«Динамо» (Тбилиси) — «Галатасарай» (Стамбул, Турция) 2:3 (1:2)

«Динамо» (Тбилиси) — «Галатасарай» (Стамбул, Турция) 2:3 (1:2)

Международный товарищеский матч.
4 июля 1957 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Динамо». Солнечно, 22 градуса. 35000 зрителей.
Судьи: А.Душ (Вост. Германия), А.Зябликов (Ленинград), В.Самолазов (Ростов-на-Дону).
«Динамо»: С.Котрикадзе, Элошвили, Дзяпшпа, Хочолава, А.Котрикадзе, Киладзе, Хасая, К.Гагнидзе, Гогоберидзе (к), Яманидзе, Чкуасели.
«Галатасарай»: Тургай, Джандемир (Саид), Исмаил, Джошкун, Али, Юнал (Кемаль), Исфендияр, Суат, Метин, Кадри, Салим (Эмвед).
Голы:
1:0 Яманидзе — 15
1:1 Салим
1:2 Метин
2:2 Чкуасели — 82
2:3 Суат — 87

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 13, Дело 109)

«Динамо» (Тбилиси) — «Галатасарай» (Турция) — 2:3 (1:2).
4 июля 1957 года. Начало: 18-30. Тбилиси, стадион «Динамо». +22 градуса. Солнечно. 35000 зрителей.
Судьи: Душ А. (Восточная Германия), Зябликов, Самолазов.
«Динамо»: С.Котрикадзе, Элошвили, Дзяпшпа, Хочолава, А.Котрикадзе, Киладзе, Хасая, К.Гагнидзе, Гогоберидзе (к), Яманидзе, Чкуасели.
«Галатасарай»: Seren, Bërkman, Kurt, Özar, Beratlïgil, Atay, Açikaz, Mamat, Oktay, Aytac, Çavunt.
Голы: Салим, Матин, Суат — Яманидзе, Чкуасели.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 5 июля 1957 года:

3:2 — выигрывают гости.
Матч между турецкой командой «Галатасарай» и динамовцами Тбилиси начался атаками хозяев поля. Уже на 15-й. минуте Яманидзе открывает счет. Однако турецкие спортсмены Салим и Метин, использовав ошибки защиты, сумели забить два ответных гола.
После перерыва динамовцы стремятся изменить счет. Но мелкие передачи, применяемые их нападающими, облегчают действия защитных линий «Галатасарая». Все же Чкуасели сильным ударом сравнивает результат.
В конце матча гости начинают обстреливать ворота динамовцев с разных дистанций, и это приносит им успех. Нападающий турецкой команды Кадри забивает третий, решающий гол.
С. Попов.
Тбилиси.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 7 июля 1957 года:

საზოგადოების გულისწყრომა სამართლიანია.
თბილისი. ”დინამოს” სტადიონი. 4 ივლისი.
”გალატასარაი” (სტამბოლი) – ”დინამო” (თბილისი) – 3:2 (2:1).
”გალატასარაი” — თურგაი, ჯანდემირი (საიდი), ისმაილი, ჯოშკუნი, ალი, იუნალი (ქემაილი), ისფენდიარი, სუატი, მეტინა, კადრა, სალიმი (ემვედი).
”დინამო” — ს. კოტრიკაძე, ელოშვილი, ძიაპშიპა, ხოჭოლავა, ა. კოტრიკაძე, კილაძე, ხასაია, გაგნიძე, ღოღობერიძე, იამანიძე, ჭკუასელი.
მსაჯი: ა. დუში (გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა).
ამრიგად თბილისის ”დინამომ” წააგო კიდევ ერთი საერთაშორისო მატჩი ფეხბურთში. წააგო თავის მინდორზე, თავისი მაყურებლის წინაშე.
საგანგაშო თითქოს ბევრი არაფერია: განსხვავება ანგარიშში დიდი არაა, ”გალატასარაი” ძლიერი, გამოცდილი გუნდია, რომელსაც მრავალი საერთაშორისო შეხვედრა მოუგია, თამაშის მსვლელობაში დინამოელებს ჰქონდათ ბურთის გატანის შესაძლებლობანი და ა.შ.
მაგრამ საგანგაშო ბევრი რამაა. ეს ერთხელ კიდევ ცხადი გახდა 4 ივლისის მატჩში და მისი წაყრუება, მიჩქმალვა იმ ფორმულით, რომ ”წაგება და მოგება ძმები არიან”, დანაშაული იქნებოდა.
როცა თბილისელები დამარცხდნენ ”ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან”, მდგომარეობა გაცილებით მარტივი და ნათელი იყო. მართალია, ის მატჩი ”დინამომ” თავის შესაძლებლობებზე დაბლა ჩაატარა, მაგრამ უკეთესად რომ ეთამაშა კიდეც, ინგლისელთა ბრწყინვალე გუნდის გამარჯვება სინანულს არ გამოიწვევდა თუნდაც იმის გამო, რომ ”ვესტ ბრომვიჩის” ფეხბურთელებმა გვიჩვენეს, თუ როგორ უნდა თამაში და ჩაგვიტარეს თანამედროვე ფეხბურთის თვალსაჩინო გაკვეთილი.
მაინც რაშია საქმე? რატომ ატარებს თბილისის ”დინამო” თავის შეხვედრებს უცხოეთის გუნდებთან ასე დაბალ დონეზე (რა თქმა უნდა, მხედველობაში არა გვაქვს ეთიოპიის, ინდოეთის, ინდონეზიისა და სხვა სუსტი გუნდები).
გამოუცდელი თვალიც კი იოლად შეამჩნევს, თუ რა დიდი განსხვავებაა დინამოელთა თამაშში საკავშირო პირველობაზე და უცხოელთა წინააღმდეგ. 11 ფერდაკარგული მოთამაშე მოქმედებს შიშით, დაბორკილად, აბნეულად. არ ჩანს თბილისელთა განთქმული ტემპი, სისწრაფე და შეტევა. წაგება წაგებას ემატება და არა ერთი უცხოური გუნდის წარმომადგენელს განუცხადებია თამაშის შემდეგ: გაცილებით მეტი გაგვიგია, გაცილებით მეტს მოველოდითო. ასეთი შთაბეჭდილებით წავიდნენ თბილისიდან რუმინელები, უნგრელები, ინგლისელები და ახლა — თურქებიც.
პირველივე წუთიდან ცხადი იყო თურქების სათამაშო სქემა. ეს ძირითადად იყო დაცვითი ვარიანტი 7 მოთამაშით თავის ნახევარზე და 3 მოთამაშით თავდასხმაში. ეს ცხადი იყო დინამოელთათვისაც, რომლებსაც სისტემატურად ჰყავდათ 6-7 კაცი შეტევაში, მაგრამ ეს შეტევა წარმოებდა ვიწრო ზოლში. მცირე ტერიტორიაზე და მას შედეგი არ მოუცია. ”გალატასარაის” 3 თავდამსხმელი ყოველ შესაფერის შემთხვევაში იმგვარად ახერხებდა ბურთის შეჩერებას, რომ შუამარბებსაც მოესწროთ წინ წამოსვლა და მაშინ მათი შეტევა სრული შემადგენლობით მიმდინარეობდა. მათ ემატებოდა ნახევარმცველი ჯოშკუნიც (№4), რომლის საწინააღმდეგოდ დინამოელებმა ორივე ტაიმის განმავლობაში ვერ მოძებნეს კონტრთამაში.
ბურთის ამგვარი გადასვლისას მინდვრის ერთი მხრიდან მეორეზე ვერ ასწრებდნენ მხოლოდ ”დინამოს” წინ წასული ნახევარმცველები და ეს გარემოება საგრძნობ უპირატესობას აძლევდა სტუმრებს. ეს იყო ”გალატასარაის” გეგმის ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი, რომელიც გუნდმა წარმატებით შეასრულა, თბილისის ”დინამომ” კი მისი შესრულება ვერ შეძლო. სიტყვამ მოიტანა და უნდა ითქვას, რომ დინამოელები ხშირად ექცევიან მოწინააღმდეგის მიერ თავსმოხვეული თამაშის გავლენის ქვეშ და მისი სურვილის მიხედვით თამაშობენ.
ერთი სიტყვით, ”გალატასარაიმ” კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ თურქი ფეხბურთელები ჩვენ ამჯერად არ გვაინტერესებს. თურქებმა ითამაშეს, მოიგეს და წავიდნენ. თბილისის ”დინამო” კი თბილისში დარჩა და მომავალშიც უნდა დაიცვას საქართველოს სპორტული პრესტიჟი როგორც საკავშირო გათამაშებაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
მატჩის დასაწყისი დინამოელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ერთობ ნელი ტემპით, დიდი დაყოვნებებით, პაუზებით. თავდამსხმელები, როგორც ეს მათ ჩვეულებად აქვთ, უხვად ”ფლანგავდნენ” უაღრესად ხელსაყრელ მომენტებს და წყალში ყრიდნენ მინდვრის შუაგულში მოპოვებულ უპირატესობას.
თბილისელთა შეტევები თანდათან სუსტდებოდა. გაუგებარი იყო ნახევარმცველთა თამაში, რომლებიც მოწინააღმდეგესაც არასაკმაო ძალით ებრძოდნენ და ბურთსაც სისტემატურად აწოდებდნენ დიდ შეჯგუფებაში და არა ფლანგებზე. სულ უფრო ხშირად იჩენდა თავს ტექნიკური შეცდომები, უყურადღებობა, დაუდევრობა. ამაში ტონის მიმცემი აღმოჩნდა ელოშვილი, რომელმაც რამდენიმე ”ტრიუკი” გაუკეთა სალიმს, მაგრამ სწორედ სალიმმა უპასუხა მას კიდევ უფრო ეფექტური ”ტრიუკით”,
თვალწინ გაუკეთა დრიბლინგი და ბურთიც გაიტანა.
შეცდომები ჰქონდა ს. კოტრიკაძესაც, რომელიც უანგარიშოდ გამოდიოდა კარიდან მაღალ ბურთებზე, ხოლო დაბალ ბურთებზე ნახტომს აკეთებდა ტრაექტორიით, რის გამოც ვერ ასწრებდა ბურთს.
”დინამოს” მცველებს არა ჰქონიათ დიდი დატვირთვა, მაგრამ ”გალატასარაის” ყოველი შეტევისას მათ კართან იქმნებოდა მეტად სახიფათო მდგომარეობა. შემთხვევით არაა, რომ თურქმა ფორვარდებმა თავიანთი მინიმალური შესაძლებლობებიდან მაქსიმუმი გამოიყენეს. ამას დაემატა ისიც, რომ ძიაპშპა ყოვლად გაუმართლებლად ტოვებდა თავის ზონას და თავდასხმაში მიდიოდა, სადაც უმისოდაც ქაოსი სუფევდა.
ყველაზე სუსტი, უდავოდ, თავდასხმა იყო. ისეთი დაცვისას, რომელიც თურქებს ჰქონდათ, საჭირო იყო ფლანგებზე თამაში და მოწინააღმდეგის მცველთა გაშლა მინდვრის მთელ სიგანეზე, რათა დინამოელებს საშუალება ჰქონოდათ გასულიყვნენ დარჩენილ დერეფნებში ან კარში დარტყმა ეწარმოებინათ შორი მანძილიდან, საჯარიმო მოედნამდე. არც ერთი ეს ამოცანა არ იქნა შესრულებული.
თბილისელთა გარემარბებს ფლანგებზე არაფერი არ გაუკეთებიათ, ხოლო რაც შეეხება შორიდან დარტყმას, ეს უნდა შეესრულებინა, პირველ ყოვლისა ჭკუასელს, მაგრამ ჭკუასელი ჯიუტად არ არტყამდა კარში, გაუთავებლად ისწორებდა ბურთს და თითქმის ყოველთვის უკეთესი მდგომარეობიდან უარესში ხვდებოდა. მისი ერთი და იგივე დრიბლინგი დიდი ხნის ამოხსნილი იყო სტუმართა მცველების მიერ. იგი კი კვლავ და კვლავ მიმართავდა მას მხოლოდ იმის იმედით, რომ მოწინააღმდეგესთან შეჯახებაში წაქცეულიყო რბილ ბალახზე და საჯარიმო დარტყმა გამოეტყუებინა მსაჯისათვის, ამასთან ერთად იგი ყოვლად დაუშვებლად უხეშობდა, საჯარიმოებიც სრულდებოდა პრიმიტიულად, ერთფეროვნად.
ჭკუასელი არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს მოთამაშეთა დიდ შეჯგუფებაში, საიდანაც არც დრიბლინგის საშუალებაა, არც კარში დარტყმისა. იგი კი თამაშის მანძილზე სწორედ ამგვარ ”ხალხმრავალ” ადგილებს ეძებდა. ის გოლი, რომელიც მან გაიტანა ”გალატასარაის” კარში, პირველ ყოვლისა, მისთვისვეა გაკვეთილი — დარტყმა შესრულებულ იქნა მოულოდნელად, წინასწარი შემზადების გარეშე, ადგილიდან და ზუსტად მიაღწია მიზანს.
ხასაია 90 წუთის მანძილზე ისე ”ერთგულად” აწვდიდა ბურთებს მოწინააღმდეგეს, რომ ამ დღეს მან ”გალატასარაის” მეტი სარგებელი მისცა, ვიდრე ”დინამოს”. მეტოქის ბურთის მომარაგებაში ხასაიას არ ჩამოუვარდებოდა გაგნიძეც, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში მიმალული იყო მცველებს შორის და მხოლოდ უმნიშვნელო მომენტებში თუ გამოჩნდებოდა ხოლმე. მეტად მდარე თამაში აჩვენა ღოღობერიძემ, რომელმაც აშკარად ვერ შეასრულა ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციები. დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველად ითამაშა იამანიძემ და იგიც შორს იყო თავისი საუკეთესო ფორმისაგან.
ადგილების ცვლა თავდასხმაში პირველად ქართველმა ფეხბურთელებმა შემოიღეს. ახლა ”დინამოს” თავდამსხმელები ადგილების ცვლას აწარმოებენ ისე შეუთანხმებლად და უაზროდ, რომ უფრო თავიანთ თავს ავნებენ, ვიდრე მოწინააღმდეგეს. არც ერთ თავდამსხმელს არ მიუმართავს რაიმე მანევრისათვის იმ მიზნით, რომ შეეტანა სიახლე თამაშში, მოეძებნა ახალი გზა შეტევისათვის, ეცადა ტრაფარეტული, ერთფეროვანი თამაშის შეცვლა. სრულიად არ იყო ფარული გადაცემა, უეცარი, მოულოდნელი კომბინაცია, არ იგრძნობოდა სპორტული ჟინი, სწრაფვა გამარჯვებისაკენ. დინამოელები უმიზნოდ იმეორებდნენ ერთი და იგივე კომბინაციას კუთხური საჯარიმოდან იმეორებდნენ განუწყვეტელ განივ, მოკლე გადაცემებს.
”გალატასარაიმ” სამი მოთამაშე შეცვალა თამაშში, დინამოელებს კი არც ერთი არ შეუცვლიათ, თუმცა ამის საჭიროება ცხადად იგრძნობოდა (მაგალითად, მესხს შეეძლო ფლანგზე აეწყო თამაში,
ტემპის შეტანა შეეძლო ქვლივიძეს).
ანგარიში გახსნილ იქნა იამანიძის მიერ. საპასუხო ბურთი გაიტანა სალიმმა, ხოლო მეტინმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში ანგარიში გაქვითა ჭკუასელმა და გონგის შემდეგ კადრიმ გადამწყვეტი გოლით გამარჯვება მოუტანა ”გალატასარაის”.
დინამოელებმა სავსებით დაიმსახურეს ის სტვენა, რომელიც ტრიბუნებიდან ისმოდა, როცა ისინი მინდორს ტოვებდნენ. მათ არა აქვთ უფლება ასე უპასუხისმგებლოდ ჩაატარონ საერთაშორისო მატჩები და შებღალონ ქართული ფეხბურთის მდიდარი ტრადიციები.
ფაქტია, რომ დინამოელები განებივრდნენ, ჩინური კედლით შემოისალტნენ. არად აგდებენ საზოგადოებრივობის აზრს და ზოგ შემთხვევაში რესპუბლიკის ინტერესებსაც.
ბ. პაიჭაძე, სპორტის დამსახურებული ოსტატი.
ბ. ქორქია.