«Динамо» (Тбилиси) — «Фейеноорд» (Роттердам, Голландия) 3:1 (1:0)
Международный товарищеский матч.
24 июля 1960 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Динамо». 40000 зрит.
Судьи: Н.Подгорный (Москва), О.Джебашвили, О.Ушверидзе (оба — Тбилиси).
«Динамо»: С.Котрикадзе (Квачадзе, 55), Б.Сичинава, Чохели, Чрелашвили, Датунашвили, Яманидзе, Мелашвили, Жордания, Калоев, Гогоберидзе (к), Грамматикопуло (Куртанидзе, 46).
«Фейеноорд»: Граафланд, Керкум (к), Валдхаут, Фелдхун, Краермаат, Классенс, Майерс, Беннарс (Ван Вюрден), Ван дер Хайп, Схаутен, Мулайн.
Голы:
1:0 Калоев — 30
2:0 Керкум — 55 (автогол)
3:0 Калоев — 65
3:1 Краермаат — 82
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 26 июля 1960 года:
ჰოლანდიელთა დამარცხება.
თბილისი. ”დინამოს” სტადიონი. 24 ივლისი.
”დინამო” (თბილისი) – ”ფეიენოორდი” (როტერდამი, ჰოლანდია) – 3:1 (1:0).
”ფეიენოორდი”: პრაფლანდი; კერკუმი, ვალჰაუტი, ფელდჰუნი; კრარერმაატი, კლასენსი; მაიერსი, ბენარსი (ვან ვურდენი), ვან დერ ჰაიბი, სჰაუტენი, მულაინი.
”დინამო”: კოტრიკაძე (კვაჭაძე); სიჭინავა, ჩოხელი, ჭრელაშვილი; დათუნაშვილი, იამანიძე; მელაშვილი, ჟორდანია, კალოევი, ღოღობერიძე, გრამატიკოპულო (კურტანიძე).
მსაჯი: ნ. პოდგორნი (მოსკოვი).
განვლილ მატჩში თბილისის ”დინამოსა” და როტერდამის ”ფეიენოორდს” შორის ყურადღება მიიქცია ჰოლანდიელთა გუნდის ექიმმა გ. მაიერმა. როცა ”ფეიენოორდის” ერთ-ერთმა მოთამაშემ მიიღო მსუბუქი ტრავმა, გ. მაიერი დაუყოვნებლივ შეიჭრა მინდორზე და საექიმო დახმარება აღმოუჩინა ფეხბურთელს.
უცხოეთის ყოველი გუნდის გამოსვლა ჩვენი ფეხბურთელების წინააღმდეგ უკვე თავისთავად საინტერესოა, ვინაიდან მაყურებელი ხედავს რაღაც საინტერესოს, ახალს, მოულოდნელს. რაც შეეხება ”ფეიენოორდს”, მისი მატჩი მით უფრო საყურადღებო იყო, რომ ჰოლანდიელებს აქტივში ჰქონდათ გამარჯვება თავიანთ პირველ მატჩში ლენინგრადის ”ადმირალტეეცთან”.
თუ საკითხს დავსვამთ ასე: რა გვაჩვენა საინტერესო ”ფეიენოორდმა”, პირველ ყოვლისა უნდა ვილაპარაკოთ ჰოლანდიელთა დაცვის სიმტკიცესა და საჯარიმო მოედანზე სახიფათო მომენტებში მოთამაშეთა უაღრესად რაციონალური განაწილების შესახებ. სტუმრების კარი მრავალჯერ იყო დინამოელ თავდამსხმელთა უშუალო შტურმის წინაშე და მცველები ყოველთვის უნარიანად, აზრიანად და მშვიდად მოქმედებდნენ.
თუ ვილაპარაკებთ ”ფეიენოორდის” ცალკეულ მოთამაშეებზე, რა თქმა უნდა, ყურადღების ღირსია მარცხენა გარემარბი მულაინი. ეს ცნობილი მოთამაშეა. ევროპაში და, მართლაც, იგი შესანიშნავი ფორვარდია — სწრაფი, მაღალტექნიკური, გაბედული და მის წინააღმდეგ ბრძოლა ერთი მცველისათვის რთულ პრობლემას წარმოადგენს. ზოგიერთ მომენტში იგი ჩვენს მესხს წააგავს.
რაც შეეხება თბილისის ”დინამოს”, გუნდმა აღნიშნული მატჩი კარგად ჩაატარა, მსუბუქად, ტემპიანად, სწრაფი ურთიერთმოქმედებით, თუმცა ზოგიერთი მოთამაშის სისუსტე აშკარად ეტყობა საერთო ანსამბლს. დაცვაში ჯერ კიდევ ბევრია შეცდომა, თავდასხმაში მოთამაშეები სისტემატურად კარგავენ უკიდურესად ხელსაყრელ მომენტებს. ამ დღეს ”დინამოს” ფორვარდები (და არა მარტო ფორვარდები) კარის წინ ისევე გულუხვად ფანტავდნენ შუა მინდორში მოპოვებულ უპირატესობას, როგორც მატჩში კიშინიოვის ”მოლდოვასთან”.
ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა კალოევმა. იგი ნამდვილი ოსტატობით გაერკვა ”ფეიენოორდის” კართან შექმნილ რთულ სიტუაციაში და ზუსტი დარტყმით გაგზავნა ბურთი ბადეში — 1:0.
მეორე ბურთი ჰოლანდიელებმა თავიანთ კარში თავიანთი მოთამაშისაგანვე მიიღეს. მელაშვილის მიერ მოწოდებული მაღალი ბურთი გადასცა მოთამაშეებს და თავში მოხვდა კერკუმს. თავში მოხვედრას ვამბობთ იმიტომ, რომ სხვაგვარად მცველს არ შეეძლო ასე ძლიერად და მოულოდნელად საკუთარ კარში ბურთის გატანა — 2:0.
მესამე გოლი გაიტანა კვლავ კალოევმა, რომელმაც დროზე მოუსწრო კარიდან უკუგდებულ ბურთს — 3:0. ერთადერთი საპასუხო გოლი ჰოლანდიელებმა გაიტანეს მას შემდეგ, რაც ”დინამოს” მცველთა შეცდომის შედეგად ვან დერ ჰაიბი და კრაერმაატი მარტოდმარტო დარჩნენ თითქმის ღია კარის ხაზზე. თუ ვინ გაიტანდა გოლს, ეს უკვე სპორტული ჯენტლმენობის საქმე იყო და თავდამსხმელმა ეს მისია თავაზიანად დაუთმო ნახევარმცველს — 1:3.
ეს თბილისელთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საერთაშორისო შეხვედრებში.
რ. ქორიძე.