«Динамо» (Тбилиси) — «Петролул» (Плоешти, Румыния) 4:2 (3:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Петролул» (Плоешти, Румыния) 4:2 (3:0)

Международный товарищеский матч.
26 октября 1961 года. 16-00. Тбилиси. Стадион «Буревестник».
Судья: К.Осипов (Ленинград).
«Динамо»: С.Котрикадзе (Квасхвадзе), Б.Сичинава, Хурцилава, Хочолава, Г.Сичинава, Хеладзе, Мелашвили, Смирнов, Калоев, Яманидзе (Николаев), Месхи (Датунашвили).
«Петролул»: Светку, Пахонцу, Фроня (Табарджа), Неокшу, Д.Мунтяну, М.Мунтяну, Захаря, Бадя, Дрида, А.Мунтяну, Бонташ.
Голы:
1:0 Калоев — 07
2:0 Смирнов
3:0 Калоев
3:1 Бадя — 59
4:1 Калоев
4:2 А.Мунтяну — 89

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელოЗаря ВостокаМолодой сталинецВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 27 октября 1961 года:

Принимаем гостей.
Вчера в Тбилиси на стадионе «Буревестник» состоялся международный футбольный матч. Против местных динамовцев выступали футболисты румынского клуба «Петролул» из Плоешти. Матч закончился со счетом 4:2 (3:0) в пользу динамовцев Тбилиси. У динамовцев три мяча забил центральный нападающий Калоев и один — правый полусредний Г. Смирнов, у гостей — Бауеса (№ 8) и Мунтиано (№ 10).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 28 октября 1961 года:

პირველი ტაიმი არ ჰგავდა მეორეს.
თბილისი. “ბურევესტნიკის” სტადიონი. 26 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) – “პეტროლული” (პლოეშტი) – 4:2 (3:0).
“დინამო”: კოტრიკაძე (კვასხვაძე); ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ხოჭოლავა, გ. სიჭინავა, ხელაძე; მელაშვილი, სმირნოვი, კალოევი, იამანიძე (ნიკოლაევი), მესხი (დათუნაშვილი).
“პეტროლული”: სვეტკუ; პახონცუ, ფრონია (ტაბარჯა), ნეოკშუ; დ. მუნტიანო, მ. მუნტიანო; ზახარია, ბადია, დრიდა, ა. მუნტიანო, ბონტაში.
მსაჯი: კ. ოსიპოვი (ლენინგრადი).
რუმინელი ფეხბურთელები გამოირჩეოდნენ ენერგიული თამაშით, სწრაფი ტემპით, ბურთზე დროული გასვლით, რასაც განსაკუთრებით ეფექტურად ახორციელებდა მარჯვენა გარემარბი ზახარია (№7). იგი სისწრაფის წყალობით ხშირად გამოდიოდა გამარჯვებული ხოჭოლავასთან ორთაბრძოლაში.
სტუმრების სწრაფმა ტემპმა აქტიური თამაშისათვის განაწყო მასპინძლებიც. მათ მიიღეს შემოთავაზებული ტემპი და პირველი ნახევრის განმავლობაში მატჩი საინტერესოდ მიმდინარეობდა. სმირნოვი კარგად შეეწყო დინამოელებს.
მესხმა წამოიწყო კომბინაცია მარცხენა ფრთაზე (საერთოდ უნდა ითქვას, რომ იგი აშკარად ჯობდა თავის აპეკუნს) და ბურთი თავზე “დაასვა” კალოევს. სტუმრები კვლავ გადარჩნენ, თუმცა მცირე ხნით.
უკვე მე–7 წუთზე იამანიძის მიწოდებიდან მეკარის პირისპირ დარჩენილმა კალოევმა მარცხენა დაბალ კუთხეში გაგზავნა ბურთი – 1:0.
შუა ტაიმიდან მოედანს მთლიანად თბილისელები დაეპატრონნენ. მათ უპირატესობაზე მეტყველებს პირველი ტაიმის ანგარიში – 3:0.
შესვენების შემდეგ ძალთა გამოცდის მიზნით თბილისელთა რიგებში მოხდა ცვლილება. კოტრიკაძის ადგილი დაიკავა კვასხვაძემ, იამანიძისა – ნიკოლაევმა, მესხისა – დათუნაშვილმა, იამანიძისა და მესხის მოედნიდან გასვლამ მთლიანად შეუცვალა სახე მატჩს. ახლა არათუ იგრძნობოდა დინამოელთა უპირატესობა, არამედ ისინი დაჩრდილეს სტუმრებმა. ეს იგრძნეს მათ და უკვე მატჩის 59–ე წუთზე ბადიამ (№8) რუმინელთა შეუნელებელი იერიშების შემდეგ შეძლო პირველი საპასუხო ბურთის გატანა – 3:1.
თუ ამის შემდეგ დინამოელებმა კიდევ ერთი გოლით გაზარდეს ანგარიში, ამაში მთავარი დამსახურება მიუძღვის რუმინელთა მეკარე სვეტკუს. მან ხელიდან გაუშვა თითქმის დაჭერილი ბურთი და იგი კარში შეაგორა კალოევმა. მატჩის დამთავრებამდე ერთ წუთით ადრე ა. მონტიანომ გაიტანა ლამაზი გოლი და ეს საერთაშორისო მატჩი დამთავრდა თბილისელთა გამარჯვებით – 4:2.
ო. გელაშვილი.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от октября 1961 года:

Газета «Молодой сталинец» (Тбилиси) от октября 1961 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от октября 1961 года: