«Динамо» (Тбилиси) — «Металлист» (Харьков) 4:1 (2:1)

«Динамо» (Тбилиси) — «Металлист» (Харьков) 4:1 (2:1)

Кубок СССР 1972 года. 1/16 финала. 2-й матч.
8 марта 1972 года. 15-00. Рустави. Стадион «Металлург». 15000 зрителей.
Судьи: В.Липатов, А.Кадетов, А.Мартынов (все — Москва).
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Кантеладзе, Эбралидзе, Гавашели, М.Мачаидзе, Асатиани (Кутивадзе, 15), Гуцаев, Г.Нодия, Л.Нодия.
«Металлист»: Савченко, Гунько, Аристов, Матвиенко, Толстой, Аптерман, Малявкин, Коновалов, Чаплыгин, Борисенко, Бокатов (вр. Удовенко, 71).
Голы:
1:0 Гавашели — 03
1:1 Борисенко — 09
2:1 Г.Нодия — 44
3:1 Г.Нодия — 71 (пен.)
4:1 Г.Нодия — 89
Предупреждение: Толстой (05, грубая игра).
Удаление: Савченко (71, неспортивное поведение).

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 10 марта 1972 года:

Убедительный реванш.
Трудную задачу пришлось решать динамовцам Тбилиси в кубковых поединках с харьковским «Металлистом». На первый матч, проходивший в Харькове, тбилисцы попали, не успев перевести дух после дальнего пути из далекой жаркой Индонезии. Во втором, игравшемся в Рустави, нужно было отыгрывать два мяча. Динамовцы выдержали испытание взяв убедительный реванш — 4:1, который позволил им продолжать борьбу за Кубок.
Крупный счет, однако, не свидетельствует о легкости доставшейся победы. Поединок складывался так, что тбилисским футболистам помимо технических и физических качеств надо было проявить стойкость и выдержку. Ведь к 6-й минуте счет был 1:1. Первый гол с подачи Мачаидзе забил вклинившийся в атаку Гавашели. Ответный менее чем через минуту — Бондаренко, умело воспользовавшийся запоздалыми действиями защитников и вратаря. А это значило, что динамовцам для победы надо забить как минимум еще три мяча.
За три минуты до перерыва Кутивадзе, пройдя по правому флангу, прострелил низом, Г. Нодия перехватил передачу, и счет стал 2:1. В середине второго тайма в сторону гостей назначается 11-метровый за игру защитника рукой. Но, прежде чем удар был выполнен, с поля удалили вратаря «Металлиста» Савченко, оскорбившего судью. Харьковчане заменили Бокатова запасным вратарем Удовенко. Г. Нодия реализовал пенальти — 3:1. Через десять минут он же завершил очередную атаку команды.
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Эбралидзе, Гавашели, Мачаидзе, Асатиани (Кутивадзе, 15), Гуцаев, Г. Нодия, Л. Нодия.
«Металлист»: Савченко, Гунько, Аристов, И. Матвиенко, Толстой, Аптерман, Малявкин, Коновалов, Чаплыгин, Борисенко, Бокатов (Удовенко, 63).
Судьи В. Липатов, М. Кадетов, А, Мартынов (все — Москва).
Г. Акопов. (Наш корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 11 марта 1972 года:

ყველაფერი კარგია, რაც კარგად თავდება.
რუსთავი. “მეტალურგის” სტადიონი. 8 მარტი.
“დინამო” (თბილისი) _ “მეტალისტი” (ხარკოვი) — 4:1 (2:1).
“დინამო”: სტეფანია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, გავაშელი, მ. მაჩაიძე, ასათიანი (კუტივაძე), გუცაევი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
“მეტალისტი”: სავჩენკო, გუნკო, არისტოვი, მატვიენკო, ტოლსტოი, ასტერმანი, მალიავკინი, კონოვალოვი, ჩაპლიგინი, ბორისენკო, ბოკატოვი (უდოვენკო).
მსაჯი: ვ. ლიპატოვი (მოსკოვი).
საკავშირო თასის გათამაშების ფორმულას ფეხბურთის მოყვარულები კარგად იცნობენ. შეჯიბრების შემდგომ ეტაპზე გასასვლელად ორი მატჩის ჯამში გუნდმა ქულათა მეტი რაოდენობა უნდა დააგროვოს. თუ ასეთი უპირატესობა არ მოხერხდა, გამარჯვების საკითხს წყვეტს გატანილი ბურთები.
თუ ამ დებულებას განვიხილავთ თბილისის “დინამოსა” და ხარკოვის “მეტალისტის” კერძო მაგალითზე, მდგომარეობა 8 მარტისთვის ასეთი იყო. შინ ხარკოველებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 2:0, საპასუხო მატჩი კი დინამოელებს უნდა მოეგოთ 3 ან მეტი ბურთის განსხვავებით, რათა მერვედფინალის ვიზა მიეღოთ. ამავე ანგარიშით რევანში დამატებით დროსა და პენალტების სერიას გამოიწვევდა. ესე იგი, თბილისელებს სავსებით რთული და კონკრეტული ამოცანა ჰქონდათ: გამარჯვება 3 ბურთის უპირატესობით. მაგრამ მოდი და გაიტანე გოლი ატალახებულ მინდორზე, როცა მეტოქეს უკვე აქვს მარაგში ორი გოლი და თავგამოდებით, ძალების დაუზოგავად იბრძვის უკვე მოპოვებულის შესანარჩუნებლად. ძნელი ამოცანაა.
“მეტალისტმა” რუსთავის სტადიონზე მართლაც დაამტკიცა, რომ მისი გამარჯვება მთლად შემთხვევითი არ ყოფილა. იშვიათად გვინახავს ასეთი შეუპოვარი, ენერგიული, მებრძოლი გუნდი. ყოველი მოთამაშე აკეთებდა მაქსიმუმს, რაც მეეძლო და ცოტა მეტსაც. სავჩენკო გამუდმებით თამაშში იყო ჩაბმული და ერთი-ერთზე იღებდა უძნელეს ბურთებს. თბილისელებს არ აკლდათ დახმარება წინა ხაზის მოთამაშეთაგან, რომლებიც შუა მინდორზე ძალიან ძნელად დასაძლევ ზღუდეს ქმნიდნენ, მაგრამ საკმარისი იყო მცირე შესაძლებლობა, კონტრიერიშის ოდნავი შანსიც კი და შეტევაზე დარჩენილ ბოკატოვს მაშინვე მხარში ედგნენ ჩაპლიგინი, ბორისენკო, კონოვალოვი. ასე შეიქმნა “დინამოს” კარის აღების რამდენიმე რეალური მომენტი, რომლებსაც შეეძლოთ დიდი უსიამოვნება მოეტანათ ჩვენი გუნდისთვის. თამაში მთლიანად “მეტალისტის” ნახევარზე მიმდინარეობდა, მაგრამ დროდადრო არც სტეფანიას აკლდა სამუშაო და არც მის მცველებს. მაგრამ ამ უკანასკნელთა, ესე იგი მცველთა მიმართ უნდა ითქვას, რომ ისინი ახლა საკმაოდ შორს დგანან თავისი ნამდვილი, საბრძოლო ფორმისაგან. “დინამოს” მცველები ხშირად უშვებდნენ როგორც ტაქტიკური, ისე ტექნიკური ხასიათის შეცდომებს, აგვიანებდნენ მოწინააღმდეგის კონტრიერიშისას, აგებდნენ ინდივიდუალურ ბრძოლასაც.
კარგად ითამაშა ნახევარდაცვის ხაზმა მთლიანად და თავდამსხმელებმაც, რომლებმაც აიძულეს ხარკოველები ღრმა დაცვაში ემოქმედათ.
ანგარიში გაიხსნა მე-5 წუთზე. დინამოელთა ძლიერი და სწრაფი შეტევის შემდეგ სავჩენკომ ძლივს მოიგერია გ. ნოდიას ბურთი, მას მიუსწრო გავაშელმა და ახლოდან გაიტანა გოლი.
მე-5 წუთზე — 1:0! ეს გეგმის შესრულებას ნიშნავდა, მაგრამ არ გასულა სამიოდე წუთი, ბოკატოვი მარჯვენა ფლანგზე გაექცა მცველებს, მიაწოდა ცენტრში, აქ კვლავ იქნა დაშვებული შეცდომა და ბორისენკომ ნელი დარტყმით გაგზავნა ბურთი კარში — 1:1.
ამ მარცხმა ახალი სიძნელეები წამოჭრა დინამოელთა წინაშე. ახლა სამი ბურთის გატანა საქმეს აღარ შველოდა და “ნორმა” ოთხამდე გაიზარდა. ამას მალე ისიც დაემატა, რომ ტრავმის გამო მინდორი დატოვა ასათიანმა. საჭირო შეიქნა მთელი ძალით, მთელი ენერგიით ბრძოლა. ასათიანის ნაცვლად გამოსული კუტივაძე სწრაფად ჩაერთო თამაშში და “დინამო” გადავიდა ხანგრძლივ, ძლიერ შეტევაზე. რამდენიმე გამოუყენებელი მომენტის შემდეგ დინამოელებმა ტაიმის მიწურულს მაინც შეძლეს დაწინაურება: გ. ნოდიამ დროზე მიუსწრო კუტივაძის გადაცემას — 2:1.
საინტერესო ამბები მოხდა შესვენების შემდეგ. 71-ე წუთზე ლ. ნოდიასთან ბრძოლისას “მეტალისტის” მცველი გენკო ხელით შეეხო ბურთს. პენალტი ეჭვს არ იწვევდა და გ. ლიპატოვს წამითაც არ უყოყმანია. მაგრამ 11-მეტრიანის სისწორეში ეჭვი შეიტანა სავჩენკომ და თავისი პროტესტი ისეთი უწმაწური სიტყვებით გამოხატა არბიტრის მიმართ, რომ ეს უკანასკნელი, მსაჯთა საკავშირო კოლეგიის თავმჯდომარე, იძულებული გახდა მეკარე მინდვრიდან გაეძევებინა. ხარკოველებმა მაშინვე შეცვალეს მინდვრის მოთამაშე ბოკატოვი სათადარიგო მეკარე უდოვენკოთი და გ. ნოდიასთან “დუელი” მას დაავალეს. დინამოელმა უდოვენკოს ბურთის აღების არავითარი შანსი არ დაუტოვა — 3:1.
თასის მერვედფინალში გასვლის შესაძლებლობა ისევ რეალობად იქცა. თბილისელები კვლავ და კვლავ უტევდნენ. 79-ე წუთზე კომბინაცია გაითამაშეს ძოძუაშვილმა და ებრალიძემ, ბურთი ცენტრში გადაეცა გ. ნოდიას და ცენტრფორვარდის “ჰეტ-თრიკის” შემდეგ “დინამომ” ანგარიშში მიაღწია იმ განსხვავებას, რომელიც მას სჭირდებოდა — 4:1. მეთექვსმეტედფინალის ძნელი ეტაპი გუნდისთვის კეთილად დამთავრდა.
რ. ქორიძე.