«Динамо» (Тбилиси) — «Висмут» (Ауэ, ГДР) 2:1 (0:1)

«Динамо» (Тбилиси) — «Висмут» (Ауэ, ГДР) 2:1 (0:1)

Международный товарищеский матч.
17 октября 1969 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Локомотив».
Судья: Д.Велиев (Баку).
«Динамо»: Урушадзе, Петриашвили, Кантеладзе, Челидзе, Цховребов, Кутивадзе, Илиади (М.Мачаидзе), Г.Сичинава, Гавашели, Каркашадзе, Л.Нодия.
«Висмут»: Тиле, Вайкерт, Килерман, Пол, Шмидель, Шпицнер, Барчи, Шалер, Кольштайн, Айнзидел, Берлайн (Зайдел).
Голы:
0:1 Пол — 30
1:1 Л.Нодия — 65
2:1 Кутивадзе — 82

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელოЗаря ВостокаМолодой сталинецВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от октября 1969 года:

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 18 октября 1969 года:

მადა ჭამაში მოდის…
თბილისი. „ლოკომოტივის“ სტადიონი. 16 ოქტომბერი.
„დინამო“ (თბილისი) – „ვისმუტი“ (აუე. გდრ) 2:1 (0:1).
„დინამო“: ურუშაძე, პეტრიაშვილი, კანთელაძე, ჭელიძე, ცხოვრებოვი, კუტივაძე, ილიადი (მაჩაიძე), სიჭინავა, გავაშელი, ქარქაშაძე, ლ. ნოდია.
„ვისმუტი“: ტილე, ვაიკერტი, კილერმანი, პოლი, შმიდელი, შპიცნერი, ბარჩი, შალერი, პოლშტაინი, აინზიდელი, ბერლაინი (ზაიდელი).
მსაჯი თ. ველიევი (ბაქო).
გერმანელი ფეხბურთელები ამ მატჩის შედეგზე მაინცდამაინც დიდ იმედებს არ ამყარებდნენ. მათი თავდაპირველი სურვილი იყო როგორმე მიუვალი გაეხადათ საკუთარი კარის მისადგომები. ამ მიზნით დაცვაში ჭარბი ძალები გადაისროლეს და წინ მხოლოდ ორი სწრაფი ფორვარდი – შალერი და აინზიდელი დატოვეს. მაგრამ ისინიც მეტწილად მინდვრის შუაგულში მოქმედებდნენ და მასპინძლების კარს უშუალო საფრთხეს არ უქმნიდნენ.
დინამოელთა „მოდერნიზებულმა“ შემადგენლობამ, პირიქით, ბრძოლა გამარჯვების რწმენით დაიწყო და მეტოქე თავისი განზრახვის შესახებ თავიდანვე საქმის კურსში ჩააყენა. მაგრამ ერთია სურვილი, ასე ვთქვათ, გუნდის კონკრეტული მიზანი, ხოლო სულ სხვაა გზა და მეთოდი, რომელსაც ამ სურვილის შესასრულებლად იყენებ.
დინამოელებმა არც ისე რთული ამოცანის გადასაწყვეტად აირჩიეს გეგმა, რომელმაც ისინი პირველ ტაიმში აშკარად არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა. მართალია, მასპინძლები გამუდმებით უტევდნენ, მაგრამ არც ერთი ამ შეტევათაგანი არ იყო ბოლომდე მოფიქრებული და ამიტომ – შედეგიანი. ცალკეულ ფორვარდთა თუ ნახევარმცველთა პარტიზანული გამოხდომები სტუმრების დაცვითი რიგების გავლის შემდეგ კარგავდა სიმწვავეს და ბოლოს საჯარიმო მოედნის მისადგომებთან ქრებოდა.
„ვისმუტმა“ ყოველივე ამას ადრე აუღო ალღო და, ვინაიდან კარის აღების უშუალო საფრთხე არსაიდან ჩანდა, ოდნავ წინ წასწია თავდამსხმელები. ამბობენ, მადა ჭამაში მოდისო. სტუმრებმა პირვანდელი მტკიცე განზრახვა – რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, არ გაეშვათ გოლი, უფრო აგრესიული განზრახვით შეცვალეს და მალე (30–ე წუთზე) სისრულეში მოიყვანეს.
…თბილისელთა მხარეს დაინიშნა კუთხური დარტყმა. ცენტრფორვარდმა აინზიდელმა მაღალი ბურთი დაჰკიდა საჯარიმო მოედნის ცენტრში. რამდენიმე დინამოელი უმალ აღიმართა ბურთის მისაღებად, მაგრამ ყველაზე უკეთესი აღმოჩნდა „ვისმუტის“ მცველის პოლის ნახტომი, რომელმაც ზუსტი თავური დარტყმით გახსნა კიდეც ანგარიში.
თამაშის ტაქტიკური ნახაზი შესვენების შემდეგაც უცვლელი დარჩა, მაგრამ მასპინძლების წინაშე უკვე კონკრეტული გეგმა დაისახა ( პირველყოვლისა, ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი გამარჯვებაზე ფიქრი), რომლის განხორციელებას გუნდმა უფრო ენერგიულად მოჰკიდა ხელი. საპასუხო გოლი, რომელიც ლ. ნოდიამ გერმანელთა კარში 65–ე წუთზე გაიტანა, ლოგიკური შედეგი იყო ტერიტორიული უპირატესობისა, რომელსაც „დინამომ“ მეორე ტაიმის მე–10 წუთში მიაღწია. კიდევ 17 წუთის შემდეგ კუტივაძემ შორიდან ზუსტი დარტყმით წერტილი დაუსვა ბრძოლას, რომელიც დიდხანს სახარბიელოს არაფერს უქადაგებდა მასპინძლებს.
ნ. გუგუშვილი.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от октября 1969 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от октября 1969 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от октября 1969 года: