«Динамо» (Тбилиси) — «Рейнджерс» (Глазго, Шотландия) 0:1 (0:0)
Международный товарищеский матч.
6 июня 1962 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Буревестник».
Судья: М.Пинский (Харьков).
«Динамо»: Лежава, Б.Сичинава, Хурцилава, Хочолава, Зейнклишвили, Хеладзе, Пипия (Г.Сичинава), Мелашвили, Калоев, Яманидзе, Датунашвили.
«Рейнджерс»: Ритх, Ширер, Келдоу, Дэйвис, Маккьонон, Грег, Скотт, Макмиллан, Милар, Бренд, Вилсон.
Гол:
0:1 Макмиллан — 67
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от июня 1962 года:
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 7 июня 1962 года:
რა ფასი აქვს ასეთ იერიშებს.
თბილისი. „ბურევესტნიკის“ სტადიონი. 6 ივნისი.
„დინამო“ (თბილისი) – „გლაზგო რეინჯერსი“ (შოტლანდია) – 0:1 (0:0).
„გლაზგო რეინჯერსი“: რიტჩი; შირერი, კელდოუ; დეივისი, მაკკიონონი, გრეგი; სკოტი, მაკმილანი, მილარი, ბრენდი, ვილსონი.
„დინამო“: ლეჟავა; ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ხოჭოლავა; ზეინკლიშვილი, ხელაძე; ფიფია (გ. სიჭინავა), მელაშვილი, კალოევი, იამანიძე, დათუნაშვილი.
მსაჯი: მ. პინსკი (ხარკოვი).
გუშინდელი მატჩი თბილისის „დინამოს“ პირველი შეხვედრა იყო შოტლანდიის ფეხბურთელებთან და ეს ნაცნობობა მოხდა შოტლანდიის საუკეთესო გუნდთან, ამ ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონსა და თასის მფლობელთან – „გლაზგო რეინჯერსთან“. ეს გუნდი საერთაშორისო საფეხბურთო სამყაროში ცნობილია ისევე, როგორც ვთქვათ, საფრანგეთის „რეიმსი“, ინგლისის „ტოტენჰემი“ და ესპანეთის „რეალი“.
მე–7 წუთისათვის სტუმრებმა ორი მომენტი შექმნეს „დინამოს“ კართან, რომელთაგან ერთხელ ბურთი მოხვდა ძელს სკოტის დარტყმის შემდეგ. ხოლო მეორედ მაკმილანის მიერ გაგზავნილი ბურთი კარგი ნახტომით აიღო მეკარე ლეჟავამ. მათი თამაში პირველი 15 წუთის განმავლობაში იმდენად ეფექტური, მძლავრი და მოფიქრებული იყო, რომ მაყურებელი წუთი წუთზე მოელოდა გოლს. შოტლანდიელებს შუა მინდორი საიმედო პლაცდარმად ჰქონდათ მონიშნული, სადაც მათი მოთამაშეები თითქმის გაუვალ ქსელს ქმნიდნენ, აქედან იწყებოდა სახიფათო შეტევა.
მაგრამ ამ მეტად კრიტიკულმა პერიოდმა დინამოელთათვის კეთილად განვლო (კარგად ითამაშეს ლეჟავამ და ხურცილავამ) და თანდათან გამოირკვა, რომ „გლაზგო რეინჯერსის“ შუა მინდორი სრულიადაც არაა აუღებელი ციხესიმაგრე. თბილისელებმა დაიწყეს იერიში, რომელიც წარმოადგენდა არა ეპიზოდურ სახიფათო მომენტებს შოტლანდიელთა კართან, არამედ თითქმის სრულ უპირატესობას მთელს მინდორზე. იამანიძე, კალოევი, მელაშვილი, დათუნაშვილი განუწყვეტლივ უტევდნენ მოწინააღმდეგეს, თითოეულ მათგანს რამდენიმე მომენტი ჰქონდა კარის წინ, რომელთა რეალიზაცია დიდი ანგარიშის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეტყობა, დინამოელები გადაეჩვივნენ გოლის გატანას როგორც კალენდარულ მატჩებში, ისე საერთაშორისო შეხვედრებშიც. სხვა არაფრით შეიძლება აიხსნას ის ციფრი – „0“, რომელიც მათ ამ მატჩში ეწერათ ტაბლოზე მატჩის ბოლომდე. ორჯერ დარჩნენ კალოევი და იამანიძე მეკარის პირისპირ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს. ჩვენი ფორვარდების გამართლება არაფრით არ შეიძლება. თუ მათ ასეთი მომენტები ვერ გამოიყენეს, რაღა ფასი აქვს მთელს ამ უპირატესობას და იერიშებს?!
დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა „გლაზგო რეინჯერსი“ საკუთარი საჯარიმო მოედნის სიახლოვეს და წინ მხოლოდ 3 თავდამსხმელი ჰყავდა დატოვებული. სწორედ ერთმა ამ სამთაგან – მაკმილანმა მიიღო 21–ე წუთზე ბურთი, შეუფერხებლად გავიდა საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე, რომელიც ამ მომენტში უყურადღებოდ იყო დატოვებული და გაიტანა გოლი – 1:0.
ასე წააგეს დინამოელებმა გუშინდელი მატჩი შოტლანდიის საუკეთესო გუნდთან, მაშინ, როცა მისი შედეგი ჩვენს აქტივში უნდა ყოფილიყო. მართალია, გუშინ „დინამო“ გამოიყურებოდა უკეთ, ვიდრე წინა თამაშებში, მაგრამ შეტევის დასკვნითი ფაზა მას ჯერ კიდევ დაუმუშავებელი და ქაოტური აქვს.
დაბოლოს, მსაჯის შესახებ. მან 67–ე წუთზე აღნიშნა შოტლანდიელთა ერთ–ერთი მცველის ხელით თამაში კარის წინ, შევიდა საჯარიმო მოედანზე, აიღო ხელთ ბურთი და რამდენიმე ნაბიჯი გააკეთა უკან მხოლოდ იმისათვის, რომ გამოსულიყო საჯარიმო მოედანს გარეთ და არ დაენიშნა პენალტი. საოცარი გადაწყვეტილებაა! გარდა ამისა, იგი ძალზე სუსტად რეაგირებდა უხეშ თამაშზე და ხშირად სჯიდა დამნაშავის სასარგებლოდ.
რ. ქორიძე.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от июня 1962 года:
Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от июня 1962 года:
Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от июня 1962 года: