«Динамо» (Тбилиси) — Сборная Ирана 2:1 (1:0)
Международный товарищеский матч.
21 августа 1966 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Динамо».
Судья: Т.Бахрамов (Баку).
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Рехвиашвили, Челидзе, Цховребов, Г.Сичинава (Хартишвили), Илиади, Хуцишвили, Яманидзе, Метревели, Датунашвили.
Сборная Ирана: Зели (Баяди), Келич-хан, Хабиб, Ранджабар, Мехроби, Араби, Шир-Задехан (Джабори), Эсмоил (Фармази), Валеб, Бехзари, Эфтихари.
Голы:
1:0 Датунашвили — 14
2:0 Метревели — 47
2:1 Эфтихари — 62
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от августа 1966 года:
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 23 августа 1966 года:
საშუალო მეტოქე და სასარგებლო გაკვეთილი.
თბილისი. „დინამოს“ სტადიონი. 21 აგვისტო.
„დინამო“ (თბილისი) – ირანი (ნაკრები) 2:1 (1:0).
„დინამო“: კოტრიკაძე, ბ.სიჭინავა, რეხვიაშვილი, ჭელიძე, ცხოვრებოვი, გ. სიჭინავა (ბარათაშვილი), ილიადი, ხუციშვილი, იამანიძე, მეტრეველი, დათუაშვილი.
ირანი: ზელი (ბაიათი), ქელიჩ–ხანი, ჰაბიბი, რანჯბარი, მეხრობი, არაბი, შირზადეჩანი (ჯაბორი), ესმოილი (ფარმაზი), თალები, ბებზადი, ეფმიჰარი.
მსაჯი ტ. ბახრამოვი (ბაქო).
დიდი ხანია არ უნახავს თბილისელ მაყურებელს საერთაშორისო მატჩი ფეხბურთში, სადაც დინამოელთა მეტოქე იქნებოდა ხეირიანი უცხოური კლუბი ან რომელიმე ქვეყნის ნაკრები გუნდი. 1962 წელს თბილისში იმყოფებოდა შოტლანდიის „გლაზგო რეინჯერსი“, ცნობილი, ძლიერი კლუბი, რის შემდეგ კარგი გუნდი ჩვენთვის უცხო ხილად იქცა.
გუშინწინ დინამოელებმა თავიანთ მინდორზე მიიღეს ირანის ეროვნული ნაკრები. გულახდილად რომ ვთქვათ, დღევანდელი საერთაშორისო ფეხბურთის ელიტაში არც ეს გუნდი ირიცხება, მაგრამ, ჩვენი აზრით, განვლილმა მატჩმა ზოგიერთი საყურადღებო და სასარგებლო რამ შესძინა თბილისელებს.
ამ „ზოგიერთიდან“ გვინდა გამოვყოთ 2 ძირითადი მომენტი:
პირველი. რა თქმა უნდა, თამაშის საერთო კლასით, ცალკეულ მოთამაშეთა სიძლიერით ირანელები ვერ მოვლენ თბილისელებთან, ტექნიკაშიც, სისწრაფეშიც განსხვავება საგრძნობი და ხელსახებია, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის უნარი, მცველთა ანსამბლის მოქმედება სახიფათო მომენტებში და საერთო სათამაშო ტონუსი ირანელებს სანიმუშო აქვთ. მეტრეველის, გ. სიჭინავას, იამანიძის მიერ შესრულებული რთული ელემენტები შემდგომ გაგრძელებას ვერ პოულობდა იმის გამო, რომ სტუმრები თავგანწირვით თამაშობდნენ, ერთდროულად იყვანდნენ მტკიცე მარწუხებში როგორც თვით დრიბლიორს, ე.ი. ბურთის მფლობელ ფეხბურთელს, ისე მის შესაძლო პარტნიორებსაც კომბინაციის გასაგრძელებლად. მათი კონტრილეთები სრულდებოდა ზუსტად, სწრაფად, და რაც მთავარია, დროულად.
მეორე. რომ შევადაროთ თბილისელთა მიერ უშუალოდ მეტოქის კართან შექმნილი სახიფათო მომენტი ირანელებისას, განსხვავება საკმარისზე მეტია „დინამოს“ სასარგებლოდ. შეფარდება დაახლოებით გამოიხატება ციფრებით 5:1. შეტევათა ეფექტურობაც რომ ასეთივე პროპორციით დამთავრებულიყო, დინამოელები მატჩს მინიმალური განსხვავებით კი არ მოიგებდნენ, არამედ უფრო დამაჯერებლად. მიზეზი? მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენი თავდამსხმელები უამრავ ხელსაყრელ მომენტს კარგავდნენ მოპირდაპირე საჯარიმო მოედანზე, ჩვენი მოწინააღმდეგეები კი – არა, ის გოლიც, რომელიც ირანელებმა გაიტანეს „დინამოს“ კარში, სულ არ წარმოადგენდა სახიფათო იერიშის შედეგს. გაიხსენეთ ეს გოლი: ეფმიჰარიმ 62–ე წუთზე დაახლოებით 35 მეტრიდან მოულოდნელად დაარტყა კარში, კოტრიკაძე გამოთიშული აღმოჩნდა თამაშიდან და ვერ შეძლო ბურთის აღება. ეს თითქოს უბრალო, მაგრამ ჩაფიქრებული და დამუშავებული მანევრი ჩვენმა სტუმრებმა რამოდენიმეჯერ გამოიყენეს, 1 ბურთი ფარმაზიმ ძელს მოახვედრა და რამდენიმეც ოდნავ აცდა კარს. ყოველი დარტყმა შესრულებული იყო შორიდან, მოულოდნელად, დინამოელები კი, როგორც წესი, უშედეგოდ ურტყამდნენ ახლოდან 8–12 მერტის მანძილიდან.
საერთოდ, მატჩი ირანის ნაკრებთან თბილისელებმა ვერ ჩაატარეს დამაკმაყოფილებლად. არ იყო ტემპი, არც მონდომება ჩანდა. „დინამოს“ თამაში უფრო რიგით საწვრთნელ ვარჯიშს ჰგავდა, ვიდრე საერთაშორისო შეხვედრას.
და მაინც გამარჯვება მოპოვებულ იქნა. პირველი გოლი მე–14 წუთზე გაიტანა დათუნაშვილმა, ხოლო მეორე – მეტრეველმა 47–ე წუთზე. საპასუხო გოლი ჩვენს მიერ ადრე იყო აღწერილი.
ბ. ქორქია.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от августа 1966 года:
Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от августа 1966 года:
Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от августа 1966 года: