«Динамо» (Тбилиси) — «Ла Гантуаз» (Гент, Бельгия) 2:1 (2:1)

Международный товарищеский матч.
22 мая 1959 года. Тбилиси. Стадион «Динамо».
Судья: А.Хлопотин (Москва).
«Динамо»: С.Котрикадзе, Элошвили, Чохели, Хочолава, Б.Сичинава (А.Котрикадзе), Зейнклишвили, Мелашвили, Яманидзе, Калоев, Баркая, Месхи.
«Ла Гантуаз»: Де Мейер, Де Нейер, Гаставино, Ван Херни, Де Кастер, Ван Хюфел, Деплянке (Макуна), Дельвиль, Вилемс, Ван Уке, Орланс.
Голы:
0:1 Деплянке — 07
1:1 Калоев — 38
2:1 Мелашвили — 41

Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — нет.

Газета «Советский спорт» (Москва) от 23 мая 1959 года:

Победа Тбилисского «Динамо». «Динамо» (Тбилиси) — «Ля Гантуаз» (Бельгия).
Динамовцы Тбилиси вышли вчера на игру с Бельгийскими футболистами клуба «Ля Гантуаз» в необычном составе: в нападении впервые в сезоне играл Баркая (№ 10), отсутствовал Гогоберидзе. В полузащите играли Сичинава (правый) и Зейнклишвили. По всей вероятности, этим можно объяснить неслаженную игру динамовцев. На восьмой минуте центральной нападающий гостей Виллемс в единоборстве с Чохели завладел верховым мячом и тут же отпасовал его неприкрытому Деплянке (№ 7). Удар низом — и мяч в сетке.
Гол этот заставил тбилисцев играть активнее. На 38-й минуте Калоев, оставшись один на один с вратарем Де Мейером. перебросил мяч через его голову, а затем Мелашвили с подачи Калоева довел счет до 2:1.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 24 мая 1959 года:

ერთი მატჩის გაკვეთილი.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 22 მაისი.

“დინამო” (თბილისი) – “ლა განტუაზი” (ბელგია, ქ. გენტი) – 2:1 (2:1).
“ლა განტუაზი”: დე მეიერი; დე ნეიერი, გასტევინო, ვან ჰერნი; დეკასტერი, ვან ჰუფელი; დეპლანკი (მაკუნა, დელვილი, ვილემსი, ვან უკე, ორლანსი.
“დინამო”: ს. კოტრიკამე, ელოშვილი, ჩოხელი, ხოჭოლავა, სიჭინავა. (ა. კოტრიკაძე), ზეინკლიშვილი; მელაშვილი, იამანიძე, კალოევი, ბარქაია, მესხი.
მსაჯი: ნ. ხლოპოტინი (მოსკოვი).
ყოველ საერთაშორისო შეხვედრას, იმისდა მიუხედავად, თუ რა შედეგით დამთავრდება იგი, გარკვეული სარგებლობა მოაქვს ჩვენი გუნდებისათვის. შესაძლებელია მოწინააღმდეგე შედარებით სუსტი იყოს და ტოლფასოვანი ბრძოლა ვერ შექმნას მინდორზე, მაგრამ ის სიახლენი და თავისებურება, რაც მას ყოველთვის გააჩნია, მასპინძელთა მხრივაც იწვევს შესაბამის რეაქციას, ამდიდრებს მათს მრავალფეროვნებას.
რა შეიძლება ითქვას ჩვენი სტუმრების შესახებ? “ლა განტუაზი” არ მიეკუთვნება უმაღლესი კლასის გუნდს, ყოველ შემთხვევაში , იგი თბილისის “დინამოზე” გაცილებით სუსტია.
ბელგიელ მოთამაშეთა ტექნიკური მომზადება საშუალოს არ აღემატება. გამონაკლის წარმოადგენდნენ ცენტრალური ოთავდამსხმეელი ვილემსი, ცენტრალური მცველი გასტევინო, ნახევარმცველები დეკასტერი და ვან ჰუფელი. მათგან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აღსანიშნავია ვილემსი – სწრაფი, ტექნიკური და მეტად სახიფათო ფორვარდი.
მაგრამ საყურადღებოა ის, რომ “ლა განტუაზს” თავისი ამ მოკრძალებული შესაძლებლობიდან ამოაქვს თითქმის მაქსიმუმი. მათს ტაქტიკაში ორიგინალური ბევრი არაფერია. ესაა ე.წ. დაცვითი ტაქტიკა, სადაც თავდასხმის ორი მოთამაშე. სისტემატურად უკან დაწეული მოქმედებს, ხოლო ცენტრალური დაცვის ზონაში ყოველთვის იმყოფება 2-3 კაცი. მთელი ეს მასა დაცვაში ცდილობს შეაჯგუფოს მოწინააღმდეგის შემტევი ძალები და გაუვალი გახადოს საჯარიმო მოედწის ტერიტორია.
ყველაფერი ეს ნათელი გახდა უკვე დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ. და მართალია, სტუმრებმა საკმაოდ მახვილგონივრული კომბინაციის შემდეგ (ვილემსი–დეპლანკე) დასაწყისშივე გახსნეს ანგარიში, საერთო ინიციატივა და ტერიტორიული უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა – იგი დინამოელებისა იყო.
კარგად ითამაშა პირველ ტაიმში “დინამოს” მარცხენა ფრთამ. ბარქაია აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელიც მის გარშემო წარმოებდა, მესხის თვალშეუვლებ ფინტებსა და დრიბლინგს ვერაფერი გაუგეს ”ლა განტუაზი” მცველებმა ხოლო ზეინკლიშვილლის დებიუტი მარცხენა ნახევარმცველის როლში სავსებით გამართლებული აღმოჩნდა. სტუმრები დიდ ხანს ინარჩუნებდნენ ანგარიშს მცველთა მიერ კარის წინ აღმართული კედლის წყალობით და მხოლოდ 38-ე წუთზე შეძლო კალოევმა ზეინკლიშვილის გადაცემიდან საპასუხო. ბურთის გატანა — 1:1. რამდეწიმე წუთის შემდეგ მელაშვილმა ცენტრში გადაინაცვლა და დაბალი დარტყმით წინ გაიყვანა ”დინამო” – 2:1. ასე დამთავრდა თამაშის პირველი ნახევარი.
მეორე ტაიმისათვის თბილისის გუნდს დამსახურებულად ეკუთვნის შეფასება «2», გამეორდა იგივე ისტორია, რაც მოსკოვის ”ტორპედოსთან”. 45 წუთის განმავლობაში დინამოელებს ჰქონდათ ისეთი უპირატესობა, რომელიც ჩვეულებრივ ფეხბურთში 3-5 გოლით მთავრდება ხოლმე, მაგრამ ჩვენი გუნდის ფორვარდები როგორღაც ახერხებენ ”არაჩვეულებრივად” თამაშს და მოწინააღმდეგის კარიდან ხელცარიელნი ბრუნდებიან უკან.
შორი მანძილიდან დინამოელი თავდამსხმელები ”პრინციპულად” არ ურტყამენ კარში, ხოლო ახლო შეტევაში იქმნება ისეთი ქაოსი, რომ ბურთის გატანა უკვე შემთხვევაზეა ხოლმე დამოკიდებული. არავინ ცდილობს მოძებნოს რაიმე ახალი გზა, შექმნას რაიმე მოულოდნელობა, მიხვდეს, თუ როგორ შეიძლება 10 შესამშლებლიდან სრული ეფექტით გამოიყენოს თუნდაც ერთი, პარადოქსალურია, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდს აბსოლუტური უპირატესობა აქვს ხოლმე მატჩში, მისი თამაში კი ძალზე უფერულ და არასახარბიელო შთაბეჭდილებას ტოვებს.
აშკარად არაა ფორმაში იამანიმშე, საგრმნობლად გამოთიშულია გუნდის ტაქტიკურ სქემას სიჭინავა, ზედმეტი რისკითა და წინდაუხედავად მოქმედებენ ელოშვილი და ხოჭოლავა, არასტაბილურია მესხის თამაში, ჯერ კიდევ ვერ იყენებს თავის გადამწყვეტ დარტყმებს მელაშვილი.
ტერიტორიულ უპირატესობას, რომელიც გოლით არ მთავრდება, არავითარი აზრი არა აქვს. ეს ნათელი შეიქმნა დინამოელთა ორ უკანასკნნელ მატჩში. ”ლა განტუაზის” გაკვეთილი სამაგალითო უნდა შეიქნას ჩვენი ფეხბურთელებისათვის: შეტევის დამამთავრებელი ფაზა უნდა იყოს უფრო გააზრებული, მწვავე და რაც მთავარია — შედეგიაწი.
ბ. ქორქია.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>