«Ротор» (Волгоград) — «Динамо» (Тбилиси) 1:0 (0:0)

Кубок СССР 1983 года. 1/16 финала.
24 февраля 1983 года. 16-00. Волгоград. Центральный стадион. 14600 зрителей.
Судья: М.Ступар (Ивано-Франковск).
«Ротор»: Владющенков, Малухин, Никитин, Сапельников, Васяев, Чупин, Гузенко (Иващенко, 86), Ванин (Файзуллин, 82), Дивак, Суровикин, Резник.
«Динамо»: Мчедлидзе, Жиба, Чивадзе (к), Паикидзе, Арзиани, Кереселидзе, (Джохадзе, 79), Копалейшвили, Сулаквелидзе, Гурули (Чкаурели, 67), Цаава (Андгуладзе, 83), Шенгелия.
Гол:
Резник — 76

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 26 февраля 1983 года:

“ზამთრის ფეხბურთის სერიიდან”…
ვოლგოგრადელი გულშემატკივრები სპორტული მიმომხილველები და თვით ფეხბურთელებიც არ მალავდნენ, რომ თბილისის “დინამოსთან” თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალურ მატჩში მათი გუნდის მოკავშირე გახდებოდა… ყინვა. დიახ, ეს იქნება “ორთაბრძოლა ზამთრის ფეხბურთის სერიიდან” – წერდნენ ადგილობრივი ჟურნალისტები და დასძენდნენ, რომ ასეთ პირობებში, თანაც სათასო შეხვედრაში, წარმატება იმდენად ოსტატობს არ მოაქვს, რამდენადაც საბრძოლო შემართებას, სრულ თავდადებას.
ასეც მოხდა 24 თებერვალს ვოლგოგრადის ცენტრალურ სტადიონზე 5–გრადუსიანი ყინვისგან გათოშილი 15 ათასი მაყურებლის თანდასწრებით. ერთში კი, ალბათ, შეცდნენ ჩვენი ვოლგისპირელი კოლეგები, როდესაც თავიანთ ფეხბურთელებს თბილისის “დინამოსთან” შედარებით უმცროსები უწოდეს. სწორედ ჩვენი ფეხბურთელები (ნაკრების წევრების ჩივაძის, სულაქველიძის, შენგელიას, აგრეთვე კოპალეიშვილისა და მჭედლიძის გარდა) იყვნენ მეტოქეებზე უმცროსი ასაკითაც და გამოცდილებითაც. “დინამოს” დღევანდელ შემადგენლობაში უმრავლესობა ან გუშინდელი დუბლიორია, ან კოლექტივში ახალმოსული. აი, ვინ იცავდა ამ მატჩში “დინამოს” ღირსებას: მჭედლიძე, ჟიბა, ჩივაძე, პაიკიძე, არზიანი, კერესელიძე, კოპალეიშვილი, სულაქველიძე, გურული (ჩქარეული), ცაავა (ანდღულაძე), შენგელია. “როტორის” ახალმა მწვრთნელმა ვ. კოროლკოვმა მინდორზე ის შემადგენლობა გამოიყვანა, რომელმაც ვოლგოგრადელებს გამარჯვება (1:0) მოუტანა პირველ მატჩში დუშანბეს “პამირთან”: ვლადიუშჩენკოვი, მალიუხინი, ნიკიტინი, საპელნიკოვი, ვაშლიაევი, ჩუპინი, გუზენკო (ივაშჩენკო), ვანინი (ფაიზულინი), დივაკი, სუროვიკინი, რეზნიკი.
…სათამაშოდ ერთობ უჩვეულო ფორმით – ხელთათმანებით გამოსულმა დინამოელებმა თავიდან სწრაფად შეუტიეს მეტოქის კარს. გამოცდილ ვლადიუშჩენკოვს (იგი ადრე მოსკოვის “სპარტაკის” კარს იცავდა) დიდი ყურადღებისა და თავგანწირვის გამოჩენა დასჭირდა შენგელიას, ცაავას, სულაქველიძისა და გურულის სწრაფი გარღვევებისა და სახიფათო დარტყმების უვნებელსაყოფად. თბილისელები მასპინძლებს ჯობნიდნენ ტექნიკითაც, სისწრაფითაც. მათი უპირატესობა თანდათან აშკარა გახდა, პირველ ტაიმში თამაში მეტწილად “როტორის” ნახევარზე მიმდინარეობდა. ჩივაძე, ეცადა რამდენჯერმე სწრაფი რეიდი და კარში დარტყმა განეხორციელებინა, მაგრამ უშედეგოდ. ვოლგოგრადელი ფეხბურთელები – ვანინი, სუროვიკინი, გუზენკო – პასუხობდნენ ეპიზოდური, მაგრამ მწვავე კონტრშეტევებით, რომელთა უმრავლესობა ტაიმის დასასრულს განხორციელდა. თითქოს, ეს ერთგვარი ნიშანი იყო იმისა, რომ შესვენების შემდეგ “როტორი” მოუმატებდა თამაშის ტემპს. მართლაცდა, მეორე ტაიმში ვოლგოგრადელები ძალზე გააქტიურდნენ, ყოველი მოთამაშე თავგამოდებით იბრძოდა ბურთისთვის. 76–ე წუთზე სუროვიკინი მარცხენა ფლანგიდან ოსტატურად გავიდა სტუმრების კარის ხაზთან, ზუსტად ჩააწოდა კარის სიახლოვეს და იქ მყოფმა რეზნიკმა გახსნა ანგარიში. ათიოდე წუთის შემდეგ მჭედლიძემ იხსნა კარი ვანინის სახიფათო დარტყმისგან. შემდგომში ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის შეცვლა, მაგრამ საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის მ. სტუპარის (ივანო–ფრანკოვსკი) სასტვენმა წერტილი დაუსვა ამ საინტერესო ორთაბრძოლას. თასის გათამაშების მერვედ ფინალში გავიდა “როტორი”.
მატჩის დამთავრების შემდეგ ორივე გუნდის ცენტრალურ მცველებს – თბილისელ ჩივაძეს და ვოლგოგრადელ ნიკიტინს – გადაეცათ მატჩის საუკეთესო მოთამაშეთა პრიზები.
ო. ნოზაძე (“ლელოს” სპეც. კორ.).

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 25 февраля 1983 года:

ПРОИГРАЛИ «РОТОРУ».
Вчера в Волгограде на центральном городском стадионе местный «Ротор» в матче розыгрыша Кубка СССР по футболу принимал тбилисских динамовцев. Вначале преимущество было на стороне гостей. Шенгелия, Сулаквелидзе и другие имели хорошие возможности открыть счет, однако или удары форвардов не отличались меткостью, или на пути мяча вставал хорошо игравший вратарь Владющенков.
Судьба матча решилась на 32-й минуте второго тайма. Во время одной из атак хозяев поля нападающий С. Резник забил мяч в ворота динамовцев — 1:0. Этот результат остался без изменения до финального свистка. Тбилисцы выбыли из дальнейшей борьбы за Кубок СССР.

 

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *