«Динамо» (Тбилиси) – «Крылья Советов» (Куйбышев) 2:0 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) – «Крылья Советов» (Куйбышев) 2:0 (1:0)

Кубок СССР 1973 года. 1/16 финала. 1-й матч.
15 марта 1973 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 25000 зрителей.
Судьи: Т.Бахрамов, А.Балаян (оба – Баку), Ф.Ниязов (Кировабад).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Эбралидзе, Гавашели, М.Мачаидзе, Асатиани, Кипиани, Г.Нодия, Л.Нодия.
«Крылья Советов»: Блохин, Кобыльсков, Кульбякин, Степанец, Лосев, Панфилов, Аряпов, Дудко (к), Куприянов, Шмельков, Краев.
Голы:
1:0 Г.Нодия — 30
2:0 Асатиани — 85 (пен.)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 17 марта 1973 года:

НА КУБОК СССР.
Еще два матча 1/16 розыгрыша Кубка СССР состоялись 15 марта в Тбилиси и Севастополе.
ТБИЛИСИ. «Динамо» (Тбилиси) — «Крылья Советов» (Куйбышев». 2:0 (1:0)
Судьи Т. Бахрамов, А.Балаян, Ф. Ниязов.
Голы; Г. Нодия (30), Асатиани (85, с пенальти).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Эбралидзе, Гавашели, М. Мачаидзе, Асатиани, Кипиани, Г. Нодия, Л. Нодия.
«Крылья Coветов»: Блохин, Кобыльсков, Кульбякин, Степанец, Лосев, Панфилов, Аряпов, Дудко, Куприянов, Шмельков, Краев.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 16 марта 1973 года:

ირველი ზღუდე დაძლეულია.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 15 მარტი.
“დინამო” (თბილისი) – “კრილია სოვეტოვი” (კუიბიშევი) 2:0 (1:0).
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, გავაშელი, მ. მაჩაიძე, ასათიანი, ყიფიანი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
“კრილია სოვეტოვი”: ბლოხინი, კობილსკოვი, კულბიაკინი, სტეპანეცი, ლოსევი, პანფილოვი, არაიაპოვი, დიდკო, კუპრიანოვი, შმელკოვი, კრაევი.
მსაჯი: ტ. ბახრამოვი (ბაქო).
თასის გათამაშების პირველ მატჩში თბილისის “დინამოს” საკმაოდ ძნელი მეტოქე შეხვდა კუიბიშეველთა სახით. ჯერ ერთი, “კრილია სოვეტოვთან” ტექნიკურ გუნდს საერთოდ უჭირს თამაში, ვინაიდან მის საჯარიმო მოედანზე დამცველ მოთამაშეთა ისეთი კედელი იქმნება, რომ ბურთით კი არა, უბურთოდაა ძნელი კარისკენ გზის პოვნა, თანაც, ეს მცველები მოწინააღმდეგესთან შეტაკებისას მაინცდამაინც არ გამოირჩევიან დელიკატური მანერებით. ამას გარდა, კუიბიშეველთა ახლანდელი შემადგენლობა, მათი ცალკეული მოთამაშეების თავისებურებანი თითქმის სრულიად უცნობი იყო ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობისთვის, თასზე მატჩებში კი, მოგეხსენებათ, ხუმრობა არ შეიძლება. აქ ყველა უდიდესი თავგამოდებით იბრძვის და სიურპრიზიც საკმარისზე მეტი ხდება. ამიტომ საჭირო შეიქნა შარშანდელი არქივის საფუძვლიანი გადაქექვა, რათა “კრილია სოვეტოვის” საიდუმლოებანი რაც შეიძლება ნათელი გამხდარიყო.
როგორც მატჩმაც ცხადყო, ამ გუნდში მტკიცედ იცავენ ძველ ტრადიციებს. დაცვა მისი უპირველესი და მთავარი საზრუნავია. საკმარისი იყო ბურთი შორს, სადღაც მინდვრის სიღრმეში ჩაეგდოთ თბილისელებს და სტუმრების ნახევარმცველები წამსვე უკან იხევდნენ, მცველებისკენ, რომლებთან ერთადაც ძლიერ ძნელად დასაძლევ ზღუდეს ქმნიდნენ. მაგრამ სწორი არ იქნება ვთქვათ, რომ “კრილია სოვეტოვი” სულ ესაა – ჩაჯდა დაცვაში და ბურთის მოგერიების მეტი არაფერი იცის. რა თქმა უნდა, არა, კონტრშეტევის, სწრაფი, მოულოდნელი, კარგად მოფიქრებული გარღვევების ხელოვნებას გუნდი საკმაოდ კვალიფიციურადაა დაუფლებული და ამიტომ იყო, რომ “დინამოს” რომელიც თითქმის განუწყვეტლივ ფლობდა ინიციატივას, მაინც ხშირად უხდებოდა სახიფათო მომენტებში სრული დაძაბულობით ბრძოლა საკუთარი კარის უხიფათობისთვის. დაგვამახსოვრდა ხურცილავას საჰაერო ბრძოლა კუპრიანოვთან, სისტემატურად ერთვოდნენ თამაშში ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე. არც გოგია იყო უსაქმოდ.
ჩვენმა გუნდმა, პირდაპირ უნდა ითქვას, კარგი შთაბეჭდილება მოახდინა სეზონის ამ პირველ ოფიციალურ მატჩში. უკიდურესად მაღალი ტემპი, რომელიც პირველივე წუთებიდან განავითარეს დინამოელებმა, მცირე გამონაკლისის გარდა, ბოლომდე არ დამცხრალა. ისინი ბევრს მოძრაობდნენ, დაუღალავად იბრძოდნენ ბურთისთვის მთელს მინდორზე, ყველა სიტუაციაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნახევარდაცვის ხაზი, რომელიც არ ანელებდა ტემპს, კომბინაციურად ურთიერთმოქმედებდა თავდასხმასთანაც და დაცვასთანაც, ზედმეტად არ ატარებდა ბურთს და დაუგვიანებლად ამარაგებდა გადაცემებით შეტევისთვის გამზადებულ ფორვარდებს.
ანგარიში დინამოელებმა გახსნეს მხოლოდ 30–ე წუთზე. “მხოლოდ” იმიტომ, რომ მანამდე სტუმრები არაერთხელ გადაურჩნენ სახიფათო მომენტს. ძალიან ძლიერად ითამაშა მეკარე ბლოხინმა, ოდნავ ასცდა მიზანს ყიფიანის, ორივე ნოდიას, ასათიანის, მაჩაიძის დარტყმები. 30–ე წუთზე კი კუიბიშეველთა კარში, როგორც იქნა, გავიდა გოლი: გ. ნოდიამ მიიღო ებრალიძის საუცხოო გადაცემა და მეკარე ბლოხინთან ბრძოლაში შეძლო ბურთის გატანა.
შესვენების შემდეგ სტუმრები საგრძნობლად გააქტიურდნენ მინდვრის შუაგულში, ნახევარმცველები უფრო თამამად გადიოდნენ წინ და ორგოლიანი უპირატესობის შექმნა, რაც ასე საჭიროა თასის ახლანდელ მატჩებში, თბილისელებს საგრძნობლად გაუჭირდათ. მაგრამ ეს ამოცანა მაინც შესრულდა: 83–ე წუთზე გარღვევაზე გასული ყიფიანი წააქცია სტეპანცევმა. მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რაც ასათიანს მიანდეს. 2:0.
თბილისის “დინამო” განმეორებით მატჩს “კრილია სოვეტოვთან” 1 აპრილს ჩაატარებს სტავროპოლში.
ბ. ქორქია.