«Динамо» (Тбилиси) — «Атлетико Португеза» (Рио-де-Жанейро, Бразилия) 2:2 (1:1)

«Динамо» (Тбилиси) — «Атлетико Португеза» (Рио-де-Жанейро, Бразилия) 2:2 (1:1)

Международный товарищеский матч.
22 июня 1956 года. 18-15. Тбилиси. Стадион «Динамо».
Судья: Д.Бернардо (Италия).
«Динамо»: Пираев, Элошвили, Дзяпшпа, Хочолава, А.Котрикадзе, Гогоберидзе, Чкуасели, К.Гагнидзе, Калоев, Зазроев (Яманидзе), Месхи.
«Атлетико»: А.Силва, Диас, Мигель, Шавьер, Сантос, Фариа, Ж.Силва, Андраде, Г.Силва, Сокодато, Мораэсо.
Голы:
0:1 Мораэсо — 21
1:1 Калоев — 22
2:1 Калоев — 60
2:2 Андраде — 80

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 23 июня 1956 года:

«Атлетика Португеза» в Тбилиси.
В Тбилиси 20 июня прибыли футболисты бразильского клуба «Атлетика Португеза» из Рио-де-Жанейро. Любители спорта много слышали о южноамериканском футболе, о виртуозной технике бразильцев. Не удивительно, что попасть на встречу гостей с динамовцами Тбилиси изъявили желание не только десятки тысяч жителей столицы республики, но и любители футбола многих других городов Грузии, а также Азербайджана, Армении, Северного Кавказа.
По свистку судьи международной категории итальянца Д. Бернарди команда вышли на поле — гости почти в том же составе, что и в Москве, а хозяева поля без заболевшего левого крайнего Хасая, которого заменил Месхи.
Динамовцы тактически правильно начали игру, пытаясь сразу навязать противнику быстрый темп. Стрелки секундомера не успели еще сделать круг, а ворота гостей дважды подвергались опасности. Сначала, после комбинации Зазроев — Калоев — Зазроев, последний на мгновение опоздал к мячу, а затем мяч после сильного удара Месхи попал в перекладину.
Хозяева поля ведут атаки краями, особенно левым, где Месхи переигрывает в скорости защитников. Так, на 14-й минуте он дважды вышел к воротам, но оба раза гостям удалось отбить мяч на угловой.
Бразильцы атакуют редко, главным образом по центру. Они часто и умело пользуются точными длинными передачами с выходом одного из нападающих на ворота. Именно после одной из таких передач по правому краю гостям удалось на 21-й минуте открыть счет.
Прошло всего полминуты, как динамовцы разыграли комбинацию, завершившуюся ударом Калоева. Счет стал ничейным — 1:1. После этого динамовцы подают несколько угловых ударов, но добиться результата не могут.
Вторую половину матча динамовцы начали также очень активно. Снова у ворот бразильцев подаются угловые удары. Затем Калоев, оставшись один против ворот, упускает верную возможность увеличить счет. На 60-й минуте после того, как Месхи, обыграв двух защитников, хорошо передал мяч Калоеву. тот с близкого расстояния забил второй гол в ворота гостей.
Постепенно динамовцы снижают темп игры, сужают фронт атак. Острые моменты возникают теперь у ворот хозяев поля. В игру все чаще вступает Пираев. В атаках команды бразильцев принимает участие и защитник Диас. Перед концом матча он вывел на удар де Андраде, и тот сравнял счет.
В оставшееся время ни одной команде изменить результат не удалось. Матч закончился со счетом 2:2.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 24 июня 1956 года:

მეორე საერთაშორისო მატჩი.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 22 ივნისი.
“დინამო” (თბილისი) – “ატლეტიკ პორტუგეზა” (რიო–დე–ჟანეირო) – 2:2 (1:1).
“ატლეტიკ პორტუგეზა” – ანტონინიო და–სილვა, აროლდო დიასი, სიკარინო მიგელი, ელბა შევიერი, ენრიკე დოს–სანტოსი, მარიო ფარია, ჟორჟ და–ლილვა, პირიკლეს დე–ანდრადე, ჟორჟ გილერმე და–სილვა, რენატო სოკოდატო, ფრანსისკო სესარ დე–მორაესი.
“დინამო” – პირაევი, ელოშვილი, ძიაპშპა, ხოჭოლავა, კოტრიკაძე, ღოღობერიძე, ჭკუასელი, გაგნიძე, კალოევი, ზაზროშვილი (იამანიძე), მესხი.
მსაჯი: ჯ. ვერნარდო (იტალია).
ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, რომელიც წინ უძღოდა მატჩს, ბრაზილიელმა სპორტსმენებმა ხელი გადახვიეს ქართველ ფეხბურთელებს და მათთან ერთად გადაიღეს ჯგუფური სურათი. ეს მომენტი შესანიშნავად გამოხატავდა იმ გულთბილ, მეგობრულ ვითარებას, რომელშიც ჩატარდა საერთაშორისო მატჩი ფეხბურთში რიო–დე–ჟანეიროსა და თბილისის გუნდებს შორის.
“დინამომ” სწორი ტაქტიკა აირჩია. უმაღლესი ინდივიდუალური ტექნიკის მქონე ფეხბურთელთაგან შემდგარ გუნდთან საჭირო იყო თამაში სწრაფ ტემპში, სრული ფიზიკური დატვირთვით, მოთამაშეთა ფართო მანევრებით. საჭირო იყო თამაშის წარმართვა საკუთარი გეგმის მიხედვით. შეტევაში გადამწყვეტი იყო ფლანგური იერიშები, ხოლო დაცვაში – მოწინააღმდეგე თავდამსხმელთა პერსონალური, მჭიდრო აყვანა, რათა “ჟონგლიორებს” ბურთის თავისუფლად დამუშავების საშუალება არა ჰქონოდათ.
თბილისელებმა დასაწყისიდანვე შეძლეს თავისი ამოცანის შესრულება. “ატლეტიკ პორტუგეზას” დაცვა აშკარად ჩამორჩებოდა “დინამოს” თავდასხმას სისწრაფეში, მოედანზე ორიენტირებაში და ინდივიდუალურ ბრძოლაშიც კი. სტუმართა მცველები მინდორზე განლაგებული იყვნენ ჯაჭვის სახით 4–5 მოთამაშის შემადგენლობით. ისინი თამაშობდნენ ზონალური პრინციპით, ყოველი მათგანი დარაჯობდა თავის ზონაში შემოსულ მოწინააღმდეგეს და მასთან ბრძოლაში პირისპირ ებმებოდა შეტევის ბოლო ფაზაში. მანამდე კი მცველები სრული შემადგენლობით იხევდნენ უკან კარისაკენ.
მკვეთრად გამოსახული საშტატო განაწილება “ატლეტიკ პორტუგეზას” არც თავდასხმაში ჰქონდა. აქაც 4 მოთამაშე მოქმედებდა ისე, რომ არც ერთ მათგანს არ ეკავა ცენტრალური თავდამსხმელის ადგილი. №6 და №10 მოთამაშეები წარმოადგენდნენ დაცვისა და თავდასხმის შემაერთებელ რგოლს.
დინამოელთა უპირატესობა მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში აშკარა იყო. თითქმის ყოველი მათი იერიში სახიფათო მომენტით მთავრდებოდა და თუმცა ბრაზილიელები ყოველგვარ საშუალებას მიმართავდნენ, რათა თბილისელებს კარში არ დაერტყათ, ასეთი შესაძლებლობა მრავლად იქმნებოდა.
ძლიერად თამაშობდა თავდასხმაში კალოევი, რომელსაც მაღალი ბურთებისათვის ბრძოლაში კონკურენტი არა ჰყავდა. რამდენჯერმე “შეაშფოთა” სტუმართა დაცვის რიგები გაგნიძის სწრაფმა გარღვევებმა, პროდუქტიული, აზრიანი იყო კოტრიკაძე–ღოღობერიძის თამაში. საიმედოდ ეკავათ მოწინააღმდეგეები მცველებს. მაინც საერთო ანსამბლიდან მკვეთრად გამოირჩეოდა მესხი. მის ცრუ მოძრაობებსა და დრიბლინგს ვერაფერი გაუგო დიასმა, რომელიც დინამოელთან ყოველი შეხვედრის შემდეგ მის ზურგს უკან რჩებოდა. აღსანიშნავია ერთი დეტალიც: მოსკოვის “დინამოსთან” თამაშში ბრაზილიელებს არც ერთი ჯარიმა არ დაუშვიათ თავისი საჯარიმო მოედნის სიახლოვეს. მესხის, კალოევის, ღოღობერიძისა და ზაზროშვილის წინააღმდეგ კი ისინი იძულებული იყვნენ (მართალია, მეტად თავაზიანად, ყოველგვარი უხეშობის გარეშე) გამოეყენებინათ სხვადასხვა აკრძალული ხერხები.
ყოველივე ამის მიუხედავად პირველი გოლი “დინამოს” კარში იქნა გატანილი. ჟორჟ და–სილვამ მარჯვნიდან ჩააწოდა ბურთი კართან. პირაევმა და მცველებმა საკმაოდ გულგრილად გაუშვეს იგი დე–მორაესთან, რომელმაც ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში – 1:0.
გოლს გოლი მოჰყვა – გაგნიძემ, ზაზროშვილმა და მესხმა სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს და კალოევმა ძლიერად დარტყმული ბურთი გაგზავნა დაბალ კუთხეში – 1:1.
ტაიმის დასასრულამდე დინამოელებმა მწვავე იერიშების მთელი სერია ჩაატარეს, მოწოდებული იქნა რამდენიმე კუთხური საჯარიმო, მრავლად იქმნებოდა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენის შემთხვევებშიც თბილისელები კარგავდნენ ბურთებს. ბრაზილიელი ფეხბურთელები უკიდურესად მწვავე მომენტებშიც კი ყოველგვარი პანიკისა და არეულობის გარეშე იცავდნენ თავის კარს.
მეორე ტაიმი მასპინძლებმა ისევ შეტევით დაიწყეს. კიდევ უფრო აქტიურად ებმებოდა თავდასხმაში ღოღობერიძე, ყოველ მიღებულ ბურთს კართან გასვლით ამთავრებდა მესხი.
რამდენიმე დაკარგული შესაძლებლობის შემდეგ მესხმა ზედიზედ მოატყუა მცველები და კარის წინ გაუგორა ბურთი კალოევს, ანგარიში გახდა 2:1.
და სწორედ მაშინ, როცა მაყურებლები “დინამოს” ახალ წარმატებას მოელოდნენ, სურათი შეიცვალა. თბილისელებმა რატომღაც მოუკლეს ტემპს, მოადუნეს ყურადღება. მცველებმა მოწინააღმდეგეს საშუალება მისცეს თავისუფალ ზონაში ემოქმედათ, თამაში წარემართათ თავისი სურვილის მიხედვით. გარდა ამისა, თავდასხმამ შეანელა იერიშები. დაიღალა ზაზროშვილი, ხშირად კარგავდა ბურთებს გაგნიძე, ხოლო ჭკუასელი აბსოლუტურად გამოერთო თამაშს და თითქმის არც ერთხელ არ უცდია ბრძოლაში ჩაბმა. თამაში “დინამოს” მარჯვენა ფრთაზე სრულიად ჩაქრა.
მიიღეს რა თავისუფალი თამაშის საშუალება, ბრაზილიელი ფეხბურთელები სრული ძალით ამოქმედდნენ. მალე მცველებმა უმეთვალყუროდ დატოვეს დე–ანდრადე, რაც მან კარგად გამოიყენა და გაათანაბრა ანგარიში.
დარჩენილი დროის მანძილზე თბილისელებმა ვეღარ შეძლეს ძველი უპირატესობის აღდგენა. სტუმრები (განსაკუთრებით შავიერი, სოკოდატო, ფარია, გილერმე და–სილვა და სხვ.) თამაშობდნენ სრული ძალით, მასპინძლებს არ აძლევდნენ გაშლილი ფრონტით სწრაფი თამაშის საშუალებას. მსაჯის საფინალო სასტვენისათვის ანგარიში არ შეცვლილა – 2:2.
შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ თბილისის ”დინამომ” ხელიდან გაუშვა გამარჯვების აშკარა შესაძლებლობა.
ბ. ქორქია.