«Динамо» (Тбилиси) — «СК Мотор» (Йена, ГДР) 0:3 (0:2)
Международный товарищеский матч.
27 мая 1964 года. 19-30. Тбилиси. Стадион «Динамо».
Судья: Л.Саркисов (Сочи).
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Хурцилава, Петриашвили, Зейнклишвили, Яманидзе, Г.Сичинава, Метревели, Баркая, Апшев (Калоев), Месхи.
«Мотор»: Фритцше, Штрикснер (Отто), Рок, Патцер, Хергерт, Войтзац, Ланге, Мюллер, П.Дукке, Краус, Р.Дукке.
Голы:
0:1 Ланге — 21
0:2 Мюллер — 33
0:3 П.Дукке — 52
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 28 мая 1964 года:
Принимаем гостей.
Динамовцев Тбилиси всегда отличала хорошая игра в международных встречах. А тут еще во вчерашнем их состязании с немецкой футбольной командой «Мотор» из города Йена в составе хозяев зрители отметили приятные изменения — после долгого перерыва выступили Котрикадзе и Хурцилава. Однако даже усиление линии защиты не оправдало ожиданий Тбилисских любителей футбола — динамовцы проиграли со счетом 0:3. Голы забили Ланге, Мюллер, П. Дуке. Следует отметить и высокое мастерство вратаря гостей Фриче.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 28 мая 1964 года:
სასწაული ფეხბურთში არ ხდება.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 27 მაისი.
“დინამო” (თბილისი) – “მოტორი” (იენა) 0:3 (0:2).
“მოტორი”: ფრიტცშე – შტრიკსნერი (ოტო), როკი, პატცერი, ჰერგერტი – ვოიტზაცი, ლანგე – მიულერი, პ. დუკე, კრაუსი, რ. დუკე.
“დინამო”: კოტრიკაძე – ბ. სიჭინავა, ხურცილავა, პეტრიაშვილი, ზეინკლიშვილი – იამანიძე, გ. სიჭინავა – მეტრეველი, ბარქაია, აფშევი (კალოევი), მესხი.
მსაჯი: ლ. სარქისოვი (სოჭი).
სასწაულს კანონზომიერების ფორმა საერთოდ არა აქვს. 90 წუთის განმავლობაში შეიძლება იმედის ტყვეობაში ყოფნა, თუ კი იგი რაიმე რეალურ საფუძველს ეყრდნობა. იყო თუ არა გუშინდელ მატჩში რაღაც ამგვარი მოლოდინი? ვფიქრობთ, რომ არა. პირიქით, თამაშის მსვლელობის “რკინის კანონებს” ლოგიკურად მივყავდით წაგებისკენ.
საგანგაშო ნიშნები შეხვედრის დასაწყისშივე გახდა შესამჩნევი. “დინამომ” მეტისმეტად თვითდარწმუნებით წამოიწყო პირველი შეტევები და ოდნავადაც არ გაუწია ანგარიში მოწინააღმდეგის აშკარა თავგანწირულ თამაშს. მხედველობიდან გამორჩა “დინამოს” ისიც, რომ გერმანელ ფეხბურთელებს უაღრესად დიდ მონდომებასთან ერთად, საკმაოდ მაღალი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ანგარიშგასაწევი ტექნიკაც ჰქონდათ და… მასპინძლებზე უკეთესი ტაქტიკა.
ერთი სიტყვით, მატჩის დასაწყისშივე დაშვებულ იქნა რამდენიმე შეცდომა, რომლის გამოსწორებასაც “დინამომ” ამაოდ მოანდომა მთელი დრო. რა ჰქონდათ ასეთი განსაკუთრებული გერმანელ ფეხბურთელებს? ვფიქრობთ, რომ არაფერი, გარდა ძალზე საღი და ოპერატიული, ყოველი კონკრეტული მომენტისთვის შესაფერისი აზროვნება და კიდევ ერთი: თვითეული მათგანი ფიზიკურად ბრწყინვალედ იყო მომზადებული.
“მოტორის” თავდამსხმელები, როგორც წესი, აქტიურად ეხმარებოდნენ დაცვას და კონტრშეტევების დროს მუდამ ადგილზე იყვნენ. ასეთმა ელასტიურმა მანევრირებამ გერმანელთა საჯარიმო მოედანი ჩვენი თავდამსხმელებისათვის შეუვალი გახადა. ეს იყო სტუმართა წარმატების პირველი პირობა. დასაწყისში “მოტორის” ფეხბურთელები, როგორც ჩანს, იერიშების ეფექტურობაზე და შეტევაზე დიდი იმედებს არც კი ამყარებდნენ.
მაგრამ მადა ჭამაში მოდის, და სტუმრებიც თანდათან მიხვდნენ, რომ შეიძლებოდა გოლის გატანაზეც ეფიქრათ, მით უმეტეს, ნაავადმყოფარი კოტრიკაძე საიმედოდ არ იდგა კარში. და აი, მათ შორი მანძილიდან დარტყმებით მოსინჯეს ნიადაგი. პირველივე ცდა წარმატებით დამთავრდა: მარჯვენა გარემარბმა ლანგემ 21–ე წუთზე ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში.
გოლმა თბილისელები გამოაფხიზლა, მაგრამ ეს გამოფხიზლება ქაოტურ, უსისტემო ფუსფუსს უფრო ჰგავდა, ვიდრე გეგმაზომიერ მოქმედებას. ყოველ თბილისელ თავდამსხმელს მოვალეობად მიაჩნდა ცენტრიდან გარღვევა, სადაც ორივე გუნდის თითქმის ყველა მათამაშე იყრიდა თავს. 10–15 კაცში მოკლე გადაცემებითა და ბურთის გაუთავებელი ტარებით გასვლა, რა თქმა უნდა, ზღაპარია და დინამოელთა შეტევებიც საჯარიმო მოედნის მისადგომებთან იფუშებოდა, შორიდან კარში დარტყმაზე კი არავინ ფიქრობდა.
33–ე წუთზე გამეორდა პირველი გოლის სიტუაცია, და მარჯვენა შუამარბმა მიულერმა კვლავ შორიდან გაგზავნილი ბურთით მეორედ შეარხია “დინამოს” კარის ბადე.
დინამოელები დამარცხების საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ. მათ დაიწყეს ნაჩქარევი, გაუაზრებელი იერიშები, რაც ბოლოს მოწინააღმდეგის კარის ნერვიულ და უსისტემო შტურმში გადაიზარდა. თავდასხმით გართულმა თბილისელებმა 52–ე წუთზე უმეთვალყუროდ დატოვეს სტუმრების ცენტრალური თავდამსხმელი პ. დუკე, რომელმაც 25 მეტრიდან მესამე ბურთი გაგზავნა “დინამოს” კარში.
სასწაული არ მოხდა, რომელსაც გულშემატკივრები შეიძლება ელოდნენ კიდეც.
ბ. გუგუშვილი.