«Динамо» (Тбилиси) — «Гурник» (Забже, Польша) 1:2 (1:1)

Международный товарищеский матч.
11 февраля 1968 года. 15-00. Тбилиси. Стадион «Динамо». 40000 зрит.
Судья: А.Зверев (Ленинград), И.Лукьянов (Москва), Н.Крылов (Куйбышев).
«Динамо»: С.Котрикадзе, Рехвиашвили, Челидзе (Кантеладзе), Шергелашвили, Дзодзуашвили, Кутивадзе, Илиади, Кикава, Метревели (к), С.Коридзе, Месхи (Л.Нодия).
«Гурник»: Костка (Гомола), Кухта, Ослизло (к), Латоха, Флоренски, Дейя, Вильчек, Олех, Мусялек (Горгонь), Любански, Лентнер (Сковронек).
Голы:
1:0 Дзодзуашвили — 05
1:1 Лентнер — 39
1:2 Любански — 50

Пресса — «Советский спорт», «ლელო».
Программа матча — нет.

Газета «Советский спорт» (Москва) от 13 февраля 1968 года:

И СНОВА «ГУРНИК». «Динамо» (Тбилиси) — «Гурник» (Забже).
Воскресный матч тбилисского «Динамо» с футболистами польского клуба «Гурник» (Забже) можно считать рекордным. Еще никогда в феврале трибуны динамовского стадиона не собирали столько зрителей: ни одного билета в кассах!
Ближайшие задачи у команд различны. Тбилисцы через неделю стартуют в «Подснежнике», а гостей ждут четвертьфинальные поединки Кубка европейских чемпионов сильнейшим клубом Англии. Естественно, что польским футболистам уже сейчас необходимо приобрести форму, близкую к боевой. Игре показала, что они на верном пути. Гости выглядели чуть быстрее, чуть точнее, чуть выносливее хозяев, а сумма этих «чуть» и дала им заметное преимущество.
Счет открыли динамовцы после рейда Дзодзуашвили почти к угловому флагу. Оттуда он нанес удивительный удар. Мяч, пролетев большое расстояние, попал точно в дальний верхний угол. Ответный гол Лентнер забил с подачи Любанского незадолго до перерыва. Вскоре после отдыха Любанский вывел команду вперед — 2:1. И на сей раз он был сильнейшим среди гостей. Как всегда расчетливая и острее игре лучшего форварда Польши оставила приятное впечатление.
«ГУРНИК»: Костка (Гомола), Кухта, Ослизло, Латоха, Флоренский, Дейя, Вильчек, Олех, Мусалек (Горгонь), Любанский, Лентнер (Сковронек).
«ДИНАМО»: Котрикадзе, Рехвиашвили, Челидзе (Кантеладзе), Шергелашвили, Дзодзуашвили, Кутивадзе, Илиади, Метревели, Коридзе, Кикава, Месхи (Л. Нодия).
Судьи А. Зверев (Ленинград), И. Лукьянов (Москва) и Н. Крылов (Куйбышев).
Г. Акопов.
(Наш корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 13 февраля 1968 года:

«გურნიკის» რეპეტიცია.
თბილისი „დინამოს“ სტადიონი. 11 თებერვალი.
„დინამო“ (თბილისი ახალგაზრდული შემადგენლობა) – „გურნიკი“ (ზაბჟე, პოლონეთი) 0:2 (0:1).
„დინამო“: გოგია. კიტია, კანთელაძე, შერგელაშვილი, ჭოხონელიძე, ილიადი, ქიქავა, ქორიძე, მაზიაშვილი, რამიშვილი (მაჩაიძე), ლ. ნოდია (ჯორბენაძე).
„გურნიკი“ : კოსტკა (გომოლი) კუხტა, ოსლიზლო, გორგონი, ფლოჩენსკი, დეია, ვილჩეკი, ოლეკი, მუშიალეკი, ლიუბამესკი, ლენტერი.
მსაჯი ე. აზიმ–ზადე (ბაქო).
„გურნიკის“ ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, მატჩის დაწყებამდე განაცხადა, რომ დაინტერესებული არაა თბილისში ჩატარებული თამაშების ტექნიკური შედეგებით. გუნდს თავისი ამოცანები აქვს, ინგლისის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ევროპის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალური შეხვედრებისთვის მზადების კონკრეტული პროგრამა გააჩნია, რომლის შესრულება მისთვის ახლა მთავარზე უმთავრესია. დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაში არიან დინამოელებიც, რომლებიც სულ ახლახან გამოვიდნენ მოედანზე და, ცხადია, ვარჯიშობენ და არა მოგებისათვის იბრძვიან.
მიუხედავად ამისა, გუშინწინდელი მატჩი ძალზე საინტერესო გამოდგა სანახაობრივი თვალსაზრისით. კარგი ამინდი, მშრალი მინდორი, მაყურებლით სავსე ტრიბუნები – ყველაფერი ეს ხელს უწყობდა ადრიანი თებერვლის ფეხბურთი არ მგვანებოდა მოსაწყენ ორმხრივ წვრთნას და თამაში წმინდა სპორტული ბრძოლით აღსავსე ყოფილიყო.
თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდებს საყვედური არ ეთქმით. მათ ითამაშეს მონდომებით, კარგი ურთიერთგაგებით, მთელ რიგ შემთხვევაში გუნდს არა მარტო ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა, არამედ გოლის გატანის აშკარა რეალობის წინაშეც იმყოფებოდა. საუკეთესო პოზიციაში იყვნენ, მაგალითად, რამიშვილი, მაზიაშვილი, ქორიძე.
პოლონელებმა დასაწყისშივე იგრძნეს თავიანთი მოწინააღმდეგის ენთუზიაზმი, ამაღლებული ტონუსი და თავი აარიდეს სახიფათო შეტაკებებს. თამაშის დროს, დაცვაა ეს, თუ შეტევა, მათ ყოველთვის ჰყავდათ თავისუფალი
მოთამაშე, რომელიც ქმნის ბურთის გათამაშების საშუალებას და საჭირო რიტმს. განსაკუთრებით მიიპყრო ყურადღება თავდასხმის მარცხენა ფლანგის საუცხოო შეთამაშებამ. მუშიალეკს, ლიუბანსკისა და ლენტერს ერთმანეთისა „უსიტყვოდ“ ესმოდათ, კომბინაციები მათ შორის სინქრონული სიზუსტით ხორციელდება.
ორივე გოლი დინამოელთა კარში „გურნიკმა“ გაიტანა ყველაზე კრიტიკულ დროს – ტაიმების დასასრულს. ჯერ, 44–ე წუთზე ლიუბანსკი–ლენტერის კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაამთავრა ლენტერმა, მერე კი, მატჩის ბოლოს, მასპინძელთა მიერ მოგერიებულ ბურთს მიუსწრო მინდვრის სიღრმიდან თავისუფალ ზონაში შემოსულმა კუხტამ და ძლიერად, ზუსტად დაარტყა – 2:0.
ეს მატჩი სრულ საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ხვალინდელი თამაში თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობასა და „გურნიკს“ შორის, ძალზედ საინტერესო იქნება.
რ. ქორიძე.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>