«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Сталин, Румыния) 4:0 (1:0)

Международный товарищеский матч.
11 июня 1957 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Динамо». Солнечно, 30 градусов. 35000 зрителей.
Судьи: К.Баллак (Венгрия), С.Резенкин (Харьков), Л.Саркисов (Сочи).
«Динамо» Тб.: С.Котрикадзе, Элошвили (Чихладзе), Чохели, А.Котрикадзе, Киладзе (Даварашвили), Рамишвили, Хасая, К.Гагнидзе, Зазроев (Квливидзе), Гогоберидзе (к), Чкуасели.
«Динамо» Ст.: Уцу, Моаркэс, Ангел, Изгиряну, Хидишан, Флореску, Рэдулеску, Лазэр, Сакач, Нягу (к), Боян.
Голы:
1:0 Чкуасели — 27
2:0 Гогоберидзе — 55
3:0 К.Гагнидзе — 74
4:0 Хасая — 88
Нереализованный пенальти: Хасая (86, вратарь).

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).

Программа матча — нет.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 13, Дело 109):

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (г.Сталин, Румыния) — 4:0 (1:0).
11 июня 1957 года. Начало: 18-30. Тбилиси, стадион «Динамо». +30 градусов. Солнечно. 35000 зрителей.
Судьи: Баллан (Венгрия), Резенкин, Саркисов.
«Динамо» Тб.: С.Котрикадзе, Элошвили, Чохели, А.Котрикадзе, Киладзе, Рамишвили, Хасая, К.Гагнидзе, Зазроев, Гогоберидзе (к), Чкуасели. На замену: Квливидзе, Чихладзе, Даварашвили.
«Динамо» Ст.: Уцу, Моаркэс, Ангел, Изгиряну, Хидишан, Флореску, Рэдулеску, Лазэр, Сакач, Нягу (к), Боян.
Голы: Чкуасели, Гогоберидзе, Гагнидзе, Хасая.

Газета «Советский спорт» (Москва) от 13 июня 1957 года:

Счет 4:0.
Второй в нынешнем сезоне международный матч на тбилисском стадионе «Динамо» прошел под знаком превосходства хозяев поля.
Румынские футболисты спортивного общества «Динамо», отразив первый натиск, сами
предприняли несколько атак, но добиться успеха не смогли. Хорошо играли вратари обеих команд, Все же на 27-й минуте вратарь гостей Уцу, закрытый защитниками, не успел среагировать на неожиданный удар Чкуасели, и мяч влетел в угол ворот. После перерыва преимущество динамовцев Тбилиси было бесспорным. Они забили еще три гола (Гогоберидзе, Гагнидзе, Хасая), одержав победу со счетом 4:0.
Г. Акопов.
Тбилиси.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 13 июня 1957 года:

ორი ქალაქის ნაკრების წინააღმდეგ.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 11 ივნისი.
“დინამო” (ქ.ქ. ბუქარესტისა და სტალინის ნაკრები, რუმინეთი) – “დინამო” (თბილისი) – 0:4.
“დინამო” (ქ.ქ. ბუქარესტი, სტალინი) – უცუ, მოარკესი, ანგელი, იზგირიანუ, ხიდაშანი, ფლორესკუ, რედულესკუ, ლაზერი, საკაჩი, ნიაგუ, ბოიანუ.
“დინამო” (თბილისი) – ს. კოტრიკაძე, ელოშვილი (ჩიხლაძე), ჩოხელი, ა. კოტრიკაძე, კილაძე (დავარაშვილი), რამიშვილი, ხასაია, გაგნიძე, ზაზროშვილი (ქვლივიძე), ღოღობერიძე, ჭკუასელი.
მსაჯი კარო ბალა (უნგრეთი).
სულ ხუთი წუთი იყო გასული მსაჯის პირველი სასტვენიდან და რუმინელ ფეხბურთელთა კარი რამდენიმეჯერ გადარჩა აშკარა ხიფათს. მართალია, პირველი დარღვევა სტუმრებმა მოახდინეს მარჯვენა ფლანგზე, მაგრამ ამას მოჰყვა მასპინძლების შეტევათა მთელი სერია, ორჯერ ზედიზედ დარჩა კარის წინ გაგნიძე და ორჯერვე ვერ გამოიყენა უაღრესად ხელსაყრელი მდგომარეობა. მალე გაგნიძის მაგალითს მიბაძეს ხასაიამ და ზაზროშვილმა.
მწვავე დებიუტი, რომელიც თბილისელებმა შესთავაზეს რუმინელებს, მათ უყოყმანოდ მიიღეს.
ორივე გუნდი მოქმედებდა კორექტულად, ყოველგვარი უხეშობის გარეშე. ამასთან დაკავშირებით გვინდა გავიხსენოთ წინა საერთაშორისო შეხვედრის მსაჯი ლ. ლემეშიჩი – იგი აბსოლუტურად არ ერეოდა მოთამაშეთა ათლეტურ ბრძოლაში და სრულ შესაძლებლობას აძლევდა მათ ფეხბურთის წესებით გათვალისწინებულ ფარგლებში მაქსიმალურად გამოეყენებინათ თავიანთი ფიზიკური მონაცემები. ჩვენის აზრით, ლემეშიჩი სწორად ერკვეოდა მოთამაშეების შეჯახებათა რთულ ვარიანტებში.
დაახლოებით ათიოდე წუთის შემდეგ სტუმრებმა თავი დააღწიეს მოწინააღმდეგის იერიშებს და გაათანაბრეს თამაში. მათი თავდამსხმელები კარგად პოულობდნენ თავისუფალ ადგილს, ბევრს მოძრაობდნენ (განსაკუთრებით გამოირჩეოდა მაღალტექნიკური ნიაგუ), საკმაოდ სწრაფად და ზუსტად აწოდებდნენ ერთმანეთს ბურთს, მაგრამ მათი ტაქტიკური კომბინაციების დიაპაზონი ერთობ შეზღუდულია და მოკლე, ხშირი გადაცემები მინდვრის სიგანეზე თითქმის ყოველთვის აძლევს მეტოქეს საშუალებას მოახდინოს სათანადო გადაჯგუფებანი მცირე ტერიტორიაზე შექმნილ საშიშროებათა ლიკვიდაციისათვის. გარდა ამისა, დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა რუმინელ თავდამსხმელთა კომბინაციური საიდუმლოების ამოხსნა. მათ, თუ შეიძლება ითქვას, ღია აქვთ კარტები და ხშირად იმეორებენ ერთი და იგივეს.
პირველ გოლამდე, რომელიც ჭკუასელმა ძლიერი დარტყმით გაიტანა დაახლოებით 30 მეტრის მანძილიდან 27–ე წუთზე, თამაში ასე თუ ისე თანაბარ ფორმებში მიმდინარეობდა, მაგრამ პირველივე გოლის შემდეგ უპირატესობა მთლიანად თბილისელთა მხარეს გადავიდა და მატჩის ბოლომდე აღარ დაბრუნებია სტუმრებს.
და მიუხედავად იმისა, რომ თბილისის დინამოელებმა ეს თამაში სრული უპირატესობით მოიგეს, მათ მაინც უნდა ვუსაყვედუროთ ის “ქრონიკული” შეცდომები, რომელთა გამოსწორების გარეშე ძნელი იქნება იმედის დამყარება წარმატებაზე ძლიერ მეტოქესთან შეხვედრისას (რა თქმა უნდა, აქ პირველყოვლისა გავიხსენებთ “ვესტ ბრომვიჩ ალბიონს”).
ბურთი არადანიშნულებისამებრ, არაზუსტად მიდის მოწინააღმდეგე მოთამაშესთან და ეს ხშირად ხდება მაშინაც, როცა ბურთის მოწოდება პარტნიორისათვის უფრო იოლი იყო, ვიდრე მოწინააღმდეგისათვის.
შემდეგ – თბილისის “დინამოს” თითოეული მოთამაშე თავის აუცილებელ მოვალეობად თვლის გააჩეროს ყოველი ბურთი და მხოლოდ ამ ერთგვარი “რევიზიის” შემდეგ გადასცეს იგი პარტნიორს. იკარგება დრო, იკარგება ენერგია და, გარდა ამისა, მოპირდაპირე ყოველთვის ასწრებს თავის ძალთა კონცენტრაციას სუსტი ადგილების უვნებელსაყოფად. ბურთის გაჩერების მაღალი ინდივიდუალური ტექნიკა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბოროტად იქნას იგი გამოყენებული.
შემდეგ – ხანგრძლივი “მოსამზადებელ სამუშაოთა” წარმოება კარში დარტყმის წინ. ისეთი “ბომბარდირიც” კი, როგორიც ჭკუასელია, ამჯობინებს “შვიდჯერ გაზომოს და ერთხელ დაარტყას”.
ფეხბურთში კი უმჯობესია შვიდჯერ გაზომო და სულ ცოტა ხუთჯერ მაინც დაარტყა.
დაბოლოს – ფორვარდების სუსტი თამაში თავით. კალოევის გუნდიდან წასვლის შემდეგ ჩვენმა თავდასხმამ სრულიად შეწყვიტა საჰაერო ბრძოლა და ზედა სართულები მთლიანად დაუთმო მოწინააღმდეგეებს.
შესვენების შემდეგ თამაში თბილისელთა აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა და მეკარე უცუს თითქმის შეუსვენებლად უხდებოდა ძნელი ბურთების აღება. მე–10 წუთზე კილაძემ მაღალი ბურთი დაჰკიდა რუმინელთა კართან. ანგელმა ფეხი ააცილა მას და ღოღობერიძემ ზუსტად გაიტანა მეორე გოლი. 22–ე წუთზე ხასაიამ მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლა, მიაწოდა კარის წინ და გაგნიძემ მესამე ბურთი გაგზავნა კარში – 3:0.
გონგის შემდეგ სტუმრების კარში დანიშნულ იქნა პენალტი. ხასაიას დარტყმული ბურთი შესანიშნავი ნახტომით აიღო უცუმ, მაგრამ ორი წუთი. შემდეგ ხასაიამ ძლიერი დარტყმით დაამთავრა ღოღობერიძისა და ჭკუასელის სწრაფი კომბინაცია და მატჩი დამთავრდა ანგარიშით 4:0 თბილისის “დინამოს” სასარგებლოდ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ 1945 წლის შემდეგ ეს ქართველ ფეხბურთელთა პირველი გამარჯვებაა რუმინელებთან შეხვედრებში.
ბ. ქორქია.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>