«Динамо» (Тбилиси) — Сборная Тегерана (Иран) 3:1 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — Сборная Тегерана (Иран) 3:1 (1:0)

Международный товарищеский матч.
21 ноября 1968 года. 15-00. Тбилиси. Стадион «Динамо». Пасмурно, дождь.
Судья: Д.Велиев (Баку).
«Динамо»: Урушадзе (Гогия), Петриашвили, Кантеладзе, Рехвиашвили, Чохонелидзе, Г.Сичинава (Дзодзуашвили), Кутивадзе, Асатиани (Илиади), Метревели (к), Гавашели, Месхи (Г.Нодия).
Сб. Тегерана: Зели, Абиб, Кошон, Арам, Иовари, Аличхан, Джамоф, Моноджоти, Милед, Шафхар, Мустафов (во втором тайме в составе команды были произведены замены, точные данные по которым на данный момент отсутствуют).
Голы:
1:0 Метревели — 25
2:0 Гавашели — н2т
3:0 Метревели
3:1 Аличхан — 75

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 22 ноября 1968 года:

Тбилиси. «Динамо» (Тбилиси) — Сборная Тегерана (Иран) 3:1 (1:0).
Последнюю встречу своего турне по Советскому Союзу провели вчера футболисты сборной Тегерана. Их соперниками были тбилисские динамовцы. Как и в предыдущих двух матчах (с ереванским «Араратом» и бакинским «Нефтчи»), гости потерпели поражение — 1:3. У тбилисцев голы забили Метревели (два) и Гавашели. Ответный мяч провел Алигхани.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 23 ноября 1968 года:

ტრადიციის შესაბამისად.
თბილისის, „დინამოს“ სტადიონი. 21 ნოემბერი.
„დინამო“ (თბილისი) – თეირანი (ნაკრები) 3:1 (1:0).
„დინამო“: ურუშაძე (გოგია), პეტრიაშვილი, კანთელაძე, რეხვიაშვილი, ჭოხონელიძე, სიჭინავა (ძოძუაშვილი), კუტივაძე, ასათიანი (ილიადი), მეტრეველი, გავაშელი, მესხი, (გ. ნოდია).
თეირანი: ზელი, აბიბი, კოშონი, არაბი, იოვარი, ალიჩხანი, ჯაბორი, მონოჯოტი, მილეთი, შაფჰარი, მუსტაფავი (მეორე ტაიმში თეირანის გუნდში მოხდა რამდენიმე ცვლილება).
მსაჯი თ. ველიევი (ბაქო).
თბილისისა და ირანის ფეხბურთელთა სპორტულ ურთიერთობას საკმაოდ დიდი ხანია ტრადიცია აქვს. დაწყებული 1944 წლიდან თბილისის „დინამო“ და ოფიცერთა სახლის გუნდი არაერთხელ ყოფილან ირანში და შინაც მიუღიათ ამ ქვეყნის ნაკრები თუ საკლუბო გუნდები. დინამოელებს უკვე 9 ასეთი შეხვედრა ჰქონდა ირანელებთან და მათ ანგარიშზე ირიცხებოდა 6 გამარჯვება (3 მატჩი ფრედ დამთავრდა).
თეირანის ნაკრების ამ ბოლო ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ ირანელ ფეხბურთელთა საერთო კლასი საგრძნობლად ამაღლებულა და დაახლოებია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტს. მოთამაშეებს კარგი ფიზიკური მომზადება, სისწრაფე და ტექნიკა აქვთ, დიდ დატვირთვას იღებენ თავიანთ თავზე, ნახევარმცველები ხშირად მონაწილეობენ საიერიშო კომბინაციებში, ყოველ შესაფერის მომენტს იყენებენ შორი მანძილიდან კარში დარტყმისათვის. ამიტომ იყო, რომ მასპინძლებს საკმაო ხანი დაჭირდათ ანგარიშის გახსნისათვის, თუმცა საერთო ტერიტორიული უპირატესობა მათ თავიდანვე ჰქონდათ.
პირველი ბურთი გატანილ იქნა 25–ე წუთზე მეტრეველის მიერ. იგი სწრაფად გავიდა რამდენიმე მცველს შორის და ზუსტად დაარტყა კარის შორეულ კუთხეში – 1:0.
სტუმრებმა მარცხს ძლიერი კონტრშეტევებით უპასუხეს. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ჯაბორი, ალიჩხანი, შაფჰარი. ურუშაძეს მოუხდა რამდენიმე ძნელი ბურთის აღება.
შესვენების შემდეგ სტუმრებმა ზედიზედ რამდენიმე ცვლილება მოახდინეს და ამ პერიოდში გუნდის მონოლითობა დაირღვა. დინამოელებმა კარგად გამოიყენეს ეს გარემოება და ჯერ გავაშელმა პეტრიაშვილის გადაცემიდან გაიტანა მეორე გოლი, მერე კი მეტრეველმა ძალზე ზუსტად გამოიყენა ჭოხონელიძის მიერ მარცხენა ფლანგიდან მოწოდებული ბურთი – 3:0.
ასეთი ანგარიშის მიუხედავად, ირანელი ფეხბურთელები განაგრძობდნენ აქტიურ თამაშს. 75–ე წუთზე „დინამოს“ კარში დაინიშნა საჯარიმო. აბიბის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთის აღება ვერ შეძლო მეკარე გოგიამ და ანგარიში გახდა 3:1.
ე. ტაბუცაძე.