«Динамо» (Тбилиси) — «Памир» (Душанбе) 3:1 (2:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Памир» (Душанбе) 3:1 (2:0)

Кубок СССР 1974 года. 1/16 финала. 2-й матч.
18 марта 1974 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». 30000 зрителей.
Судьи: Я.Балыкин (Днепропетровск), Э.Азим-заде (Баку), Ф.Ниязов (Кировабад).
«Динамо»: Гагошидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Муджири, Мчедлишвили, М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев, Г.Нодия (Л.Нодия, 75), Кипиани.
«Памир»: Карасев, Салахов, Черевченко, Шеногин, Кириленко, Фомичев, Азамов, Гулямхайдаров (к), Родионов, Погорелов, Петросов.
Голы:
1:0 Кипиани — 05
2:0 Кипиани — 11 (пен.)
3:0 Кипиани — 83
3:1 Петросов — 85

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 2220)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 20 марта 1974 года:

ДВОЙНОЕ СОКРАЩЕНИЕ.
ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Памир» (Душанбе). 3:1 (2:0).
«Динамо»: Гогошидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Муджири, Мчедлишвили, М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев, Г. Нодия (Л. Нодия, 75), Кипиани.
«Памир»: Карасев, Салихов, Черевченко, Кириленко, Шеногин, Хомичев, Азамов, Гулямхайдаров, Родионов, Погорелов, Петросов.
Голы: Кипиани (5, 11 — с пенальти, 83), Петросов (85).
Судьи: Я. Балыкин (Днепропетровск), Э. Азим-заде (Баку), Ф. Ниязов (Кировабад).
Не в пример предыдущей встрече, передает из Тбилиси наш корреспондент Г. Акопов, тбилисцы сразу же завладели инициативой и довольно быстро добились ощутимого перевеса в счете. К 11-й минуте «Памир» проигрывал 0:2. Оба мяча забил Кипиани. Вначале он получил точную передачу Хурцелавы и пробил в нижний угол ворот. Затем реализовал 11-метровый, назначенный за игру рукой. Отличился Кипиани и еще раз. Он выиграл поединок у двух защитников и вратаря. Гостям, игравшим очень старательно, удалось отыграть лишь один гол.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 20 марта 1974 года:

შემდეგი მეტოქეა “ჩერნომორეცი”.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 18 მარტი.
“დინამო” (თბილისი) – “პამირი” (დუშანბე) 3:1 (2:0).
“დინამო”: გაგოშიძე, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, მუჯირი, მჭედლიშვილი. მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი, გ. ნოდია (ლ. ნოდია), ყიფიანი.
“პამირი”: კარასიოვი, სალიხოვი, ჩერევჩენკო, კირილენკო, შენოგინი, ფომიჩოვი, აზამოვი, გულიამჰაიდაროვი, როდიონოვი, პოგორელოვი, პეტროსოვი.
მსაჯი: ი. ბალიკინი (დნეპროპეტროვსკი).
სსრ კავშირის თასის გათამაშების პირველი მეთექვსმეტედფინალური მატჩი დუშანბეში ადგილობრივ “პამირსა” და თბილისის “დინამოს” შორის, როგორც იცით, დამთავრდა ფრედ – 1:1. ამასთან, თუ ზოგიერთ სარეცენზიო წერილს დავუჯერებთ, მასპინძლებს შეეძლოთ უკეთესი შედეგითაც დაემთავრებინათ შეხვედრა. უკეთესი შედეგით, ესე იგი მოეგოთ, ვთქვათ, მინიმალური ანგარიშით.
გასაკვირი აქ არაფერია. ფეხბურთში მოულოდნელობა, რამდენიც გნებავთ, იმდენია, მით უმეტეს, თასის გათამაშებაში. აქ დაუწერელი კანონები მეფობენ.
მაგრამ 18 მარტის განმეორებითს მატჩზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს: იგი თითქმის თავიდან ბოლომდე თბილისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. თუ ანგარიშზე ვილაპარაკებთ, 3:1 ცოტაცაა უმაღლესი ლიგის გუნდისთვის, რომელიც ასეთი დიდი ტერიტორიული უპირატესობით თამაშობდა რანგით დაბალ მეტოქესთან. დინამოელებმა იერიშით დაიწყეს თამაში და “პამირის” კარისკენ რამდენიმეჯერ დაარტყეს, მათ შორის – ხურცილავამ და ძოძუაშვილმაც. მე–6 წუთზე კი ანგარიში გაიხსნა: გუცაევმა მოაწოდა კუთხური, ბურთმა იმოძრავა რამდენიმე თბილისელს შორის და ბოლოს ყიფიანთან მოხვდა. მეკარე კარასიოვი სწორ პოზიციაში არ იდგა, რაც დაუყოვნებლივ გამოიყენა თბილისელთა თავდამსხმელმა.
გავიდა კიდევ დაახლოებით ამდენი ხანი და სტუმრების კართან შექმნილი სახიფათო მომენტის დროს გაუფრთხილებლად ითამაშა სალიხოვმა. პენალტი. ყიფიანმა ზუსტად დაარტყა – 2:0.
ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: დინამოელები ორი მატჩის ჯამში საკმაო განსხვავებით დაწინაურდნენ, თამაში მათი უპირატესობით მიმდინარეობდა, “პორიზონტზე” საშიში არაფერი ჩანდა, ამიტომ გუნდს უფლება ჰქონდა ფსიქოლოგიური შებოჭილობის გარეშე, თავისუფლად და თამამად ეთამაშა. მცველები საიმედოდ მოქმედებდნენ თავიანთს ზონაში, თუმცა აქ დროდადრო სახიფათოდ იჭრებოდა სტუმრების “დუეტი” – პოგორელოვი და როდიონოვი (ამ უკანასკნელმა ძელსაც კი მოახვედრა ბურთი). ნახევარმცველები მტკიცედ ფლობდნენ ინიციატივას მინდვრის შუაგულში, თავდასხმაში განსაკუთრებით სახიფათონი იყვნენ გუცაევი და ყიფიანი.
ერთი სიტყვით, პირველი ტაიმის მიხედვით საპრეტენზიო ბევრი არაფერი გვაქვს.
მაგრამ შესვენების შემდეგ თბილისელთა თამაშში კვლავ იჩინა თავი ძველმა სენმა – ბურთის ზედმეტმა, გაუმართლებელმა ტარებამ. იყო ეს საჭირო თუ არა, დინამოელები შუა მინდორში ყოვნდებოდნენ, აგვიანებდნენ, თავდამსხმელთა უბურთო მანევრები ასევე უბურთოდ მთავრდებოდა, ვინაიდან გადაცემები იშვიათობად იქცა და “პამირმაც” სული მოითქვა. შემთხვევითი არაა, რომ “დინამომ” პირველი ტაიმი მოიგო (2:0), მეორე კი ფრედ დაამთავრა (1:1). ეს ანგარიში ზუსტად შეესატყვისება ტაიმების მსვლელობას. საქმე უნდა გამოსწორებულიყო მას შემდეგ, რაც 81–ე წუთზე ყიფიანმა ფლანგიდან გაიტანა მესამე ბურთი, მაგრამ ასე არ მოხდა და დუშანბელებს საშუალება მიეცათ გაეტანათ ერთი საპასუხო გოლი აზამოვისა და პეტროსოვის კომბინაციათა შემდეგ.
თბილისის “დინამოს” ორ მატჩში “პამირთან” თავი გამოიჩინა ყიფიანმა. ოთხივე გოლი მან გაიტანა. ახლა ჩვენი გუნდის მეტოქე მერვედფინალში ოდესის “ჩერნომორეცია”, თბილისელები პირველ მატჩს 6 აპრილს ითამაშებენ ოდესაში, ხოლო მეორეს – 27 მაისს შინ.
ბ. ქორქია.