«Динамо» (Тбилиси) — Сборная Индонезии 5:2 (2:0)

Международный товарищеский матч.
23 августа 1956 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Динамо».
Судья: К.Круашвили (Тбилиси).
«Динамо»: Пираев, А.Котрикадзе, Дзяпшпа, Хочолава, Яманидзе, Гогоберидзе (к), Хасая, К.Гагнидзе, Калоев, Чкуасели, Месхи.
Сб. Индонезии: Саелан (к), Хайрудин, Киат Сек, Хим Чианг, Сион Лионг, Лионг Хож, Рамли, Витарса, Раманг, Дану, Аге.
Голы:
1:0 Калоев — 06
2:0 Хасая — 31
3:0 Калоев — 50
4:0 К.Гагнидзе
5:0 К.Гагнидзе — 63
5:1 Дану — 70
5:2 Рамли — 86
Нереализованный пенальти: Киат Сек (при счете 3:0, вратарь).

Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — нет.


Газета «Советский спорт» (Москва) от 25 августа 1956 года:

Матч в Тбилиси.
Команды вышли на поле в следующих составах: Индонезия — Саелан, Хайрудин, Хым Кеанг, Сион Лионг, Киат Сек, Лионг Хоу, Рамли, Витарса, Ра-манг, Дану, Абе; «Динамо» — Пираев, Котрикадзе, Дзяпшипа, Хочолава, Яманидзе, Гогоберидзе, Хасая, Гагнидзе, Калоев, Чкуасели, Месхи. Состоявшуюся позавчера встречу судил судья республиканской категории П. Круашвили.
…Шестая минута. Быстрый прорыв Хасая, передача в центр, и Калоев головой посылает мяч в сетку ворот. Сразу же после гола у ворот гостей создается ряд опасных моментов, но их защитники организованно встречают атаки. На 30-й минуте, однако, последовал прорыв Чкуасели, передача Хасая, и вратарь Саелан пропустил второй гол.
Сразу после перерыва гости опять терпят неудачу Гагнидзе, прорвавшись по краю, подал мяч вдоль ворот, и набежавший Калоев головой забил третий гол.
К 63-й минуте счет был 5:0 в пользу хозяев поля. Гагнидзе еще дважды заставлял вратаря гостей доставать мяч из сетки.
Однако это не обескуражило индонезийских футболистов. Они переставили Рамли на левый край и стали играть еще активнее. После быстрой комбинации Дану, находившийся вблизи ворот, опередил вратаря и под шумное одобрение трибун забил первый ответный гол. Следует еще ряд атак гостей, после которых мяч дважды попадает в штангу динамовцев. Уже к концу матча, используя ошибку Котрикадзе, Рамли забил второй гол в ворота «Динамо».
Игра, прошедшая в теплой, дружеской обстановке, закончилась победой динамовцев Тбилиси со счетом 5:2.
Р. Коркия.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 26 августа 1956 года:

„დინამო“ (თბილისი) — ინდონეზია (ნაკრები).
თბილისი, 23 აგვისტო. “დინამოს” სტადიონი.
“დინამო” (თბილისი) – ინდონეზია” (ნაკრები) 5:2 (2:0).
ინდონეზია – სავლინო, ხაირუდინი, კიატ სეკი, ხიმ ჩიანგი, სიონ ლიონგი, ლიონგ ხოუ, რისლი, გოტარსი, რამინგი, დინუ, ადე.
“დინამო” – პირაევი, კოტრიკაძე, ძიაპშპა, ხოჭოლავა, იამანიძე, ღოღობერიძე, ხასაია, გაგნიძე, კალოევი, ჭკუასელი, მესხი.
მსაჯი: კ. ერუაშვილი (თბილისი).
მრავალრიცხოვანი მაყურებელი გულთბილად შეეგება ინდონეზიელ ფეხბურთელთა გამოჩენას მინდორზე. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ამხ. ი. ბოჭორიძემ. საპასუხო სიტყვა წარმოთქვა ინდონეზიის სპორტული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ინდონეზიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბ–ნმა მალადიმ.
თამაში სტუმრებმა დაიწყეს. წამსვე მათი ხუთივე თავდამსხმელი სწრაფად ამოძრავდა და ფართოდ გაიშალა მინდორზე . ისინი გრძელი გადაცემებით გადიოდნენ მოედნის შუაგულს და ცდილობდნენ დინამოელებზე ადრე აეღოთ ბურთი ისე, რომ მოესწროთ მისი დამუშავება მათთან
პირისპირ შებრძოლებამდე.
მალე გამოირკვა, რომ ინდონეზიის გუნდის მცველები გაცილებით ჩამორჩებოდნენ თავისივე თავდამსხმელებს სისწრაფეში. ამიტომ თბილისელებმა შეთავაზებული ტემპი მიიღეს. მე–6 წუთზე ხასაია სწრაფად გავიდა მარჯვენა ფრთაზე და კარის წინ ჩააწოდა კალოევს, რომელმაც ბურთი თავით გაგზავნა კარში – 1:0.
პირველ გოლს მოჰყვა რამდენიმე მეტად სახიფათო მომენტი სტუმრების კართან. ხაირუდინი და ხიმ ჩიანგი ადვილად ტყუვდებოდნენ ცრუ მოძრაობებზე და “დინამოს” გარემარბები ხასაია და მესხი შეუფერხებლად გადიოდნენ ფლანგებზე. მხოლოდ შეტევისას ბოლო ფაზაში მოქმედებდნენ თბილისელთა თავდამსხმელები შეუთანხმებლად და ფლანგებიდან მოწოდებული ბურთები უშედეგოდ იკარგებოდა საჯარიმო მოედანზე. პარტნიორებმა რამდენჯერმე გაიყვანეს ჭკუასელი საბოლოო დარტყმებისათვის, მაგრამ იგი ამჯერად მაღლა აგზავნიდა ბურთებს.
თამაში ძირითადად ინდონეზიელთა ნახევარზე მიმდინარეობდა. მათ კარის უშუალო სიახლოვეს, როგორც წესი, ყოველთვის ჰყავდათ 4 მცველი, რომელთაგან ერთი – კიატ სეკი ოდნავ უკან იყო დაწეული. დანაკლისს ნახევარდაცვაში ავსებდა ვიტარსა, რომელიც არსებითად მთავარი “კომბინატორის” როლს ასრულებდა გუნდში. იგი კარგად პოულობდა თავისუფალ ადგილს კომბინაციის დასაწყებად, ზუსტად ანაწილებდა ბურთებს და ხშირად თვითვე ასრულებდა საბოლოო დარტყმებს კარში შორი მანძილიდან. მეტად სწრაფად, ძლიერად თამაშობდა მარჯვენა ფრთაზე რამლი და ხოჭოლავა იძულებული იყო ყურადღების მთელი დაძაბვით ემოქმედა მის წინააღმდეგ. იერიშის შემთხვევაში უკან დახეული ნახევარმცველი სწრაფად გამოდიოდა წინ თავის ადგილზე.
მთელი რიგი გამოუყენებელი შესაძლებლობების შემდეგ დინამოელებმა ახალ წარმატებას მიაღწიეს: ხასაიამ ჭკუასელის გადაცემიდან შორიდან დაარტყა კარში. სავლინმა კარგად ვერ გაიანგარიშა თავისი ნახტომი და მეორე ბურთი გაუშვა.
ტაიმის დამთავრებამდე ცვლილება ანგარიშში არ მომხდარა. მეორე ტაიმი მარცხიანად დაიწყო სტუმრებისათვის. გაგნიძემ მარჯვენა ფრთიდან ძლიერად ჩააწოდა ცენტრში, სადაც კალოევმა ზუსტად ისეთივე ბურთი გაიტანა, როგორც პირველ ნახევარში – 3:0.
სტუმრებს მაშინვე მიეცათ ერთი ბურთის გაქვითვის საშუალება. იამანიძემ სრულიად გაუმართლებლად ხელით ითამაშა თავისი კარის წინ, მაგრამ კიატ სეკის მიერ დარტყმული პენალტი აიღო პირაევმა.
ინდონეზიელებმა სცადეს შეტევის მთავარი მიმართულების შეცვლა და რამლი მარცხენა ფრთაზე გადაიყვანეს, სანამ ისინი თავის ექსპერიმენტებს ახდენდნენ, გაგნიძემ ჯერ ჭკუასელის მოწოდებიდან გაიტანა ბურთი კარში, ხოლო შემდეგ მეკარის მიერ უკუგდებულ ბურთს მიუსწრო და ანგარიში 3–მდე აიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ განსხვავება ანგარიშში ასე სწრაფად გაიზარდა, სტუმრებმა კიდევ უფრო მონდომებით და აქტიურად დაიწყეს თამაში. რამლი გაცილებით უფრო სახიფათო იყო მარცხენა ფრთაზე, სადაც კოტრიკაძემ რამდენჯერმე დაუშვა სერიოზული შეცდომა. ინდონეზიელი ოდნავ იხევდა მინდვრის სიღრმეში და შემდეგ მოულოდნელად და მეტად სწრაფად გადიოდა კართან, სადაც ღებულობდა გადაცემას ვიტარსას ან რამანგისაგან.
25–ე წუთზე კომბინაცია – ვიტარსა–რამანგი–დანუ დამთავრდა გოლით, რომელიც ამ უკანასკნელმა გაიტანა ახლო მანძილიდან. მოკლე ხანში ადემ შორიდან “დაჰკიდა” ბურთი კართან, მაგრამ ბურთმა შეიცვალა მიმართულება და მოხვდა ზედა ძელს. კიდევ ერთხელ იხსნა ძელმა ”დინამოს” კარი ვიტარსას ძლიერი დარტყმის შემდეგ.
გაისმა გონგის ხმა. სტუმრებმა უკანასკნელად შეუტიეს მოწინააღმდეგეს, რამლიმ ერთხელ კიდევ გაიმეორა თავისი მანევრი, ზუსტად მიუსწრო მარჯვნიდან მიწოდებულ ბურთს და თავით შორეულ კუთხეში გაგზავნა იგი. პირაევი არც განძრეულა – 2:5.
ამ ანგარიშით თბილისის “დინამოს” სასარგებლოდ დამთავრდა ეს მატჩი, რომელიც გულთბილ, მეგობრულ ვითარებაში ჩატარდა.
რ. ქორიძე.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>