«Арарат» (Ереван) — «Динамо» (Тбилиси) 3:1 (0:0)

«Арарат» (Ереван) — «Динамо» (Тбилиси) 3:1 (0:0)

Кубок СССР 1975 года. 1/2 финала.
16 июля 1975 года. 19-30. Ереван. Стадион «Раздан». 68600 зрителей.
Судьи: А.Иванов, Ю.Якобсон, Г.Мильх (все — Ленинград).
«Арарат»: А.Абрамян, Геворкян, Саркисян, Мирзоян, Мартиросян, Андриасян, Бондаренко (Месропян, 77), Иштоян (Заназанян, 70), Маркаров, Погосян, Н.Петросян.
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили (Г.Мачаидзе, 58), Челидзе, Хизанишвили, Эбралидзе, Рехвиашвили, М.Мачаидзе, Коридзе, Кипиани (Гавашели, 77), Асатиани, Церетели.
Голы:
1:0 Маркаров — 47
2:0 Погосян — 58
3:0 Н.Петросян — 64
3:1 Коридзе — 78

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 2545)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 17 июля 1975 года:

В Финале «АРАРАТ» — «ЗАРЯ».
«АРАРАТ» — «ДИНАМО»- 3:1.
Стадион «Раздан» был заполнен, а это значит, что почти каждый десятый житель Еревана был участником этого интересного матча. Смилостивилась и погода. Жара неожиданно сменилась прохладой, а в начале матча прошел небольшой дождь. Но на поле было все-таки жарко. Борьба шла буквально за каждый метр, уж очень плотно соперники опекали друг друга.
В дебюте несколько острых атак провели гости. Они, видимо, пытались добиться успеха уже в самом начале игры. Выдвинулись вперед Рехвиашвили, Церетели и Кипиани. Церетели был, пожалуй, самым активным у гостей. Ему удалось убежать от Геворкяна, дойти до линии ворот и отсюда прострелить. Мяч легко принял Мачаидзе, казалось, гол неминуем. Но Абрамян отстоял ворога.
Постепенно игра выровнялась. А уже к 10-й минуте инициатива перешла к хозяевам поля. Причем центр тяжести атак сместился на левый край, где Петросян легко обыгрывает Дзодзуаш- вили. Но его партнеры никак не могли оторваться, от своих опекунов.
Тбилисцы играли просто, надежно и без ошибок. И все-таки можно упрекнуть, хозяев поля, уж очень они откровенно пытались пробиться по центру. Как правило, передачи шли верхом, а высокорослые Челидзе и Эбралидзе выигрывали дуэли на втором этаже. Но стоило араратовцам в начале второго тайма заиграть шире, с подключением правого края, как они тут же добились успеха Петросян слева сильно прострелил вдоль ворот, а Андриасян пропустил мяч на Иштояна. Последовал второй прострел, на сей раз — справа и набежавший Маркаров забил первый гол.
Это случилось из 47-й минуте. А 11 минут спустя Погосян на скорости прорвался сквозь гущу игроков. Это было, настолько неожиданно для Гогия, что он даже не среагировал на удар — 2:0. После этого игра пошла уже в одни ворота. Свой второй гол мог забить Маркаров, которого одни на один с вратарем великолепным пасом вывел Иштоян. Но вратарь вышел победителем из этой дуэли, а на 64-й минуте в его ворота все же влетел третий гол — 3:0. Этот гол целиком и полностью лежит на совести небрежно сыгравшего Челидзе. Защитник неудачно отпасовал мяч вратарю, а Петросян, «дежуривший неподалеку», словно знал, что гости ошибутся, и спокойно послал мяч в ворота.
После этого темп игры спал. Ереванцы вообще прекратили активные действия на поле. А гости старались добиться успеха за счет ударов с дальних дистанций.
Свой гол престижа они все-таки забили. На 78-й минуте Коридзе очень точно и сильно мимо стенки послал мяч в дальний от Абрамяна угол ворот.
Победив со счетом 3:1, ереванцы вышли в финал.
С. АРУТЮНОВ.
«Арарат»: Абрамян, Геворкян, Саркисян, Мирзоян, Мартиросян, Андриасян, Бондаренко (Месропян, 85), Иштоян (Заназанян, 75), Маркаров, Погосян, Петросян.
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили (Г. Мачаидзе, 50), Челидзе, Эбралидзе, М. Мачаидзе, Коридзе, Хизанишвили, Кипиани (Гавашели, 84), Асатиани, Рехвиашвили,
Церетели.
Судьи А. Иванов, Г. Мильх, Ю. Якобсон (все — Ленинград).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 19 июля 1975 года:

ორი ნახევარფინალი.
ერევანი. “რაზდანის” სტადიონი. 16 ივლისი.
“არარატი” (ერევანი) – “დინამო” (თბილისი) 3:1 (0:0).
“არარატი”: აბრამიანი, გევორქიანი, სარქისიანი, მირზოიანი, მარტიროსიანი, ანდრეასიანი, ბონდარენკო (მესროპიანი), პოღოსიანი, იშტოიანი (ზანაზანიანი), მარქაროვი, პეტროსიანი.
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი (გ. მაჩაიძე), ჭელიძე, ებრალიძე, ხიზანიშვილი, ქორიძე, მ. მაჩაიძე, ასათიანი, რეხვიაშვილი, ყიფიანი (გავაშელი), წერეთელი.
მსაჯი: ა. ივანოვი (ლენინგრადი).
ტრადიციულ მეტოქეთა წყვილი – “არარატი” და თბილისის ”დინამო” უდავოდ უძლიერესი იყო საკავშირო თასის გათამაშების ნახევარფინალში და მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრა დაიწყო უაღრესად მაღალი ტემპით, ხშირი ორმხრივი იერიშებით. უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა მინდვრის მთელ ტერიტორიაზე, ყველა რგოლში, ყოველ პუნქტში. მასპინძლებმა სცადეს უპირატესობის მოპოვება, მაგრამ დინამოელთა შეწყობილი, ხშირი იერიშების შემდეგ იძულებული იყვნენ უკან დაეწიათ თავიანთი ძალები და საკუთარი კარის უხიფათოებისთვის ეზრუნათ. პირველად ერევნელთა კარში შორიდან ბურთი დაარტყა მ. მაჩაიძემ. ამას მოჰყვა ყიფიანის, რეხვიაშვილის, ქორიძის დარტყმები, რამდენიმე კუთხური მოწოდება ორივე ფლანგიდან. მარცხენა ფრთაზე წერეთელს კარგად უმაგრებდა მხარს ხიზანიშვილი…
ყველაფერი ეს გაგრძელდა დაახლოებით 15–20 წუთს. ამ პერიოდში თბილისელები საუცხოოდ თამაშობდნენ, მაგრამ განვლო ამ დრომ და ბრძოლის სურათი თანდათან შეიცვალა. “დინამოს” თავდამსხმელებმა მოუკლეს შეტევას, ჯერ რეხვიაშვილმა დაკარგა რამდენიმეჯერ ბურთი, შემდეგ ბრძოლას გამოეთიშა წერეთელი, ვერ შეძლო კომბინაციური თამაშის აწყობა შუა მინდორში ასათიანმა და ამ ზონაში სრული ბატონ–პატრონები ერევნელები გახდნენ. ისინი მეთოდურად, მოფიქრებულად აძლიერებდნენ შეტევას და, თუმცა, ტაიმის ბოლომდე საგანგაშო
არაფერი მომხდარა, სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ უპირატესობას “არარატი” ეუფლებოდა. დინამოელთა თითოოროლა კონტრიერიში და შორეული დარტყმა მხოლოდ ეპიზოდური იყო.
მაგრამ ეს მაინც თანაბარი ბრძოლა გახლდათ, სადაც ორივე მხარე ერთნაირ შანსებს ინარჩუნებდა.
ყველაფერი მოხდა მეორე ტაიმში, რომელიც თბილისელებმა პირწმინდად დაუთმეს მეტოქეს. მათი სადებიუტო თამაშის ნასახიც აღარ დარჩა. თავდამსხმელებმა ფაქტიურად მთლიანად შეწყვიტეს თამაში წინა ხაზზე, ისინი ყოველ ბურთს უბრძოლველად უთმობდნენ “არარატის” მცველებს, რომლებიც მირზოიანის მეთაურობით რეგულარულად გამოდიოდნენ მოპირდაპირე ნახევარზე და აქტიურად მონაწილეობდნენ თავიანთი გუნდის საიერიშო ოპერაციებში. ვერც ნახევარმცველებმა შეძლეს რამდენადმე მაინც მოწესრიგებული წინააღმდეგობის გაწევა და თამაშის მთლი სიმძიმე დააწვა “დინამოს” დაცვის ხაზს, სადაც სისტემატურად უშვებდნენ შეცდომებს ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე.
პირველ წარმატებას ერევნელებმა მიაღწიეს მაშინვე, 47–ე წუთზე, ცენტრში გათამაშებული ბურთი მარჯვნივ გადაეცა იშტოიანს. მან კარის გასწვრივ მიაწოდა, ხაზიდან ორიოდე ნაბიჯზე მყოფმა მარქაროვმა კი მიმართულება შეუცვალა ბურთს – 1:0. ეს ეპიზოდი ტელევიზიით ვნახეთ რამდენიმეჯერ, რაც ეკრანზე ჩანდა, ეჭვს არ იწვევს, რომ მარქაროვი აშკარად თამაშგარე მდგომარეობაში იყო, მაგრამ არც ლენინგრადელმა არბიტრმა ა. ივანოვმა, არც მისმა თანაშემწემ ამას ყურადღება არ მიაქციეს. გოლი ჩაითვალა.
ჩვენ არ გვინდა მსაჯების ეს შეცდომა თბილისელთა გასამართლებელ არგუმენტად გამოვიყენოთ. “არარატი” ამ მატჩში “დინამოზე” მთელი თავით მაღლა იდგა, გამარჯვება მას ღირსეულად და სავსებით დამსახურებულად ხვდა წილად. ერევნელებს, შესაძლოა, ასე ძლიერად წლეულს არც უთამაშიათ, ამიტომ ანგარიში შეიძლება უფრო მეტიც ყოფილიყო, მაგრამ პირველ გოლს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუნდაც ფსიქოლოგიური, ეს გოლი კი, ჩვენი აზრით, ა. ივანოვისა და მისი
ასისტენტის სინდისზეა.
ამის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა თითქმის აბსოლუტურად იქცა. “არარატი” თამაშობდა გაშლილად, ტემპით, კოლექტიურად, მაღალ საშემსრულებლო დონეზე. საუკეთესონი იყვნენ ანდრეასიანი, მარქაროვი, პეტროსიანი, მირზოიანი, პოღოსიანი, რომლებიც ყველაფერს განაგებდნენ მინდორზე. დინამოელები მხოლოდ პასიური წინააღმდეგობის სუსტ ფონს წარმოადგენდნენ, მდგომარეობის შეცვლა მათ არ ძალუძდათ და, სამწუხაროა, რომ საერთო აღმავლობის იმ ეტაპზე, რომელსაც ახლა ჩვენი გუნდი განიცდის, მან ასე უსუსურად ჩაატარა თასის გათამაშების უაღრესად საპასუხისმგებლო ნახევარფინალური მატჩი.
58–ე წუთზე ანდრეასიან–პოღოსიანის კომბინაცია მეორე გოლით დამთავრდა, ხოლო 64–ე წუთზე ჭელიძის უხეშ შეცდომას ელემენტარულ პოზიციაში მოჰყვა პეტროსიანის მიერ გატანილი მესამე ბურთი.
ამის შემდეგ, როცა თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მასპინძლებმა შესაძლებლად მიიჩნიეს შეენელებინათ ინტენსიური შეტევა, შეენახათ ძალები მომავალი ბრძოლებისთვის. 78–ე წუთზე მ. მაჩაიძის წაქცევისთვის “არარატის” კარში დაინიშნა საჯარიმო, რომელიც კარგად გამოიყენა ქორიძემ და ანგარიშიც შეიცვალა.