«Динамо» (Тбилиси) — «Крылья Советов» (Куйбышев) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — «Крылья Советов» (Куйбышев) 0:0

Кубок СССР 1971 года. 1/16 финала. 1-й матч.
15 марта 1971 года. Тбилиси. Стадион «Локомотив».
Судьи: Г.Багдасаров (Ташкент), А.Гладкий (Днепропетровск), В.Корнилов (Грозный).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Хинчигашвили, Петриашвили, Кутивадзе, Асатиани, Метревели, Г.Нодия, Л.Нодия (Гавашели, 64).
«Крылья Советов»: Блохин, Кобыльсков, Сахаров, Платонов, Мартынов, Панфилов, Кораблев, Блинков, Куприянов, Казаков, Аряпов.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 17 марта 1971 года:

ВОРОТА НА ЗАМКЕ.
Тбилисским любителям футбола явно не повезло с премьерой сезона. В воскресенье вечером здесь неожиданно пошел мокрый снег, в понедельник похолодало, подул порывистый ветер. Но даже со скидкой на март и на плохую погоду матч получился скучным, неинтересным. Он напоминал тренировку в одни ворота, в которой атакующая сторона (динамовцы) довольствовалась тем, что «запирала» соперника в его штрафной площади, а обороняющаяся иной цели, как безопасность своих ворот, и не искала.
Особенно трудно пришлось гостям во втором тайме, когда в атаки «Динамо» стали подключаться защитники, но дело так и кончилось нулевой ничьей.
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Хинчагашвили, Петриашвили, Кутивадзе, Асатиани, Метревели, Г. Нодия, Л. Нодия (Гавашели, 64).
«Крылья Советов»: Блохин, Кобыльсков, Сахаров, Платонов, Тартынов, Панфилов, Кораблев, Блинков, Куприянов, Казаков, Аряпов.
Судьи Г. Багдасаров (Ташкент). А. Гладкий, (Днепропетровск), В. Корнилов (Грозный).
Г. АКОПОВ. (Наш корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 17 марта 1971 года:

მეორე მატჩის იმედით.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 15 მარტი.
“დინამო” (თბილისი) — “კრილია სოვეტოვი” (კუიბიშევი) — 0:0.
“დინამო”: ურუშაძე, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, პეტრიაშვილი, კუტივაძე, ასათიანი, მეტრეველი, გ. ნოდია, ლ. ნოდია (გავაშელი).
“კრილია სოვეტოვი”: ბლოხინი, კობილსკოვი, სახაროვი, პლატონოვი, მარტინოვი, პანფილოვი, კორაბლიოვი, ბლინკოვი, კუპრიანოვი, კაზაკოვი, არიაპოვი.
მსაჯი: გ. ბაღდასაროვი (ტაშკენტი).
სსრ კავშირის თასის გათამაშების კენჭისყრამ თბილისის “დინამოს” პირველ მეტოქედ კუიბიშევის “კრილია სოვეტოვი” არგუნა. რა თქმა უნდა, ჩვენი მოწინააღმდეგე არ მიეკუთვნება პირველი კატეგორიის სიძლიერის გუნდებს და ამიტომ კენჭისყრა იღბლიანად შეიძლება მივიჩნიოთ, მითუმეტეს, რომ მეთექვსმეტედფინალში გუნდები ორჯერ ხვდებიან ერთმანეთს და შემთხვევითობის ელემენტიც ამ პირობებში მინიმუმამდეა დაყვანილი.
და აი, ამ ეტაპის პირველი საფეხური განვლილია. დინამოელები კი სწორედ ამ “შემთხვევითობის ელემენტის” წინაშე დგანან, ვინაიდან პირველმა მატჩმა საკუთარ მინდორზე ვერაფერი სახეირო მოგვიტანა და ახლა სოჭის სტადიონის იმედით უნდა ვიყოთ, სადაც განმეორებითი შეხვედრა შედგება 19 მარტს.
რატომ მოხდა ასე? რა სიურპრიზს წააწყდნენ თბილისელები “კრილია სოვეტოვის” მხრივ, რომ საკუთარ მინდორზე ვერ შეძლეს გამარჯვება?
არავითარი სიურპრიზი არ მომხდარა: კუიბიშეველებმა ითამაშეს ისე, როგორც ჩვენ ეს გვინახავს, 1946 წლიდან მოყოლებული დღემდე. ამ გუნდს ხუთი თითივით ვიცნობთ: შუა მინდორზე მას დაცვის პირველი გაძლიერებული ხაზი ჰყავს, რომელიც ძალების მაქსიმალური დაძაბვით იბრძვის მეტოქის იერიშის ჩასახშობად მისი წამოწყების პირველივე ფაზაში, სანამ საქმეში ფორვარდები ჩაერევიან. თუ ეს მანევრი არ განხორციელდა, ბრძოლაში ებმება კუიბიშეველთა მთავარი ძალა — დაცვა, ე.ი. 6-7 ფეხბურთელი საჯარიმო მოედანზე, რომლებიც ისე მჭიდროდ ეთამაშებიან მოწინააღმდეგეებს, რომ მათ, უბრალოდ, საშუალება არა აქვთ შეასრულონ ტექნიკური ელემენტები, დაამუშაონ ბურთი ან კარში გაგზავნონ იგი.
ეს ყველაფერი კარგადაა ცნობილი. მაგრამ დინამოელებმა ვერაფრით ვერ მოუძებნეს გასაღები სტუმრების “ბოქლომს”, ვერ შეძლეს დაეცილებინათ ერთმანეთს მათი მცველები, რომლებიც დიდ სიმჭიდროვეში ახერხებენ იერიშების განელებას.
“დინამომ” ნელ ტემპში დაიწყო თამაში და ეს იყო პირველი შეცდომა, რომელმაც განსაზღვრა მატჩის შემდგომი მსვლელობა. ჩვენი ნახევარმცველები ზედმეტად ატარებდნენ ბურთს, აყოვნებდნენ გადაცემებს, შუა მინდვრის გავლას დიდხანს უნდებოდნენ, ეს კი ხელს უწყობდა კუიბიშეველებს საკუთარი “სანგრების” გამაგრებაში. ამას დაემატა ისიც, რომ თბილისელთა თავდასხმა ინიციატივას ნაკლებად იჩენდა, ჯგუფდებოდა საჯარიმო მოედანზე და მოვლენათა მსვლელობის იმედით იყო დარჩენილი. და ეს მაშინ, როცა კუიბიშეველთა დაცვა უდიდესი თავგანწირვით იბრძოდა და ბურთთან, როგორც წესი, პირველი იყო. თუ რამდენიმე შორეულ, ერთობ უზუსტო დარტყმას არ მივიღებთ მხედველობაში, ბლოხინს დიდი ჯაფა არ დადგომია. მცველები მის საქმეში ჩარევამდე ახერხებდნენ ხიფათის უვნებელყოფას.
დინამოელებმა სრულ უპირატესობას მიაღწიეს მეორე ტაიმში, მაგრამ ნახევარმცველები და თავდამსხმელები ისევ უსისტემოდ, ქაოტურად თამაშობდნენ. მაშინ თავიანთი სიტყვა თქვეს მცველებმა — ძოძუაშვილმა, ხურცილავამ ხინჩაგაშვილმა, რომლებიც შეტევის უშუალო მონაწილენი გახდნენ, რეიდს რეიდზე ასრულებდნენ, მაგრამ საქმეს მაინც არაფერი ეშველა.
რამდენიმე სიტყვა გვინდა ვთქვათ ჩვენს მარცხენა გარემარბზე. ჯერ ერთი, ლ. ნოდია მეტისმეტად იზღუდება თავისი ფლანგით და “გარეშე საქმეებში” არ ერევა. მაღალი კლასის თანამედროვე ფორვარდები ახლა ასეთი “ვიწრო კვალიფიკაციით” არ იფარგლებიან; მეორეც, — ნუთუ მას თავის ტექნიკურ არსენალში დრიბლინგის მხოლოდ ერთი იარაღი აქვს და მეტი არაფერი? 60 წუთის მანძილზე, რაც ლ. ნოდია მინდორზე იყო, იგი მხოლოდ ერთ, “ობოლ” ილეთს ასრულებდა და სწორედ იმას, რომლის საიდუმლოება კობილსკოვმა პირველივე შესრულებაზე გაიგო და აბსოლუტურად გამოთიშა ჩვენი თავდამსხმელი თამაშიდან. ლ. ნოდიასა და კობილსკოვის ყოველი შეტაკება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მთავრდებოდა და თბილისელს აზრადაც არ მოსვლია შეეცვალა თამაში, სხვა ტაქტიკური გზა მოეძებნა შეტევის განვითარებისთვის.
ერთი სიტყვით, 90 წუთი ისე გავიდა, რომ დინამოელებმა ვერაფერი მოუხერხეს “კრილია სოვეტოვს” და უგოლოდ დატოვეს მინდორი.
ბ. ქორქია.