«Динамо» (Тбилиси) — «Герта БСК» (Западный Берлин) 2:0 (0:0)

Международный товарищеский матч.
10 мая 1973 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив».
Судья: В.Липатов (Москва).
«Динамо»: Гогия (Члаидзе), Петриашвили, Эбралидзе, Кантеладзе, Хинчагашвили, Мчедлишвили, М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев (П.Рехвиашвили), Кипиани, Церетели (Л.Нодия).
«Герта»: Волтер, Ценгерле, Мюллер, Хермандинг, Ханиш, Беер, Брюк, Вердмюллер, Ленц, Хор, Ридл.
Голы:
1:0 Кипиани — 57
2:0 П.Рехвиашвили — 60

Пресса — «Советский спорт», «ლელო».
Программа матча — нет.

Газета «Советский спорт» (Москва) от 11 мая 1973 года:

«ГЕРТА» ПРОИГРАЛА.
ТБИЛИСИ. 10 мая. (ТАСС). Со счетом 2:0 (0:0) местные динамовцы обыграли гостящую здесь футбольную команду «Герта» из Западного Берлина. Первый гол на 58-й минуте забил Кипиани, второй через две минуты Рехвиашвили.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 12 мая 1973 года:

«ჰერტას» ვალი გასტუმრებულია.
თბილისი «ლოკომოტივის» სტადიონი 10 მაისი.
«დინამო»(თბილისი) – «ჰერტა ბსკ“ (დასავლეთ ბერლინი) – 2:0 (0:0).
«დინამო»: გოგია (ჩლაიძე), პეტრიაშვილი, ებრალიძე, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, მჭედლიშვილი, მ. მაჩაიძე, ასათიანი გუცაევი (რეხვიაშვილი), ყიფიანი, წერეთელი (ლ. ნოდია).
«ჰერტა ბსკ»: ვოლტერი, ცენგერლე, მიულერი, ჰერმანდუნგი, ჰანიში, ბევრი, ბრიუკი, ვერთმიულერი, ლენცი, პორი, რიდლი.
ყოველი უცხოური გუნდის გამოსვლა ჩვენს სტადიონზე ფეხბურთის მოყვარულთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ეს ბუნებრივიცა: ნახულობ განსხვავებული სკოლის წარმომადგენელს, ეცნობი მის დამახასიათებელ თავისებურებებს, სპეციფიკას, ახალ მოთამაშეებს, ტაქტიკურ სიახლეებს და ა.შ.
ამ მხრივ «ჰერტას» ვიზიტი თბილისში თავისთავად საყურადღებო მოვლენა იყო, ვინაიდან ეს გუნდი მსოფლიოში ერთ–ერთი უძლიერესი, საფეხბურთო გაერთიანების – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის «ბუნდესლიგის» წარმომადგენელია, მაგრამ მატჩს წმინდა სპორტული, პრინციპული მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან თბილისის «დინამო» ამ გუნდთან «ვალში» იყო მის მინდორზე შარშან ნაწვნევი მარცხის გამო (0:1). ვალს კი, მოგეხსენებთ, გასტუმრება უნდა.
დინამოელებმა ეს ვალი გაისტუმრეს და გადაჭარბებითაც, თვით თამაშმა კი – ტემპიანმა, შინაარსიანმა, საინტერესო კომბინაციური და ათლეტური ბრძოლით აღსავსემ მაყურებელზე ერთობ სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. ორივე მხარემ მაღალი კლასის ფეხბურთი გვიჩვენა.
«ჰერტამ» განსაკუთრებით კარგად ითამაშა პირველ ტაიმში. გუნდი უკიდურესად მობილიზებული იყო, თითქმის უშეცდომოდ ასრულებდა გადაცემებს, რომლებსაც მწვავე კომბინაციური ხასიათი ჰქონდა. უსისტემოდ, მოუფიქრებლად მოგერიებული ბურთი მცველთა მხრივ არ გვინახავს. უაღრესად სახიფათო მომენტებშიც კი ისინი ყურადღებით ეძებენ პარტნიორს და პოულობენ კიდეც მას, ვინაიდან შუა ხაზის მოთამაშეები სასწრაფოდ იხსნებიან ბურთის მისაღებად და კომბინაციის გასაგრძელებლად ამ მომენტში განსაკუთრებით აქტიური იყო დამაკავშირებელი მოთამაშე პერმანდუნგი. მისგან ზუსტ გადაცემას სისტემატურად ღებულობდნენ ლენცი, პორი, რადლი, ღრმა დაცვიდან გუნდი სწრაფად გადადიოდა შეტევაზე ისე, რომ ნახევარმცველები დაუყოვნებლივ უერთდებოდნენ საიერიშო კომბინაციებს. ამ მატჩში «დინამოს» აკლდა დაცვის, სამი ძირითადი მოთამაშე (ხურცილავა, ძოძუაშვილი, ჭელიძე). მაგრამ მათი შემცვლელების მიმართ საყვედურს ვერავინ იტყვის, თბილისელთა მცველებმა საუკეთესოდ ითამაშეს, ხოლო იმ შემთხვევებში, როცა საქმე მეკარემდე მიდიოდა, თავის სიტყვას ამბობდა გოგია. მან პირველ ტაიმში ოსტატურად აიღო რამდენიმე უძნელესი ბურთი.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>