«Динамо» (Тбилиси) — «Палмейрас» (Сан-Паулу, Бразилия) 2:4 (1:4)

Международный товарищеский матч.
24 мая 1970 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив».
Судья: И.Бочаров (Москва).
«Динамо»: Степания, Читаури, Кантеладзе, Шергелашвили («Торпедо» Кт.), Хинчагашвили, Петриашвили, Кутивадзе, Илиади (М.Мачаидзе), Бурджанадзе (Мчедлишвили), Гавашели (Гогоберидзе), Л.Нодия.
«Палмейрас»: Меури, Мевес (Журико), Перейра, Зеке, Дуду, Де, Эду (Копеу), Кабрал (Зе Карлос), Кардосо, Адемир (Жайме), Пио.
Голы:
0:1 Зеке — 11
1:1 Гавашели — 18
1:2 Адемир — ?
1:3 Кардосо — ?
1:4 Кардосо — ?
2:4 Л.Нодия — 73

Пресса — «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.


Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 26 мая 1970 года:

საყვედური ძირითად მოთამაშეებს.
თბილისი. «ლოკომოტივის» სტადიონი 24 მაისი.
«დინამო (თბილისი)– «პალმეირასი» (სან–პაულო) 2:4 (1:4).
«დინამო» სტეფანია, ჩიტაური, კანთელაძე, შერგელაშვილი, ხინჩაგაშვლი, პეტრიაშვილი, კუტივაძე, ილიადა (მაჩაიძე), ბურჯანაძე (მჭედლიშვილი), გავაშელი (ღოღობერიძე), ლ. ნოდია.
«პალმეირასი» ნეური, ნევესი (ეურიკო), პერეირა ზეკა, დუდუ, დე, ედუ (კოპეუ), კაბრალი (ზე კარლოსი), კარდოსი, ადემირი (ჟაიმე), პიო.
მსაჯი ი. ბოჩაროვი (მოსკოვი).
თბილისის «დინამოს» თავის მინდორზე ორჯერ ჰყავს დამარცხებული ბრაზილიის ძლიერი პროფესიული საკლუბო გუნდები. პირველად მას იღბლად გადაურჩა «ატლეტიკა პორტუგეზა» (2:2) მერე კი ერთნაირი ანგარიშით (0:4) დამარცხდნენ ჯერ «ბაია» მერე კი განთქმული «ფლამენგო».
მაგრამ 24 მაისს ეს «ტრადიცია» დაირღვა და ბრაზილიელებმა თავიანთი პირველი რევანში აიღეს თბილისის სტადიონზე.
ალბათ ზოგიერთი გულშემატკივარი ასეთ გამარჯვებას არც ჩათვლის სრულ რევანშად, ვინაიდან თბილისის «დინამოს» ღირსებას ამ დღეს არსებითად დუბლიორთა შემადგენლობა იცავდა. პირველი შემადგენლობიდან მას აკლდნენ ურუშაძე, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ასათიანი, მეტრეველი, გ. ნოდია. აკლდა რეხვიაშვილიც. ასეთ პირობებში გუნდის დაკომპლექტებაზე კი არა, ფაქტიურად, შეკოწიწებაზე იყო ლაპარაკი და მაშველ ძალად ქუთაისის «ტორპედოდან» შერგელაშვილის მოწვევაც კი გახდა საჭირო. მართალია, არც «პალმეირასი» გამოვიდა მინდორზე იდეალური შემადგენლობით, ვინაიდან მას 3 წამყვანი მოთამაშე აკლდა, მაგრამ სად 3 და სად 7? სამ ფეხბურთელს თითქოს უმტკივნეულოდ შეცვლიან ისეთი კლასის პროფესიულ კლუბში, როგორიცაა «პალმეირასი».
ჩვენს რეცენზიას ვიწყებთ იმ პირდაპირი, დაუფარავი საყვედურით, რომელიც პირველ ყოვლისა ეკუთვნით არა გამოუცდელ ახალგაზრდებს – დუბლიორებს, არამედ ძირითადად მოთამაშეებს – გამოცდილ ფეხბურთელებს. მათ, ვისაც უნდა ეტვირთა ამ მატჩის სიმძიმე და ვინც უნდა იკისროს მომავალ შეხვედრათა ბედის ხელში აღება.
დავიწყოთ ლ. ნოდიათი. მატჩის პერიოდებში ისე გადიოდა 10–15 წუთი, რომ იგი არა თუ არ იღებდა თავის თავზე ინიციატივას, საამისო სურვილის გამომჟღავნებასაც არ აპირებდა. და ეს მაშინ, როცა საკმარისი იყო მისი მცირეოდენი გააქტივება და საქმე მაშინვე სწორდებოდა.
ან გავაშელი. იგი პრინციპულად არავის ამჩნევდა თავის გარშემო, არავის აწვდიდა ბურთს, ატარებდა მანამ, სანამ წაართმევდნენ. ეს კი საკმაოდ მალე ხდებოდა.
ილიადი. იგი როგორღაც გაითქვიფა საერთო მასაში, შერჩა შუა მინდორს, რალურ დახმარებას თავის დაცვასაც ვერ უწევდა და არც ბრაზილიელთა კარისთვის წარმოადგენდა რაიმე საშიშროებას.
ამიტომ გახდნენ მწვრთნელები იძულებული ამ გამოუვალ მდგომარეობაშიც კი შეეცვალათ გავაშელი და ილიადი.
ხინჩაგაშვილი მას უშუალო მოწინააღმდეგედ შეხვდა ბრაზილიელთა ერთ–ერთი ყველაზე სახიფათო და აგრესიული ფორვარდი – სწრაფი, ტექნიკური ედუ. საჭირო იყო დიდი ტექნიკური ალღოს, უკიდურესი ყურადღებიანობის, სიფრთხილის გამოჩენა. მჭიდრო პერსონალური დაცვით თამაში მისი ნეიტრალიზებისთვის, ხინჩაგაშვილმა კი ეს დაივიწყა და ისეთ «საშუალედო» პოზიციას იჭერდა ედუს მიმართ, რომ ეს უკანასკნელ თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში.
კუტივაძე «დინამოს» ამ მოიერიშე ნახევარმცველმა საუკეთესოდ დაიწყო თამაში და ასეც ჩაატარა პირველი 20–25 წუთი. მერე, როცა გუნდს მძიმე პერიოდი დაუდგა და «პალმეირასმა» 20 წუთის განმავლობაში ზედიზედ 3 ბურთი გაიტანა, მანაც «ჩაიქნია ხელი».
ჩვენ საგანგებოდ გამოვყავით ეს მოთამაშეები იმიტომ, რომ პირველ ყოვლისა სწორედ მათ უნდა მიეცათ ტონი თამაშისთვის, გამოეჩინათ მებრძოლის თვისებები, ნებისყოფა და არ დაეთმოთ მინდორი ბრაზილიელთათვის მით უმეტეს, რომ «პალმეირასის» მოთამაშეებს ისეთი არაფერი გამოუჩენიათ, რომ გაეკვირვებინათ და დაეჩაგრათ ჩვენი ფეხბურთელები.
პირველი 15 წუთი მიმდინარეობდა საინტერესო, თანაბარ ბრძოლაში. გაშლილ შეტევას აწარმოებდა ორივე გუნდი, იყო სახიფათო მომენტები. რამდენიმე მწვავე მომენტი შექმნეს კუტივაძემ, გავაშელმა, მაგრამ მე–11 წუთზე ზეკამ შორიდან მოულოდნელად ძლიერად დაარტყა და ბურთი ზედა მარცხენა «ცხრიანში» გაგზავნა, სადაც სტეფანიას ნახტომი ვერ მისწვდა.
ეს გოლი გავაშელმა მე–18 წუთზე გაქვითა კუტივაძის გადაცემიდან ზუსტი თავური დარტყმით და თითქოს ყველაფერი თავიდან უნდა დაწყებულიყო. როცა ბრაზილიელებმა სულ რამდენიმე გადაცემით მიაღწიეს მარჯვენა ფლანგს, ბურთი ცენტრში გადააწოდეს და ადემირმა ისევ დააწინაურა «პალმეირასი»–2:1.
აი, ამ პერიოდში აირია დინამოელთა თამაში. მინდვრის ცენტრი მთლიანად სტუმრებს ჩაუვარდათ ხელთ, ცენტრს თანდათან მიჰყვა წინა პოზიციებიც და კარდოსომ ორჯერ ზედიზედ აიღო დინამოელთა კარი – 4:1.
ბრაზილიელთა კარნახით მიმდინარეობდა თამაში შესვენების შემდეგაც. ორივე გუნდმა რამდენიმე ცვლილება მოახდინა თავის რიგებში, მაგრამ გამარჯვებულები ამას აკეთებდნენ იმიტომ, რომ ყველასთვის მიეცათ თამაშის საშუალება, დინამოელები კი იმ მიზნით,. რომ როგორმე შეეტანათ გარდატეხა მატჩის მსვლელობაში. ბოლოს ეს მოხერხდა კიდეც რამდენიმეჯერ კარგად ითამაშა მაჩაიძემ.
ბოლო 73–ე წუთზე, მაჩაიძის დარტყმული ბურთი მოხვდა აპერეირას, მისგან ნოდიას და ნოდიას დარტყმის მერე აღმოჩნდა ბადეში – 2:4.
დარჩენილ დროში თბილისელები კიდევ უტევდნენ, მაგრამ ერთობს უსისტემოდ თანაც, იერიშის დასასრულს ჩვენი თავდამსხმელები თამაშობდნენ მაღალი გადაცემებით, ასეთ ბურთს კი «პალმეირასის» მაღალი მცველები იოლად იგერიებდნენ.
რ. ქორიძე.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>