«Динамо» (Тбилиси) — «Трабзонспор» (Трабзон, Турция) 0:1 (0:0)
Международный товарищеский матч.
31 августа 1975 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив».
Судья: Т.Бахрамов (Баку).
«Динамо»: Гогия, Муджири, Дзодзуашвили, Эбралидзе, Хизанишвили, Гавашели (Копалейшвили), М.Мачаидзе, Коридзе, Гуцаев, Г.Мачаидзе, Церетели (Шелия).
«Трабзонспор»: Гюнеш, Семердж (Озгар), Озчамлиан, Озджан, Уста, Месдж (Боржин), Джейхан (Юанч), Явуз, Демидж, Токи (Бали), Алдин (Саканодлу).
Гол:
0:1 Бали — 80
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 2 сентября 1975 года:
Завершая турне.
ТБИЛИСИ, 1 сентября. (Корр. ТАСС). Завершал турне по СССР, футболисты турецкого клуба «Трабзонспор» победили тбилисских динамовцев — 1:0. Гол был забит во втором тайме.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 2 сентября 1975 года:
ჩვენი გუნდი ცუდ ფორმაშია.
თბილისი «ლოკომოტივის» სტადიონი 31 აგვისტო.
«დინამო»(თბილისი) – «ტრაბზონსპორი»(თურქეთი) 0:1 (0:0).
«დინამო»: გოგია, მუჯირი, ძოძუაშვილი, ებრალიძე, ხიზანიშვილი, გავაშელი (კოპალეიშვილი), მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, გ. მაჩაიძე, წერეთელი (შელია).
«ტრაბზონსპორი»: გიუნეში, სემერჯი (ოზგარა), ოზჩამლიანი, ოზჯანი, უსტა, მესხჯი (ბორჟინი) ჯეიბანი (უიანჩი), თავუზი, დემიჯი, ტოქი (ბალი), ალთინი (საკანოღლუ).
მსაჯი ტ. ბახრამოვი (ბაქო).
ბურთი მე–80 წუთზე გაიტანა ბალიმ.
თურქ ფეხბურთელებთან მატჩის წინ კიდევ ერთხელ ყურადღებით გადავიკითხე ის ინტერვიუ, რომელიც «ლელოს» კორესპონდენტს მისცა სტუმრების უფროსმა მწვრთნელმა. რას წარმოადგენს «ტრაბზონსპორი»? ეს ახალი პროფესიული კლუბია, მაგრამ მისი ისტორია ათეულ წელსაც არ ითვლის, შექმნილია რომელიღაც სამოყვარულო გუნდების ბაზაზე, წინა სეზონში მე–2 ლიგაში გამოდიოდა, მერე 1 ლიგაში გადასულა და მე–7 ადგილი დაუკავებია, შემდეგ თურქეთის თასის გათამაშების ფინალში მიუღია მონაწილეობა და რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს. აი, «ტრაბზონსპორის» მთელი ავლადიდება ამას, ჩვენი მხრივ, შეგვიძლია დავუმატოთ ორი საპატიო წაგება ახლანდელ ტურნეში მოსკოვის «დინამოსთან» და დონეცკის «შახტიორთან».
აი, ამ გუნდთან, რომელიც თურმე პირველადაა უცხოეთში სათამაშოდ, თბილისის «დინამომ» წააგო საშუალო ხარისხის დებიუტანტთან, რომელიც ფაქტიურად ახლა იწყებს თავის გზას და ალბთ ფრედ დამთავრებული მატჩისაც დიდად კმაყოფილი დარჩებოდა.
არის საგანგაშო ეს დამარცხება საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში. თუ მას შეიძლება ისე, სასხვათაშორისოდ მივუდგეთ და შემოვიფარგლოთ უბრალო საწვრთნელი თამაშის მასშტაბით?
რა თქმა უნდა, მდგომარეობა საგანგაშოა და, თუ თვით «დინამოს» რომელიმე მოთამაშეს ჰგონია, რომ ასე არაა, ძალიან ცდება. ჯერ ერთი, ყოველი საერთაშორისო მატჩი გუნდის ისტორიაში იწერება სამუდამოდ, საკუთარი ისტორია კი არ შეიძლება შავი ლაქებით ააჭრელო. საქმე თაობებით მოპოვებულ პრესტიჟს ეხება, მეორეც ეს წაგება პირდაპირ და უშუალოდ ასახავს იმ ღრმა, სერიოზულ კრიზისს, რომელსაც ახლა განიცდის ჩვენი გუნდი. თვითონ განსაჯეთ: საკავშირო ჩემპიონატის ბოლო სამ ტურში დინამოელებმა მხოლოდ 2 ქულა აიღეს, შემდეგ ესპანეთის საერთაშორისო ტურნირში წააგეს 2 მატჩი (0:2, 1:2) და ბოლო ადგილი დაიკავეს, შინ დაბრუნებულებმა კალუგაში ჩაატარეს ამხანაგური თამაში, სადაც ასევე დამარცხდნენ და ახლა «ტრაბზონსპორთანაც» ეს სიურპრიზი მოგვართვეს.
რაიმე შემთხვევითობაზე და უიღბლობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ვერც ის მიზეზი გამოდგება რამდენადმე მაინც გასამართლებელ არგუმენტად, რომ 31 აგვისტოს გუნდს სამი საუკეთესო მოთამაშე აკლდა, ვინაიდან მინდორზე მუდამ გამოდის ერთ–ერთი რომელიმე ძირითადი ვარიანტი და მან უნდა იბრძოლოს ისე, როგორც საჭიროა, მთელი ძალით, ენერგიით. კომპრომისს არავინ დაუშვებს.
ძნელია წარმოიდგინო იმაზე უფრო უთავბოლო, ქაოსური, მოუნდომებელი, ინერტული თამაში, რომელიც ახლა გვიჩვენეს თბილისელებმა. თითქოს ვიღაცამ რაღაც უსიამოვნო, ზედმეტი სამუშაო დაავალა, რაც სულაც არ შედის მათი საქმიანობის სფეროში და ისინიც იძულებული იყვნენ როგორმე თავიდან მოეცილებინათ ეს აბეზარი დავალება. და აჰა, მოიცილეს კიდეც.
მატჩის პირველივე წუთებიდან ნათლად ჩანდა, თუ როგორი განწყობილებით გამოვიდა «დინამო» მინდორზე. არავითარი პასუხისმგებლობა მონდომება, ერთსულოვნება. ვისაც როგორ მოეპრიანებოდა, ისე თამაშობდა, პარტნიორები და მათთან ურთიერომოქმედება, კოლექტივიზმის უპირველესი მოთხოვნები, დიდი დატვირთვით ინტენსიური მოძრაობა და სხვა მისთანანი შორს, მეორე პლანზე გადავიდა. 90 წუთის მანძილზე თურქების მეკარე გიუნეშს არც ერთხელ არ დასჭირვებია კარში დარტყმული ბურთის აღება, ვინაიდან მცველები ყველა ხიფათს საკუთარი ძალებით იგერიებდნენ.
დინამოელთა ცალკეულ მოთამაშეებზე წერა და მათი შეცდომების მითითება ზედმეტად მიგვაჩნია, ვინაიდან წაგებისთვის ერთნაირად პასუხისმგებელია ყველა, ვინც კი ამ მატჩში მონაწილეობდა. პასუხისმგებლები არიან ისინიც, ვინც გუნდს ამზადებდა თურქებთან შესახვედრად. დამარცხებისთვის პასუხი მოეთხოვება უკლებლივ ყველას, მთელ კოლექტივს, ასე, გასეირნებით ახლა ფეხბურთს არავინ თამაშობს.
როცა ეს რეცენზია იწერებოდა, რედაქციაში მოვიდნენ თბილისის «დინამოს» ვეტერანები, სპორტის დამსახურებული ოსტატი ს. კოტრიკაძე, სპორტის ოსტატი ბ. სიჭინავა, რომლებიც მთლიანად იზიარებენ იმ აღშფოთებას, რომელსაც გამოთქვამს ჩვენი სპორტული საზოგადოებრიობა დინამოელთა უხეირო, უსუსური თამაშის გამო. ახლა, როცა საერთაშორისო ტურნირებით გამოწვეული შესვენება გათავდა და განახლდა საკავშირო ჩემპიონატი, სადაც თბილისის «დინამოს» ურთულესი მატჩები აქვს ჩასატარებელი, კოლექტივი უნდა დაირაზმოს, ანალიზი გაუკეთოს წარუმატებლობას, გამოარკვიოს მისი მიზეზები და ყველაფერი იღონოს კრიზისისგან თავის დასაღწევად. სიძნელეებს ვაჟკაცური ბრძოლა სჭირდება და არა კაპიტულანტური განწყობილება. ეს კარგად უნდა შეიგნოს თითოეულმა ფეხბურთელმა თუ მწვრთნელმა.