«Динамо» (Тбилиси) — «Халадаш» (Сомбатхей, Венгрия) 1:3 (1:2)
Международный товарищеский матч.
1 июля 1959 года. 18-45. Тбилиси. Стадион «Динамо».
Судья: В.Барашков (Москва).
«Динамо»: С.Котрикадзе, Чохели, Торадзе, Хочолава, Б.Сичинава, Зейнклишвили, Мелашвили, Яманидзе, Калоев, Гогоберидзе, Месхи (Баркая).
«Сомбатхей Халадаш»: Варга, Молнар, Тар, Селеш, Кулчар, Сакаи, Полгар, Пал, Цигон, Комора, Тот.
Голы:
1:0 Гогоберидзе — 04
1:1 Комора
1:2 Комора
1:3 Комора
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 2 июля 1959 года:
Гости из Сомбатхея. «Холодаш» (Сомбатхей) — «Динамо» (Тбилиси).
Советский Союз для проведения товарищеских встреч прибыла футбольная команда «Холодаш» из венгерского города Сомбатхей. «Холодаш» — клуб спортсменов-железнодорожников, созданный около полувека назад. Футболисты «Холодаша» в чемпионате страны выступают по первой группе. В прошлом году они заняли седьмое место.
Свой первый матч у нас гости провели вчера в Тбилиси против местных динамовцев. Венгры одержали победу — 3:1.
Правда, счет на 4-й минуте первого тайма открыл Гогоберидзе. Но в дальнейшем атлетически сложенные игроки «Холодаша» постепенно переиграли своих противников. Особенно удачно играли венгры в нападении, схема которого была несколько необычна: выдвинутые вперед полусредние и оттянутый в линию полузащиты центр нападения.
Именно левый полусредний Комара и забил все три мяча в ворота динамовцев. У тбилисцев было много возможностей сравнять счет. Но блестяще сыгравший вратарь гостей Янош Варга свел на нет все усилия нападающих «Динамо».
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 2 июля 1959 года:
თვითდამშვიდების ნიმუში.
თბილისი. ”დინამოს” სტადიონი. 1 ივლისი.
”დინამო” (თბილისი) – ”ჰალადაში” (უნგრეთი) – 1:3 (1:2).
”ჰალადაში”: ვარგა; მოლნარი, ტარი, სელეში; კულჩარი, საკაი; პოლგარი, პალი, ციგონი, კომორე, ტოტი.
”დინამო”: კოტრიკაძე; ჩოხელი, თორაძე, ხოჭოლავა; სიჭინავა, ზეინკლიშვილი; მელაშვილი, იამანიძე, კალოევი, ღოღობერიძე, მესხი (ბარქაია).
მსაჯი: ვ. ბარაშკოვი (მოსკოვი).
მე-10 ადგილი 14 გუნდს შორის უნგრეთის ჩემპიონატში. ქალაქი სომბატპეი, რომელშიც 50 ათასი მაცხოვრებელია. არც ერთი გამოჩენილი გვარი შემადგენლობაში.
შეიძლება ამ ციფრებმა გამოიწვია ის, რომ დინამოელებმა ზედმეტი თვითდამშვიდებით, ზერელედ დაიწყეს თამაში. დაემატა ისიც, რომ ღოღობერიძემ უკვე მე-4 წუთზე საკმაოდ იოლად გაიტანა ბურთი და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თბილისის ”დინამო” ადვილად მოიგებდა ამ საერთაშორისო შეხვედრას.
მაგრამ მოგება თავისით არ მოდის იმ გუნდთანაც კი, რომელიც ”სადღაც” მეათე ადგილზეა თავისი ქვეყნის ჩემპიონატში.
უნგრელებმა საუკეთესოდ ჩაატარეს მატჩი. ესაა ბრმოლისუნარიანი, ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდი, რომელიც აქტიურად იბრძვის ცენტრში უპირატესობის მოპოვებისათვის და ამ ამოცაწისს შესრულების შემდეგ დაუყოვნებლივ იწყებს მის რეალიზაციას. მოთამაშეები სწრაფად გამოდიან ბურთზე, არ ერიდებიან ძალისმიერ ბრძოლას.
თბილისელებმა კი მატჩი ჩაატარეს ძალზე უფერულად, დაბალ დონეზე. მოთამაშეთა უმრავლესობას მძიმე დაღლილობა ეტყობოდა, თუმცა დასაღლელი მათ არაფერი ჰქონდათ. ყოველგვარ კრიტიკაზე დაბლა იდგა მესხის, იამანიძის, მელაშვილისა და სხვათა თამაში. დაცვაში ხშირი იყო უხეში შეცდომები, ბურთი უმეტეს შემთხვევაში ემლეოდა მოწინააღმდეგეს. მაშინაც კი, როცა მოახლოვდა ”ცაიტნოტი” და დრო ”ჰალადაშის” სასარგებლოდ მუშაობდა, დინამოელები არ ჩქარობდნენ და უამრავ დროს კარგავდნენ საჯარიმო დარტყმების გათამაშებისას. გადაცემათა 90 პროცენტი არაზუსტი იყო და მოწინააღმდეგეს ეგზავნებოდა.
დამახასიათებელია ისიც, რომ სამივე ბურთი გატანილ იქნა ერთი და იგივე მოთამაშის — კომორეს მიერ.
ახლა, როცა ჩვენი გუნდი აღმავლობის გზაზე დგას და საკავშირო პირველობის ცხრილში საკმაოდ დაშორებულია სახიფათო ზონას, საჭიროა მეტი მონდომებისა და ენერგიის გამოჩენა, რათა შევინარჩუნოთ და განვიმტკიცოთ მოპოვებული.
რ. ქორიმე.