склонилось к горизонту, но и под его косыми лучами очень жарко. Термометр показывает 26 градусов в тени.
Приветствуемые зрителями, на поле появляются спортсмены Франции. Рядом с ними идут футболисты тбилисского «Динамо». С приветственной речью к гостям обращается председатель Комитета физкультуры при Совете Министров Грузии Ф. Схиртладзе. В ответном слове президент клуба «Жиронда» г-н Пижоль благодарит за сердечный прием. Оркестр исполняет гимн Франции — «Марсельезу» и гимн Советской Грузии. Динамовцы преподносят гостям букеты цветов. Капитаны команд обмениваются памятными вымпелами.
По свистку судьи всесоюзной категории Н. Балакина (Киев) команды вступают в игру. Гости по сравнению с выступлением в Москве значительно обновили состав, который на сей раз выглядит следующим образом: вратарь — Астрес, защита — Окур, Арнандо, полузащита — Набат, Гарига, Телечиа, нападающие — Делядерьер, Вознеско, Коргю, Дегранж, Гардьен. В составе команды динамовцев: Маргания, Элошвили, Русадзе, Сарджвеладзе, Махарадзе, Н. Гагнидзе, Котрикадзе, К. Гагнидзе, Гогоберидзе, Антадзе, Тодрия.
Матч начинается обоюдными атаками. Острые моменты возникают сначала у ворот динамовцев, а затем на штрафной площадке гостей. На пятой минуте хорошую комбинацию Гогоберидзе — Гагнидзе — Котрикадзе не удается завершить из-за неточного удара по воротам.
Постепенно выявляется преимущество динамовцев. Полузащитники Махарадзе и Гагнидзе тактически правильно строят игру. Если Махарадзе часто появляется в непосредственной близости штрафной площадки гостей, то Гагнидзе, как правило, больше действует в обороне. Это позволяет динамовцам наладить надежную связь между защитниками и нападающими.
Лидер нападения «Динамо» Гогоберидзе часто появляется то на левом краю, то на правом. В один из таких моментов, переместившись направо, он отлично обыграл Телечиа, вошел с мячом в штрафную площадку, неожиданно отдал мяч назад Гагнидзе, и тот метров с двадцати отличным ударом открыл счет. Произошло это на 22-й минуте.
Не прошло и минуты, как, оказавшись уже на левом краю, Гогоберидзе обыграл на сей раз Набата и Гарига, хорошо передал мяч Тодрия, а тот в свою очередь — вдоль ворот свободному Антадзе, и счет стал 2:0.
Вскоре динамовцы добились нового успеха. Махарадзе вывел на удар нападающего Гагнидзе, который, обыграв защитника и выбежавшего навстречу вратаря, успел точно пробить в нижний угол ворот.
Со счетом 3:0 закончилась первая половина встречи.
После перерыва получившего повреждение Махарадзе в полузащите заменил Антадзе, место которого в нападении занял Калоев. Игра динамовцев потеряла прежнюю остроту. Гости же, наоборот, стали действовать заметно активнее. Дважды у них, казалось, была возможность забить ответный гол, но в первом случае штрафной, пробитый центральным нападающим Коргю в нижний угол ворот, отличным броском парировал Маргания, а еще через минуту мяч от удара того же Коргю попал в штангу.
Темп игры несколько снизился. Мяч преимущественно находится в центре поля. Острых моментов у ворот почти не возникает. Редкие комбинации, что удаются гостям, среди которых следует отметить обладающего высокой техникой правого крайнего Делядервера, как правило, завершаются неточными ударами.
На 28-й минуте футболисты «Динамо» добиваются нового успеха. Комбинацию, начатую на правом краю (Гагнидзе и Котрикадзе), хорошо завершает Тодрия: мяч в сетке ворот.
Встреча, прошедшая в дружеской обстановке, заканчивается со счетом 4:0 в пользу динамовцев Тбилиси.
Г. Акопов.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 16 июня 1954 года:
საერთაშორისო შეხვედრა.
“დინამო” (თბილისი) – “ჟირონდა” (ბორდო).
“ჟირონდა” (საფრანგეთი, ქ. ბორდო) – ასტერსი, ოკური, ორნანდო, ნაბატი, გარიგა, ტელეჩია, დელიადერიერი, ვოზნესკო, კორგიუ, დეგრანჟი, გარდიენი.
“დინამო” (თბილისი) – მარღანია, ელოშვილი, რუსაძე, სარჯველაძე, მახარაძე, ნ. გაგნიძე, კოტრიკაძე, კ. გაგნიძე, ღოღობერიძე, ანთაძე, თოდრია.
თბილისელი ფეხბურთის მოყვარულები მოუთმენლად მოელოდნენ 14 ივნისის მატჩს საფრანგეთის პროფესიონალური გუნდის “ჟირონდას” (ქ. ბორდო) და თბილისის “დინამოს” შორის. ჩვენი სტუმარი ერთ–ერთი უძლიერესი გუნდია, რომლის რიგებში თამაშობენ მაღალი კლასის, მრავალი საერთაშორისო შეხვედრის მქონე ფეხბურთელები.
საზეიმო მარშის ხმაზე ორივე გუნდი გამოვიდა მწვანე მოედანზე და ცენტრში მოეწყო. ფრანგ ფეხბურთელებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ამხანაგმა თ. სხირტლაძემ. საპასუხო სიტყვით გამოვიდა სტუმართა დელეგაციის ხელმძღვანელი ბ–ნი ჟ. პიჟოლი. დინამოელებმა “ჟირონდას” ფეხბურთელებს ცოცხალი ყვავილების თაიგულები და სამახსოვრო ვიმპელები გადასცეს.
საკავშირო კატეგორიის მსაჯის ნ. ბალაკინის (კიევი) სასტვენის ხმაზე ღოღობერიძემ ბურთი თამაშში შეიყვანა. სტუმრები მაშინვე დაეუფლნენ ბურთს და მარცხენა ფრთიდან ჯგუფად გავიდნენ “დინამოს” საჯარიმო მოედანზე. თბილისელთა მცველებმა დროზე მოასწრეს კართან მისასვლელების დაკეტვა და დეგრანჟის დარტყმა მიზანს აცდა. იმავე წამს დინამოელებმა მეტად სწრაფად შეუტიეს, ფრანგებმა ვერ მოასწრეს უკან დახევა და ღოღობერიძე–კოტრიკაძე–კ. გაგნიძის კომბინაციის შემდეგ ბურთი ჩაუვარდა უმეთვალყუროდ დარჩენილ თოდრიას. ამ უკანასკნელმა ძლიერად დაარტყა, მაგრამ არა ზუსტად. კარგა ხნის განმავლობაში თბილისელთა თავდამსხმელები არ მოსცილებიან მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანს, ზედიზედ გავიდნენ კართან კოტრიკაძე, ღოღობერიძე, თოდრია, მაგრამ იერიშები გადამწყვეტი დარტყმით არ მთავრდებოდა. რამდენიმე კარგი კომბინაცია წამოიწყო მოედნის სიღრმიდან მახარაძემ. ერთ–ერთი ასეთი კომბინაცია მახარაძე–კ. გაგნიძე–ანთაძე–კ. გაგნიძე კარში ძლიერი დარტყმით დამთავრდა, მაგრამ ასტერსმა ნახტომით აიღო ბურთი.
მიუხედავად იმისა, რომ საერთო ინიციატივა “დინამოს” მხარეს იყო, სტუმრები საკმაოდ ხშირად გადიოდნენ თბილისელთა მხარეს. “ჟირონდას” ფეხბურთელები ჩინებულად თამაშობენ თავით, უაღრესად ზუსტი გადაცემა აქვთ, ყოველთვის პოულობენ თავისუფალ ადგილს კომბინაციის გაგრძელებისათვის, ისინი კარგად ფლობენ დრიბლინგის ტექნიკას, მაგრამ მას მეტწილად ადგილზე და ნელ ტემპში ასრულებენ, გარდა ამისა, ფრანგები გადამწყვეტ ფაზაში მწვავე გაგრძელებას ან კარში დარტყმას ამჯობინებენ უფრო საიმედო, მაგრამ ნაკლებ ეფექტურ და უშედეგო გადაცემას.
მაგალითად, “ჟირონდას” ერთ–ერთი კონტრშეტევისას დელიადერიერი კარგად გავიდა მარჯვენა ფრთაზე, სწრაფად გადაინაცვლა ცენტრისაკენ და მეტად ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ კარში არ დაარტყა, მომენტი დაკარგა.
დინამოელები თამაშობდნენ გრძელი გადაცემებით, ბევრს და სწრაფად მოძრაობდნენ. კოტრიკაძე და კ. გაგნიძე გაცილებით ჯობნიდნენ მოწინააღმდეგეებს სისწრაფეში და კარგად იყენებდნენ ამ უპირატესობას. ბრწყინვალედ თამაშობდა ღოღობერიძე, რომლის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო გარიგამ.
“ჟირონდას” ფეხბურთელები ერთი ერთზე ბრძოლაში უმეტესად აგებდნენ დინამოელებთან, ამიტომ მოედნის შუაგულში ერიდებოდნენ მათთან შეხვედრას, კართან იხევდნენ და აქ ჯგუფურ ბრძოლაში იგერიებდნენ შეტევას. ეს თბილისელებს საშუალებას აძლევდა ხანგრძლივად დასახლებულიყვნენ მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანზე.
22–ე წუთზე ღოღობერიძე დრიბლინგით გავიდა მარჯვენა ფრთაზე და მოულოდნელად უკან გადასცა დიდი სისწრაფით გამოქანებულ კ. გაგნიძეს. გაგნიძემ 20 მეტრიდან შეუჩერებლივ დაარტყა კარში და შესანიშნავი გოლი გაიტანა – 1:0.
ორი წუთის შემდეგ ღოღობერიძემ და თოდრიამ მარცხნიდან შეუტიეს. ბურთი კარის წინ იქნა ჩაწოდებული, სადაც ანთაძემ მიიღო იგი და ბადეში გაგზავნა. 2:0.
30–ე წუთზე მახარაძე თავდამსხმელთა რიგებში ჩაება და მოთამაშეთა შორის შექმნილ დერეფანში ზუსტად გაუჭრა ბურთი კ. გაგნიძეს, რომელიც სწრაფად გავიდა წინ, გამოიტყუა მეკარე კარიდან და მესამე ბურთი გაიტანა – 3:0.
მეორე ტაიმში თბილისელთა რიგებს გამოაკლდა მახარაძე. ნახევარდაცვაში გადაინაცვლა ანთაძემ, ხოლო ცენტრში დადგა კალოევი. ეს საგრძნობლად დაეტყო თამაშს. პირველი 10 წუთის განმავლობაში “ჟირონდას” თავდამსხმელები არ მოსცილებიან თბილისელთა კარს. ტაიმის დასაწყისშივე ფრანგებს საჯარიმო დარტყმის უფლება მიეცათ 17 მეტრიდან. კორგიუმ დინამოელთა კედელში მოძებნა ხარვეზი და ძლიერად დაარტყა. მარღანიამ აიღო ძნელი ბურთი. რამდენიმე ხნის შემდეგ კართან გაიჭრა გარდიენი, რომელსაც ამ დღეს ფხიზლად დარაჯობდა ელოშვილი. მისი ძლიერი დარტყმა კარის ძელს მოხვდა. დელიადერიერი, დეგრანჟი, ვოზნესკო დიდხანს ატარებენ ბურთს დინამოელთა კართან, ბევრს აწოდებენ ერთმანეთს, მაგრამ კარში ან არაზუსტად ან სულ არ არტყამენ. ერთ–ერთ მომენტში დელიადერიერმა კარის წინ ღიად დარჩენილ კორგიუს მიაწოდა, მაგრამ ელოშვილმა აკრობატულ ნახტომში თავით ააცალა მას ფეხებიდან ბურთი.
შემდეგ დინამოელებმა გამოასწორეს თამაში, ბურთმა მოედნის შუაგულში გადაინაცვლა, მაგრამ გუნდი გაცილებით ნელი ტემპით და სუსტად თამაშობდა, ვიდრე პირველ ტაიმში. 28–ე წუთზე ღოღობერიძემ ხელსაყრელი მდგომარეობიდან ბურთი თოდრიას გადააწოდა, რომელმაც საჯარიმო მოედნის კუთხიდან მეოთხე ბურთი გაიტანა.
ორივე გუნდში მოხდა ცვლილებანი. “დინამოში” მარღანია და რუსაძე შეცვალეს სანაიამ და გოგლიძემ, სტუმართაგან მოედანი დატოვეს ვოზნესკომ და დეგრანჟმა, რომელთა მაგივრად გამოვიდნენ პარდო და დოი.
თამაში ფაქტიურად უკვე მოგებული ჰქონდა “დინამოს”, მაგრამ გონგის შემდეგ “ჟირონდამ” კინაღამ თავი დააღწია მშრალ ანგარიშს. დოის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი შესანიშნავად მოიგერია სანაიამ.
თბილისელთა პირველი საერთაშორისო შეხვედრა მიმდინარე სეზონში დამთავრდა “დინამოს” გამარჯვებით, ანგარიშით – 4:0.
ბ. ქორქია.