«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Берлин, ГДР) 2:1 (0:0)
Международный товарищеский матч.
8 июня 1958 года. 18-15. Тбилиси. Стадион «Динамо». Ясно, после дождя. 35000 зрителей.
Судьи: Ю.Григорьев (Баку), Г.Баканидзе, Г.Антадзе (оба — Тбилиси).
«Динамо» Тб.: С.Котрикадзе, Чохели, Б.Сичинава, Хочолава, Хундадзе, Гогоберидзе (к), К.Гагнидзе, Баркая, Мелашвили, Яманидзе, Месхи.
«Динамо» Б.: Маркварт, Михаель, Хайне, Скаба, Машке, Мюльбехер (Клемм), Нипперт, Базель, Блай, Шретер, Матцен (к). На замену: Шнайдер.
Голы:
1:0 Баркая — 53
2:0 К.Гагнидзе — 62
2:1 Матцен — 88
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 10 июня 1958 года:
Встречаются одноклубники.
Футболистов берлинской команды «Динамо» в воскресенье принимали динамовцы Тбилиси. Гости начали встречу в спокойной манере. Создавалось впечатление, будто им присуща игра в медленном темпе. Однако эта неторопливость проявлялась только при обработке мяча. Когда же следовала передача на прорыв, игроки немецкой команды демонстрировали высокую скорость, И все-таки гости редко угрожали воротам. Более успешно действовали нападающие тбилисского «Динамо». Правда, успеха они добились только после перерыва. Получив передачу от Гогоберидзе, Баркая сильным ударом метров с двадцати открыл счет. Еще через несколько минут Гагнидзе удвоил результат, В дальнейшем хозяева поля сохраняли преимущество, но реализовать его не сумели. Когда до конца матча оставалось менее двух минут гости сумели забить один ответный гол. Со счетом 2:1 пользу тбилисских футболистов закончилась эта встреча.
Тбилиси, Г. Акопов.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 10 июня 1958 года:
პირველი საერთაშორისო — მოგებულია.
თბილისი. ”დინამოს” სტადიონი. 8 ივნისი.
”დინამო” (თბილისი) – ”დინამო” (ბერლინი) 2:1 (0:0).
ბერლინი: მარკვარტი; მიხაელი, ჰეინე, სკაბა; მაშკე, მოულბეჰერი (კლემი); ნიპერტი, ბაზელი, ბლეი, შრეიტერი, მიცენი.
თბილისი: კოტრიკაძე; ჩოხელი, სიჭინავა, ხოჭოლავა; ხუნდაძე, ღოღობერიძე; გაგნიძე, ბარქაია, მელაშვილი, იამანიძე, მესხი.
მსაჯი: ი. გრიგორიევი (ბაქო).
მიმდინარე წლის პირველი ამხანაგური საერთაშორისო მატჩი თბილისის ”დინამოს” ჰქონდა ბერლინის თანაკლუბელებთან, რომლებიც სულ ახლახან გადავიდნენ ”ა” კლასში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბერლინის დინამოელები დიდი ხანი არაა, რაც გამოჩნდნენ საერთაშორისო სარბიელზე, მათ საკმაოდ კვალიფიციური თამაში და კარგი მომზადება აჩვენეს.
ეს ნათლად ჩანდა 8 ივნისის მატჩშიც.
სტუმრებმა თამამად და აქტიურად დაიწყეს თამაში. მცველებმა მჭიდროდ აიყვანეს მოწინააღმდეგე თავდამსხმელები, რათა არ მიეცათ მათთვის ინიციატივის ხელში აღებისა და სწრაფი მანევრების საშუალება, ხოლო ფორვარდები დაუღალავად მოძრაობდნენ მინდვრის მთელ სიგანეზე, რათა თავისუფალ პოზიციაში მიეღოთ ბურთი და მეტ ხანს შეეჩერებინათ იგი მოპირდაპირე ნახევარზე. ამ ამოცანის შესასრულებლად იბრძოდა მთელი გუნდი და საკმაოდ წარმატებითაც. აღსანიშნავია გერმანელ ფეხბურთელთა დიდი ყურადღება და სიზუსტე ბურთის გადაცემისას, ენერგიული ბრძოლა მაღალი ბურთებისათვის, მაგრამ მათ შეტევას აკლია საერთო სიმძლავრე. კომბინაციათა მეტი წილი კარის პარალელური მიმართულებით წარმოებს და არ იგრძნობა უშუალო სიმწვავე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. მცირეა კარში დარტყმათა
პროცენტი.
თბილისელთა თამაშში გაცილებით მეტი სიმწვავე და აგრესიულობა იგრძნობა. გადაცემათა უმრავლესობა, მოთამაშეთა გასვლები გამიზნულია მოწინააღმდეგის კარისაკენ. ნაყოფიერად მუშაობდა მინდვრის შუაგულში ღოღობერიძე, განუწყვეტლივ უტევდა ბერლინელთა კარს მესხი. რამდენიმე მეტად ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა იამანიძეს, რომელთაგან ერთ-ერთი კინაღამ გოლით არ დამთავრდა, მაგრამ ბურთი სულ ახლო მანძილიდან მოხვდა ძელს. ასევე აცდა მიზანს მელაშვილის უძლიერესი დარტყმა.
კიდევ უფრო მწვავე იერიშებით დაიწყეს თამაში თბილისელებმა მეორე ტაიმში. მართალია, ამ შეტევაში მარცხენა ფრთა მარჯვენაზე უფრო აქტიური და საშიში იყო, მაგრამ გერმანელთა დაცვა ვერ ასწრებდა სათანადო გადაჯგუფებას და მესხი და იამანიძე კვლავ ზედიზედ გადიოდნენ სახიფათო პოზიციაში. მე-8 წუთზე ღოღობერიძემ მოიგო ბრძოლა მოწინააღმდეგე მცველებთან მარცხენა ფლანგზე და მიაწოდა ცენტრში, სადაც ბარქაიამ შესანიშნავი დარტყმით შეუჩერებლად გაგზავნა ბურთი კარში — 1:0.
მცირე ხნის შემდეგ იამანიძე დრიბლინგით გავიდა პირით ხაზთან და მარჯვნივ გადასცა ბურთი, აქ მცველებს დაასწრო გაგნიძემ და მეორე ბურთი გაიტანა მათ კარში — 2:0.
გერმანელმა ფეხბურთელებმა მარცხენა შუამარბ შრეიტერის ხელმძღვანელობით კვლავ შეძლეს კომბინაციური თამაშის აწყობა და მატჩის დასასრულს — 43-ე წუთზე გაქვითეს ერთი გოლი. იგი რამდენიმე დარტყმის შემდეგ გაიტანა მარცხენა გარემარბმა მაცენმა.
თამაში მოიგეს თბილისის დინამოელებმა ანგარიშით 2:1.
რ. ქორიძე.