«Спартак» (Москва) – «Динамо» (Тбилиси) 2:1 (1:0)

«Спартак» (Москва) – «Динамо» (Тбилиси) 2:1 (1:0)

Кубок СССР 1973 года. 1/8 финала. 1-й матч.
5 июня 1973 года. 19-30. Москва. Центральный стадион им. В.И.Ленина. 15000 зрителей.
Судьи: К.Смирнов, М.Рукавцев, Ю.Якобсон (все — Ленинград).
«Спартак»: Прохоров, Букиевский, Ольшанский, Ловчев, Зенков, Булгаков, Кокорев, Мирзоев (Андреев, 67), Пискарев, Папаев (к), Редин.
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава (к), Эбралидзе, Рехвиашвили, М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев (Мчедлишвили, 46), Кипиани, Церетели.
Голы:
1:0 Ловчев — 11
2:0 Пискарев — 67
2:1 Церетели — 87
Предупреждение: Кантеладзе (грубая игра).

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 7 июня 1973 года:

КУБОК СССР, 1/8 Финала.
«Спартак» (Москва) — «Динамо» (Тбилиси). 2:1 (1:0).
«Спартак»: Прохоров, Букиевский, Ольшанский, Ловчев, Зенков, Булгаков, Кокорев, Мирзоев (Андреев, 67), Пискарев, Папаев, Редин.
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Эбралидзе, Рехвиашвили, М. Мачаидзе, Асатиани, Гуцаев (Мчедлишвили, 46), Кипиани. Церетели.
Голы: Ловчев (11), Пискарев (67), Церетели (87).
Судья К. Смирнов (Ленинград).
В ГОСТИ — НЕ С ПУСТЫМ И РУКАМИ.
Подобно своим московским одноклубникам — в спокойной, академичной манере — решили сыграть против «Спартака» в Лужниках динамовцы Тбилиси. Побудило их к этому, пожалуй, не столько чужое поле, сколько отсутствие Г. Нодия, плохое состояние только начавшего играть Гуцаева, нездоровье Асатиани.
«Спартак» легко захватил инициативу, получив большую свободу действия в середине поля и даже на ближних подступах к штрафной площади гостей. Свобода эта была настолько велика, что Папаев умудрился однажды выиграть мяч у Асатиани… лежа. Он же трижды сумел нанести опасные удары по воротам, не менее oпасно пробил и Кокорев. Смело ходил вперед Ловчев, которого не смущало присутствие Гуцаева. Разыграв «стенку» с Рединым на левом фланге, Ловчев нанес удар в сторону ворот — навстречу удару двинулся Гогия, но мяч, задев ногу защитника, описал кривую над головой растерявшегося вратаря и опустился в сетку.
Тбилисцы после такой фатальной неудачи совсем было увяли. Их робкие атаки легко разрушали защитники москвичей, среда которых в отборе мяча выделялся Ольшанский. Динамовцы явно уповали на свое умение держать мяч, но, двигались медленно, словно в транше, легко его теряли. А коварные дальние удары Мчедлишвили и Церетели были поначалу неточны. Москвичи вновь могли забить гол на 11-й минуте, теперь уже второго тайма, но удар Кокорева с подачи Булгакова отразил Гогия. А увеличил счет отличным ударом после затяжного рывка от центрального круга Пискарев.
После этого словно подменили москвичей — соперники поменялись ролями. Превосходным ударом метров с 30 забил гол Церетели, а вскоре не менее опасный удар в нижний угол нанес Мчедлишвили, но теперь уже Прохоров был начеку. Преждевременная демобилизация спартаковцев, забывших законы Кубка, может дорого им стоить. Тбилисцы, почти не питавшие надежд на благоприятный исход, теперь могут рассчитывать на ответный матч: дома их устраивает победа со счетом 1:0, поскольку правило о более высокой ценности года, забитого на чужом доле, остается в силе.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 7 июня 1973 года:

წაგება შემთხვევითი არ იყო.
მოსკოვი ვ. ი. ლენინის სახელობის ცენტრალური სტადიონი 5 ივნისი.
«სპარტაკი» (მოსკოვი) – «დინამო» (თბილისი) 2:1 (1:0)
«სპარტაკი» პროხოროვი, ბუკიევსკი, ოლშანსკი, ლოვჩევი, ზენკოვი, ბულგაკოვი, კოკორევი, მირზოევი (ანდრეევი), პისკარიოვი, პაპაევი, რედინი.
«დინამო» გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ებრალიძე, რეხვიაშვილი, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი (მჭედლიშვილი), ყიფიანი, წერეთელი.
მსაჯი კ. სმირნოვი (ლენინგრადი).
ეს უძველესი, ტრადიციული საფეხბურთო წყვილი: «სპარტაკი» – «დინამო»(თბილისი) სულ ახლახან 28 აპრილს ვიხილეთ მოსკოვში, საკავშირო ჩემპიონატის მატჩში. ასეთ თამაშს მოსკოველი ფეხბურთის მოყვარული უწინ მოუთმენლად ელოდა და საინტერესო ბრძოლის მოლოდინით აფორიაქებული უწყვეტ ნაკადად მოდიოდა სტადიონზე. ხუმრობა იყო? – «სპარტაკი» – «დინამო» (თბილისი)!
მაგრამ ეს სასიამოვო მოლოდინი შორეულ წარსულს ჩაბარდა. გულშემატკივრებს აღარ აღელვებთ ძველი მეტოქეების პრინციპული შეხვედრები, ვინაიდან აღარც «სპარტაკია» ის, რაც იყო, აღარც თბილისის «დინამო» საინტერესოს, უჩვეულოს, ახალს ვეღარაფერს ვხედავთ და საკმაოდ უშინაარსო, შაბლონური 90 წუთის შემდეგ გულგრილად ვწერთ კალენდარში განვლილი მატჩის სტატისტიკურ ანგარიშს. ასე იყო 28 აპრილს, როცა თბილისელებმა უფერულად ითამაშეს, ვერაფრით გამოიჩინეს თავი და დამარცხებულებმა დატოვეს მინდორი (4:3). ასე იყო ახლაც, როცა საკავშირო თასის გათამაშების მერვედფინალური მატჩი სტუმრებმა კვლავ დაბალ დონეზე, უხალისოდ ჩაატარეს და ისევ წააგეს –1:2, თუმცა ანგარიში ადვილად შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი, რომ დინამოელებს მეოთხედფინალში გასვლის შანსი პრაქტიკულად აღარ დარჩენოდათ. უბრალოდ, ისინი იღბლად გადაურჩნენ აშკარა გოლებს ანდრეევისა და პისკარიოვის დარტყმების შემდეგ. გუნდი იღბლად გადაურჩა ამ უსიამოვნო ამბავს… ძელის წყალობით, რომელმაც «თავის თავზე» მიიღო ეს დარტყმები.
მატჩი ტრანსლირებული იყო ცენტრალური ტელევიზიით და ვფიქრობ, არ დამჭირდება იმის მტკიცება, რომ თბილისელებმა ითამაშეს უსისტემოდ, ყოველგვარი აღმავლობის, მობილიზებისა და სტიმულის გარეშე. მაგრამ მთავარი ეს არაა. შეიძლება ვერ ააწყო თამაში რომელიმე კონკრეტულ მატჩში. ვერ განახორციელო ჩანაფიქრი, შეცდომები დაუშვა, მაგრამ შუა მინდორში დღევანდელი თბილისის «დინამოსავით» თამაში დაუშვებელია. ეს ეწინააღმდეგება თანამედროვე ფეხბურთის ელემენტარულ მოთხოვნებს.
შუა მინდორი თბილისელებს რაღაც ფეტიშად აქვთ ქცეული. აქ ისინი ზომაზე მეტადა ყოვნდებიან, გაუთავებლად, გაუმართლებლად ატარებენ ბურთს, მოძრაობენ მინდვრის სიგანეზე, გადასცემენ მხოლოდ უახლოეს პარტნიორს, მხოლოდ მაშინ, როცა ბურთის დაკარგვის აშკარა საშიშროების წინაშე დგებიან და ეს გადაცემაც ტაქტიკურ ინტერესებს კი არ ემსახურება, არამედ მარტოდმარტო აუცილებლობის მომენტით, გამოუვალი მდგომარეობითაა ნაკარნახევი.
თბილისის «დინამო» მუდამ ცნობილი იყო პირველხარისხოვანი თავდამსხმელებით, სწრაფი, ტემპიანი იერიშით, აგრესიულობით, კარში დარტყმით. ახლა ამ ტემპსა და აგრესიულობას ნაკლებად ვხედავთ. გუცაევს და ყიფიანს თითქმის არაფერი გაუკეთებიათ განვლილ მატჩში და ბედნიერ გამონაკლისს მხოლოდ წერეთელი წარმოადგენდა, რომლის აქტიურობა ბოლოს და ბოლოს გოლითაც დაგვირგვინდა.
ჩვენ, მოსკოველები, დიდი ინტერესით შევხვდით გუცაევის გამოჩენას დიდი ფეხბურთში, სიხარულით ვუყურებდით მის «მეტრეველისებურ» თამაშს. ახალგაზრდა ფორვარდი სსრ კავშირის ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს, შარშან მარჯვენა გარემარბებში პირველ ნომრადაც გავიდა 33 საუკეთესოს შორის. ახლა კი ძალიან პასიური და ინერტულია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო გუცაევი სპარტაკელებთან მატჩში და მის ნაცვლად მინდორზე გამოსულმა მჭედლიშვილმა გაცილებით მეტი სარგებლობა მოუტანა გუნდს.
შეტევაში მცველის მონაწილეობა ნორმად იქცა დღევანდელ ფეხბურთში. მოიერიშე მცველები ბევრ გუნდს ჰყავს, მაგრამ თბილისელთა მცველები თავიანთ რეიდებს ხშირ შემთხვევაში თვითმიზნურად, უადგილოდ ასრულებენ და იმდენად მეტოქის კარს არ ემუქრებიან, რამდენადაც საკუთარს აგდებენ ხიფათში. ამ მხრივ მათთვის სამაგალითო უნდა იყოს სპარტაკელი ლოვჩევი, რომელმაც გუცაევის სრული ნეიტრალიზებაც შეძლო, თავის ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებსაც სისტემატურად ეხმარებოდა შეტევისას და გოლიც გაიტანა.
თბილისელებს ხშირად წაუგიათ მოსკოვში თამაში ისე, რომ ტაშით აცილებდნენ მინდვრიდან მაყურებლები. ამჯერად ტაშისთვის ხელი არავის მოუბრუნდა ტრიბუნებზე: გუნდმა ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება. მოსკოველებმა საგრძნობი უპირატესობით ჩაატარეს მატჩი, დაწინაურდნენ მე–11 წუთზე ლოვჩევის მიერ გატანილი გოლით, შემდეგ კი, 67–ე წუთზე, პისკარიოვმა სწრაფად გამოიყენა მოპირდაპირე დაცვაში დაშვებული შეცდომა და მეორე ბურთი გაიტანა სტუმრების კარში.
თბილისის «დინამოს» დიდი სამსახური გაუწია წერეთლის მიერ 87–ე წუთზე ბრწყინვალედ გატანილმა გოლმა. მისი წყალობით გუნდს გარკვეული შანსი შეექმნა, რომ წარმატებით იბრძოლოს იმავე «სპარტაკთან» მეოთხედფინალში გასასვლელად განმეორებითს მატჩში, რომელიც თბილისში შედგება 27 ივნისს.